მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა ლორთქიფანიძის მხიარული ბავშვობა
ქეთა ლორთქიფანიძის მხიარული ბავშვობა

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი - ქეთა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო და ცელ­ქი ბავ­შვი ყო­ფი­ლა. რო­გორც თა­ვად გვი­თხრა, ერთი პე­რი­ო­დი მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბას ატა­რებ­და და ხში­რად იტყუ­ე­ბო­და: ბიჭი ვარ და გი­ორ­გი მქვი­აო.

- პა­ტა­რა­ო­ბი­სას აი, ასე გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი. ეს სუ­რა­თი მიყ­ვარს, რად­გა­ნაც აქ ჩემს შვილს - თე­ო­დო­რას ვგა­ვარ. რო­გორც დედა ამ­ბობს, კომ­ფორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლი ვი­ყა­ვი. იმის­თვის, რომ გემ­რი­ე­ლად და­მე­ძი­ნა, ჩემ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო რბი­ლი სა­წო­ლი და კარ­გი გა­ნა­თე­ბა. დღე­საც ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ზურ­გზე ჩან­თა­მო­კი­დე­ბუ­ლი და­სას­ვე­ნებ­ლად ტყე­ში რო­გორ უნდა წა­ვი­დე... ცხო­ვე­ლე­ბი უზო­მოდ მიყ­ვარ­და და ქუ­ჩა­ში რა­საც ვნა­ხავ­დი, ყვე­ლა­ფე­რი შინ მიმ­ყავ­და: ლო­კო­კო­ნა, მუხ­ლუ­ხო, ჭი­ან­ჭვე­ლა. როცა სო­ფელ­ში ვი­ყა­ვი, მთელ დღე­ებს მწე­რე­ბის მოგ­რო­ვე­ბა­ში ვა­ტა­რებ­დი და მერე თბი­ლის­ში ჩა­მომ­ყავ­და. ერთხელ მამა სპექ­ტაკლს გორ­ში დგამ­და. მეც თან ვახ­ლდი.

მახ­სოვს, ერთ-ერთი რე­პე­ტი­ცი­ის შემ­დეგ პიკ­ნიკ­ზე, ხე­ლოვ­ნურ ტბა­ზე წა­ვე­დით. იქ 5 ბა­ყა­ყი და­ვი­ჭი­რე და რამ­დე­ნი­მე დღე გო­რის სას­ტუმ­როს აბა­ზა­ნა­ში ვუვ­ლი­დი. მათ მსა­ხი­ო­ბე­ბის სა­ხე­ლე­ბიც კი და­ვარ­ქვი. მერე ეს ბა­ყა­ყე­ბი თბი­ლის­ში წა­მო­ვიყ­ვა­ნე და ისი­ნი ჩვენს ბი­ნა­ში, აკ­ვა­რი­უმ­ში საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ცხოვ­რობ­დნენ, რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ კი ისი­ნი მე და ბა­ბუ­ამ, კუს ტბა­ზე გა­ვუშ­ვით. კა­ტე­ბი და ძაღ­ლე­ბიც მიყ­ვარ­და. ჩვენს სახ­ლთან ახ­ლოს ტრო­ლე­ი­ბუ­სე­ბის პარ­კი გახ­ლდათ, სა­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი ძაღ­ლი იყო და მათ ლეკ­ვე­ბიც ჰყავ­დათ. ჰოდა, ყო­ველ დი­ლით მათ მო­სავ­ლე­ლად მივ­დი­ო­დი. სულ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ტრო­ლე­ი­ბუ­სე­ბის ქვეშ ვი­ყა­ვი შემ­ძვრა­ლი. სხვა­თა შო­რის, ამ ტრან­სპორ­ტში ხურ­და ფულ­საც ხში­რად ვპო­უ­ლობ­დი. მე და ჩემს მე­გო­ბარს ბევ­რჯერ სამი მა­ნე­თიც შეგ­ვიგ­რო­ვე­ბია და ამ ფუ­ლით ძაღ­ლე­ბის­თვის ძეხვს ვყი­დუ­ლობ­დით...

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ქეთა ლორთქიფანიძის მხიარული ბავშვობა

ქეთა ლორთქიფანიძის მხიარული ბავშვობა

ცნობილი მსახიობი - ქეთა ლორთქიფანიძე ძალიან სასაცილო და ცელქი ბავშვი ყოფილა. როგორც თავად გვითხრა, ერთი პერიოდი მოკლე ვარცხნილობას ატარებდა და ხშირად იტყუებოდა: ბიჭი ვარ და გიორგი მქვიაო.

- პატარაობისას აი, ასე გამოვიყურებოდი. ეს სურათი მიყვარს, რადგანაც აქ ჩემს შვილს - თეოდორას ვგავარ. როგორც დედა ამბობს, კომფორტის მოყვარული ვიყავი. იმისთვის, რომ გემრიელად დამეძინა, ჩემთვის აუცილებელი იყო რბილი საწოლი და კარგი განათება. დღესაც ვერ წარმომიდგენია, ზურგზე ჩანთამოკიდებული დასასვენებლად ტყეში როგორ უნდა წავიდე... ცხოველები უზომოდ მიყვარდა და ქუჩაში რასაც ვნახავდი, ყველაფერი შინ მიმყავდა: ლოკოკონა, მუხლუხო, ჭიანჭველა. როცა სოფელში ვიყავი, მთელ დღეებს მწერების მოგროვებაში ვატარებდი და მერე თბილისში ჩამომყავდა. ერთხელ მამა სპექტაკლს გორში დგამდა. მეც თან ვახლდი.

მახსოვს, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ პიკნიკზე, ხელოვნურ ტბაზე წავედით. იქ 5 ბაყაყი დავიჭირე და რამდენიმე დღე გორის სასტუმროს აბაზანაში ვუვლიდი. მათ მსახიობების სახელებიც კი დავარქვი. მერე ეს ბაყაყები თბილისში წამოვიყვანე და ისინი ჩვენს ბინაში, აკვარიუმში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ, რაღაც პერიოდის შემდეგ კი ისინი მე და ბაბუამ, კუს ტბაზე გავუშვით. კატები და ძაღლებიც მიყვარდა. ჩვენს სახლთან ახლოს ტროლეიბუსების პარკი გახლდათ, სადაც ძალიან ბევრი ძაღლი იყო და მათ ლეკვებიც ჰყავდათ. ჰოდა, ყოველ დილით მათ მოსავლელად მივდიოდი. სულ გაფუჭებული ტროლეიბუსების ქვეშ ვიყავი შემძვრალი. სხვათა შორის, ამ ტრანსპორტში ხურდა ფულსაც ხშირად ვპოულობდი. მე და ჩემს მეგობარს ბევრჯერ სამი მანეთიც შეგვიგროვებია და ამ ფულით ძაღლებისთვის ძეხვს ვყიდულობდით...

იხილეთ ფოტოგალერეა

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო