მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ აფინანსებს ანრი ჯოხაძის კლიპებს?
ვინ აფინანსებს ანრი ჯოხაძის კლიპებს?

17 ივ­ნისს ანაკ­ლია-გან­მუ­ხურ­ში სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა და ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გან­მუ­ხუ­რის ამ­ფი­თე­ატ­რში კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა. ალ­ბათ ამ ფაქტს პრე­სა გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევ­და, რომ არა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ანრი ჯო­ხა­ძის ფო­ტო­სე­სია. ფო­ტო­ებ­ზე ერთი შე­ხედ­ვით უჩ­ვე­უ­ლო არა­ფე­რი ხდე­ბო­და. ერთ ფო­ტო­ზე ანრი სა­წოლ­ში მარ­ტო პო­ზი­რებ­და, მე­ო­რე­ზე კი - რამ­დე­ნი­მე მომ­ღე­რალ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად.

რო­გორც გა­ირ­კვა, ანაკ­ლი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ან­რიმ ღამე სას­ტუმ­რო "ოქ­როს საწ­მის­ში" საპ­რე­ზი­დენ­ტო ნო­მერ­ში გა­ა­ტა­რა. ნო­მე­რი, რო­მე­ლიც, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე-ღა­მე­ში 2000 ლარი ღირს, სას­ტუმ­როს მერ­ვე სარ­თულ­ზეა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­სას­ვე­ნე­ბელ აპარ­ტა­მენ­ტად ით­ვლე­ბა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატე­ხილ­მა აურ­ზა­ურ­მა, რო­გორ და ვის­თან ერ­თად მოხ­ვდა მომ­ღე­რა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ნო­მერ­ში, ანრი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­წე­რა. "ეს რას ნიშ­ნავს, პრე­ზი­დენ­ტის გარ­და სხვას არ აქვს უფ­ლე­ბა, რომ მსგავ­სი ტი­პის ლუქსში ღამე გა­ა­თი­ოს?" მომ­ღე­რალს ტე­ლე­ფო­ნით და­ვუ­კავ­შირ­დი და ამ თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე კი­თხვა და­ვუს­ვი.

- ანრი, გა­მარ­ჯო­ბა. რამ­დე­ნი­მე კი­თხვა მინ­და და­გის­ვა იმ ცნო­ბილ ფო­ტო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

- (იცი­ნის) თქვენ აშ­კა­რად ყვე­ლამ გა­აფ­რი­ნეთ. კონ­ცერ­ტი მქონ­და სამი დღის წინ და მაგ სას­ტუმ­რო­ში ვცხოვ­რობ­დი. მერე რა მოხ­და?!

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­დნენ, რომ ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სას­ტუმ­როს პერ­სო­ნა­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

- ჩემი ფო­ტო­ე­ბის გამო არა­ვინ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ. ერთ-ერთ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს თუ ვენ­დო­ბით, ადრე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი იყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი და ვი­ღა­ცამ საპ­რე­ზი­დენ­ტო ნო­მერ­ში ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღო. ლა­მა­ზი დი­ზა­ი­ნი აქვს და ალ­ბათ მა­გი­ტომ გა­და­ი­ღო.

- თქვენ რო­გორ მოხ­ვდით ამ ნო­მერ­ში?

- (იცი­ნის) რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? რა მოხ­და, ვი­ღაც რომ აღ­მოჩ­ნდეს საპ­რე­ზი­დენ­ტო ლუქსში? მარ­თლა არ მეს­მის, რა არის აქ აჟი­ო­ტა­ჟის ასა­ტე­ხი, ეს არის უაზ­როდ აგო­რე­ბუ­ლი ის­ტე­რი­კა.

- რა ღირ­და ნო­მერ­ში ღა­მის გა­თე­ნე­ბა?

- არ ვიცი, მე არ ვიხ­დი ხოლ­მე (იცი­ნის).

- ვისი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო კონ­ცერ­ტი?

- ახალ­გაზ­რდუ­ლი კონ­ცერ­ტი იყო ანაკ­ლი­ა­ში დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­თვის და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან იყო ხალ­ხი ჩა­მო­სუ­ლი, რაც ცოტა გა­მიკ­ვირ­და. მათ შო­რის - ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი რუ­სე­თი­და­ნაც და ჩვენ ვმღე­რო­დით. ბევ­რი მომ­ღე­რა­ლი ვი­ყა­ვით - მე, ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი, ნინო ძო­წე­ნი­ძე, ჯგუ­ფი "სე­ი­შე­ნი", თიკა ჯამ­ბუ­რია, ოღონდ თიკა წა­მო­ვი­და, არ დარ­ჩე­ნი­ლა.

- 26 მა­ისს თქვე­ნი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი კლი­პი გავ­რცელ­და ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით, რო­მელ­შიც ჰიმნს ას­რუ­ლებთ.

- სპონ­ტა­ნუ­რად და­მარ­ტყა თავ­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჰიმ­ნი გა­მე­კე­თე-ბინა. ქა­ლაქ­ში კარ­გი ბავ­შვე­ბი შევ­კრი­ბე. მინ­დო­და, ორი­გი­ნა­ლუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ბავ­შვებ­თან ერ­თად ჰიმ­ნი არა­ვის უმ­ღე­რია. შემ­დეგ წა­ვე­დი სტუ­დი­ა­ში და ჩავ­წე­რე. რაც შე­ე­ხე­ბა კლი­პის გა­და­ღე­ბას, ამი­სათ­ვის მად­ლო­ბა ბიზ­ნეს­მენ რო­მან ფი­ფი­ას. აი, ეს არის სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ი­დან მო­აქვს ანრი ჯო­ხა­ძეს კლი­პის და­სა­ფი­ნან­სე­ბე­ლი თან­ხე­ბი. ამ ადა­მი­ან­მა ნა­წი­ლობ­რივ და­ა­ფი­ნან­სა ჩემი დუ­ე­ტი გუ­რამ სა­ღა­რა­ძეს­თან და მისი ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ. ეს ის ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ამის სა­ნაც­ვლოდ მად­ლო­ბას არ ითხოვს და მინ­და, ქედი მო­ვი­ხა­რო მის წი­ნა­შე. ასე­თი ადა­მი­ა­ნი სამი-ოთხი მა­ინც რომ გა­მოჩ­ნდეს და მომ­ღერ­ლებს რომ და­ეხ­მა­რონ, ქვე­ყა­ნა­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი და­ი­ქო­ქე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ვინ აფინანსებს ანრი ჯოხაძის კლიპებს?

ვინ აფინანსებს ანრი ჯოხაძის კლიპებს?

17 ივნისს ანაკლია-განმუხურში საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და ქართველი მომღერლების მონაწილეობით განმუხურის ამფითეატრში კონცერტი გაიმართა. ალბათ ამ ფაქტს პრესა განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევდა, რომ არა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ანრი ჯოხაძის ფოტოსესია. ფოტოებზე ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერი ხდებოდა. ერთ ფოტოზე ანრი საწოლში მარტო პოზირებდა, მეორეზე კი - რამდენიმე მომღერალთან და საზოგადოებისთვის უცნობ ადამიანებთან ერთად.

როგორც გაირკვა, ანაკლიაში გამართული კონცერტის შემდეგ ანრიმ ღამე სასტუმრო "ოქროს საწმისში" საპრეზიდენტო ნომერში გაატარა. ნომერი, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, დღე-ღამეში 2000 ლარი ღირს, სასტუმროს მერვე სართულზეა და მიხეილ სააკაშვილის მოსასვენებელ აპარტამენტად ითვლება. სოციალურ ქსელში ატეხილმა აურზაურმა, როგორ და ვისთან ერთად მოხვდა მომღერალი საპრეზიდენტო ნომერში, ანრი გააღიზიანა და მოგვიანებით დაწერა. "ეს რას ნიშნავს, პრეზიდენტის გარდა სხვას არ აქვს უფლება, რომ მსგავსი ტიპის ლუქსში ღამე გაათიოს?" მომღერალს ტელეფონით დავუკავშირდი და ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დავუსვი.

- ანრი, გამარჯობა. რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვა იმ ცნობილ ფოტოებთან დაკავშირებით, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

- (იცინის) თქვენ აშკარად ყველამ გააფრინეთ. კონცერტი მქონდა სამი დღის წინ და მაგ სასტუმროში ვცხოვრობდი. მერე რა მოხდა?!

- სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ფოტოების გავრცელების შემდეგ სასტუმროს პერსონალი გაათავისუფლეს.

- ჩემი ფოტოების გამო არავინ გაუთავისუფლებიათ. ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს თუ ვენდობით, ადრე გაათავისუფლეს, როდესაც პრეზიდენტი იყო დაბინავებული და ვიღაცამ საპრეზიდენტო ნომერში ფოტოები გადაიღო. ლამაზი დიზაინი აქვს და ალბათ მაგიტომ გადაიღო.

- თქვენ როგორ მოხვდით ამ ნომერში?

- (იცინის) რა მნიშვნელობა აქვს? რა მოხდა, ვიღაც რომ აღმოჩნდეს საპრეზიდენტო ლუქსში? მართლა არ მესმის, რა არის აქ აჟიოტაჟის ასატეხი, ეს არის უაზროდ აგორებული ისტერიკა.

- რა ღირდა ნომერში ღამის გა­თენება?

- არ ვიცი, მე არ ვიხდი ხოლმე (იცინის).

- ვისი ორგანიზებული იყო კონცერტი?

- ახალგაზრდული კონცერტი იყო ანაკლიაში დამსვენებლებისთვის და სხვადასხვა ქვეყნიდან იყო ხალხი ჩამოსული, რაც ცოტა გამიკვირდა. მათ შორის - ჩვენი მეზობელი რუსეთიდანაც და ჩვენ ვმღეროდით. ბევრი მომღერალი ვიყავით - მე, ვერიკო ტურაშვილი, ნინო ძოწენიძე, ჯგუფი "სეიშენი", თიკა ჯამბურია, ოღონდ თიკა წამოვიდა, არ დარჩენილა.

- 26 მაისს თქვენი ძალიან ლამაზი კლიპი გავრცელდა ტელევიზიებით, რომელშიც ჰიმნს ასრულებთ.

- სპონტანურად დამარტყა თავში, რომ საქართველოს ეროვნული ჰიმნი გამეკეთე-ბინა. ქალაქში კარგი ბავშვები შევკრიბე. მინდოდა, ორიგინალური ყოფილიყო, რადგან ბავშვებთან ერთად ჰიმნი არავის უმღერია. შემდეგ წავედი სტუდიაში და ჩავწერე. რაც შეეხება კლიპის გადაღებას, ამისათვის მადლობა ბიზნესმენ რომან ფიფიას. აი, ეს არის საინტერესო, საიდან მოაქვს ანრი ჯოხაძეს კლიპის დასაფინანსებელი თანხები. ამ ადამიანმა ნაწილობრივ დააფინანსა ჩემი დუეტი გურამ საღარაძესთან და მისი ძალიან მადლიერი ვარ. ეს ის ადამიანია, რომელიც ამის სანაცვლოდ მადლობას არ ითხოვს და მინდა, ქედი მოვიხარო მის წინაშე. ასეთი ადამიანი სამი-ოთხი მაინც რომ გამოჩნდეს და მომღერლებს რომ დაეხმარონ, ქვეყანაში შოუბიზნესი დაიქოქება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება