საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ლომაშვილი: "მე მიშას ვაჯობე!"
მამუკა ლომაშვილი: "მე მიშას ვაჯობე!"

პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს არა­ერ­თი პა­რო­დის­ტი ჰყავს, მაგ­რამ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც არც ისე ცუ­დად არ­თმევს ამ საქ­მეს თავს. მა­მუ­კა შარ­შან და­ქორ­წინ­და, ნო­ემ­ბერ­ში კი პა­ტა­რას ელო­დე­ბა და მა­მო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ამას­თან, მუ­შა­ობს სა­ბავ­შვო თე­ატრ-სტუ­დი­ა­ში, რო­მე­ლიც გლ­დან­ში, 39-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, 2007 წელს თა­ვად და­ა­არ­სა. ძა­ლი­ან უყ­ვარს ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა და მათ­თან ერ­თად ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მეს აკე­თებს, რაც მთა­ვა­რია, ახლგაზ­რდებს თე­ატრსა და სცე­ნას აყ­ვა­რებს. ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა აქვს... რად­გან მის პერ­სო­ნაჟს ცოტა ხან­ში პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვადა ეწუ­რე­ბა, "ამ­ბე­ბი.გე" და­ინ­ტე­რეს­და, რას გა­ნიც­დის ამ დროს მა­მუ­კა, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დის­ტი. 

- მა­მუ­კა, შენს პერ­სო­ნაჟს პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვადა ეწუ­რე­ბა... შენ რას აპი­რებ?

კი­დევ გა­ა­კე­თებ მის პა­რო­დი­ას?

- ცოტა ხნის წინ რომ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო "იუ­მო­რი­ნას" კონ­ცერ­ტი, ალ­ბათ კარ­გა ხნის გა­უ­კე­თე­ბე­ლი მექ­ნე­ბო­და მი­შას პა­რო­დია, რად­გა­ნაც ასე ემარ­თე­ბათ ხოლ­მე შავ სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლებს.

მი­შამ იკი­თხოს, თო­რემ მე ისევ თა­ვა­წე­უ­ლი ვივ­ლი, რო­გორც აქამ­დე დავ­დი­ო­დი. ვადა მე კი არა, მას ეწუ­რე­ბა... ცოტა ხნის წინ დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარბზში, "იუ­მო­რი­ნას" კონ­ცერ­ტზე, სცე­ნა­ზე რომ ავე­დი, მა­ყუ­რე­ბე­ლი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით შემ­ხვდა. ტაში და ოვა­ცი­ე­ბი არ წყდე­ბო­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მე მი­შას ვა­ჯო­ბე! და­ე­ჯე­რე­ბი­ნა მათ­თვის, ვინც წე­სი­რი ცხოვ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და, ყო­ვე­ლი ჩვე­ნი კონ­ცერ­ტიც კი ამის დას­ტუ­რი იყო, სხვებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ.

- თა­ვი­დან რას გრძნობ­დი, რო­დე­საც პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის იმი­ტა­ცია და­ი­წყე? რა იყო ეს შენ­თვის?

- სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტი არ იყო, რო­დე­საც მისი იმი­ტა­ცია და­ვი­წყე. მა­შინ ის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი იყო. პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი კი ორი­ვე ერ­თდრო­უ­ლად გავ­ხდით.

- და მერე რა მოხ­და?

- ჩემი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. უზო­მოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდი, რად­გა­ნაც ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში მო­მი­წია გა­მოს­ვლამ, - ჯერ "ღა­მის შოუს" კონ­ცერ­ტებ­ზე, შემ­დეგ "იუ­მო­რი­ნა­ზეც" გა­მო­ვე­დი.

- მოგ­წონ­და მიშა? ანუ ადა­მი­ა­ნი, ვის პა­რო­დი­ა­საც აკე­თებ­დი...

- მიშა არ მომ­წონ­და! ეს ყვე­ლას უკ­ვირ­და და მსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ... მაგ­რამ მე­ო­რეც არის, ის, რო­გორც ჩემი გმი­რი, დღემ­დე ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რად­გა­ნაც მას­ზე დიდი ამა­გი მაქვს...

- თა­ვი­დან არა, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, შენი პერ­სო­ნა­ჟი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ლან­ძღა­ვი პერ­სო­ნა გახ­და. ადა­მი­ა­ნე­ბი მის მი­მართ სა­ჯა­როდ საყ­ვე­დუ­რებ­სა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­დნენ...

- ის ლან­ძღვა მე კი არა მიშა ეკუთ­ვნო­და, რაც ერთი მხრივ, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი იყო. მაგ­რამ რა, არას­წო­რად ლან­ძღავ­დნენ?! თუმ­ცა თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, ვის პა­რო­დი­ა­საც ვა­კე­თებ­დი. ის რომ მიშა არ მომ­წონ­და, ამის მიხ­ვედ­რა ძნე­ლი არ არის, თუ ჩემს ნე­ბის­მი­ერ გა­მოს­ვლას ნა­ხავთ...

- პი­რის­პირ არას­დროს გი­ნა­ხავს?

- კი, ერთხელ ვნა­ხე, მა­შინ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი იყო, მე კი ერთ-ერთი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნიხზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე. ხომ ვთქვი, რომ იმ პე­რი­ო­დის­თვის ჩემი პა­რო­დია, მხო­ლოდ ვიწ­რო წრე­ში იყო ცნო­ბი­ლი.

- ალ­ბათ, ძნე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, ამ შემ­თხვე­ვა­ში შენ­თვის, ქვეყ­ნის მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის იმი­ტა­ცია...

- ვერ ვი­ტყვი, რომ მა­შინ ან ახლა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ვი­ყა­ვი და ვარ ...

- აბა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი ხარ?

- მოვ­ლე­ნებს რე­ა­ლუ­რად ვა­ფა­სებ. მისი მხარ­დამ­ჭე­რი არც მა­შინ ვი­ყა­ვი და არც ახლა ვარ. ვი­მე­ო­რებ, რე­ა­ლის­ტი ვარ...

- შენი პერ­სო­ნა­ჟის რა თვი­სე­ბა მოგ­წონს და რა - არა?

- ჩემ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის პა­რო­დია რე­ა­ლუ­რი პრე­ზი­დენ­ტის­გან ნამ­დვი­ლად გან­სხვავ­დე­ბა... მი­შა­ში ის მომ­წონს, თუ რო­გორ იტყუ­ე­ბა, რო­გორ იგო­ნებს ზღაპ­რებს და რო­გორ სჯე­რა მერე თა­ვი­სი გა­მო­გო­ნი­ლი ზღაპ­რე­ბის... სა­ოც­რად არ მომ­წონს ის, რომ ამ ადა­მი­ანს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ბედი ება­რა და აბა­რია!..

- ბო­ლოს, "იუ­მო­რი­ნა­ზე" "შენი მიშა" თა­ვის სინ­დისს ელა­პა­რა­კე­ბო­და...…

- ჰო, იმ ნო­მერ­ში ის თა­ვის სინ­დის­თან ლა­პა­რა­კობს, რო­მე­ლიც ახ­ლოს სა­ერ­თოდ არ გა­ი­კა­რა და არც უნდა, რომ გა­ი­კა­როს იმი­ტომ, რომ სინ­დი­სის გარ­შე ად­ვი­ლია ცხოვ­რე­ბა და მღე­რის ასეთ სიმ­ღე­რას:"დელი დელი დე­ლა­სა,/ ვცდი­ლობ თა­ვის შვე­ლა­სა..."

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მამუკა ლომაშვილი: "მე მიშას ვაჯობე!"

მამუკა ლომაშვილი: "მე მიშას ვაჯობე!"

პრეზიდენტ სააკაშვილს არაერთი პაროდისტი ჰყავს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი მამუკა ლომაშვილი იყო, რომელიც არც ისე ცუდად ართმევს ამ საქმეს თავს. მამუკა შარშან დაქორწინდა, ნოემბერში კი პატარას ელოდება და მამობისთვის ემზადება. ამასთან, მუშაობს საბავშვო თეატრ-სტუდიაში, რომელიც გლდანში, 39-ე საჯარო სკოლაში, 2007 წელს თავად დააარსა. ძალიან უყვარს ბავშვებთან მუშაობა და მათთან ერთად ბევრ საინტერესო საქმეს აკეთებს, რაც მთავარია, ახლგაზრდებს თეატრსა და სცენას აყვარებს. ამბობს, რომ ძალიან ლამაზი შემოქმედებითი ცხოვრება აქვს... რადგან მის პერსონაჟს ცოტა ხანში პრეზიდენტობის ვადა ეწურება, "ამბები.გე" დაინტერესდა, რას განიცდის ამ დროს მამუკა, როგორც პრეზიდენტის პაროდისტი. 

- მამუკა, შენს პერსონაჟს პრეზიდენტობის ვადა ეწურება... შენ რას აპირებ?

კიდევ გააკეთებ მის პაროდიას?

- ცოტა ხნის წინ რომ არ ჩატარებულიყო "იუმორინას" კონცერტი, ალბათ კარგა ხნის გაუკეთებელი მექნებოდა მიშას პაროდია, რადგანაც ასე ემართებათ ხოლმე შავ სიაში შეყვანილებს.

მიშამ იკითხოს, თორემ მე ისევ თავაწეული ვივლი, როგორც აქამდე დავდიოდი. ვადა მე კი არა, მას ეწურება... ცოტა ხნის წინ დიდ საკონცერტო დარბზში, "იუმორინას" კონცერტზე, სცენაზე რომ ავედი, მაყურებელი უდიდესი სიყვარულით შემხვდა. ტაში და ოვაციები არ წყდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე მიშას ვაჯობე! დაეჯერებინა მათთვის, ვინც წესირი ცხოვრებისკენ მოუწოდებდა, ყოველი ჩვენი კონცერტიც კი ამის დასტური იყო, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ.

- თავიდან რას გრძნობდი, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის იმიტაცია დაიწყე? რა იყო ეს შენთვის?

- სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი არ იყო, როდესაც მისი იმიტაცია დავიწყე. მაშინ ის იუსტიციის მინისტრი იყო. პოპულარულები კი ორივე ერთდროულად გავხდით.

- და მერე რა მოხდა?

- ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. უზომოდ პოპულარული გავხდი, რადგანაც ფილარმონიაში მომიწია გამოსვლამ, - ჯერ "ღამის შოუს" კონცერტებზე, შემდეგ "იუმორინაზეც" გამოვედი.

- მოგწონდა მიშა? ანუ ადამიანი, ვის პაროდიასაც აკეთებდი...

- მიშა არ მომწონდა! ეს ყველას უკვირდა და მსაყვედურობდნენ... მაგრამ მეორეც არის, ის, როგორც ჩემი გმირი, დღემდე ძალიან მიყვარს, რადგანაც მასზე დიდი ამაგი მაქვს...

- თავიდან არა, მაგრამ მოგვიანებით, შენი პერსონაჟი საზოგადოების სალანძღავი პერსონა გახდა. ადამიანები მის მიმართ საჯაროდ საყვედურებსა და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ...

- ის ლანძღვა მე კი არა მიშა ეკუთვნოდა, რაც ერთი მხრივ, არასასიამოვნო ფაქტი იყო. მაგრამ რა, არასწორად ლანძღავდნენ?! თუმცა თავიდანვე ვიცოდი, ვის პაროდიასაც ვაკეთებდი. ის რომ მიშა არ მომწონდა, ამის მიხვედრა ძნელი არ არის, თუ ჩემს ნებისმიერ გამოსვლას ნახავთ...

- პირისპირ არასდროს გინახავს?

- კი, ერთხელ ვნახე, მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო, მე კი ერთ-ერთი ახალგაზრდული ორგანიხზაციის თავმჯდომარე. ხომ ვთქვი, რომ იმ პერიოდისთვის ჩემი პაროდია, მხოლოდ ვიწრო წრეში იყო ცნობილი.

- ალბათ, ძნელი უნდა ყოფილიყო ოპოზიციურად განწყობილი ადამიანისთვის, ამ შემთხვევაში შენთვის, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის იმიტაცია...

- ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ან ახლა ოპოზიციონერი ვიყავი და ვარ ...

- აბა, სააკაშვილის მხარდამჭერი ხარ?

- მოვლენებს რეალურად ვაფასებ. მისი მხარდამჭერი არც მაშინ ვიყავი და არც ახლა ვარ. ვიმეორებ, რეალისტი ვარ...

- შენი პერსონაჟის რა თვისება მოგწონს და რა - არა?

- ჩემ მიერ გაკეთებული პრეზიდენტის პაროდია რეალური პრეზიდენტისგან ნამდვილად განსხვავდება... მიშაში ის მომწონს, თუ როგორ იტყუება, როგორ იგონებს ზღაპრებს და როგორ სჯერა მერე თავისი გამოგონილი ზღაპრების... საოცრად არ მომწონს ის, რომ ამ ადამიანს ქართველი ხალხის ბედი ებარა და აბარია!..

- ბოლოს, "იუმორინაზე" "შენი მიშა" თავის სინდისს ელაპარაკებოდა...…

- ჰო, იმ ნომერში ის თავის სინდისთან ლაპარაკობს, რომელიც ახლოს საერთოდ არ გაიკარა და არც უნდა, რომ გაიკაროს იმიტომ, რომ სინდისის გარშე ადვილია ცხოვრება და მღერის ასეთ სიმღერას:”დელი დელი დელასა,/ ვცდილობ თავის შველასა...”

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება