პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკანონო იარაღი მტირალას მთაზეც ჩაიმარხა?!
უკანონო იარაღი მტირალას მთაზეც ჩაიმარხა?!

სარ­წმუ­ნო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შს სა­მი­ნის­ტროს მიერ სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ცა­ვე­ბი, სა­დაც უკა­ნო­ნო ია­რა­ღი ინა­ხე­ბო­და, არ არის ერ­თა­დერ­თი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. კერ­ძოდ, 2009 წლის შე­მოდ­გო­მი­დან 2010 წლის ზა­ფხუ­ლამ­დე "ად­ლი­ის მსუ­ბუ­ქი სა­ზღვაო-სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფის" სამ­ხედ­რო­ებ­მა მტი­რა­ლას მთა­ზე ია­რა­ღის კუს­ტა­რუ­ლი სა­ცა­ვე­ბი გა­ა­კე­თეს - თხრი­ლებ­ში და­მა­ლეს და­ახ­ლო­ე­ბით ორა­სი კას­რი (200-ლიტ­რი­ა­ნი), რომ­ლებ­შიც კა­ლაშ­ნი­კო­ვის ტი­პის ავ­ტო­მა­ტი, ტყვია-წა­მა­ლი და ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ია­რა­ღი იყო ჩა­წყო­ბი­ლი.

ამ სა­ცა­ვე­ბის მო­წყო­ბას წინ "ად­ლი­ის მსუ­ბუ­ქი სა­ზღვაო-სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უძღო­და. ად­ლი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად წარ­გზავ­ნი­ლი ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი, სერ­ჟან­ტი უპ­რე­ცე­დენ­ტოდ სწრა­ფად და­წი­ნა­ურ­და, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ლე­ი­ტე­ნან­ტი გახ­და და ბა­ტა­ლი­ო­ნის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა, სამ თვე­ში კი ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რო­ბა ჩა­ი­ბა­რა(?!). მას შემ­დეგ, რაც მტი­რა­ლას მთა­ზე ია­რა­ღის გა­და­მალ­ვა დას­რულ­და, ად­ლი­ის მსუ­ბუ­ქი სა­ზღვაო-სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფის დაშ­ლის სა­კი­თხი და­ის­ვა(?!). ბა­ზა­ში მყო­ფი სამ­ხედ­რო­ე­ბი სხვა­დას­ხვა ბრი­გა­და­ში გა­და­ა­ნა­წი­ლეს, ნა­წი­ლი კი და­ი­თხო­ვეს. სა­მა­ლა­ვის არ­სე­ბო­ბას ასე­ვე ადას­ტუ­რებს ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი.

კობა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი (შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი): "მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში დღემ­დე არის წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ გა­და­მა­ლუ­ლი ია­რა­ღი. გა­მოვ­ყოფ­დი აჭა­რას, სა­დაც ფა­რუ­ლი სა­ცა­ვე­ბი მო­ა­წყვეს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სწო­რედ ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან წა­მო­ვი­და ია­რა­ღის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ახლა შს სა­მი­ნის­ტრომ სა­მეგ­რე­ლო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა. 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში უკონ­ტრო­ლო სი­ტუ­ა­ცია იყო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა­ზე კი არა, პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მუ­შა­ობ­და. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან ბევ­რი პირი იყო ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­ულ­ში. ისი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ უკა­ნო­ნო ფორ­მი­რე­ბე­ბის შექ­მნას და ასე­თი ჯგუ­ფე­ბის წევ­რებს სა­ი­დუმ­ლოდ ნერ­გავ­დნენ ბრი­გა­დებ­ში. ეს მკაც­რად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი.

სწო­რედ იმ ჯგუ­ფე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ გა­და­მა­ლუ­ლი ია­რა­ღი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა რა­ი­ონ­ში სჩა­დი­ოდ­ნენ და­ნა­შა­ულს. ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქეა და­კარ­გუ­ლი და მოკ­ლუ­ლი. მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათი დიდი ნა­წი­ლი ანაკ­ლი­ა­ში, ზღვის ფსკერ­ზეა, მათი ოჯა­ხის წევ­რებს კი ჩა­ნა­წე­რებს ას­მე­ნი­ნებ­დნენ, თით­ქოს ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან რე­კავ­დნენ. მე მომ­ხრე ვარ, რომ სა­მა­ლა­ვი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა წე­სე­ბის დაც­ვით გა­ვი­დეს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, რათა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე­ე­ბი ცნო­ბი­ლი გახ­დეს მა­სე­ბის­თვის! "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხი აღარ უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს!"

თა­და­რი­გის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი, "გე­ნე­რალ­თა კლუ­ბის" ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის უფ­რო­სი თა­მაზ იმ­ნა­იშ­ვი­ლი:

- ეჭვი მაქვს, რომ ია­რა­ღის გა­და­მალ­ვა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ და­ი­წყო. გა­ვიხ­სე­ნოთ ერთი ფაქ­ტი: 2010 წელს ამე­რი­კა­ში და­ა­პა­ტიმ­რეს ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­და­ში მხი­ლე­ბუ­ლი პირი, რო­მელ­მაც მა­ლე­ვე და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მა­შინ პრე­სა­ში და­ი­წე­რა, რომ ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­და­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან, კერ­ძოდ, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრებ­თან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და და ქარ­თულ მხა­რეს ია­რაღ­სა და ტყვია-წა­მალს აწ­ვდი­და. მა­შინ გა­ირ­კვა, რომ ია­რა­ღის დიდი ნა­წი­ლი უვარ­გი­სი იყო. შე­საძ­ლოა, ქარ­თუ­ლი მხა­რე ყი­დუ­ლობ­და ხა­რის­ხი­ან და ასე­ვე უხა­რის­ხო ია­რაღ­საც. უვარ­გი­სი თავ­დაც­ვის ბა­ლანსზე დარ­ჩა, ვარ­გი­სი კი შემ­დგომ გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად გა­და­ი­მა­ლა...

- რო­გორ ფიქ­რობთ, თუკი ამის­თვის იყო გათ­ვლი­ლი ეს ია­რა­ღი, რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხეს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ვი­თა­რე­ბის არე­ვა?

- შე­იძ­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" საფრ­თხეს ხე­დავ­და 2012 წლის ზა­ფხულ­ში, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის ასეთ მწა­რე წა­გე­ბას არ ელოდ­ნენ, ეს მე­ხი­ვით და­ა­ტყდათ თავს. ნა­პოვ­ნი ია­რა­ღი, ცხა­დია, იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ცუდი საქ­მე­ე­ბის­თვის იყო შე­ნა­ხუ­ლი. "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ვი­თა­რე­ბის ასა­რე­ვად დრო აღარ დარ­ჩათ, ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის კვა­ლის და­ფარ­ვაც ვერ მო­ას­წრეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

უკანონო იარაღი მტირალას მთაზეც ჩაიმარხა?!

უკანონო იარაღი მტირალას მთაზეც ჩაიმარხა?!

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, შს სამინისტროს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი სპეციალური საცავები, სადაც უკანონო იარაღი ინახებოდა, არ არის ერთადერთი საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ, 2009 წლის შემოდგომიდან 2010 წლის ზაფხულამდე "ადლიის მსუბუქი საზღვაო-სამხედრო ქვედანაყოფის" სამხედროებმა მტირალას მთაზე იარაღის კუსტარული საცავები გააკეთეს - თხრილებში დამალეს დაახლოებით ორასი კასრი (200-ლიტრიანი), რომლებშიც კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი, ტყვია-წამალი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი იყო ჩაწყობილი.

ამ საცავების მოწყობას წინ "ადლიის მსუბუქი საზღვაო-სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლება უძღოდა. ადლიაში სპეციალურად წარგზავნილი ბაჩანა ახალაიას ნდობით აღჭურვილი პირი, სერჟანტი უპრეცედენტოდ სწრაფად დაწინაურდა, რამდენიმე დღეში ლეიტენანტი გახდა და ბატალიონის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, სამ თვეში კი ბატალიონის მეთაურობა ჩაიბარა(?!). მას შემდეგ, რაც მტირალას მთაზე იარაღის გადამალვა დასრულდა, ადლიის მსუბუქი საზღვაო-სამხედრო ქვედანაყოფის დაშლის საკითხი დაისვა(?!). ბაზაში მყოფი სამხედროები სხვადასხვა ბრიგადაში გადაანაწილეს, ნაწილი კი დაითხოვეს. სამალავის არსებობას ასევე ადასტურებს ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი.

კობა ნარჩემაშვილი (შს ყოფილი მინისტრი): "მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღემდე არის წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გადამალული იარაღი. გამოვყოფდი აჭარას, სადაც ფარული საცავები მოაწყვეს. არ არის გამორიცხული, წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ტერიტორიიდან წამოვიდა იარაღის ნაწილი, რომელიც ახლა შს სამინისტრომ სამეგრელოში აღმოაჩინა. 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში უკონტროლო სიტუაცია იყო. ხელისუფლება თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და უსაფრთხოების დაცვაზე კი არა, პოლიტიკური რეჟიმის შესანარჩუნებლად მუშაობდა. თავდაცვის სამინისტროდან ბევრი პირი იყო ჩართული სხვადასხვა დანაშაულში. ისინი ხელმძღვანელობდნენ უკანონო ფორმირებების შექმნას და ასეთი ჯგუფების წევრებს საიდუმლოდ ნერგავდნენ ბრიგადებში. ეს მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

სწორედ იმ ჯგუფებისთვის სჭირდებოდათ გადამალული იარაღი, რომლებიც ყველა რაიონში სჩადიოდნენ დანაშაულს. ათეულობით მოქალაქეა დაკარგული და მოკლული. მაქვს ინფორმაცია, რომ მათი დიდი ნაწილი ანაკლიაში, ზღვის ფსკერზეა, მათი ოჯახის წევრებს კი ჩანაწერებს ასმენინებდნენ, თითქოს ცოცხლები იყვნენ და სხვადასხვა ქვეყნიდან რეკავდნენ. მე მომხრე ვარ, რომ სამალავიდან ამოღებული იარაღის ამსახველი ვიდეომასალა წესების დაცვით გავიდეს საინფორმაციო საშუალებებით, რათა წინა ხელისუფლების საქმეები ცნობილი გახდეს მასებისთვის! "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენის საკითხი აღარ უნდა განიხილებოდეს!"

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი, "გენერალთა კლუბის" ანალიტიკური ცენტრის უფროსი თამაზ იმნაიშვილი:

- ეჭვი მაქვს, რომ იარაღის გადამალვა წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. გავიხსენოთ ერთი ფაქტი: 2010 წელს ამერიკაში დააპატიმრეს იარაღის კონტრაბანდაში მხილებული პირი, რომელმაც მალევე დაიწყო გამოძიებასთან თანამშრომლობა. მაშინ პრესაში დაიწერა, რომ იარაღის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, კერძოდ, თავდაცვის ყოფილ მინისტრებთან აქტიურად თანამშრომლობდა და ქართულ მხარეს იარაღსა და ტყვია-წამალს აწვდიდა. მაშინ გაირკვა, რომ იარაღის დიდი ნაწილი უვარგისი იყო. შესაძლოა, ქართული მხარე ყიდულობდა ხარისხიან და ასევე უხარისხო იარაღსაც. უვარგისი თავდაცვის ბალანსზე დარჩა, ვარგისი კი შემდგომ გამოსაყენებლად გადაიმალა...

- როგორ ფიქრობთ, თუკი ამისთვის იყო გათვლილი ეს იარაღი, რატომ ვერ მოახერხეს "ნაციონალებმა" ვითარების არევა?

- შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" საფრთხეს ხედავდა 2012 წლის ზაფხულში, მაგრამ არჩევნების ასეთ მწარე წაგებას არ ელოდნენ, ეს მეხივით დაატყდათ თავს. ნაპოვნი იარაღი, ცხადია, იმაზე მიუთითებს, რომ ცუდი საქმეებისთვის იყო შენახული. "ნაციონალებს" ვითარების ასარევად დრო აღარ დარჩათ, ჩადენილი დანაშაულების კვალის დაფარვაც ვერ მოასწრეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა