მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული იარაღი
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული იარაღი

სამ­ხედ­რო ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის ბა­ზარ­ზე იშ­ვი­ა­თი სა­ხის ია­რა­ღი ყო­ველ­თვის მო­თხოვ­ნა­დი იქ­ნე­ბა. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის მიერ ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი ია­რა­ღი ოდეს­ღაც ცნო­ბილ ადა­მი­ან­თა სა­კუთ­რე­ბა­ში იყო. 2007 წელს Osenat-ის აუქ­ცი­ონ­ზე ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის ხმა­ლი 4,8 მლნ ევ­როდ გა­ი­ყი­და. იმ­პე­რა­ტო­რის ხმა­ლი ევ­რო­პუ­ლი ცივი ია­რა­ღის ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ ან­ტიკ­ვა­რულ ნივ­თად იქცა. და­სავ­ლურ სა­ი­ა­რა­ღო ან­ტიკ­ვა­რი­ატს აღ­მო­სავ­ლუ­რი ეჯიბ­რე­ბა. გა­მო­ცე­მა Forbes-მა ბოლო 13 წლის გან­მა­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო აუქ­ცი­ო­ნებ­ზე გა­ყი­დუ­ლი 10 ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის სია წარ­მო­ად­გი­ნა.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ხმა­ლი - ფასი: 7 581 608 აშშ დო­ლა­რი

1748 წელს ცინ დი­ნას­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა აი­სე­ნ­ჰე­რო ჰუნ­ლიმ ჩი­ნე­თის სა­უ­კე­თე­სო ოს­ტა­ტებს სა­რი­ტუ­ა­ლო ხმლე­ბი და­უკ­ვე­თა. იმ­პე­რა­ტო­რი პრო­ექტს პი­რა­დად კუ­რი­რებ­და და ყო­ვე­ლი ეგ­ზემპლი­ა­რის დი­ზა­ინ­საც თა­ვად­ვე არ­ჩევ­და. ოქ­რო­თი და ვერ­ცხლით მო­პირ­კე­თე­ბულ ხან­ჯლებს, თეთ­რი ნეფ­რი­ტის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ხე­ლუ­რე­ბი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი რი­გი­თი ნომ­რე­ბი ჰქონ­დათ. 2008 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ჩი­ნუ­რი სა­ი­ა­რა­ღო ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერთი უიშ­ვი­ა­თე­სი ნი­მუ­ში, ჰონ­კონ­გის Sotheby’s-ს აუქ­ცი­ონ­ზე 7,5 მლნ აშშ დო­ლა­ზე მე­ტად გა­ი­ყი­და. აზი­უ­რი ცივი ია­რა­ღის­თვის ეს რე­კორ­დია.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ხან­ჯა­ლი - ფასი: 5 947 459 აშშ დო­ლა­რი

ჩვენს დრომ­დე გრა­ნა­დის სა­ე­მი­როს (დღე­ვან­დე­ლი ეს­პა­ნე­თის ტე­რი­ტო­რია) მმარ­თვე­ლი ნას­რი­დე­ბის დი­ნას­ტი­ის (130-1492 წწ) ეპო­ქის არც ისე ბევ­რი ნივ­თია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ამი­ტო­მაც ნას­რი­დე­ლი ოს­ტა­ტე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ცივი ია­რა­ღი მუ­ზე­უ­მებ­სა და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­ში ძა­ლი­ან ძვი­რად ფა­სობს. 2010 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ლონ­დო­ნის Sotheby’s-ს აუქ­ცი­ონ­ზე ოქ­როს ორ­ნა­მენ­ტე­ბით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი ხან­ჯა­ლი სა­წყის ფას­ზე ხუთ­ჯერ მე­ტად - თით­ქმის 6 მლნ აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი რე­ვოლ­ვე­რი - ფასი: 1 142 500 აშშ დო­ლა­რი

ჩვე­ნამ­დე გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ოქ­როს სუ­რა­თე­ბი­თა და გრა­ვი­რე­ბით მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი რე­ვოლ­ვერ Colt 1849-ის მხო­ლოდ 21-მა ეგ­ზემპლი­არ­მა მო­აღ­წია. სა­მუ­ელ კოლტმა უნი­კა­ლუ­რი ია­რა­ღი მცი­რე სე­რი­ით, 1851 წელს სპე­ცი­ა­ლუ­რად ლონ­დონ­ში გა­მარ­თუ­ლი გა­მო­ფე­ნის­თვის და­ამ­ზა­და. ძვირ­ფა­სი ია­რა­ღით კოლ­ტი მხო­ლოდ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ასა­ჩუქ­რებ­და. ასე მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კელ­მა მე­ი­ა­რა­ღემ რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ ნი­კო­ლოზ I სამი Colt 1849 უსახ­სოვ­რა. კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­ში რე­ვოლ­ვე­რი ძა­ლი­ან ფა­სობს, ამი­ტო­მაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ 2012 წლის იან­ვარ­ში Sotheby’s-ს აუქ­ცი­ონ­ზე ია­რა­ღი 1 მლნ აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ფარი - ფასი: 923 151 აშშ დო­ლა­რი

მო­ოქ­რო­ვი­ლი ვერ­ცხლის ფარი, 1826 წელს გარ­დაც­ვლი­ლი, ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი მხატ­ვრი­სა და გრა­ვი­რე­ბის ოს­ტა­ტის, ჯონ ფლაქსმა­ნის უკა­ნას­კნე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. ის 1823 წელს კამ­ბერ­ლენ­დე­ლი ჰერ­ცო­გის, ერნს ავ­გუს­ტის­თვის დამ­ზად­და და სა­ცე­რე­მო­ნიო ფუნ­ქცი­ებს ას­რუ­ლებ­და. ფარი, რო­მელ­ზეც ჰო­მე­რო­სის პო­ე­მა "ილი­ა­დას" სცე­ნე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი, 2007 წლის Sotheby’s-ს აუქ­ცი­ონ­ზე ამ ტი­პის ნივ­თის­თვის რე­კორ­დულ ფა­სად - თით­ქმის 1 მლნ აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მუ­ზა­რა­დი - ფასი: 842 000 აშშ დო­ლა­რი

დღე­ის­თვის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და არ­ქე­ო­ლო­გე­ბის­თვის მხო­ლოდ ორი ძველ­ბერ­ძნუ­ლი ბრინ­ჯა­ოს მუ­ზა­რა­დის არ­სე­ბო­ბაა ცნო­ბი­ლი. პირ­ვე­ლი ჰამ­ბურ­გის მუ­ზე­უმ­შია გა­მო­ფე­ნი­ლი, მე­ო­რე კი 2010 წელს ნიუ-იორკში Christie's აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი წელ­თაღ­რი­ცხვით VII სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში შექ­მნილ­მა მუ­ზა­რად­მა, რო­მე­ლიც გა­რე­დან ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის სცე­ნე­ბი­თაა მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი, ჩვე­ნამ­დე პრაქ­ტი­კუ­ლად იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­აღ­წია.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი აბ­ჯა­რი - ფასი: 602 500 აშშ დო­ლა­რი

2009 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ნიუ-იორკში Christie's აუქ­ცი­ონ­ზე სა­მუ­რა­ის უნი­კა­ლუ­რი აბ­ჯა­რი გა­ი­ყი­და. იმ­დრო­ინ­დე­ლი წე­სე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მკაც­რი დაც­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აბ­ჯა­რი ოქ­რო­თი და ვერ­ცხლი­თაა მორ­თუ­ლი. თა­ვად ია­პო­ნი­ა­ში მსგავ­სი ტი­პის აბ­ჯა­რი დიდ იშ­ვი­ა­თო­ბად ით­ვლე­ბა. ალ­ბათ სწო­რედ ამი­ტომ, აუქ­ცი­ონ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ლოტი სა­წყის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე ორ­ჯერ მე­ტად გა­ი­ყი­და.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ხმა­ლი კა­ტა­ნა - ფასი: 238 320 აშშ დო­ლა­რი

ია­პო­ნუ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე დიდი ოს­ტა­ტე­ბის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხან­ჯლე­ბი­სა და ხმლე­ბის ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­ტა­ნა აკ­რძა­ლუ­ლია. ია­პო­ნი­ა­ში ისი­ნი ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბად ით­ვლე­ბი­ან. მაგ­რამ XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს - XX-ს და­სა­წყის­ში, მსგავ­სი აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობ­და და ზო­გი­ერ­თი ია­პო­ნუ­რი ხმა­ლი - კა­ტა­ნა და­სავ­ლეთ­ში უპ­რობ­ლე­მოდ მოხ­ვდა. მუ­რო­მა­ტის პე­რი­ო­დის (1336-1573 წწ) და­სა­წყის­ში გა­მო­ჭე­დი­ლი ერთ-ერთი ასე­თი კა­ტა­ნა 2007 წელს ლონ­დო­ნის Christie's აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი შუბი - ფასი: 108 750 ევრო

კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პე­ლე­ბი აფ­რი­კი­დან არა მხო­ლოდ რე­სურ­სებ­სა და სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­ულს ეზი­დე­ბოდ­ნენ. აფ­რი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი, მათ შო­რის ია­რა­ღი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­ში დი­დად ფა­სობს. 2012 წელს, პა­რიზ­ში Sotheby’s-ს აუქ­ცი­ონ­ზე ლუ­ბას სა­მე­ფო შუბი, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ტო­მის ბე­ლადს ეკუთ­ვნო­და და სა­ცე­რე­მო­ნიო ია­რა­ღის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებ­და, რე­კორ­დულ ფა­სად გა­ი­ყი­და.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მუშ­კე­ტი - ფასი: 42 817 აშშ დო­ლა­რი

2008 წლის დე­კემ­ბერ­ში, ლონ­დო­ნის Christie's აუქ­ცი­ონ­ზე 1780 წელს დამ­ზა­დე­ბუ­ლი უიშ­ვი­ა­თე­სი მუშ­კე­ტი გა­ი­ყი­და. ია­რა­ღი თა­ვის დრო­ზე თურ­ქი სულ­თან აბ­დულ-ჰა­მიდ I პი­რად დაც­ვას ეკუთ­ვნო­და. ჩვე­ნამ­დე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მხო­ლოდ 10-მა ასეთ­მა ნი­მუშ­მა მო­აღ­წია. 9 სხვა­დას­ხვა მუ­ზე­უ­მებ­ში, ერ­თიც - კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში ინა­ხე­ბა. ოს­მა­ლი ოს­ტა­ტე­ბის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ია­რა­ღი ძვირ­ფა­სი თვლე­ბი­თა და ოქ­რო­თი არის მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი არ­ბა­ლე­ტი - ფასი: 33 800 ევრო

სა­ვა­რა­უ­დოდ, 2005 წელს მი­უ­ნ­ჰე­ნის Sotheby’s-ს აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­დუ­ლი უნი­კა­ლუ­რი გერ­მა­ნუ­ლი სა­ნა­დი­რო არ­ბა­ლე­ტი, თა­ვის დრო­ზე მდი­დარ რა­ინდს ან დიდ­გვა­რო­ვანს ეკუთ­ვნო­და. ამ დას­კვნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ­ბა­ლე­ტის კორ­პუ­სის მდიდ­რუ­ლი მორ­თუ­ლო­ბა და დიდი ოს­ტა­ტო­ბით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გრა­ვი­რე­ბა იძ­ლე­ვა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ m.forbes.ru-ის მი­ხედ­ვით.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული იარაღი

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული იარაღი

სამხედრო ანტიკვარიატის ბაზარზე იშვიათი სახის იარაღი ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. უმეტეს შემთხვევაში, კოლექციონერების მიერ ხელოვნების ნიმუშებთან გათანაბრებული იარაღი ოდესღაც ცნობილ ადამიანთა საკუთრებაში იყო. 2007 წელს Osenat-ის აუქციონზე ნაპოლეონ ბონაპარტის ხმალი 4,8 მლნ ევროდ გაიყიდა. იმპერატორის ხმალი ევროპული ცივი იარაღის ყველაზე ძვირადღირებულ ანტიკვარულ ნივთად იქცა. დასავლურ საიარაღო ანტიკვარიატს აღმოსავლური ეჯიბრება. გამოცემა Forbes-მა ბოლო 13 წლის განმალობაში მსოფლიო აუქციონებზე გაყიდული 10 ყველაზე ძვირადღირებული ანტიკვარიატის სია წარმოადგინა.

ყველაზე ძვირადღირებული ხმალი - ფასი: 7 581 608 აშშ დოლარი

1748 წელს ცინ დინასტიის იმპერატორმა აისენჰერო ჰუნლიმ ჩინეთის საუკეთესო ოსტატებს სარიტუალო ხმლები დაუკვეთა. იმპერატორი პროექტს პირადად კურირებდა და ყოველი ეგზემპლიარის დიზაინსაც თავადვე არჩევდა. ოქროთი და ვერცხლით მოპირკეთებულ ხანჯლებს, თეთრი ნეფრიტისგან დამზადებული სახელურები და ინდივიდუალური რიგითი ნომრები ჰქონდათ. 2008 წლის ოქტომბერში, ჩინური საიარაღო ხელოვნების ერთ-ერთი უიშვიათესი ნიმუში, ჰონკონგის Sotheby’s-ს აუქციონზე 7,5 მლნ აშშ დოლაზე მეტად გაიყიდა. აზიური ცივი იარაღისთვის ეს რეკორდია.

ყველაზე ძვირადღირებული ხანჯალი - ფასი: 5 947 459 აშშ დოლარი

ჩვენს დრომდე გრანადის საემიროს (დღევანდელი ესპანეთის ტერიტორია) მმართველი ნასრიდების დინასტიის (130-1492 წწ) ეპოქის არც ისე ბევრი ნივთია შემორჩენილი. ამიტომაც ნასრიდელი ოსტატების მიერ შექმნილი ცივი იარაღი მუზეუმებსა და კოლექციონერებში ძალიან ძვირად ფასობს. 2010 წლის ოქტომბერში, ლონდონის Sotheby’s-ს აუქციონზე ოქროს ორნამენტებით მოპირკეთებული უნიკალური ხანჯალი საწყის ფასზე ხუთჯერ მეტად - თითქმის 6 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული რევოლვერი - ფასი: 1 142 500 აშშ დოლარი

ჩვენამდე გარეული ცხოველების ოქროს სურათებითა და გრავირებით მოპირკეთებული რევოლვერ Colt 1849-ის მხოლოდ 21-მა ეგზემპლიარმა მოაღწია. სამუელ კოლტმა უნიკალური იარაღი მცირე სერიით, 1851 წელს სპეციალურად ლონდონში გამართული გამოფენისთვის დაამზადა. ძვირფასი იარაღით კოლტი მხოლოდ ცნობილ ადამიანებს ასაჩუქრებდა. ასე მაგალითად, ამერიკელმა მეიარაღემ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I სამი Colt 1849 უსახსოვრა. კერძო კოლექციონერებში რევოლვერი ძალიან ფასობს, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ 2012 წლის იანვარში Sotheby’s-ს აუქციონზე იარაღი 1 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული ფარი - ფასი: 923 151 აშშ დოლარი

მოოქროვილი ვერცხლის ფარი, 1826 წელს გარდაცვლილი, ცნობილი ბრიტანელი მხატვრისა და გრავირების ოსტატის, ჯონ ფლაქსმანის უკანასკნელი ნამუშევარია. ის 1823 წელს კამბერლენდელი ჰერცოგის, ერნს ავგუსტისთვის დამზადდა და საცერემონიო ფუნქციებს ასრულებდა. ფარი, რომელზეც ჰომეროსის პოემა "ილიადას" სცენებია გამოსახული, 2007 წლის Sotheby’s-ს აუქციონზე ამ ტიპის ნივთისთვის რეკორდულ ფასად - თითქმის 1 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული მუზარადი - ფასი: 842 000 აშშ დოლარი

დღეისთვის მეცნიერებისა და არქეოლოგებისთვის მხოლოდ ორი ძველბერძნული ბრინჯაოს მუზარადის არსებობაა ცნობილი. პირველი ჰამბურგის მუზეუმშია გამოფენილი, მეორე კი 2010 წელს ნიუ-იორკში Christie's აუქციონზე გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი წელთაღრიცხვით VII საუკუნის შუა ხანებში შექმნილმა მუზარადმა, რომელიც გარედან ბერძნული მითოლოგიის სცენებითაა მოპირკეთებული, ჩვენამდე პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაში მოაღწია.

ყველაზე ძვირადღირებული აბჯარი - ფასი: 602 500 აშშ დოლარი

2009 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში Christie's აუქციონზე სამურაის უნიკალური აბჯარი გაიყიდა. იმდროინდელი წესებისა და ტრადიციების მკაცრი დაცვით შესრულებული აბჯარი ოქროთი და ვერცხლითაა მორთული. თავად იაპონიაში მსგავსი ტიპის აბჯარი დიდ იშვიათობად ითვლება. ალბათ სწორედ ამიტომ, აუქციონზე წარმოდგენილი ლოტი საწყის ღირებულებაზე ორჯერ მეტად გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული ხმალი კატანა - ფასი: 238 320 აშშ დოლარი

იაპონური კანონმდებლობით, სპეციალური ნებართვის გარეშე დიდი ოსტატების მიერ დამზადებული ხანჯლებისა და ხმლების ქვეყნის ფარგლებს გატანა აკრძალულია. იაპონიაში ისინი ეროვნულ ფასეულობად ითვლებიან. მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს - XX-ს დასაწყისში, მსგავსი აკრძალვა არ არსებობდა და ზოგიერთი იაპონური ხმალი - კატანა დასავლეთში უპრობლემოდ მოხვდა. მურომატის პერიოდის (1336-1573 წწ) დასაწყისში გამოჭედილი ერთ-ერთი ასეთი კატანა 2007 წელს ლონდონის Christie's აუქციონზე გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული შუბი - ფასი: 108 750 ევრო

კოლონიზაციის პერიოდში ევროპელები აფრიკიდან არა მხოლოდ რესურსებსა და სასარგებლო წიაღისეულს ეზიდებოდნენ. აფრიკული ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის იარაღი კოლექციონერებში დიდად ფასობს. 2012 წელს, პარიზში Sotheby’s-ს აუქციონზე ლუბას სამეფო შუბი, რომელიც ოდესღაც ტომის ბელადს ეკუთვნოდა და საცერემონიო იარაღის ფუნქციას ასრულებდა, რეკორდულ ფასად გაიყიდა.

ყველაზე ძვირადღირებული მუშკეტი - ფასი: 42 817 აშშ დოლარი

2008 წლის დეკემბერში, ლონდონის Christie's აუქციონზე 1780 წელს დამზადებული უიშვიათესი მუშკეტი გაიყიდა. იარაღი თავის დროზე თურქი სულთან აბდულ-ჰამიდ I პირად დაცვას ეკუთვნოდა. ჩვენამდე ცეცხლსასროლი იარაღის მხოლოდ 10-მა ასეთმა ნიმუშმა მოაღწია. 9 სხვადასხვა მუზეუმებში, ერთიც - კერძო კოლექციაში ინახება. ოსმალი ოსტატების მიერ დამზადებული იარაღი ძვირფასი თვლებითა და ოქროთი არის მოპირკეთებული.

ყველაზე ძვირადღირებული არბალეტი - ფასი: 33 800 ევრო

სავარაუდოდ, 2005 წელს მიუნჰენის Sotheby’s-ს აუქციონზე გაყიდული უნიკალური გერმანული სანადირო არბალეტი, თავის დროზე მდიდარ რაინდს ან დიდგვაროვანს ეკუთვნოდა. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას არბალეტის კორპუსის მდიდრული მორთულობა და დიდი ოსტატობით შესრულებული გრავირება იძლევა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ m.forbes.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე