კომპანია "ბეკო" ქსელის გაფართოვებას განაგრძობს. ახალი ფილიალი სან-ზონაში ამოქმედდა. მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით მენეჯმენტი მხოლოდ 2 დღით - 21 და 22 ივნისს ახალ ფილიალში წარმოდგენილ ტექნიკას 20%-იანი ფასდაკლებით ყიდის. ამასთან, ძალშია 20%-მდე ფასდაკლება "ნეო ფროსტ მაცივრებსა" და კონდიციონერებზე.
19 ივლისიდან კი "ბეკო", როგორც კომპანიაში ამბობენ, უპრეცედენტო სერვისს შესთავაზებს მომხმარებელს და ტექნიკას 5-წლიანი გარანტიით გაყიდის. გარდა ამისა, ქსელში წარმოდგენილ სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება 24-თვიანი 0%-იანი განვადება.
"ბეკო" ქართულ ბაზარზე უკვე 51 ფილიალის მფლობელია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9