ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ოპერაცია "ჩრდილოეთის ლომი" წარმატებით ჩაატარეს

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ოპერაცია "ჩრდილოეთის ლომი" წარმატებით ჩაატარეს

ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ოპერაცია "ჩრდილოეთის ლომი" წარმატებით ჩაატარეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ჰელმანდის პროვინციაში , ტაქტიკური დაჯგუფება "ბელავუდის" დაქვემდებარებაში მყოფმა 33-ე ბატალიონმა, თავის სამოქმედო არეალში ჩაატარა.

კოდური სახელით "ჩრდილოეთის ლომი" - ოპერაციის მთავარი მიზანი, ბაზა "ლეზერნიკის" უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. ქართველი ჯარისკაცები უშუალოდ ახორციელებდნენ სამხედრო ოპერაციას, გარე უსაფრთხოებას კი ამერიკელი საზღვაო ქვეითები იცავდნენ.

ქართული დანაყოფების ჰელმანდის პროვინციაში ყოფნის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ოპერაციების დროს, ქართველ სამხედროებს ძირითადად გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდათ. ბაზა "ლეზერნიკის" დაცვის მიზნით წარმოებული ოპერაციის დროს, ქართველი სამხედროების მთავარი ამოცანა ადგილობრივი მოსახლეობის ნდობის მოპოვება, ამბოხებულების აღმოჩენა და ზონაში არსებული სოფლების აღწერა იყო. ოპერაცია 15 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და წარმატებით ჩაიარა.

"ჩრდილოეთის ლომი" კომბინირებული ოპერაცია იყო და მასში 87 ქართველ სამხედროსთან ერთად ამერიკელი საზღვაო ქვეითები, აშშ-ის არმიის გამნაღმველთა ჯგუფი და საბრძოლო ვერტმფრენთა დანაყოფი მონაწილეობდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე