მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ "ბანბანერკა" ქართველების არ მჯერა"
 "ამ "ბანბანერკა" ქართველების არ მჯერა"

"რა­ნა­ი­რად უნდა ვიყო კმა­ყო­ფი­ლი, რო­დე­საც მეტი სა­სი­კე­თო შე­დე­გი მინ­და გა­მოჩ­ნდეს. რა­ღა­ცე­ბი სწრა­ფად არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მაგ­რამ ხე­ლის შემ­შლე­ლი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო ვერ კეთ­დე­ბა"," - მე­უბ­ნე­ბა მთაწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, მსა­ხი­ო­ბი ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი.

- რო­მან­ტი­კუ­ლი ბუ­ნე­ბის კაცი ვარ, მაგ­რამ ახლა პრაგ­მა­ტულ რა­მე­ებ­ზე მი­წევს ფიქ­რი. აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­ზე იმა­ზე კარ­გს ვფიქ­რობ­დი, ვიდ­რე იმ­სა­ხუ­რებ­და. არ­ჩევ­ნე­ბი ადა­მი­ა­ნებს კი არა, ვი­თა­რე­ბას ცვლის, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში უკე­თე­სო­ბის­კენ რომ შე­იც­ვა­ლოს რამე, ადა­მი­ა­ნე­ბი უკე­თე­სე­ბი უნდა გახ­დნენ.

ამ­დენ მო­წამ­ლულ ადა­მი­ანს, ამ­დენ მო­წამ­ლულ ტვინს და გო­ნე­ბას ერ­თბა­შად რა შეც­ვლის. ზოგ­მა ნირი იც­ვა­ლა, ზოგ­მა და­ი­ნა­ხა, სა­ი­თაც და­უ­ბე­რა ნი­ავ­მა და ლურჯ მე­ლი­ა­სა­ვით გა­და­ი­ღე­ბა, ზოგ­მა მა­ი­სუ­რი გა­მო­იც­ვა­ლა.

ის ადა­მი­ა­ნე­ბი კი, ვინც ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბო­რო­ტე­ბას ებ­რძო­და, უარ­ყო­ფი­ლე­ბი და მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამის ყუ­რე­ბა გულს მწყვეტს. რაც დრო გა­დის, ვრწმუნ­დე­ბი, რომ ჭრი­ჭი­ნო­ბე­ლა­სა­ვით გვი­ცხოვ­რია, არაფ­რის ფასი არ გვცოდ­ნია, არც სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სი გაგ­ვი­სიგ­რძე­გა­ნე­ბია და ახლა ჩვე­ნი უდარ­დე­ლო­ბა დაგ­ვაწ­ვა ტვირ­თად. ერთი ხსნაა - კა­ნო­ნი­ე­რად უნდა ვი­ცხოვ­როთ. ხში­რად გვეს­მის "ბან­ბა­ნერ­კა" ქარ­თვე­ლე­ბის გამ­რუ­დე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის ნექტრით ნაკ­ბე­ნე­ბი. რო­დე­საც სამ­შობ­ლო­ზე ვლა­პა­რა­კობთ, მათ მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩოხა და ჩიხ­ტი­კო­პი წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, ან კი­დევ ქალი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. და­მო­უ­კი­დე­ბელ და სუ­ვე­რე­ნულ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი ნება, კოდი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. არ ვამ­ბობთ, რომ ვინ­მე­ზე უკე­თე­სი ვართ, მაგ­რამ რი­თაც სხვე­ბის­გან გან­ვსხვავ­დე­ბით, რა პეწი და მა­რი­ლიც არის ჩემს ჯიშ­ში, იმის გაფრ­თხი­ლე­ბა და გა­დარ­ჩე­ნა მინ­და. ასე­თი "ბან­ბა­ნერ­კა" ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კი პატ­რი­ო­ტიზ­მი და­სა­ცი­ნი აღ­მოჩ­ნდა.

- ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რა ქმე­დე­ბამ გა­გა­ღი­ზი­ა­ნათ?

- გა­მუდ­მე­ბით აკ­რი­ტი­კე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას 17 მა­ი­სის გამო. ისე­თე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ ამ თე­მა­ზე, რო­მელ­თა გულ­წრფე­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან მე­პა­რე­ბა ეჭვი. ამ თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბენ და სუ­ლაც არ აღელ­ვებთ არც სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი და არც სხვა რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი სად ილო­ცე­ბენ. უკა­ნო­ნო­ბას რომ ვებ­რძო­დით, მა­შინ სად იყო ეს ხალ­ხი? სა­ნამ ცი­ხის კად­რე­ბი არ ნა­ხეს, მა­ნამ არ და­ჭკნა ვი­ღა­ცე­ბის­თვის ვარ­დე­ბი. რა­ტომ არ ღე­ლავ­დით მა­შინ, რო­დე­საც ეს კაცი, რო­მელ­საც პრე­ზი­დენტს ეძა­ხით, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ჩაგ­რავ­და ადა­მი­ა­ნებს, კონ­სტი­ტუ­ცი­ას ავე­რა­ნებ­და და ქვეყ­ნის ფულს ფლან­გავ­და. ეს არ იწ­ვევ­და თქვენ­ში საპ­რო­ტეს­ტო გან­ცდას? მხო­ლოდ 17-მა მა­ის­მა აღ­გაშ­ფო­თათ? რო­დე­საც იცის, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­თი აქ­ცია რას გა­მო­იწ­ვევს, ხომ არის ამ აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მო­ძა­ლა­დე? ეს ხომ შეგ­ნე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა იმის სათ­ქმე­ლად, ვი­თომ ქვე­ყა­ნას არაპ­როგ­რე­სუ­ლი ხალ­ხი მარ­თავს. მათი ჭკუ­ით ამით "დაგ­ვას­ტო­პეს". ვერ აკ­რძა­ლავ ვერც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზმს, ვერც მრუ­შო­ბას და ვერც კა­ცის კვლას, ეს კა­ცობ­რი­ო­ბის თა­ნამ­დე­ვი მან­კი­ე­რე­ბე­ბია, მაგ­რამ კა­ნო­ნი იმის­თვის არ­სე­ბობს, რომ რის­კი შემ­ცირ­დეს და და­ნა­შა­ულ­მა იკ­ლოს.

სახ­ლში რაც გინ­და, ის გა­ა­კე­თე, მაგ­რამ თავს რომ აძ­ლევ უფ­ლე­ბას, ქა­შუ­ე­თის წინ გა­ი­ა­რო და შენი ხუშ­ტუ­რი, ახი­რე­ბა თუ ავად­მყო­ფო­ბა ნორ­მად აქ­ციო, ეს არ მომ­წონს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"ამ "ბანბანერკა" ქართველების არ მჯერა"

 "ამ "ბანბანერკა" ქართველების არ მჯერა"

"რანაირად უნდა ვიყო კმაყოფილი, როდესაც მეტი სასიკეთო შედეგი მინდა გამოჩნდეს. რაღაცები სწრაფად არის გასაკეთებელი, მაგრამ ხელის შემშლელი ობიექტური მიზეზების გამო ვერ კეთდება",” - მეუბნება მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი.

- რომანტიკული ბუნების კაცი ვარ, მაგრამ ახლა პრაგმატულ რამეებზე მიწევს ფიქრი. აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთ ადამიანზე იმაზე კარგს ვფიქრობდი, ვიდრე იმსახურებდა. არჩევნები ადამიანებს კი არა, ვითარებას ცვლის, მაგრამ ქვეყანაში უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს რამე, ადამიანები უკეთესები უნდა გახდნენ.

ამდენ მოწამლულ ადამიანს, ამდენ მოწამლულ ტვინს და გონებას ერთბაშად რა შეცვლის. ზოგმა ნირი იცვალა, ზოგმა დაინახა, საითაც დაუბერა ნიავმა და ლურჯ მელიასავით გადაიღება, ზოგმა მაისური გამოიცვალა.

ის ადამიანები კი, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ბოროტებას ებრძოდა, უარყოფილები და მიტოვებულები არიან. ამის ყურება გულს მწყვეტს. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ჭრიჭინობელასავით გვიცხოვრია, არაფრის ფასი არ გვცოდნია, არც სახელმწიფოს ინტერესი გაგვისიგრძეგანებია და ახლა ჩვენი უდარდელობა დაგვაწვა ტვირთად. ერთი ხსნაა - კანონიერად უნდა ვიცხოვროთ. ხშირად გვესმის "ბანბანერკა" ქართველების გამრუდებული მსჯელობები, რომლებიც არ არიან საქართველოს სიყვარულის ნექტრით ნაკბენები. როდესაც სამშობლოზე ვლაპარაკობთ, მათ მაინცდამაინც ჩოხა და ჩიხტიკოპი წარმოუდგენიათ, ან კიდევ ქალი სამზარეულოში. დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას თავისი ნება, კოდი და დანიშნულება აქვს. არ ვამბობთ, რომ ვინმეზე უკეთესი ვართ, მაგრამ რითაც სხვებისგან განვსხვავდებით, რა პეწი და მარილიც არის ჩემს ჯიშში, იმის გაფრთხილება და გადარჩენა მინდა. ასეთი "ბანბანერკა" ქართველებისთვის კი პატრიოტიზმი დასაცინი აღმოჩნდა.

- ასეთი ადამიანების რა ქმედებამ გაგაღიზიანათ?

- გამუდმებით აკრიტიკებენ საზოგადოებას 17 მაისის გამო. ისეთები ლაპარაკობენ ამ თემაზე, რომელთა გულწრფელობაში ძალიან მეპარება ეჭვი. ამ თემით სპეკულირებენ და სულაც არ აღელვებთ არც სექსუალური უმცირესობები და არც სხვა რელიგიური კონფესიების ადამიანები სად ილოცებენ. უკანონობას რომ ვებრძოდით, მაშინ სად იყო ეს ხალხი? სანამ ციხის კადრები არ ნახეს, მანამ არ დაჭკნა ვიღაცებისთვის ვარდები. რატომ არ ღელავდით მაშინ, როდესაც ეს კაცი, რომელსაც პრეზიდენტს ეძახით, ყოველ ნაბიჯზე ჩაგრავდა ადამიანებს, კონსტიტუციას ავერანებდა და ქვეყნის ფულს ფლანგავდა. ეს არ იწვევდა თქვენში საპროტესტო განცდას? მხოლოდ 17-მა მაისმა აღგაშფოთათ? როდესაც იცის, ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აქცია რას გამოიწვევს, ხომ არის ამ აქციის ორგანიზატორი მოძალადე? ეს ხომ შეგნებული პროვოკაციაა იმის სათქმელად, ვითომ ქვეყანას არაპროგრესული ხალხი მართავს. მათი ჭკუით ამით "დაგვასტოპეს". ვერ აკრძალავ ვერც ჰომოსექსუალიზმს, ვერც მრუშობას და ვერც კაცის კვლას, ეს კაცობრიობის თანამდევი მანკიერებებია, მაგრამ კანონი იმისთვის არსებობს, რომ რისკი შემცირდეს და დანაშაულმა იკლოს.

სახლში რაც გინდა, ის გააკეთე, მაგრამ თავს რომ აძლევ უფლებას, ქაშუეთის წინ გაიარო და შენი ხუშტური, ახირება თუ ავადმყოფობა ნორმად აქციო, ეს არ მომწონს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია