პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კბილაშვილი ბედუკაძის საქმეს შეეწირება?
კბილაშვილი ბედუკაძის საქმეს შეეწირება?

სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტო­რის - ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის საქ­მემ "თა­რო­დან", შე­საძ­ლოა, ისევ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე გა­და­ი­ნაც­ვლოს.

პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის­თვის სა­სა­მარ­თლოს მიერ დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი ბე­დუ­კა­ძის საქ­მით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბე­დუ­კა­ძე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის შე­დე­გად ცოტა ხნის წინ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. 

მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ერთი კვი­რის წინ ბე­დუ­კა­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში კბი­ლაშ­ვი­ლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის საქ­მის კურ­სში არ იყო, საქ­მის გა­რე­მო­ე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ ღიად აფიქ­სი­რებს, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ქმე­დე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა. ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც წინა კვი­რას გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს პი­რო­ბა მის­ცა, რომ ბე­დუ­კა­ძის საქ­მით და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, მთა­ვარ პრო­კუ­რორს დღეს ღია წე­რი­ლით და ბე­დუ­კა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­სინ­ჯვის წი­ნა­და­დე­ბით მი­მარ­თა. კბი­ლაშ­ვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ მი­მარ­თვა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი ხაზს უს­ვამს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვას არ ცდი­ლობს და წე­რილ­ში მისი სა­უბ­რის ტონს არა მო­წო­დე­ბის, არა­მედ თხოვ­ნის ხა­სი­ა­თი აქვს.

"მე გა­ვე­ცა­ნი ყვე­ლა იმ არ­გუ­მენტს, რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვლად და­ე­დო მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მინ­და, მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დო, რომ პი­რა­დად ჩემ­თვის ისი­ნი არა­საკ­მი­რი­სი და არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არა­ნა­ი­რი სა­ხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ფუძ­ვე­ლი წა­მე­ბის ჩამ­დე­ნი პი­რის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის. ამას­თან ერ­თად, და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გრძნო­ბა და­მი­ტო­ვა ამ საქ­მის სხვა ფი­გუ­რან­ტე­ბის მი­მართ გა­მო­ჩე­ნილ­მა ლო­ი­ა­ლუ­რო­ბამ, რა­მაც, ჩემი აზ­რით, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ლმო­ბი­ერ გა­ნა­ჩე­ნებ­ში ჰპო­ვა ასახ­ვა… მინ­და, ვთხო­ვო სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და ამი­ტომ შე­მიძ­ლია, მას პი­რა­დად მივ­მარ­თო, - კი­დევ ერთხელ კრი­ტი­კუ­ლად გა­და­ხე­დოს მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და თუკი გა­ი­ზი­ა­რებს ჩემს მო­საზ­რე­ბებს, იქ­ნებ გა­მო­ი­ნა­ხოს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მათი გა­და­სინ­ჯვის­თვის", - აცხა­დებს ივა­ნიშ­ვი­ლი კბი­ლაშ­ვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თხოვ­ნას მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ჯერ არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია. და­უბ­რუნ­დე­ბა თუ არა ბე­დუ­კა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ გა­ნა­ცხა­დებს. დღემ­დე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ში ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტო­რის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას კბი­ლაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით ხსნის - ბე­დუ­კა­ძის მიერ გა­და­ღე­ბულ­მა და გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ო­მა­სა­ლამ და­სა­ბა­მი მის­ცა არა მარ­ტო ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბას, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვა­ლი აუ­ხი­ლა და და­ა­ნა­ხა, რა ხდე­ბო­და სის­ტე­მა­ში.

"მისი მეშ­ვე­ო­ბით მხი­ლე­ბუ­ლია სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი, აღიკ­ვე­თა ის, რაც მო­მა­ვალ­ში ათა­სო­ბით პა­ტი­მარს უქად­და იმა­ვე ბედს, რაც ამ ვი­დე­ო­ში ვნა­ხეთ... გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას ჩემ­თვის ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რო­გორ ინა­ნი­ებს ან არ ინა­ნი­ებს და­ნა­შა­ულს. მან შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა და დადო... მო­ნა­ნი­ე­ბა არ არის ერ­თა­დერ­თი და საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი. ჩემ­თვის შე­დე­გია მთა­ვა­რი - მან მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად გა­და­არ­ჩი­ნა მსგავ­სი ხელ­ყო­ფის­გან სხვა პა­ტიმ­რე­ბი. აი, ეს არის ის ხედ­ვა, რაც მე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ვუ­დე", - აღ­ნიშ­ნა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის და ოპო­ზი­ცი­ის საკ­მა­ოდ დიდი ნა­წი­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. ამას­თან, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­შინ­ვე გა­მო­უჩ­ნდა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც - ბე­დუ­კა­ძის სრუ­ლად ამ­ნის­ტი­რე­ბის გამო მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა თინა ხი­და­შელ­მა მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სე­ბით ადა­მი­ან­თა წა­მე­ბა ის და­ნა­შა­უ­ლია, რომ­ლის ჩამ­დე­ნიც გა­მო­ძი­ე­ბას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი არ სარ­გებ­ლობს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის "ჯილ­დო­თი".

"არის და­ნა­შა­უ­ლი, რომ­ლის­თვი­საც არ არ­სე­ბობს, ვინ არის ეს ადა­მი­ა­ნი, სა­სარ­გებ­ლოა თუ არა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში. არის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლის­თვი­საც არ არ­სე­ბობს პა­ტი­ე­ბა, რომ­ლის­თვი­საც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დად­გეს პა­სუ­ხის­გე­ბა და წა­მე­ბა არის ნო­მერ პირ­ვე­ლი ამ და­ნა­შა­უ­ლებ­ში... თუ ეს არის არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს არის არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის შეც­დო­მა", - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ხი­და­შე­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

ხი­და­შე­ლის ამ მწყრალ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ბე­დუ­კა­ძემ მა­შინ­ვე უპა­სუ­ხა და შე­ახ­სე­ნა, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­სარ­გებ­ლოდ გაზ­რდი­ლი მუხ­ტი სწო­რედ მისი და მის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო. "სა­ინ­ტე­რე­სოა ქალ­ბა­ტო­ნო თი­ნი­კო, რა­ტომ არ სა­უბ­რობ­დით ჩემს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე, არ­ჩევ­ნე­ბის წინ სტუ­დენ­ტე­ბის ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლი­სას. იქ­ნებ გე­წყი­ნათ ჩემი ამ­დაგ­ვა­რი ნა­ბი­ჯი?", - ასე­თი იყო ბე­დუ­კა­ძის პა­სუ­ხი, თუმ­ცა მის შე­კი­თხვას უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის მხრი­დან არც და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი და არც ხი­და­შე­ლის პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა მოჰ­ყო­ლია.

თინა ხი­და­შე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი იუ­რის­ტი არ არის, რო­მელ­საც ბე­დუ­კა­ძის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გამო არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის­თვის ტაში არ და­უკ­რავს. დე­პუ­ტატს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­შიც ეთან­ხმე­ბი­ან - იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნიც, რო­მე­ლიც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პრო­კუ­რო­რი იყო, მი­იჩ­ნევს, რომ წა­მე­ბა იმ­პე­რა­ტი­უ­ლი ნორ­მაა და ესაა პრინ­ცი­პი, რომ­ლი­და­ნაც გა­დახ­ვე­ვა, სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ით, არ შე­იძ­ლე­ბა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის კონ­ტექ­სტში იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ღიად ადას­ტუ­რებს, რომ ბე­დუ­კა­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ას ეთან­ხმე­ბა და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­და­ხედ­ვას აუ­ცი­ლებ­ლად მი­იჩ­ნევს.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა თუ შეც­დო­მა, რო­მელ­მაც არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­საძ­ლოა შე­ი­წი­როს? - ბე­დუ­კა­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ წრე­ებ­ში მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მო­სა­ლოდ­ნელ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას არც მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში და არც უშუ­ა­ლოდ კბი­ლაშ­ვი­ლის უწყე­ბა­ში არ ადას­ტუ­რე­ბენ, თუმ­ცა მას არ გა­მო­რი­ცხავს პრე­მი­ე­რის მრჩე­ვე­ლი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

"ბუ­ნე­ბა­ში მუდ­მი­ვი არა­ფე­რი არ­სე­ბობს, გა­მო­რი­ცხუ­ლი არა­სო­დეს არა­ფე­რია, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მთავ­რო­ბა კბი­ლაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინი­ცი­რე­ბას აპი­რებს", - გა­ნუ­ცხა­და "ამ­ბე­ბი.გეს" ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძის სა­ხე­ლი და გვა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი შარ­შან, სექ­ტემ­ბერ­ში გახ­და. ის ცი­ხის იმ სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის ავ­ტო­რია, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­ა­ფხიზ­ლა. გი­სო­სებს მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლო პო­ლი­ტი­კის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბის გამო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ბე­დუ­კა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის აღ­ძვრა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­მო­ცხა­დე­ბა "წას­ვლამ­დე" მო­ას­წრო. გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის "და­ფა­სე­ბა" ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყო - მიმ­დი­ნა­რე წლის და­სა­წყის­ში ბე­დუ­კა­ძე­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა შე­წყდა, ივ­ნი­სის შუა რი­ცხვებ­ში კი მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც "აჩუ­ქა".

ლელა ბაღ­და­ვა­ძე

კბილაშვილი ბედუკაძის საქმეს შეეწირება?

კბილაშვილი ბედუკაძის საქმეს შეეწირება?

სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან სრულად გათავისუფლების მიუხედავად, ციხის სკანდალური კადრების ავტორის - ვლადიმერ ბედუკაძის საქმემ "თაროდან", შესაძლოა, ისევ მთავარი პროკურორის სამუშაო მაგიდაზე გადაინაცვლოს.

პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბედუკაძის საქმით, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. როგორც ცნობილია, ბედუკაძე საპროცესო შეთანხმების შედეგად ცოტა ხნის წინ არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე გათავისუფლდა. 

მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ბედუკაძესთან მიმართებაში კბილაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქმის კურსში არ იყო, საქმის გარემოების შესწავლის შემდეგ ღიად აფიქსირებს, რომ მთავარი პროკურორის ქმედებით უკმაყოფილოა. ივანიშვილმა, რომელმაც წინა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს პირობა მისცა, რომ ბედუკაძის საქმით დაინტერესდებოდა, მთავარ პროკურორს დღეს ღია წერილით და ბედუკაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის წინადადებით მიმართა. კბილაშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაში ივანიშვილი ხაზს უსვამს, რომ პროკურატურის საქმიანობაში ჩარევას არ ცდილობს და წერილში მისი საუბრის ტონს არა მოწოდების, არამედ თხოვნის ხასიათი აქვს.

"მე გავეცანი ყველა იმ არგუმენტს, რომლებიც საფუძვლად დაედო მიღებულ გადაწყვეტილებას და მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ პირადად ჩემთვის ისინი არასაკმირისი და არადამაჯერებელია. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის. ამასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა ამ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოჩენილმა ლოიალურობამ, რამაც, ჩემი აზრით, არაადეკვატურად ლმობიერ განაჩენებში ჰპოვა ასახვა… მინდა, ვთხოვო საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც სასამართლოსგან განსხვავებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და ამიტომ შემიძლია, მას პირადად მივმართო, - კიდევ ერთხელ კრიტიკულად გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებებს და თუკი გაიზიარებს ჩემს მოსაზრებებს, იქნებ გამოინახოს სამართლებრივი საშუალებები მათი გადასინჯვისთვის", - აცხადებს ივანიშვილი კბილაშვილისადმი გაგზავნილ წერილში.

პრემიერ-მინისტრის თხოვნას მთავარი პროკურორი ჯერ არ გამოხმაურებია. დაუბრუნდება თუ არა ბედუკაძესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, არჩილ კბილაშვილი, სავარაუდოდ, ხვალ განაცხადებს. დღემდე გაკეთებულ განცხადებებში ციხის სკანდალური კადრების ავტორის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას კბილაშვილი რამდენიმე მიზეზით ხსნის - ბედუკაძის მიერ გადაღებულმა და გავრცელებულმა ვიდეომასალამ დასაბამი მისცა არა მარტო ერთი კონკრეტული ფაქტის გამოძიებას, არამედ საზოგადოებას თვალი აუხილა და დაანახა, რა ხდებოდა სისტემაში.

"მისი მეშვეობით მხილებულია სისტემური დანაშაული, აღიკვეთა ის, რაც მომავალში ათასობით პატიმარს უქადდა იმავე ბედს, რაც ამ ვიდეოში ვნახეთ... გადაწყვეტილების მიღებისას ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, როგორ ინანიებს ან არ ინანიებს დანაშაულს. მან შედეგი მოიტანა და დადო... მონანიება არ არის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი. ჩემთვის შედეგია მთავარი - მან მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა მსგავსი ხელყოფისგან სხვა პატიმრები. აი, ეს არის ის ხედვა, რაც მე ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დავუდე", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა რამდენიმე კვირის წინ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში.

ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას საზოგადოების და ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ამასთან, არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებას მაშინვე გამოუჩნდა მოწინააღმდეგეები თავად ხელისუფლებაშიც - ბედუკაძის სრულად ამნისტირების გამო მთავარი პროკურორი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თინა ხიდაშელმა მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო წესებით ადამიანთა წამება ის დანაშაულია, რომლის ჩამდენიც გამოძიებასთან განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევაშიც კი არ სარგებლობს პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების "ჯილდოთი".

"არის დანაშაული, რომლისთვისაც არ არსებობს, ვინ არის ეს ადამიანი, სასარგებლოა თუ არა გამოძიებისთვის კონკრეტულ მომენტში. არის დანაშაულები, რომლისთვისაც არ არსებობს პატიება, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა დადგეს პასუხისგება და წამება არის ნომერ პირველი ამ დანაშაულებში... თუ ეს არის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილება, ეს არის არჩილ კბილაშვილის შეცდომა", - ასე გამოეხმაურა ხიდაშელი მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას.

ხიდაშელის ამ მწყრალ დამოკიდებულებას ბედუკაძემ მაშინვე უპასუხა და შეახსენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გაზრდილი მუხტი სწორედ მისი და მის მიერ გადაღებული კადრების დამსახურება იყო. "საინტერესოა ქალბატონო თინიკო, რატომ არ საუბრობდით ჩემს დანაშაულებრივ ქმედებებზე, არჩევნების წინ სტუდენტების ქუჩაში გამოსვლისას. იქნებ გეწყინათ ჩემი ამდაგვარი ნაბიჯი?", - ასეთი იყო ბედუკაძის პასუხი, თუმცა მის შეკითხვას უმრავლესობის წევრის მხრიდან არც დამატებითი კომენტარი და არც ხიდაშელის პოზიციის შეცვლა მოჰყოლია.

თინა ხიდაშელი ხელისუფლებაში ერთადერთი იურისტი არ არის, რომელსაც ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამო არჩილ კბილაშვილისთვის ტაში არ დაუკრავს. დეპუტატს მინისტრთა კაბინეტშიც ეთანხმებიან - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელიც კანონმდებლობით ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ქვეყნის პირველი პროკურორი იყო, მიიჩნევს, რომ წამება იმპერატიული ნორმაა და ესაა პრინციპი, რომლიდანაც გადახვევა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა კონვენციით, არ შეიძლება. სწორედ აღნიშნულის კონტექსტში იუსტიციის მინისტრი ღიად ადასტურებს, რომ ბედუკაძესთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრის პოზიციას ეთანხმება და არჩილ კბილაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას აუცილებლად მიიჩნევს.

მთავარი პროკურორის დისკრეციული უფლება თუ შეცდომა, რომელმაც არჩილ კბილაშვილის თანამდებობა შესაძლოა შეიწიროს? - ბედუკაძესთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილების გამო საზოგადოების გარკვეულ წრეებში მთავარ პროკურატურაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ალაპარაკდნენ. ინფორმაციას არც მთავრობის კანცელარიაში და არც უშუალოდ კბილაშვილის უწყებაში არ ადასტურებენ, თუმცა მას არ გამორიცხავს პრემიერის მრჩეველი გია ხუხაშვილი.

"ბუნებაში მუდმივი არაფერი არსებობს, გამორიცხული არასოდეს არაფერია, თუმცა ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა კბილაშვილის გათავისუფლების ინიცირებას აპირებს", - განუცხადა "ამბები.გეს" ხუხაშვილმა.

ვლადიმერ ბედუკაძის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი შარშან, სექტემბერში გახდა. ის ციხის იმ სკანდალური კადრების ავტორია, რომელმაც საზოგადოება გამოაფხიზლა. გისოსებს მიღმა არსებული, წინა ხელისუფლების საიდუმლო პოლიტიკის გამოაშკარავების გამო "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბედუკაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და საერთაშორისო ძებნის გამოცხადება "წასვლამდე" მოასწრო. გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის "დაფასება" ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო - მიმდინარე წლის დასაწყისში ბედუკაძეზე საერთაშორისო ძებნა შეწყდა, ივნისის შუა რიცხვებში კი მთავარმა პროკურატურამ მას თავისუფლება უკვე საქართველოშიც "აჩუქა".

ლელა ბაღდავაძე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა