Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
კობა დავითაშვილი სერიალების შეზღუდვას ითხოვს
კობა დავითაშვილი სერიალების შეზღუდვას ითხოვს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ი­ზღუ­დოს ისე­თი ტი­პის პრო­დუქ­ცი­ის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რო­მე­ლიც პრო­პა­გან­დას უწევს ძა­ლა­დო­ბას, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლურ, ბი­სექ­სუ­ა­ლურ და პო­ლი­გა­მი­ურ კავ­ში­რებს.

რო­გორც კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს გა­ნუ­ცხა­და, შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა მას უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს. დე­პუ­ტა­ტის თქმით, მსგავ­სი ტი­პის პრო­დუქ­ცი­ის ერთ-ერთი წარ­მო­ჩი­ნე­ბის გზა არის სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­რი­ა­ლე­ბი.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს მო­ზარ­დთა მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის­გან დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ფორ­მა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვი­ნა­ი­დან რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობ­და ამოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, ჩემი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა. მე მო­ვამ­ზა­დე ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ახალ­გაზ­რდე­ბის დაც­ვას მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის­გან, კერ­ძოდ,ეს ეხე­ბა სე­რი­ო­ზულ შე­ზღუდ­ვებს იმ ტი­პის პრო­დუქ­ცი­ის დე­მონ­სტრი­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ახ­დე­ნენ წა­ხა­ლი­სე­ბას და პრო­პა­გან­დი­რე­ბას ძა­ლა­დო­ბის, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი, ბი­სექ­სუ­ა­ლუ­რი და პო­ლი­გა­მი­უ­რი კავ­ში­რე­ბის. გარ­კვე­ულ­წი­ლად, მე ავი­ღე ლიტ­ვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ლი­დე­რია ამ სფე­რო­ში. ბევ­რმა ქვე­ყა­ნამ გა­და­ი­ღო ლიტ­ვის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და ჩვენ არ უნდა ვი­ყოთ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა შე­ი­ზღუ­დოს ასე­თი პრო­დუქ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა, რო­გორც ტე­ლე­ე­თე­რით, ასე­ვე სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით", - გა­ნა­ცხა­და კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ტე­ლე­ვი­ზო სე­რი­ა­ლებ­ში ჩანს, რომ ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის ყვე­ლა­ფე­რი "მო­სუ­ლა" და ბავ­შვე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს ის­რუ­ტა­ვენ, რაც არ არის მი­სა­ღე­ბი.

"მე მი­მაჩ­ნია, რომ იმ უწყი­ნარ სე­რი­ა­ლებ­ში, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბის ძი­რი­თა­დი სუ­ლი­ე­რი საზ­რდოა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­დის წარ­მო­ჩე­ნა იმი­სა, რომ ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის ყვე­ლა­ფე­რი "მო­სუ­ლა", ყვე­ლა­ფე­რი დაშ­ვე­ბუ­ლი და ნე­ბა­დარ­თუ­ლია. ბავ­შვე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს ის­რუ­ტა­ვენ, ეს არ არის სა­სა­ცი­ლო თემა, ეს არ არის სა­ქი­ლი­კო თემა. არ მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო იყოს ბრა­ზი­ლია, იმ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი კულ­ტუ­რა აქვს, სა­ქარ­თვე­ლოს კი - თა­ვი­სი", - გა­ნა­ცხა­და კობა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

კობა დავითაშვილი სერიალების შეზღუდვას ითხოვს

კობა დავითაშვილი სერიალების შეზღუდვას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ სერიოზულად შეიზღუდოს ისეთი ტიპის პროდუქციის დემონსტრირება, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობას, ჰომოსექსუალურ, ბისექსუალურ და პოლიგამიურ კავშირებს.

როგორც კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მას უკვე მომზადებული აქვს. დეპუტატის თქმით, მსგავსი ტიპის პროდუქციის ერთ-ერთი წარმოჩინების გზა არის სატელევიზიო სერიალები.

"საქართველოში არსებობს მოზარდთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ კანონი, რომელიც ფორმალურად არსებობდა წლების განმავლობაში. ვინაიდან რეალურად არ არსებობდა ამოქმედების მექანიზმები, ჩემი აზრით, აუცილებელია ამ კანონის ამოქმედება. მე მოვამზადე ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების დაცვას მავნე ზეგავლენისგან, კერძოდ,ეს ეხება სერიოზულ შეზღუდვებს იმ ტიპის პროდუქციის დემონსტრირებისა, რომლებიც ახდენენ წახალისებას და პროპაგანდირებას ძალადობის, ჰომოსექსუალური, ბისექსუალური და პოლიგამიური კავშირების. გარკვეულწილად, მე ავიღე ლიტვის კანონმდებლობა, რომელიც ლიდერია ამ სფეროში. ბევრმა ქვეყანამ გადაიღო ლიტვის კანონმდებლობა და ჩვენ არ უნდა ვიყოთ გამონაკლისები, სერიოზულად უნდა შეიზღუდოს ასეთი პროდუქციის გავრცელება, როგორც ტელეეთერით, ასევე სხვა საშუალებებით", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სატელევიზო სერიალებში ჩანს, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი "მოსულა" და ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ, რაც არ არის მისაღები.

"მე მიმაჩნია, რომ იმ უწყინარ სერიალებში, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობის ძირითადი სულიერი საზრდოა, ჩვეულებრივად მიდის წარმოჩენა იმისა, რომ ოჯახის წევრებს შორის ყველაფერი "მოსულა", ყველაფერი დაშვებული და ნებადართულია. ბავშვები ამ ყველაფერს ისრუტავენ, ეს არ არის სასაცილო თემა, ეს არ არის საქილიკო თემა. არ მინდა, საქართველო იყოს ბრაზილია, იმ ქვეყანას თავისი კულტურა აქვს, საქართველოს კი - თავისი", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია