მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლანჩხუთში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
ლანჩხუთში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ნოე ჟორ­და­ნი­ას ქუ­ჩა­ზე, ერთ-ერთი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი ჩვი­ლი იპო­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ახალ­შო­ბი­ლი გო­გო­ნა პირ­ვე­ლი სა­დარ­ბა­ზოს მე­ო­რე სარ­თულ­ზე, დე­რე­ფან­ში, სა­ვარ­ძელ­ზე ნა­ხეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მა­შინ­ვე და­უ­კავ­შირ­დნენ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს და აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს.

"პა­ტა­რა ტი­რო­და, აქ­ტი­უ­რი იყო, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ქუ­დიც ეფა­რა, სა­ბან­ში გა­უხ­ვე­ვია, რო­გორც ჩანს, დე­დას და ისე და­უ­ტო­ვე­ბია", - გა­ნუ­ცხა­დეს "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თვითმხილ­ვე­ლებ­მა.

გო­გო­ნა სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნულ სა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ახალ­შო­ბი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი­დევ ხუთ დღეს დარ­ჩე­ბა და შემ­დეგ მას­ზე სა­ხელ­მწი­ფო იზ­რუ­ნებს.

აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ლან­ჩხუ­თის პო­ლი­ცი­ა­ში და გა­მო­ძი­ე­ბამ თვითმხილ­ვე­ლე­ბი უკვე და­კი­თხა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ლანჩხუთში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ლანჩხუთში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნოე ჟორდანიას ქუჩაზე, ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის სადარბაზოში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, ახალშობილი გოგონა პირველი სადარბაზოს მეორე სართულზე, დერეფანში, სავარძელზე ნახეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მაშინვე დაუკავშირდნენ შესაბამის სამსახურებს და აღნიშნულის შესახებ აცნობეს.

"პატარა ტიროდა, აქტიური იყო, მოწესრიგებული, ქუდიც ეფარა, საბანში გაუხვევია, როგორც ჩანს, დედას და ისე დაუტოვებია", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა.

გოგონა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლანჩხუთის რაიონულ სავადმყოფოში გადაიყვანა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის საავადმყოფოში კიდევ ხუთ დღეს დარჩება და შემდეგ მასზე სახელმწიფო იზრუნებს.

აღნიშნულ ფაქტზე ძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ლანჩხუთის პოლიციაში და გამოძიებამ თვითმხილველები უკვე დაკითხა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია