"ლიბერთი ბანკი" თბილისში გაფართოვდა. ფილიალი კოსტავას N2-ში ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ წულაიამ გახსნა.
"ეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის-ცენტრია, რომელიც როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აქ შესაძლებელი იქნება ყველა სახის სესხის აღება, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემებით სარგებლობა, სხვადასხვა ტიპის დეპოზიტების გახსნა და კომუნალური გადასახადების დაფარვა", - განაცხადა წულაიამ.
მისივე თქმით, "ლიბერთი ბანკი" საქართველოში 1.4 მლნ ფიზიკურ და 58 000-ზე მეტ იურიდიულ პირს ემსახურება.
2012-2013 წლებში "ლიბერთი ბანკმა" საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტი ახალი ფილიალისა და სერვის-ცენტრის გახსნა და მოდერნიზება განახორციელა.
"ლიბერთი ბანკის" საბაზრო წილი 2013 წლის მდგომარეობით, მთლიანი აქტივების მიხედვით, 7.2%-ს შეადგენს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9