მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოკი იონათამიშვილი: "ამაზრზენი ხარ მიშა"
კოკი იონათამიშვილი: "ამაზრზენი ხარ მიშა"

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი, უკვე ყო­ფი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლი" კოკი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი დღეს მო­რიგ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "ფე­ის­ბუ­კის" პი­რად გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ტექსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"(მოკ­ლედ დღეს დავ­ტვირ­თე სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ნამ­დვი­ლად ბო­დიშს ვუხ­დი, რომ ზო­გი­ერ­თი პი­რა­დი თე­მაც გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­მო­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ).

გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის გამო. ცალ­სა­ხად მინ­და და­ვა­დას­ტუ­რო, რომ სა­ა­კაშ­ვილს, მას შემ­დეგ, რაც ორ­ჯერ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი მას­თან ერ­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გა­ცი­ა­ში, ნამ­დვი­ლად მივ­მარ­თე წე­რი­ლო­ბით, მაგ­რამ არა ამ ში­ნა­არ­სით და არა ამ სა­კი­თხზე. აქვე ვა­დას­ტუ­რებ, რომ რო­გორც მას, ასე­ვე სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­საც, რომ­ლებ­თა­ნაც გარ­და საქ­მი­ა­ნი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ნამ­დვი­ლად ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, ჩემს ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ზე, ვგუ­ლის­ხმობ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩემი კრე­დი­ტის ან ერ­თა­დერთ ფირ­მა­ში ჩემი წი­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ (მით უმე­ტეს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როა). წე­რი­ლის ში­ნა­არ­სის გამ­ხე­ლას არც დღეს ვა­პი­რებ, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნევ გან­ვმარ­ტო, თუ რა მი­ზე­ზე­ბი უდევს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ ამ წუ­თას და­წყე­ბულ კამ­პა­ნი­ას.

ამ კამ­პა­ნი­ის სა­ხე­ლია, შიში.. შიში იმი­სა, რომ არ და­ი­კარ­გოს ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გავ­ლე­ნა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ზე და რაც კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზო­გა­დად "ნა­ცი­ო­ა­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად არ გა­აგ­რძე­ლოს კრი­ზის­ში შეს­ვლა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ ხვდე­ბა, რომ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე სო­ლი­და­რუ­ლია ჩემს მიერ დღეს გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და მისი მხრი­დან ასე პირ­და­პირ წარ­მო­ე­ბუ­ლი შან­ტა­ჟი შე­ა­ჩე­რებს რღვე­ვის პრო­ცესს. მას არ სურს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ჯე­როს - ჩემი პარ­ტი­ი­დან წას­ვლის მი­ზე­ზე­ბი არის ის ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი შეც­დო­მე­ბი რაც მან და პარ­ტი­ამ და­უშ­ვა და არა ნე­ბის­მი­ე­რი სხვა გა­რე­მო­ე­ბა, მაგ­რამ ეგ უკვე აღარ გა­მოგ­დის მიშა, აღარ.

მე ვი­ყა­ვი ბოლო წუ­თამ­დე სო­ლი­და­რუ­ლი პარ­ტი­ის მი­მართ და იმის­თვის, რომ ჩემი მხრი­დან ფრაქ­ცი­ის და­ტო­ვე­ბა­ში სხვე­ბიც არ "ჩა­მეთ­რია" და ამას შეთ­ქმუ­ლე­ბის ფორ­მე­ბი არ მი­ე­ღო, არ­ცერთ ადა­მი­ან­თან არ მი­სა­უბ­რია ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ. პი­რა­დად თქვენ მე მო­მა­ტყუ­ეთ, რო­დე­საც პარ­ტი­ა­ში შე­მოს­ვლა 3 წლის წინ შე­მომ­თა­ვა­ზეთ ჩემი სა­პარ­ლა­მენ­ტოს სი­ა­ში "ჩას­მის" ფარ­გლებ­ში. მე ვი­ყა­ვი სო­ლი­და­რუ­ლი პარ­ტი­ას­თან, მა­ში­ნაც, რო­დე­საც მი­უ­ხე­და­ვად სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ, პარ­ტი­ის ერ­თერ­თი "მა­მის" ბო­დი­შის მოხ­დის და თხოვ­ნის მერე - რომ დავ­ხმა­რე­ბო­დი და არ მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა ის და პარ­ტია ასეთ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში, გა­ვუ­წიე ან­გა­რი­ში და დავ­რჩი პარ­ტი­ის წევ­რად. (აქვე მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ ნამ­დვი­ლად მა­ინ­ტე­რე­სებ­და პარ­ლა­მენ­ტში საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ არ აღ­ვიქ­ვამს სი­ა­ში არ ყოფ­ნა ტრა­გე­დი­ად, უბ­რა­ლოდ, რო­დე­საც, 3, 4 ჯერ თა­ვად გთა­ვა­ზო­ბენ ამას და შემ­დგომ არც ას­რუ­ლე­ბენ და არც გა­ტყო­ბი­ნე­ბენ, ეს ვი­თა­რე­ბა უზო­მოდ და­მამ­ცი­რებ­ლად და მი­უ­ღებ­ლად მი­ვიჩ­ნიე). მე ვი­ყა­ვი სო­ლი­და­რუ­ლი პარ­ტი­ის მი­მართ, რო­დე­საც არ ვე­რი­დე­ბო­დი ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ და მძი­მე თე­მებ­ზე დე­ბა­ტებს თუ გა­მოს­ვლებს და თქვენს გარ­და ეს არც არა­ვის­თვის და­მი­მად­ლე­ბია.

მახ­სოვს, თქვენს მიერ ჩემს მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი ეპი­თე­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც მე მი­ხუმ­რია, დე­და­ჩემ­საც არ ვუ­ქი­ვარ ასეთ­ქო. ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი - რო­დე­საც თქვენ მი­ნი­მუმ 50 კა­ცი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თქვით, რომ სწო­რედ მე ვი­ყა­ვი მთა­ვა­რი ავ­ტო­რი თქვე­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო გა­მარ­ჯვე­ბი­სა 2008 წელს. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ თქვენ ადა­მი­ა­ნე­ბი კი არა, ძი­რი­თა­დად რი­ცხვე­ბი გა­ინ­ტე­რე­სებთ. ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია, ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რა­ო­დენ "ძვირ­ფა­სია" ადა­მი­ა­ნი პარ­ტი­ის ლი­დე­რის­თვის, ამი­ტომ დღეს უკვე მივ­მარ­თავ, ჩემს კო­ლე­გებს, უამ­რავ კე­თილ­შო­ბილ, პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ანს რომ და­ტო­ვონ პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში სხვა გზე­ბი ეძი­ონ.

და ბო­ლოს, კი­დევ თუ და­რე­კავთ აუ­ცი­ლებ­ლად შეგ­ხვდე­ბით. მაგ­რამ აწი რა გაქვს სათ­ქმე­ლი, მა­ინ­ტე­რე­სებს.

ჩემ­სას კი აქვე გე­ტყვი - ამაზ­რზე­ნი ხარ მიშა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

კოკი იონათამიშვილი: "ამაზრზენი ხარ მიშა"

კოკი იონათამიშვილი: "ამაზრზენი ხარ მიშა"

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, უკვე ყოფილი "ნაციონალი" კოკი იონათამიშვილი დღეს მორიგ განცხადებას ავრცელებს. "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"(მოკლედ დღეს დავტვირთე საზოგადოება და ნამდვილად ბოდიშს ვუხდი, რომ ზოგიერთი პირადი თემაც განსახილველად გამოვიტანე, მაგრამ იძულებული ვარ).

გაოგნებული ვარ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წერილის გამოქვეყნების გამო. ცალსახად მინდა დავადასტურო, რომ სააკაშვილს, მას შემდეგ, რაც ორჯერ ვიმყოფებოდი მასთან ერთად საერთაშორისო დელეგაციაში, ნამდვილად მივმართე წერილობით, მაგრამ არა ამ შინაარსით და არა ამ საკითხზე. აქვე ვადასტურებ, რომ როგორც მას, ასევე სხვა მაღალჩინოსნებსაც, რომლებთანაც გარდა საქმიანი, ასევე ადამიანური ურთიერთობებიც ჩამოყალიბდა, ნამდვილად ჰქონდათ ინფორმაცია, ჩემს ფინანსურ საკითხებზე, ვგულისხმობ ინფორმაციას ჩემი კრედიტის ან ერთადერთ ფირმაში ჩემი წილის არსებობის შესახებ (მით უმეტეს, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა). წერილის შინაარსის გამხელას არც დღეს ვაპირებ, მაგრამ ამასთანავე აუცილებლად მივიჩნევ განვმარტო, თუ რა მიზეზები უდევს ჩემს წინააღმდეგ ამ წუთას დაწყებულ კამპანიას.

ამ კამპანიის სახელია, შიში.. შიში იმისა, რომ არ დაიკარგოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გავლენა თბილისის საკრებულოზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ზოგადად "ნაციოანალურმა მოძრაობამ" კიდევ უფრო ინტენსიურად არ გააგრძელოს კრიზისში შესვლა. მიხეილ სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების უმეტესობა თავიდან ბოლომდე სოლიდარულია ჩემს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან და მისი მხრიდან ასე პირდაპირ წარმოებული შანტაჟი შეაჩერებს რღვევის პროცესს. მას არ სურს, რომ საზოგადოებამ დაიჯეროს - ჩემი პარტიიდან წასვლის მიზეზები არის ის ფუნდამენტალური შეცდომები რაც მან და პარტიამ დაუშვა და არა ნებისმიერი სხვა გარემოება, მაგრამ ეგ უკვე აღარ გამოგდის მიშა, აღარ.

მე ვიყავი ბოლო წუთამდე სოლიდარული პარტიის მიმართ და იმისთვის, რომ ჩემი მხრიდან ფრაქციის დატოვებაში სხვებიც არ "ჩამეთრია" და ამას შეთქმულების ფორმები არ მიეღო, არცერთ ადამიანთან არ მისაუბრია ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. პირადად თქვენ მე მომატყუეთ, როდესაც პარტიაში შემოსვლა 3 წლის წინ შემომთავაზეთ ჩემი საპარლამენტოს სიაში "ჩასმის" ფარგლებში. მე ვიყავი სოლიდარული პარტიასთან, მაშინაც, როდესაც მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილებისა პარტიის დატოვების შესახებ, პარტიის ერთერთი "მამის" ბოდიშის მოხდის და თხოვნის მერე - რომ დავხმარებოდი და არ მიმეტოვებინა ის და პარტია ასეთ რთულ ვითარებაში, გავუწიე ანგარიში და დავრჩი პარტიის წევრად. (აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ნამდვილად მაინტერესებდა პარლამენტში საქმიანობა, მაგრამ არ აღვიქვამს სიაში არ ყოფნა ტრაგედიად, უბრალოდ, როდესაც, 3, 4 ჯერ თავად გთავაზობენ ამას და შემდგომ არც ასრულებენ და არც გატყობინებენ, ეს ვითარება უზომოდ დამამცირებლად და მიუღებლად მივიჩნიე). მე ვიყავი სოლიდარული პარტიის მიმართ, როდესაც არ ვერიდებოდი ყველაზე კრიტიკულ და მძიმე თემებზე დებატებს თუ გამოსვლებს და თქვენს გარდა ეს არც არავისთვის დამიმადლებია.

მახსოვს, თქვენს მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული ეპითეტები, რომლებზეც მე მიხუმრია, დედაჩემსაც არ ვუქივარ ასეთქო. ყველაზე გრანდიოზული - როდესაც თქვენ მინიმუმ 50 კაციან საზოგადოებაში თქვით, რომ სწორედ მე ვიყავი მთავარი ავტორი თქვენი საპრეზიდენტო გამარჯვებისა 2008 წელს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თქვენ ადამიანები კი არა, ძირითადად რიცხვები გაინტერესებთ. ჩემს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ "ძვირფასია" ადამიანი პარტიის ლიდერისთვის, ამიტომ დღეს უკვე მივმართავ, ჩემს კოლეგებს, უამრავ კეთილშობილ, პროფესიონალ ადამიანს რომ დატოვონ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში სხვა გზები ეძიონ.

და ბოლოს, კიდევ თუ დარეკავთ აუცილებლად შეგხვდებით. მაგრამ აწი რა გაქვს სათქმელი, მაინტერესებს.

ჩემსას კი აქვე გეტყვი - ამაზრზენი ხარ მიშა", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა