ჩინეთში მეძუძურ ქალებს ფულის სანაცვლოდ ზრდასრული ადამიანების გამოკვებას სთავაზობენ. კადრების სააგენტოებმა უკვე დაიწყეს განცხადებების გამოქვეყნება იმ ახალგაზრდა ქალების დასაქმების თაობაზე, რომლებსაც ბავშვები დაეღუპათ და ახლა არ იციან რძეს რა უყონ.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ქალების კლიენტები შეძლებული, მდიდარი ადამიანები იქნებიან, რომლებიც მზად არიან ერთ ვიზიტში 2000-3000 აშშ დოლარი გადაიხადონ.
სამხრეთ ჩინეთის რამდენიმე ქალაქის მდიდარი მაცხოვრებლები ბავშვობას მას შემდეგ "უბრუნდებიან", რაც ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ დედის რძე საუკეთესო წამალია სტრესის წინააღმდეგ და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
"ჩვენი კლიენტების ნაწილი მეძუძურ დედებს თავიანთ სახლებში ცხოვრების უფლებასაც აძლევს, რათა რძე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუფერხებლად მიიღონ. კლიენტებს დედის რძის პირდაპირ მკერდიდან დალევა შეუძლიათ. მათ, ვისთვისაც ასე ჭამა მოუხერხებელია, რა თქმა უნდა, ბოთლის გამოყენების უფლება აქვთ", - აცხადებს Xinxinyu Household Service Company-ის წარმომადგენელი ლინ იუნი.
მომზადებულია Southern Metropolis-ის მიხედვით.