პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ჭანტურაია - "ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით"
ნინო ჭანტურაია - "ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ზე" დღის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა "ქრო­ნი­კას" მა­ყუ­რებ­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი წამ­ყვა­ნი ნინო ჭან­ტუ­რა­ია უძღვე­ბა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "პირ­ვე­ლი არ­ხი­დან" "მო­ამ­ბის" მეშ­ვე­ო­ბით აც­ნობ­და სი­ახ­ლე­ებს მა­ყუ­რე­ბელს. ნინო სამი შვი­ლის დე­დაა, უფ­რო­სი 15 წლის ჰყავს, პა­ტა­რა კი 6-ისაა. მარ­თა­ლია, გა­დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი აქვს, მაგ­რამ მისი ოჯა­ხის წევ­რებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ცო­მე­უ­ლი და ამი­ტომ ამ­ბობს, რომ მა­საც მოს­წონს ფქვილ­თან თა­მა­ში. თურ­მე მე­უღ­ლეს არ სი­ა­მოვ­ნებს, როცა ნინო მას­ზე სა­უბ­რობს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც გვი­თხრა, რომ საკ­მა­ოდ მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თბი­ლი ქმა­რი ჰყავს, რო­მე­ლიც ასა­კით მას­ზე უფ­რო­სია და მის­გან ბევრ რა­მეს სწავ­ლობს.

- დილა იწყე­ბა მაღ­ვი­ძა­რა­თი 8 სა­ათ­ზე, თუმ­ცა 8-ის ნა­ხე­ვარ­ზე თა­ვა­დაც ვიღ­ვი­ძებ, რად­გან არ მიყ­ვარს დაგ­ვი­ა­ნე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პირ­ვე­ლი ეთე­რი 11 სა­ათ­ზე მაქვს, მა­ნამ­დე მომ­ზა­დე­ბაც ხომ მინ­და, ამი­ტომ ყვე­ლა­ზე გვი­ან სამ­სა­ხურ­ში 9 სა­ათ­ზე მივ­დი­ვარ ხოლ­მე, ხან ყა­ვის და­ლე­ვა­საც ვერ ვას­წრებ, ისე გავ­რბი­ვარ სახ­ლი­დან. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მის­ვლის­თა­ნა­ვე იწყე­ბა ჩემი მო­წეს­რი­გე­ბა - მა­კი­ა­ჟი და ვარ­ცხნი­ლო­ბა, შემ­დეგ ვი­წყებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მუ­შა­ო­ბას, ახალ ამ­ბებ­ში ჩარ­თვას და ტექ­სტე­ბის წე­რას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი და აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა გვაქვს, პა­ტა­რა შეც­დო­მის დაშ­ვე­ბაც კი არ შე­იძ­ლე­ბა, მა­ყუ­რებ­ლის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან უფრო ვიღ­ლე­ბი, ვიდ­რე და­კის­რე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის­გან. რო­დე­საც წამ­ყვა­ნი ხარ და შენ აწ­ვდი ინ­ფორ­მა­ცი­ას, მა­ყუ­რე­ბე­ლი შენ­გან ითხოვს ოპერ­ტი­უ­ლო­ბა­საც და გა­და­მოწ­მე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც, მეც ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლო ყვე­ლა ის კრი­ტე­რი­უ­მი, რაც ჟურ­ნა­ლისტს და წამ­ყვანს მო­ე­თხო­ვე­ბა. ბო­ლომ­დე უნდა ვიყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­წო­რე­ში, ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ში, რომ ის პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ვაჟ­ღე­რო. თუ ჩემ­თვის რა­ი­მე ამ­ბა­ვი გა­უ­გე­ბა­რია, მა­შინ­ვე ვი­წყებ გარ­კვე­ვას, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, არ გა­მო­ვა­ცხა­დო ის ინ­ფორ­მა­ცია ღია ეთერ­ში. მარ­თა­ლია, ხალ­ხი და­ი­ღა­ლა ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მოს­მე­ნით, მაგ­რამ ვერ გა­ვექ­ცე­ვით იმას, რაც ხდე­ბა. პო­ლი­ტი­კურ ამ­ბებს უფრო ცივი გო­ნე­ბით აღ­ვიქ­ვამ, მაგ­რამ ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მოს­მე­ნი­სას ემო­ცი­ებს ვერ ვმა­ლავ, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა ეს ბავ­შვს ეხე­ბა. ბოლო დროს ყვე­ლა­ზე დიდი შოკი ფა­რულ­მა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­მა გან­მაც­დე­ვი­ნა, ეს რთუ­ლად აღ­საქ­მე­ლი იყო არა მარ­ტო ჩემ­თვის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. ქუ­ჩა­ში რომ მხვდე­ბი­ან, მე­კი­თხე­ბი­ან, ნინო, რა არის ახა­ლი და კარ­გი, რო­დის მოგ­ვაწ­ვდი და­დე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ა­სო. მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებ, მარ­ტო ერთ გა­მოშ­ვე­ბა­ში 40-ზე მეტ ახალ ამ­ბავს ვაც­ნობთ მა­ყუ­რე­ბელს, მაგ­რამ სა­ღა­მოს სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მის მთა­ვარ გა­მოშ­ვე­ბას მა­ინც ვუ­ყუ­რებ ისევ და ისევ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით, თო­რემ ჩემ­თვის ტე­ლე­ვი­ზო­რი გან­ტვირ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის (იღი­მის).

იმი­ჯი და სა­ყიდ­ლე­ბი...

- რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში არ ვარ, ვცდი­ლობ, თმა და სა­ხის კანი და­ვას­ვე­ნო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო მა­კი­ა­ჟი საკ­მა­ოდ მძი­მეა, ამი­ტომ არა­სა­მუ­შაო დღე­ებ­ში მხო­ლოდ ტუ­ში­თა და "რუ­მი­ა­ნით" შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი, ჩაც­მუ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით კი მო­ნატ­რე­ბულ, თა­ვი­სუ­ფალ სტილს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, რად­გან სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფრო კლა­სი­კუ­რად მი­წევს შე­მოს­ვა. ჩვენს სა­ე­თე­რო ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ავ­თან­დი­ლი ზრუ­ნავს, თუმ­ცა პი­რა­დი გარ­დე­რო­ბი­და­ნაც ვავ­სებთ ხოლ­მე, მა­ყუ­რე­ბე­ლი ყო­ველ­თვის აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას ჩაც­მუ­ლო­ბის დე­ტა­ლებს.

... არ ვიქ­ნე­ბი ორი­გი­ნა­ლუ­რი და ვი­ტყვი, რომ მიყ­ვარს შო­პინ­გი და როცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბაა და მი­წევს სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბა, ვცდი­ლობ, იქ შე­ვი­ძი­ნო სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბი, თუმ­ცა ქარ­თულ ბა­ზარ­ზეც არ ვამ­ბობ უარს, როცა მჭირ­დე­ბა, თბი­ლის­შიც მშვე­ნივ­რად ვყი­დუ­ლობ სა­ჭი­რო ნივ­თებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ნინო ჭანტურაია - "ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით"

ნინო ჭანტურაია - "ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით"

ტელეკომპანია "იმედზე" დღის საინფორმაციო გადაცემა "ქრონიკას" მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი წამყვანი ნინო ჭანტურაია უძღვება, რომელიც წლების განმავლობაში "პირველი არხიდან" "მოამბის" მეშვეობით აცნობდა სიახლეებს მაყურებელს. ნინო სამი შვილის დედაა, უფროსი 15 წლის ჰყავს, პატარა კი 6-ისაა. მართალია, გადატვირთული დღის რეჟიმი აქვს, მაგრამ მისი ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ ცომეული და ამიტომ ამბობს, რომ მასაც მოსწონს ფქვილთან თამაში. თურმე მეუღლეს არ სიამოვნებს, როცა ნინო მასზე საუბრობს, მიუხედავად ამისა, მაინც გვითხრა, რომ საკმაოდ მოსიყვარულე და თბილი ქმარი ჰყავს, რომელიც ასაკით მასზე უფროსია და მისგან ბევრ რამეს სწავლობს.

- დილა იწყება მაღვიძარათი 8 საათზე, თუმცა 8-ის ნახევარზე თავადაც ვიღვიძებ, რადგან არ მიყვარს დაგვიანება. მოგეხსენებათ, პირველი ეთერი 11 საათზე მაქვს, მანამდე მომზადებაც ხომ მინდა, ამიტომ ყველაზე გვიან სამსახურში 9 საათზე მივდივარ ხოლმე, ხან ყავის დალევასაც ვერ ვასწრებ, ისე გავრბივარ სახლიდან. ტელევიზიაში მისვლისთანავე იწყება ჩემი მოწესრიგება - მაკიაჟი და ვარცხნილობა, შემდეგ ვიწყებ ჟურნალისტებთან მუშაობას, ახალ ამბებში ჩართვას და ტექსტების წერას. მოგეხსენებათ, ამ გარდამავალ პერიოდში ძალიან დატვირთული და აქტიური პოლიტიკური ცხოვრება გვაქვს, პატარა შეცდომის დაშვებაც კი არ შეიძლება, მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდება დიდი პასუხისმგებლობაა და სიმართლე გითხრათ, ამ პასუხისმგებლობისგან უფრო ვიღლები, ვიდრე დაკისრებული სამუშაოს შესრულებისგან. როდესაც წამყვანი ხარ და შენ აწვდი ინფორმაციას, მაყურებელი შენგან ითხოვს ოპერტიულობასაც და გადამოწმებულ ინფორმაციასაც, მეც ყველანაირად ვცდილობ დავაკმაყოფილო ყველა ის კრიტერიუმი, რაც ჟურნალისტს და წამყვანს მოეთხოვება. ბოლომდე უნდა ვიყო დარწმუნებული ინფორმაციის სისწორეში, ობიექტურობაში, რომ ის პირდაპირ ეთერში გავაჟღერო. თუ ჩემთვის რაიმე ამბავი გაუგებარია, მაშინვე ვიწყებ გარკვევას, სხვა შემთხვევაში ყველანაირად ვცდილობ, არ გამოვაცხადო ის ინფორმაცია ღია ეთერში. მართალია, ხალხი დაიღალა ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენით, მაგრამ ვერ გავექცევით იმას, რაც ხდება. პოლიტიკურ ამბებს უფრო ცივი გონებით აღვიქვამ, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევების მოსმენისას ემოციებს ვერ ვმალავ, განსაკუთრებით, როცა ეს ბავშვს ეხება. ბოლო დროს ყველაზე დიდი შოკი ფარულმა ვიდეოჩანაწერებმა განმაცდევინა, ეს რთულად აღსაქმელი იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ქუჩაში რომ მხვდებიან, მეკითხებიან, ნინო, რა არის ახალი და კარგი, როდის მოგვაწვდი დადებით ინფორმაციასო. მთელი დღის განმავლობაში ძალიან დიდ ინფორმაციას ვიღებ, მარტო ერთ გამოშვებაში 40-ზე მეტ ახალ ამბავს ვაცნობთ მაყურებელს, მაგრამ საღამოს საინფორმაციო გადაცემის მთავარ გამოშვებას მაინც ვუყურებ ისევ და ისევ ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, თორემ ჩემთვის ტელევიზორი განტვირთვის საშუალება ნამდვილად არ არის (იღიმის).

იმიჯი და საყიდლები...

- როდესაც სამსახურში არ ვარ, ვცდილობ, თმა და სახის კანი დავასვენო. მოგეხსენებათ, სატელევიზიო მაკიაჟი საკმაოდ მძიმეა, ამიტომ არასამუშაო დღეებში მხოლოდ ტუშითა და "რუმიანით" შემოვიფარგლები, ჩაცმულობის თვალსაზრისით კი მონატრებულ, თავისუფალ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან სამსახურიდან გამომდინარე, უფრო კლასიკურად მიწევს შემოსვა. ჩვენს საეთერო ჩაცმულობაზე ავთანდილი ზრუნავს, თუმცა პირადი გარდერობიდანაც ვავსებთ ხოლმე, მაყურებელი ყოველთვის აქცევს ყურადღებას ჩაცმულობის დეტალებს.

... არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ მიყვარს შოპინგი და როცა ამის საშუალებაა და მიწევს საზღვარგარეთ გამგზავრება, ვცდილობ, იქ შევიძინო სასურველი ნივთები, თუმცა ქართულ ბაზარზეც არ ვამბობ უარს, როცა მჭირდება, თბილისშიც მშვენივრად ვყიდულობ საჭირო ნივთებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები