სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაკირამ ყოფილი საქმრო უფულოდ დატოვა
შაკირამ ყოფილი საქმრო უფულოდ დატოვა

მომ­ღე­რალ­მა შა­კი­რამ ყო­ფილ საქმროს, არ­გენ­ტი­ნის ექს-პრე­ზი­დენ­ტის ვაჟს, ან­ტო­ნიო დე ლა რუას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მო­უ­გო. ყო­ფი­ლი საქმრო მომ­ღერ­ლის­გან კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 45 მლნ დო­ლარს ითხოვ­და. ის აცხა­დებ­და, რომ ბრენ­დი Shakira სწო­რედ მისი შექ­მნი­ლია.

სა­სა­მარ­თლომ დე ლა რუას სარ­ჩე­ლი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და და­ა­დას­ტუ­რა, რომ შა­კი­რა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი მფლო­ბე­ლია.

"ან­ტო­ნი­ოს­თან შეხ­ვედ­რამ­დე მე უკვე ცნო­ბი­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ვი­ყა­ვი", - გა­ნა­ცხა­და შა­კი­რამ სა­სამ­რთლოს გა­ნა­ჩე­ნის შე­სა­ხებ.

ან­ტო­ნიო სა­კუ­თარ ფი­ნან­სურ პრე­ტენ­ზი­ებს იმით ხსნი­და, რომ მომ­ღე­რალ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დროს მას სა­რეკ­ლა­მო აგენ­ტის კა­რი­ე­რის დათ­მო­ბა უწევ­და და მომ­გე­ბი­ან კონ­ტრაქ­ტებ­სა და წი­ნა­და­დე­ბებ­ზე, რომ­ლებ­საც მის­თვის 200 მლნ დო­ლარ­ზე მე­ტის მო­ტა­ნა შე­ეძ­ლო, უარს ამ­ბობ­და. დე ლა რუას თქმით, მან მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რას თავი მი­უ­ძღვნა, რად­გან მისი აგენ­ტი იყო.

არ­გენ­ტი­ნელ­მა ჩათ­ვა­ლა, რომ სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და მათი ერ­თად ყოფ­ნის დროს მომ­ღერ­ლის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხის, 252 მლნ დო­ლა­რის 18%, ანუ 45 მლნ დო­ლარს თუ მო­ი­თხოვ­და. დე ლა რუა შა­კი­რას­თან ერ­თად შე­ძე­ნი­ლი ურუგ­ვა­ის მა­მუ­ლი­სა და ნიუ-იორ­კის აპარ­ტა­მენ­ტე­ბი­თაც იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

წყვი­ლი 10-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2011 წლის იან­ვარ­ში და­შორ­და.

მომ­ღე­რა­ლი dni.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

შაკირამ ყოფილი საქმრო უფულოდ დატოვა

შაკირამ ყოფილი საქმრო უფულოდ დატოვა

მომღერალმა შაკირამ ყოფილ საქმროს, არგენტინის ექს-პრეზიდენტის ვაჟს, ანტონიო დე ლა რუას სასამართლო პროცესი მოუგო. ყოფილი საქმრო მომღერლისგან კომპენსაციის სახით 45 მლნ დოლარს ითხოვდა. ის აცხადებდა, რომ ბრენდი Shakira სწორედ მისი შექმნილია.

სასამართლომ დე ლა რუას სარჩელი არ დააკმაყოფილა და დაადასტურა, რომ შაკირა საკუთარი ქონების ერთადერთი მფლობელია.

"ანტონიოსთან შეხვედრამდე მე უკვე ცნობილი და აღიარებული მომღერალი ვიყავი", - განაცხადა შაკირამ სასამრთლოს განაჩენის შესახებ.

ანტონიო საკუთარ ფინანსურ პრეტენზიებს იმით ხსნიდა, რომ მომღერალთან თანაცხოვრების დროს მას სარეკლამო აგენტის კარიერის დათმობა უწევდა და მომგებიან კონტრაქტებსა და წინადადებებზე, რომლებსაც მისთვის 200 მლნ დოლარზე მეტის მოტანა შეეძლო, უარს ამბობდა. დე ლა რუას თქმით, მან მომღერლის კარიერას თავი მიუძღვნა, რადგან მისი აგენტი იყო.

არგენტინელმა ჩათვალა, რომ სრულიად კანონიერი იქნებოდა მათი ერთად ყოფნის დროს მომღერლის მიერ გამომუშავებული თანხის, 252 მლნ დოლარის 18%, ანუ 45 მლნ დოლარს თუ მოითხოვდა. დე ლა რუა შაკირასთან ერთად შეძენილი ურუგვაის მამულისა და ნიუ-იორკის აპარტამენტებითაც იყო დაინტერესებული.

წყვილი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს ოფიციალურად 2011 წლის იანვარში დაშორდა.

მომღერალი dni.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება