მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ავიწყდება სიმთვრალისას ზალიკო ბერგერს
რა ავიწყდება სიმთვრალისას ზალიკო ბერგერს

დი­ზა­ი­ნე­რი ზა­ლი­კო ბერ­გე­რი ცოტა ხნის წინ ფილ­მის - "ჰენ­გო­ვე­რი" ქარ­თულ "რი­მე­იქ­ში" - "რა მოხ­და კი­ევ­ში" გა­მოჩ­ნდა. მსა­ხი­ო­ბო­ბა ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და ამ საქ­მეს თავი კარ­გა­დაც გა­არ­თვა. ცრურ­წმე­ნე­ბის არ სჯე­რა, მაგ­რამ მა­ინც, ხეზე სამ­ჯერ და­კა­კუ­ნე­ბა და "ტფუი, ტფუ­ის" თქმა ჩვე­ვად აქვს ქცე­უ­ლი. ზო­გა­დად, თუკი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის 8 სა­ა­თი ძილი საკ­მა­რი­სია, მას გა­მო­სა­ძი­ნებ­ლად 12 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა. ცხოვ­რე­ბის სტი­ლით "ღა­მუ­რა" გახ­ლავთ...

- ვთქვათ, ბი­ონ­სეს მე­ნე­ჯე­რი მომ­ღერ­ლის­თვის სას­ცე­ნო კოს­ტი­უ­მის შექ­მნას გთხოვთ...

- ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა! მის­თვის კოს­ტი­უმს სი­ა­მოვ­ნე­ბით შევ­ქმნი­დი. ზუს­ტად ისე­თი კოს­ტი­უ­მე­ბი მომ­წონს, რო­გო­რიც ბი­ონ­სეს ნამ­დვი­ლად მო­უხ­დე­ბა. ისეთ კა­ბას "გა­ვა­კე­თებ­დი", რომ მისი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი გა­მოკ­ვე­თი­ლი ყო­ფი­ლი­ყო: სექ­სუ­ა­ლურს, მოკ­ლეს, ასი­მეტ­რი­უ­ლი ბო­ლო­ე­ბით... მე­ტა­ლის დე­ტა­ლე­ბით გა­ვა­ფორ­მებ­დი, რათა უფრო მე­ტად სას­ცე­ნო და ეფექ­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო.

- ვთქვათ, ბი­ონ­სეს­თვის შექ­მნი­ლი კოს­ტი­უ­მი­სათ­ვის კუთ­ვნილ გა­სამ­რჯე­ლოს არ გაძ­ლე­ვენ...

- ბი­ონ­სეს­თვის კოს­ტი­უ­მის შე­კერ­ვა უკვე კარ­გი გა­სამ­რჯე­ლოა - იმა­ზე ას­ჯერ მეტი, ვიდ­რე თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­დამ­ხდე­ლე­ბი იხ­დი­ან (იცი­ნის). ჰოდა, ამით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ დავ­რჩე­ბო­დი. თან, რად­გან მოკ­ლე კა­ბას "ვა­კე­თებ", ქსო­ვი­ლიც ცოტა "წავა" (იცი­ნის).

- სა­მა­გი­ე­როდ, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლი დაგ­ჭირ­დე­ბო­დათ...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მაგ­რამ ბი­ონ­სეს­თვის კა­ბის შექ­მნა ისე­თი რეკ­ლა­მაა, რომ თან­ხას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ექ­ნე­ბო­და.

- ვთქვათ, რეს­ტო­რან­ში მყოფს, მე­ნე­ჯე­რი გთხოვთ, რომ სა­ვახ­შმოდ სხვა­გან წახ­ვი­დეთ, რად­გან თქვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბით ხალ­ხს აკომ­პლექ­სებთ და მში­ერს ტო­ვებთ...

- ძა­ლი­ან მაგ­რად გავ­ლან­ძღავ (იცი­ნის)! ვე­ტყვი, - ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვარ, სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი ვარ, ჩემ­ზე ხალ­ხი გიჟ­დე­ბა და პი­რი­ქით, ჩემი და­ნახ­ვი­სას მადა მო­ე­მა­ტე­ბათ-მეთ­ქი. ისე, ერთხელ გრი­გო­ლეთ­ში ჩვე­ნე­ბა გვქონ­და. მე­ო­რე დღეს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან (თან, საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლებ­თან) ერ­თად რეს­ტო­რან­ში ვი­ყა­ვი. ბო­ლოს მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­მა ჩე­კე­ბი მო­ი­ტა­ნა და მე მომ­მარ­თა: - აი, ამ­დე­ნია გა­და­სახ­დე­ლი. ეს თან­ხა თქვენს სა­ხელ­ზე გა­მოვ­წე­რეთ, ბა­ტო­ნო ზა­ლი­კო, რად­გა­ნაც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ბრძან­დე­ბი­თო.

- გა­და­ი­ხა­დეთ?

- დიდი ჩხუ­ბი ავ­ტე­ხეთ, მაგ­რამ ერთ-ერთ მე­გო­ბარს ან­გა­რი­შის გა­დახ­და მა­ინც მო­უხ­და.

- ზო­გა­დად, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი. ძი­რი­თა­დად, მცნო­ბენ ხოლ­მე და ეს მი­ხა­რია. "ტფუი, ტფუი", თვა­ლი არ მე­ცეს და ჩემ მი­მართ სიმ­პა­თი­ით გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან. ჰოდა, ხან უბ­რა­ლოდ სა­ხე­ლით მომ­მარ­თა­ვენ, ხან - "ბა­ტო­ნი ზა­ლი­კო­თი".

- ვთქვათ, "ჰენ­გო­ვე­რის" რე­ჟი­სო­რი ფილ­მის ახალ სე­რი­ა­ში ჩაოს რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას გთა­ვა­ზობთ...

- (იცი­ნის) ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­საც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდე­ბო­დი, რად­გან ქარ­თულ "ჰენ­გო­ვერ­ში" უკვე გა­და­მი­ღეს და ჩემი მსა­ხი­ო­ბუ­რი ნი­ჭით ყვე­ლა აღ­ფრთო­ვან­და, ბევ­რი მა­ქეს. რა ვიცი, ამე­რი­კულ "ჰენ­გო­ვერ­შიც" დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი...

- თქვენ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი ბევ­რს მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ მთე­ლი ფილ­მით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, "რა მოხ­და კი­ევ­ში" მოგ­წონთ?

- როცა ფილ­მის პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა, საქ­მის გამო ვარ­შა­ვა­ში გახ­ლდით. ახ­ლა­ხან დავ­ბრუნ­დი და ვნა­ხე. უკ­მა­ყო­ფი­ლო ნამ­დვი­ლად არ ვარ, მაგ­რამ უკე­თე­სიც შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ფი­ლი­ყო.

- იმ სცე­ნის ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის მერე, რო­მელ­შიც თქვენ და თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი გვერ­დიგ­ვერდ მწო­ლი­ა­რე­ე­ბი იღ­ვი­ძებთ, თორ­ნი­კე თით­ქოს, თავს უხერ­ხუ­ლად გრძნობს. გვი­ამ­ბეთ, ეს სცე­ნა რო­გორ გა­და­ი­ღეთ?

- დიდი სი­ცილ-ხარ­ხა­რით. დი­ლის 8-ის ნა­ხე­ვარ­ზე უკვე გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ვი­ყა­ვით და სა­ღა­მოს 11 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობ­დით. ისე, სი­მარ­თლე გი­თხრათ, თორ­ნი­კე თავს უხერ­ხუ­ლად სუ­ლაც არ გრძნობს - ეს "პოზა" უფ­როა. კონ­კრე­ტუ­ლი სცე­ნა ფილ­მის­თვის ერ­თგვა­რი ინ­ტრი­გა იყო, თო­რემ უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არა­ვინ აღ­მო­ჩე­ნი­ლა.

- ვთქვათ, დი­ლით ალა პუ­გა­ჩო­ვას გვერ­დით იღ­ვი­ძებთ...

- (იცი­ნის) უი, დედა! უფრო გა­სა­ო­ცა­რი რე­აქ­ცია მექ­ნე­ბა, ვიდ­რე - გოგ­რი­ჭი­ანს ჰქონ­და იმ ფილმში. ინ­ფარ­ქტი თუ არ და­მე­მარ­თე­ბა, კარ­გია!

- რას იფიქ­რებთ, - თქვენ გვერ­დით ალა პუ­გა­ჩო­ვა რო­გორ მოხ­ვდა?

- ვა­ი­მე­ეე... ახლა რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, მარ­თლა სა­ში­შია. ე.ი. "პახ­მე­ლი­ა­ზე" ვარ და არ მახ­სოვს, ალას გვერ­დით რო­გორ აღ­მოვ­ჩნდი...

- რე­ა­ლუ­რად, ასე ძა­ლი­ან დამ­თვრალ­ხართ?

- შე­იძ­ლე­ბა, სიმ­თვრა­ლე არ მე­ტყო­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს რა­ღა­ცე­ბი არ მახ­სოვს; ასე­თი რამ ბევ­რჯერ მომ­ხდა­რა (იცი­ნის).

- ვთქვათ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გუ­ლის­ტკი­ვი­ლით ამ­ბობს, რომ 2 წლის წინ ძაღ­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლიც ზა­ლი­კო ბერ­გერ­მა მოჰ­პა­რა და სვა­ნე­თის მთებ­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­და­მა­ლა...

- გა­ო­ცე­ბის­გან პირს და­ვა­ღებ! ძა­ლი­ან უაზ­რო ბრალ­დე­ბაა, თან, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს არ ვიც­ნობ. ძაღ­ლი - არა, მაგ­რამ სახ­ლში კატა მყავს. რო­გორც ყვე­ლა კატა, ისიც მხი­ა­რუ­ლია. კუსა ჰქვია და "კუ­სუს-კუ­სუსს" ვე­ძა­ხით ხოლ­მე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. სხვი­სი ცხო­ვე­ლი რა­ტომ უნდა მო­ვი­პა­რო? ჩემი კატა ვინ­მემ რომ მო­ი­პა­როს, შე­იძ­ლე­ბა, გავ­გიჟ­დე!..

- ვთქვათ, Victoria's secret-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ბოლო კო­ლექ­ცი­ის­თვის წლე­ბის წინ, ზა­ლი­კო ბერ­გე­რის მიერ გა­მარ­თუ­ლი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბის ჩვე­ნე­ბი­დან იდე­ის მო­პარ­ვა სცა­დეს...

- 1 კვი­რის წინ, ვარ­შა­ვა­ში ყოფ­ნი­სას Victoria's secret--ის კო­ლექ­ცია ვნა­ხე და არ მო­მე­წო­ნა. ასე რომ, ჯო­ბია, მომ­მარ­თონ - შემ­დეგ კო­ლექ­ცი­ას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვუმ­ზა­დებ...

- ვთქვთ, "ოს­კა­რე­ბის" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ხართ...

- აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩე­ბი და არა­ფერ­საც აღარ ვი­ტყვი! ან ვი­ტყვი: დიდი მად­ლო­ბა კი­ნო­ა­კა­დე­მი­ას, რად­გან ქარ­თუ­ლი "ჰენ­გო­ვე­რით" და­წყე­ბუ­ლი ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა "ოს­კა­რამ­დე" მო­ვი­და; დიდი მად­ლო­ბა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ყვე­ლას, ვინც ამ წინსვლა­ში ხელი შე­მი­წყო-მეთ­ქი.

- უჩი­ნა­რი რომ იყოთ, რას გა­ა­კე­თებ­დით?

- ისე, დი­დად გა­სარ­თო­ბი კი იქ­ნე­ბო­და... ალ­ბათ, ზოგ ადა­მი­ანს და­ვაკ­ვირ­დე­ბო­დი. შე­იძ­ლე­ბა, ბან­კშიც აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი...

- გა­სა­ძარ­ცვა­ვად?

- (იცი­ნის) მგო­ნი, ცუდი იდეა და­მე­ბა­და. ისე, ცნო­ბი­სათ­ვის, არა­სო­დეს არა­ფე­რი მო­მი­პა­რავს...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რა ავიწყდება სიმთვრალისას ზალიკო ბერგერს

რა ავიწყდება სიმთვრალისას ზალიკო ბერგერს

დიზაინერი ზალიკო ბერგერი ცოტა ხნის წინ ფილმის - "ჰენგოვერი" ქართულ "რიმეიქში" - "რა მოხდა კიევში" გამოჩნდა. მსახიობობა ძალიან მოეწონა და ამ საქმეს თავი კარგადაც გაართვა. ცრურწმენების არ სჯერა, მაგრამ მაინც, ხეზე სამჯერ დაკაკუნება და "ტფუი, ტფუის" თქმა ჩვევად აქვს ქცეული. ზოგადად, თუკი ადამიანებისთვის 8 საათი ძილი საკმარისია, მას გამოსაძინებლად 12 საათი სჭირდება. ცხოვრების სტილით "ღამურა" გახლავთ...

- ვთქვათ, ბიონსეს მენეჯერი მომღერლისთვის სასცენო კოსტიუმის შექმნას გთხოვთ...

- ძალიან გამიხარდება! მისთვის კოსტიუმს სიამოვნებით შევქმნიდი. ზუსტად ისეთი კოსტიუმები მომწონს, როგორიც ბიონსეს ნამდვილად მოუხდება. ისეთ კაბას "გავაკეთებდი", რომ მისი სხეულის ფორმები გამოკვეთილი ყოფილიყო: სექსუალურს, მოკლეს, ასიმეტრიული ბოლოებით... მეტალის დეტალებით გავაფორმებდი, რათა უფრო მეტად სასცენო და ეფექტური ყოფილიყო.

- ვთქვათ, ბიონსესთვის შექმნილი კოსტიუმისათვის კუთვნილ გასამრჯელოს არ გაძლევენ...

- ბიონსესთვის კოსტიუმის შეკერვა უკვე კარგი გასამრჯელოა - იმაზე ასჯერ მეტი, ვიდრე თბილისში ყველაზე კარგი გადამხდელები იხდიან (იცინის). ჰოდა, ამით უკმაყოფილო არ დავრჩებოდი. თან, რადგან მოკლე კაბას "ვაკეთებ", ქსოვილიც ცოტა "წავა" (იცინის).

- სამაგიეროდ, ძვირად ღირებული ქსოვილი დაგჭირდებოდათ...

- რასაკვირველია, მაგრამ ბიონსესთვის კაბის შექმნა ისეთი რეკლამაა, რომ თანხას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა.

- ვთქვათ, რესტორანში მყოფს, მენეჯერი გთხოვთ, რომ სავახშმოდ სხვაგან წახვიდეთ, რადგან თქვენი პოპულარობით ხალხს აკომპლექსებთ და მშიერს ტოვებთ...

- ძალიან მაგრად გავლანძღავ (იცინის)! ვეტყვი, - ხალხს ვუყვარვარ, სახალხო არტისტი ვარ, ჩემზე ხალხი გიჟდება და პირიქით, ჩემი დანახვისას მადა მოემატებათ-მეთქი. ისე, ერთხელ გრიგოლეთში ჩვენება გვქონდა. მეორე დღეს მაღალი თანამდებობის პირებთან (თან, საკმაოდ ცნობილებთან) ერთად რესტორანში ვიყავი. ბოლოს მომსახურე პერსონალმა ჩეკები მოიტანა და მე მომმართა: - აი, ამდენია გადასახდელი. ეს თანხა თქვენს სახელზე გამოვწერეთ, ბატონო ზალიკო, რადგანაც ცნობილი ადამიანი ბრძანდებითო.

- გადაიხადეთ?

- დიდი ჩხუბი ავტეხეთ, მაგრამ ერთ-ერთ მეგობარს ანგარიშის გადახდა მაინც მოუხდა.

- ზოგადად, მომსახურე პერსონალთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- არაჩვეულებრივი. ძირითადად, მცნობენ ხოლმე და ეს მიხარია. "ტფუი, ტფუი", თვალი არ მეცეს და ჩემ მიმართ სიმპათიით განწყობილები არიან. ჰოდა, ხან უბრალოდ სახელით მომმართავენ, ხან - "ბატონი ზალიკოთი".

- ვთქვათ, "ჰენგოვერის" რეჟისორი ფილმის ახალ სერიაში ჩაოს როლის შესრულებას გთავაზობთ...

- (იცინის) ამ შემოთავაზებასაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი, რადგან ქართულ "ჰენგოვერში" უკვე გადამიღეს და ჩემი მსახიობური ნიჭით ყველა აღფრთოვანდა, ბევრი მაქეს. რა ვიცი, ამერიკულ "ჰენგოვერშიც" დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი...

- თქვენ მიერ განსახიერებული პერსონაჟი ბევრს მოეწონა, მაგრამ მთელი ფილმით აღფრთოვანებულები არ არიან. საბოლოო ჯამში, "რა მოხდა კიევში" მოგწონთ?

- როცა ფილმის პრემიერა გაიმართა, საქმის გამო ვარშავაში გახლდით. ახლახან დავბრუნდი და ვნახე. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა, ყოფილიყო.

- იმ სცენის ეკრანზე გამოჩენის მერე, რომელშიც თქვენ და თორნიკე გოგრიჭიანი გვერდიგვერდ მწოლიარეები იღვიძებთ, თორნიკე თითქოს, თავს უხერხულად გრძნობს. გვიამბეთ, ეს სცენა როგორ გადაიღეთ?

- დიდი სიცილ-ხარხარით. დილის 8-ის ნახევარზე უკვე გადასაღებ მოედანზე ვიყავით და საღამოს 11 საათამდე ვმუშაობდით. ისე, სიმართლე გითხრათ, თორნიკე თავს უხერხულად სულაც არ გრძნობს - ეს "პოზა" უფროა. კონკრეტული სცენა ფილმისთვის ერთგვარი ინტრიგა იყო, თორემ უხერხულ სიტუაციაში არავინ აღმოჩენილა.

- ვთქვათ, დილით ალა პუგაჩოვას გვერდით იღვიძებთ...

- (იცინის) უი, დედა! უფრო გასაოცარი რეაქცია მექნება, ვიდრე - გოგრიჭიანს ჰქონდა იმ ფილმში. ინფარქტი თუ არ დამემართება, კარგია!

- რას იფიქრებთ, - თქვენ გვერდით ალა პუგაჩოვა როგორ მოხვდა?

- ვაიმეეე... ახლა რომ წარმოვიდგინე, მართლა საშიშია. ე.ი. "პახმელიაზე" ვარ და არ მახსოვს, ალას გვერდით როგორ აღმოვჩნდი...

- რეალურად, ასე ძალიან დამთვრალხართ?

- შეიძლება, სიმთვრალე არ მეტყობა ხოლმე, მაგრამ მეორე დღეს რაღაცები არ მახსოვს; ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა (იცინის).

- ვთქვათ, გიორგი მარგველაშვილი პრესკონფერენციაზე გულისტკივილით ამბობს, რომ 2 წლის წინ ძაღლი ჰყავდა, რომელიც ზალიკო ბერგერმა მოჰპარა და სვანეთის მთებში საგულდაგულოდ გადამალა...

- გაოცებისგან პირს დავაღებ! ძალიან უაზრო ბრალდებაა, თან, გიორგი მარგველაშვილს არ ვიცნობ. ძაღლი - არა, მაგრამ სახლში კატა მყავს. როგორც ყველა კატა, ისიც მხიარულია. კუსა ჰქვია და "კუსუს-კუსუსს" ვეძახით ხოლმე. ძალიან ლამაზია. სხვისი ცხოველი რატომ უნდა მოვიპარო? ჩემი კატა ვინმემ რომ მოიპაროს, შეიძლება, გავგიჟდე!..

- ვთქვათ, Victoria's secret-ის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ბოლო კოლექციისთვის წლების წინ, ზალიკო ბერგერის მიერ გამართული საცურაო კოსტიუმების ჩვენებიდან იდეის მოპარვა სცადეს...

- 1 კვირის წინ, ვარშავაში ყოფნისას Victoria's secret--ის კოლექცია ვნახე და არ მომეწონა. ასე რომ, ჯობია, მომმართონ - შემდეგ კოლექციას დიდი სიამოვნებით მოვუმზადებ...

- ვთქვთ, "ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალზე ხართ...

- აღფრთოვანებული დავრჩები და არაფერსაც აღარ ვიტყვი! ან ვიტყვი: დიდი მადლობა კინოაკადემიას, რადგან ქართული "ჰენგოვერით" დაწყებული ჩემი სამსახიობო კარიერა "ოსკარამდე" მოვიდა; დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას და ყველას, ვინც ამ წინსვლაში ხელი შემიწყო-მეთქი.

- უჩინარი რომ იყოთ, რას გააკეთებდით?

- ისე, დიდად გასართობი კი იქნებოდა... ალბათ, ზოგ ადამიანს დავაკვირდებოდი. შეიძლება, ბანკშიც აღმოვჩენილიყავი...

- გასაძარცვავად?

- (იცინის) მგონი, ცუდი იდეა დამებადა. ისე, ცნობისათვის, არასოდეს არაფერი მომიპარავს...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება