საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი აფციაური მამობისთვის ემზადება
გიორგი აფციაური მამობისთვის ემზადება

დიდი ხანი არ არის, რაც გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი გახ­და. ისევ გა­დატ­ვირ­თუ­ლი დღის გრა­ფი­კი აქვს, პა­რა­ლე­ლუ­რად - მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუბს ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ამ­ბობს, რომ ეს მისი სფე­როა, იუ­მო­რის გა­რე­შეც ვერ ძლებს. მო­მა­ვალ­ში ეკ­რან­ზე ხში­რად აღარ გა­მოჩ­ნდე­ბა, მაგ­რამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- გი­ორ­გი, რო­გო­რი მკი­თხვე­ლი ხარ?

- ნორ­მა­ლუ­რი. არ მჯე­რა, როცა ამ­ბო­ბენ, წიგ­ნე­ბის სა­კი­თხა­ვად დრო არ მაქ­ვსო. ამის გა­კე­თე­ბა ყო­ველ სა­ღა­მოს, თუნ­დაც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით მა­ინც შე­იძ­ლე­ბა. ძი­ლის წინ კი­თხვა მიყ­ვარს.

- ახლა რას კი­თხუ­ლობ?

- ამ­ჯე­რად არც ერთ მხატ­ვრულ ნა­წარ­მო­ებს არ ვეც­ნო­ბი, მაგ­რამ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლად ვსწავ­ლობ კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი­ას. დი­სერ­ტა­ცი­ის და­სა­ცა­ვად ვემ­ზა­დე­ბი.

- რო­მელ თე­მა­ზე მუ­შა­ობ?

- მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მარ­თვა და სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა.

- შენი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი რო­მე­ლია?

- აკუ­ტა­გა­ვა. ის რა­საც წერს, ჩემ­თვის ძალ­ზე ახ­ლო­ბე­ლია.

- რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმირ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- პროს­პერ მე­რი­მეს ფორ­ტუ­ნა­ტოს­თან ("მა­ტეო ფალ­კო­ნე"). ამ გმირს მამა კლავს. მას­თან ვი­მე­გობ­რებ­დი და რჩე­ვებ­საც მივ­ცემ­დი.

- გი­ორ­გი, მალე უკვე მამა გახ­დე­ბი...

- ბავ­შვის და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი რაც უფრო ახ­ლოვ­დე­ბა, ამა­ზე უფრო მე­ტად ვფიქ­რობ. სა­ო­ცა­რი გან­ცდაა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ხდე­ბა და არც კი ვიცი, ემო­ცია სი­ტყვე­ბით რო­გორ გად­მოვ­ცე.

- სქე­სი იცით?

- ბი­ჭია.

- სა­ხე­ლი შე­ურ­ჩი­ეთ?

- ამ სა­კი­თხზე ავ­ტო­ნო­მია სა­ლო­მეს აქვს, მე არ შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი. რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ლი აქვს შერ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ ჯერ ვერ გა­და­უ­წყვე­ტია, რო­მელს და­არ­ქმევს.

- ინ­დო­ე­ლე­ბის აზ­რით, მას თა­ვი­დან ისე უნდა მო­ექ­ცე, რო­გორც მე­ფეს, შემ­დეგ - რო­გორც მო­ნას, ბო­ლოს - რო­გორც მე­გო­ბარს. ვის­ზე ამ­ბო­ბენ ამას ინ­დო­ე­ლე­ბი?

- ზუს­ტად არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა შვილ­ზე ამ­ბო­ბენ.

- გა­მო­ი­ცა­ნი.

- მო­ნა­სა­ვით რა­ტომ უნდა მო­ექ­ცე? მათ მო­საზ­რე­ბა­ში ეს ნა­წი­ლი არ მომ­წონს.

- მის ბოლო სარ­თუ­ლამ­დე რომ ახ­ვი­დე, 1792 სა­ფე­ხუ­რი უნდა აია­რო. რო­მელ შე­ნო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- სა­ქარ­თვე­ლო­შია?

- ევ­რო­პის ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­შია.

- ეი­ფე­ლის კოშ­კი.

- თეთ­რი ღვი­ნო დაძ­ვე­ლე­ბი­სას მუქ­დე­ბა. რა ემარ­თე­ბა წი­თელ ღვი­ნოს?

- ძმარ­დე­ბა.

- მხო­ლოდ წი­თე­ლი ღვი­ნო ძმარ­დე­ბა?

- არა - თეთ­რიც. პა­სუ­ხი არ ვიცი.

- დაძ­ვე­ლე­ბი­სას წი­თე­ლი ღვი­ნო ღი­ავ­დე­ბა. ალ­კოჰოლ­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვს?

- დი­დად მოყ­ვა­რუ­ლი არ ვარ. ლუდი უფრო მიყ­ვარს.

- ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა იცი?

- არა, მაგ­რამ საწ­ნა­ხელ­ში ყუ­რძე­ნი არა­ერ­თხელ და­მი­წუ­რავს.

- რო­მე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დის მდი­ნა­რე მტკვრის ყვე­ლა­ზე დიდი მო­ნაკ­ვე­თი?

- აზერ­ბა­ი­ჯა­ნის.

- "ქარ­თვე­ლებს უყ­ვართ სტუ­მა­რი. სტუმ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა მათი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ღირ­სე­ბა­თა­გა­ნია. გარ­და უცხო­ე­ლე­ბი­სად­მი მათი ბუ­ნებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­დნენ ჩვე­ნით, რად­გან ჩვენ ქარ­თუ­ლი ენა შე­ვის­წავ­ლეთ და მათ სა­ნა­ხა­ვად მი­ვე­დით. გუ­ლი­თად და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ შეხ­ვედ­რებს გვი­წყობ­დნენ და ეს შეხ­ვედ­რე­ბი გვი­ნა­ზღა­უ­რებ­დნენ იმ დიდ ცდა­სა და მძი­მე სა­ა­თებს, რაც მათი ენი­სა და ქარ­თუ­ლი ზმნის შეს­წავ­ლას მო­ვან­დო­მეთ... ქარ­თუ­ლი ენა შე­სა­ნიშ­ნა­ვად ემორ­ჩი­ლე­ბა რიტმსა და რით­მას, სა­ქარ­თვე­ლო­ში თით­ქმის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბით მე­ლექ­სეა", - ვკი­თხუ­ლობთ ინ­გლი­სე­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გის მო­გო­ნე­ბებ­ში. და­ა­სა­ხე­ლე ეს პი­როვ­ნე­ბა.

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- მარ­ჯო­რი უორდრო­პი. რა ჰქვია ფი­ჭი­ან თაფლს?

- ვერ ვიხ­სე­ნებ.

- გო­ლე­უ­ლი. ქა­მე­ლე­ონს ენა უფრო გრძე­ლი აქვს თუ სხე­უ­ლი?

- ალ­ბათ - ენა. გა­მო­ვი­ცა­ნი?

- ახლა კი მი­პა­სუ­ხე, რამ­დე­ნი სან­ტი­მეტ­რია 1 გოჯი?

- და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 სან­ტი­მეტ­რი.

- 4 სან­ტი­მეტ­რი. ის ბევ­რნა­ი­რი არ­სე­ბობს: მე­გობ­რუ­ლი, ვნე­ბი­ა­ნი, სამ­შობ­ლოს, იდე­ის, პრო­ფე­სი­ის...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მივ­ხვდი, სიყ­ვა­რულ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- ვინ არი­ან აღი­ა­რე­ბულ­ნი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბად?

- (ფიქ­რობს) უნდა გა­ვიხ­სე­ნო.

- მი­გა­ნიშ­ნებ, ისი­ნი აფ­რი­კა­ში მდი­ნა­რე კონ­გოს აუზ­ში ცხოვ­რო­ბენ.

- პიგმე­ე­ბი.

- სპარ­სუ­ლი ან­და­ზა ამ­ტკი­ცებს: როცა ადა­მი­ა­ნი სიბ­რძნეს ეძებს, ჭკვი­ა­ნია... ამ ან­და­ზის მი­ხედ­ვით, რო­დის არის ადა­მი­ა­ნი სუ­ლე­ლი?

- როცა არ ეძებს.

- როცა ჰგო­ნია, რომ სიბ­რძნე უკვე იპო­ვა. პო­ე­ზია გიყ­ვარს?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში უპი­რა­ტე­სო­ბას ვაჟა-ფშა­ვე­ლას ვა­ნი­ჭებ. მთის კა­ცია, მის სი­ტყვა­ში სხვა ძალა იგ­რძნო­ბა. მეც მთი­უ­ლი ვარ.

- გუ­და­მა­ყარ­ში ხში­რად და­დი­ხარ?

- სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ.

- "შენა ხარ ჩემი ჯილ­დოც, სას­ჯე­ლიც,/ გულ­ზე ახ­ლოს ხარ და ღმერ­თზე ზე­მოთ,/ ჩემო ტან­ჯუ­ლო, ჩემო მტან­ჯვე­ლო,/ და­უ­ლე­ვე­ლო სამ­შობ­ლოვ ჩემო!/ შენ­თან ვარ, მაგ­რამ მა­ინც და­გე­ძებ,/ რო­გორც და­ე­ძებს საჭ­მელს მში­ე­რი/ და ამ პა­ტა­რა მი­წის ნაგ­ლე­ჯზე შე­მაძ­რწუ­ნებ­ლად ვარ ბედ­ნი­ე­რი". ვინ არის ამ ლექ­სის ავ­ტო­რი?

- ოთარ ჭი­ლა­ძე.

- და­ა­სა­ხე­ლე ცნო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე გოგი გე­გეჭ­კორ­მა, ხოლო კი­ნო­ში იმე­და კა­ხი­ან­მა გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

- მად­რო­ვე (ფიქ­რობს)... პლა­ტონ სა­მა­ნიშ­ვი­ლი.

- ვინ წარ­მო­ად­გენს სა­ხელ­მწი­ფო მბრალ­დე­ბელს სა­სა­მარ­თლო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა გან­ხილ­ვის დროს?

- პრო­კუ­რო­რი.

- ისა­აკ ნი­უ­ტო­ნის და­ბა­დე­ბის 300 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­მო­უშ­ვეს სა­ფოს­ტო მარ­კა. რა იყო მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი?

- ნი­უ­ტო­ნის ვაშ­ლი.

- ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით ხე ამ ცხო­ვე­ლის დარ­გუ­ლია, ოდეს­ღაც და­მა­ლა კა­კა­ლი და შემ­დეგ მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და­ა­ვი­წყდა. რო­მელ ცხო­ველ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ციყვზე, არა?

- ციყვს ხეზე აძ­რო­მა უფრო სწრა­ფად შე­უძ­ლია თუ მი­წა­ზე სირ­ბი­ლი?

- (იცი­ნის) მი­წა­ზე სირ­ბი­ლი.

- ქალს კომ­პლი­მენტს ხში­რად ეუბ­ნე­ბი?

- ძა­ლი­ან ხში­რად.

- შენი ნათ­ქვა­მი ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლია?

- თით­ქმის ყო­ველ­თვის.

- სა­ხელ­მწი­ფო ტო­გო­ში ერთი უც­ნა­უ­რი წესი აქვთ. თუ მა­მა­კა­ცი ქალს კომ­პლი­მენტს ეტყვის, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რე­ბა მის წი­ნა­შე?

- არ ვიცი, ის­ჯე­ბა?

- არა.

- აბა, ცო­ლად უნდა მო­იყ­ვა­ნოს?

- გა­მო­ი­ცა­ნი.

- ეს არც წა­მი­კი­თხავს და არც ვინ­მეს­გან მსმე­ნია. სწორ პა­სუ­ხამ­დე ინ­ტუ­ი­ცი­ით მი­ვე­დი.

- ინ­გლი­სელ­მა ფი­ლო­სო­ფოს­მა მას­ზე ასე­თი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა: "ის შედ­გე­ბა 4 ინ­გრე­დი­ენ­ტის­გან: ჯან­მრთე­ლო­ბის­გან, თბი­ლი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­გან, არ­სე­ბო­ბის ღირ­სე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­გან და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რის­გან". რა გან­მარ­ტა ასე ფი­ლო­სო­ფოს­მა?

- სიყ­ვა­რუ­ლი.

- ცდე­ბი.

- ბედ­ნი­ე­რე­ბა.

- რა თქმა უნდა. რა არის შენ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა?

- ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც რა­სელ­მა გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

- ვინ შე­ას­რუ­ლა ილი­კოს როლი ფილმში - "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ო­ნი"?

- სან­დრო ჟორ­ჟო­ლი­ან­მა.

- და­ა­სა­ხე­ლე ერ­თა­დერ­თი ძუ­ძუმ­წო­ვა­რი, რო­მე­ლიც დაფ­რი­ნავს.

- ღა­მუ­რა.

- რო­მელ მცე­ნა­რეს უწო­და ეკა­ტე­რი­ნე II-მ "ას­კი­ლი მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან"?

- არ ვიცი.

- გა­მოც­ნო­ბა არ უნდა გა­გი­ჭირ­დეს, და­ფიქ­რდი, ერთ-ერთ ყვა­ვილ­ზეა ლა­პა­რა­კი.

- ვარ­დზე?

- დიახ. ამ ტრო­პი­კუ­ლი ტყის ფარ­თო­ბი 5 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რია. მისი 60% ბრა­ზი­ლი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს, 13% - პე­რუ­ში. ტე­რი­ტო­რი­ის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი კო­ლუმ­ბი­ის, ვე­ნე­სუ­ე­ლის, ეკ­ვა­დო­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის. ამ ტყეს ხში­რად "მსოფ­ლი­ოს ფილ­ტვებ­საც" უწო­დე­ბენ. რო­მელ ტყე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ გე­ტყვი.

- ამა­ზო­ნის ტყე. რო­მელ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რულ­მა გმირ­მა იმოგ­ზა­უ­რა ლი­ლი­პუ­ტე­ბის ქვე­ყა­ნა­ში?

- გუ­ლი­ვერ­მა.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იყო ფა­შის ტი­ტუ­ლი?

- ოს­მა­ლეთ­ში.

- დე­მეტ­რე I, ალექ­სან­დრე I (დიდი), თე­ი­მუ­რაზ I, ერეკ­ლე II. ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან, რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი მეფე არ აღ­კვე­ცი­ლა ბე­რად?

- (ფიქ­რობს) ერეკ­ლე II.

- ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ას კარ­გად იც­ნობ?

- ამა­შიც გა­მომ­ცა­დე.

- რო­მელ ყვა­ვი­ლად გა­და­იქ­ცა ჭა­ბუ­კის გარ­დაც­ვლი­ლი სხე­უ­ლი, რო­მელ­მაც უარ­ყო ფე­რია ექოს სიყ­ვა­რუ­ლი, რის გა­მოც ღმერ­თებ­მა და­სა­ჯეს და სა­კუ­თა­რი თავი შე­აყ­ვა­რეს.

- ნარ­ცი­სად.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ან­და­ზა: "აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არ დაჰ­პირ­დე და აღელ­ვე­ბუ­ლი არ..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...აღელ­ვე­ბუ­ლი არ და­ე­მუქ­რო".

მო­ამ­ზა­და თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძემ

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

გიორგი აფციაური მამობისთვის ემზადება

გიორგი აფციაური მამობისთვის ემზადება

დიდი ხანი არ არის, რაც გიორგი აფციაური საქართველოს პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გახდა. ისევ გადატვირთული დღის გრაფიკი აქვს, პარალელურად - მხიარულთა და საზრიანთა კლუბს ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ ეს მისი სფეროა, იუმორის გარეშეც ვერ ძლებს. მომავალში ეკრანზე ხშირად აღარ გამოჩნდება, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.

პრეამბულის მაგიერ

-  გიორგი, როგორი მკითხველი ხარ?

-  ნორმალური. არ მჯერა, როცა ამბობენ, წიგნების საკითხავად დრო არ მაქვსო. ამის გაკეთება ყოველ საღამოს, თუნდაც ნახევარი საათით მაინც შეიძლება. ძილის წინ კითხვა მიყვარს.

-  ახლა რას კითხულობ?

-  ამჯერად არც ერთ მხატვრულ ნაწარმოებს არ ვეცნობი, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად ვსწავლობ კონფლიქტოლოგიას. დისერტაციის დასაცავად ვემზადები.

-  რომელ თემაზე მუშაობ?

-  მედიაორგანიზაციის მართვა და საკადრო პოლიტიკა.

-  შენი საყვარელი მწერალი რომელია?

-  აკუტაგავა. ის რასაც წერს, ჩემთვის ძალზე ახლობელია.

-  რომელ ლიტერატურულ გმირთან იმეგობრებდი?

-  პროსპერ მერიმეს ფორტუნატოსთან ("მატეო ფალკონე"). ამ გმირს მამა კლავს. მასთან ვიმეგობრებდი და რჩევებსაც მივცემდი.

-  გიორგი, მალე უკვე მამა გახდები...

-  ბავშვის დაბადების თარიღი რაც უფრო ახლოვდება, ამაზე უფრო მეტად ვფიქრობ. საოცარი განცდაა. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება და არც კი ვიცი, ემოცია სიტყვებით როგორ გადმოვცე.

-  სქესი იცით?

-  ბიჭია.

-  სახელი შეურჩიეთ?

-  ამ საკითხზე ავტონომია სალომეს აქვს, მე არ შევეწინააღმდეგები. რამდენიმე სახელი აქვს შერჩეული, მაგრამ ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელს დაარქმევს.

-  ინდოელების აზრით, მას თავიდან ისე უნდა მოექცე, როგორც მეფეს, შემდეგ - როგორც მონას, ბოლოს - როგორც მეგობარს. ვისზე ამბობენ ამას ინდოელები?

-  ზუსტად არ ვიცი, შეიძლება შვილზე ამბობენ.

-  გამოიცანი.

-  მონასავით რატომ უნდა მოექცე? მათ მოსაზრებაში ეს ნაწილი არ მომწონს.

-  მის ბოლო სართულამდე რომ ახვიდე, 1792 საფეხური უნდა აიარო. რომელ შენობაზეა ლაპარაკი?

-  საქართველოშია?

-  ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაშია.

-  ეიფელის კოშკი.

-  თეთრი ღვინო დაძველებისას მუქდება. რა ემართება წითელ ღვინოს?

-  ძმარდება.

-  მხოლოდ წითელი ღვინო ძმარდება?

-  არა - თეთრიც. პასუხი არ ვიცი.

-  დაძველებისას წითელი ღვინო ღიავდება. ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

-  დიდად მოყვარული არ ვარ. ლუდი უფრო მიყვარს.

-  ღვინის დაყენება იცი?

-  არა, მაგრამ საწნახელში ყურძენი არაერთხელ დამიწურავს.

-  რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის მდინარე მტკვრის ყველაზე დიდი მონაკვეთი?

-  აზერბაიჯანის.

-  "ქართველებს უყვართ სტუმარი. სტუმრის პატივისცემა მათი ერთ-ერთი პირველი ღირსებათაგანია. გარდა უცხოელებისადმი მათი ბუნებრივი სიყვარულისა, ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩვენით, რადგან ჩვენ ქართული ენა შევისწავლეთ და მათ სანახავად მივედით. გულითად და აღფრთოვანებულ შეხვედრებს გვიწყობდნენ და ეს შეხვედრები გვინაზღაურებდნენ იმ დიდ ცდასა და მძიმე საათებს, რაც მათი ენისა და ქართული ზმნის შესწავლას მოვანდომეთ... ქართული ენა შესანიშნავად ემორჩილება რიტმსა და რითმას, საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი ბუნებით მელექსეა", - ვკითხულობთ ინგლისელი ქართველოლოგის მოგონებებში. დაასახელე ეს პიროვნება.

-  ვერ გიპასუხებ.

-  მარჯორი უორდროპი. რა ჰქვია ფიჭიან თაფლს?

-  ვერ ვიხსენებ.

-  გოლეული. ქამელეონს ენა უფრო გრძელი აქვს თუ სხეული?

-  ალბათ - ენა. გამოვიცანი?

-  ახლა კი მიპასუხე, რამდენი სანტიმეტრია 1 გოჯი?

-  დაახლოებით 4-5 სანტიმეტრი.

-  4 სანტიმეტრი. ის ბევრნაირი არსებობს: მეგობრული, ვნებიანი, სამშობლოს, იდეის, პროფესიის...

-  (მაწყვეტინებს) მივხვდი, სიყვარულზეა ლაპარაკი.

-  ვინ არიან აღიარებულნი მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანებად?

-  (ფიქრობს) უნდა გავიხსენო.

-  მიგანიშნებ, ისინი აფრიკაში მდინარე კონგოს აუზში ცხოვრობენ.

-  პიგმეები.

-  სპარსული ანდაზა ამტკიცებს: როცა ადამიანი სიბრძნეს ეძებს, ჭკვიანია... ამ ანდაზის მიხედვით, როდის არის ადამიანი სულელი?

-  როცა არ ეძებს.

-  როცა ჰგონია, რომ სიბრძნე უკვე იპოვა. პოეზია გიყვარს?

-  ამ შემთხვევაში უპირატესობას ვაჟა-ფშაველას ვანიჭებ. მთის კაცია, მის სიტყვაში სხვა ძალა იგრძნობა. მეც მთიული ვარ.

-  გუდამაყარში ხშირად დადიხარ?

-  სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ.

-  "შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,/ გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,/ ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,/ დაულეველო სამშობლოვ ჩემო!/ შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,/ როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი/ და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

-  ოთარ ჭილაძე.

-  დაასახელე ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც სცენაზე გოგი გეგეჭკორმა, ხოლო კინოში იმედა კახიანმა განასახიერა.

-  მადროვე (ფიქრობს)... პლატონ სამანიშვილი.

-  ვინ წარმოადგენს სახელმწიფო მბრალდებელს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს?

-  პროკურორი.

-  ისააკ ნიუტონის დაბადების 300 წლის აღსანიშნავად დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს საფოსტო მარკა. რა იყო მასზე გამოსახული?

-  ნიუტონის ვაშლი.

-  ვარაუდობენ, რომ მილიონობით ხე ამ ცხოველის დარგულია, ოდესღაც დამალა კაკალი და შემდეგ მისი ადგილსამყოფელი დაავიწყდა. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

-  ციყვზე, არა?

-  ციყვს ხეზე აძრომა უფრო სწრაფად შეუძლია თუ მიწაზე სირბილი?

-  (იცინის) მიწაზე სირბილი.

-  ქალს კომპლიმენტს ხშირად ეუბნები?

-  ძალიან ხშირად.

-  შენი ნათქვამი ყოველთვის გულწრფელია?

-  თითქმის ყოველთვის.

-  სახელმწიფო ტოგოში ერთი უცნაური წესი აქვთ. თუ მამაკაცი ქალს კომპლიმენტს ეტყვის, რა ვალდებულება ეკისრება მის წინაშე?

-  არ ვიცი, ისჯება?

-  არა.

-  აბა, ცოლად უნდა მოიყვანოს?

-  გამოიცანი.

-  ეს არც წამიკითხავს და არც ვინმესგან მსმენია. სწორ პასუხამდე ინტუიციით მივედი.

-  ინგლისელმა ფილოსოფოსმა მასზე ასეთი განმარტება გააკეთა: "ის შედგება 4 ინგრედიენტისგან: ჯანმრთელობისგან, თბილი პირადი ურთიერთობებისგან, არსებობის ღირსეული საშუალებებისგან და წარმატებული სამსახურისგან". რა განმარტა ასე ფილოსოფოსმა?

-  სიყვარული.

-  ცდები.

-  ბედნიერება.

-  რა თქმა უნდა. რა არის შენთვის ბედნიერება?

-  ის ყველაფერი, რაზეც რასელმა გაამახვილა ყურადღება.

-  ვინ შეასრულა ილიკოს როლი ფილმში - "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"?

-  სანდრო ჟორჟოლიანმა.

-  დაასახელე ერთადერთი ძუძუმწოვარი, რომელიც დაფრინავს.

-  ღამურა.

-  რომელ მცენარეს უწოდა ეკატერინე II-მ "ასკილი მაღალი საზოგადოებიდან"?

-  არ ვიცი.

-  გამოცნობა არ უნდა გაგიჭირდეს, დაფიქრდი, ერთ-ერთ ყვავილზეა ლაპარაკი.

-  ვარდზე?

-  დიახ. ამ ტროპიკული ტყის ფართობი 5 მილიონი კვადრატული კილომეტრია. მისი 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% - პერუში. ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი კოლუმბიის, ვენესუელის, ეკვადორის შემადგენლობაში შედის. ამ ტყეს ხშირად "მსოფლიოს ფილტვებსაც" უწოდებენ. რომელ ტყეზეა ლაპარაკი?

-  ვერ გეტყვი.

-  ამაზონის ტყე. რომელმა ლიტერატურულმა გმირმა იმოგზაურა ლილიპუტების ქვეყანაში?

-  გულივერმა.

-  რომელ ქვეყანაში იყო ფაშის ტიტული?

-  ოსმალეთში.

-  დემეტრე I, ალექსანდრე I (დიდი), თეიმურაზ I, ერეკლე II. ჩამოთვლილთაგან, რომელი ქართველი მეფე არ აღკვეცილა ბერად?

-  (ფიქრობს) ერეკლე II.

-  ბერძნულ მითოლოგიას კარგად იცნობ?

-  ამაშიც გამომცადე.

-  რომელ ყვავილად გადაიქცა ჭაბუკის გარდაცვლილი სხეული, რომელმაც უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც ღმერთებმა დასაჯეს და საკუთარი თავი შეაყვარეს.

-  ნარცისად.

-  დაბოლოს, დაასრულე ცნობილი ქართული ანდაზა: "აღფრთოვანებული არ დაჰპირდე და აღელვებული არ..."

-  ვერ დავასრულებ.

-  "...აღელვებული არ დაემუქრო".

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები