მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობა ბარათელის უცნაური საკურორტო რომანი
კობა ბარათელის უცნაური საკურორტო რომანი

"კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ობს - კობა ბა­რა­თელს ცი­ნი­კუ­რი ხუმ­რო­ბე­ბი, ე.წ. "წა­კა­ი­ფე­ბა" არ უყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღა­ცის გამო უცებ გაბ­რაზ­დეს - "ახ­ტეს და დახ­ტეს", მაგ­რამ სიბ­რა­ზე 2 წუთ­ში გა­უვ­ლის. ალალ-ბუნ­ჩუ­ლა ვარო, - გვი­თხრა. ეში­ნია ლიფ­ტის გა­თიშ­ვის: თურ­მე, ერთხელ 20-კა­ცი­ან ლიფ­ტში გა­ი­ჭე­და, სა­დაც მის გარ­და, არა­ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და. "გა­ჭედ­ვი­დან 2 წა­მის შემ­დეგ ჟანგბა­დი აღარ მყოფ­ნი­და. ბო­ლოს, ძალ-ღონე მო­ვიკ­რი­ბე და ის-ის იყო, უნდა მეყ­ვი­რა, - "მიშ­ვე­ლე­ე­ეთ-მეთ­ქი", ლიფ­ტიც ამუ­შავ­და", - გვი­თხრა მსა­ხი­ობ­მა.

- ვთქვათ, დი­ლით სამ­სა­ხურ­ში მი­სულს, ეზო­ში შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ხალ­ხი დაგ­ხვდათ, ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა კი გი­თხრათ, რომ შე­ნო­ბის სა­ხუ­რავ­ზე მფრი­ნა­ვი თეფ­ში დაჯ­და...

- ვი­კი­თხავ: იმ თეფ­შზე რა ას­ხია - ხარ­ჩო თუ ხაშ­ლა­მა? თუკი ხაშ­ლა­მა იქ­ნე­ბა, გა­მი­ხარ­დე­ბა, მით უმე­ტეს, თუ "პახ­მე­ლი­ა­ზე" ვიქ­ნე­ბი (იცი­ნის).

- ვთქვათ, მაია ასა­თი­ა­ნი აცხა­დებს, რომ "პრო­ფი­ლის" გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად, მან­დი­ლოს­ნებ­მა კობა ბა­რა­თე­ლი "სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბის მე­ფედ" და­ა­სა­ხე­ლეს...

- გული დამ­წყდე­ბა...

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ "ცვეტ­ში" ასეა და ჩემი სა­ი­დუმ­ლო რა­ტომ უნდა გამ­ჟღავ­ნდეს (იცი­ნის)?! არ მინ­და, ეს ამ­ბა­ვი მთელ­მა მსოფ­ლი­ომ შე­ი­ტყოს...

- ამ ამ­ბის და­მალ­ვას უკვე აზრი აღარ აქვს - ყვე­ლა შე­ი­ტყობს. აბა, გვი­ამ­ბეთ თქვე­ნი სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნე­ბის შე­სა­ხებ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თუ გა­დაზ­რდი­ლა?

- ერთხელ ასე­თი სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი მქონ­და: ბა­თუმ­ში ვის­ვე­ნებ­დი და შე­მიყ­ვარ­და ერთი ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი. მერე ვი­ფიქ­რე, - ბა­თუ­მი­დან როცა წა­ვალ, ეს სიყ­ვა­რუ­ლიც დას­რულ­დე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ - არა, გაგ­რძელ­და... უკვე 8 წე­ლია, რაც აჭა­რულ ხა­ჭა­პურ­ზე ვგიჟ­დე­ბი! ცომ­გა­მოც­ლი­ლი იქ­ნე­ბა თუ ცომ­გა­მო­უც­ლე­ლი, სუ­ლერ­თია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მით უმე­ტეს - მა­შინ, როცა ვჭამ!..

- ვთქვათ, დი­ლით, ახალ­გაღ­ვი­ძე­ბულს, თქვენს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მო­ფუს­ფუ­სე ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი დაგ­ხვდათ...

- ვკი­თხავ: გიგა ბო­კე­რია სად არის, მარ­ტო რა­ტომ და­დი­ხარ-მეთ­ქი? (იცი­ნის). ჩი­ო­რამ კარ­გი ტა­ფამ­წვა­რის მომ­ზა­დე­ბა იცის და მისი და­ნახ­ვა გა­მი­ხარ­დე­ბა.

- მისი მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი და­გე­მოვ­ნე­ბუ­ლი გაქვთ?

- არა, მხო­ლოდ ვა­რა­უ­დი გა­მოვ­თქვი - ყვე­ლა­ფერ­ში მარ­ჯვეა და ალ­ბათ, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბაც ეცო­დი­ნე­ბა.

- ვთქვათ, კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნო ფილმში გა­და­ღე­ბას გთა­ვა­ზობთ, რო­მელ­შიც სტრიპ­ტი­ზი­ო­რი მკვლე­ლის როლი უნდა შე­ას­რუ­ლოთ...

- სტრიპ­ტი­ზი­ო­რი, თან - მკვლე­ლი? ვაა... გა­აჩ­ნია, რა თან­ხას შე­მომ­თა­ვა­ზებს. არა, ტა­რან­ტი­ნო მა­გა­რია და ალ­ბათ, დავ­თან­ხმდე­ბო­დი: ახლა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ცოტა არ იყოს, მი­ჭირს - სი­გა­რე­ტის ფული დღეს სხვას გა­მო­ვარ­თვი.

- რა­ტომ? "კო­მე­დი შო­უ­ში" და­ბა­ლი ხელ­ფა­სი გაქვთ?

- არა, ხელ­ფა­სი მა­ღა­ლი მაქვს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბულ სი­გარტს ვე­წე­ვი: 1 კო­ლო­ფი 2.000 დო­ლა­რი ღირს, მე კი ღე­რე­ბით ვყი­დუ­ლობ. თითო ღერს 200 დო­ლა­რი უწევს; არა, 300... თუ 400? 500 (იცი­ნის)...

- მკვლე­ლი სტრიპ­ტი­ზი­ო­რის როლი არ და­გა­ფიქ­რებთ?

- არა, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა: მე რომ სტრიპ­ტი­ზი­ო­რი ვიქ­ნე­ბი, ცხა­დია, ჯერ მა­გა­რი ქა­ლე­ბი და­მე­სე­ვი­ან, შემ­დეგ

- მათი ქმრე­ბი... ჰოდა, ბუ­ნებ­რი­ვია, როცა სტრიპ­ტი­ზი­ო­რი ხარ, მკვლე­ლიც ხარ!

- კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ენ­თუ­ზი­აზმზე არ და­თან­ხმდე­ბო­დით?

- ვი­ნაა, კაცო, კვენ­ტინ ტა­რან­ტი­ნო, როცა ათა­სი ნი­ჭი­ე­რი რე­ჟი­სო­რი გვყავს?!.

- მა­გა­ლი­თად?

- კი­კა­ლა...

- ვთქვათ, მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი აცხა­დებს, რომ 2013 წლის მი­წუ­რულს კობა ბა­რა­თე­ლი წამ­ყვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა გახ­დე­ბა...

- ვა, კენ­ჭი უნდა ვი­ყა­რო? კარ­გი, ახლა რა უნდა ვქნა? შე­ვემ­ზა­დე­ბი, რომ პრე­ზი­დენ­ტო­ბა 4 წელი ავი­ტა­ნო, შემ­დეგ კი სა­კუ­თა­რი ნე­ბით წა­ვალ...

- პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას რას გა­ა­კე­თებ­დით? ჩვენს ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად რა სჭირ­დე­ბა, რის გა­კე­თე­ბა­საც პრე­ზი­დენ­ტი კობა ბა­რა­თე­ლი შეძ­ლებ­და?

- პრე­ზი­დენ­ტი რომ ვიყო, ბან­კში აღე­ბულ სესხს დავ­ფა­რავ­დი; ბი­ნა­ში ახა­ლი გა­და­სუ­ლი ვარ და ავეჯს შე­ვი­ძენ­დი; შემ­დეგ სა­ხინ­კლეს გავ­ხსნი­დი, რად­გან ხინ­კა­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს!.. მერე, დრო თუ "მომ­რჩე­ბო­და", ხალ­ხზეც ვიზ­რუ­ნებ­დი, აბა, სხვაგ­ვა­რად - რო­გორ?!.

- პო­ლი­ტი­კო­სო­ბა­ზე გი­ფიქ­რი­ათ?

- მე­ზა­რე­ბა ფიქ­რი, სე­ი­რის ყუ­რე­ბა მირ­ჩევ­ნია.

- ვთქვათ, ნიკა გრი­გო­ლია ინ­ტერ­ვი­უ­ში "ამ­ხელს", რომ როცა თვრე­ბით, თეთრ კა­ბას იც­ვამთ და მღე­რით...

- ნიკა გრი­გო­ლია დალ­ტო­ნი­კია: თეთრ კა­ბას კი არა, ცის­ფერს ვიც­ვამ და ისე ვმღე­რი ხოლ­მე (იცი­ნის).

- ერთხელ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვენ შე­სა­ხებ მარ­თლა მი­თხრა, - როცა თვრე­ბა, მე­რი­ლინ მონ­როს კა­ბას იც­ვამ­სო...

- შე­იძ­ლე­ბა, მარ­თა­ლია: როცა ვთვრე­ბი, აღარ მახ­სოვს, რას ვა­კე­თებ!

- ვთქვათ, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ კობა ბა­რა­თე­ლი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს: - პო­ლი­ცი­ელს პან­ღუ­რი ამოჰ­კრაო...

- ვაა, რას ვერ­ჩო­დი?.. აბა, ჯა­რი­მას რომ მი­წერ­და, კარ­გი იყო?!.

- ხში­რად გა­ჯა­რი­მე­ბენ?

- ხში­რად - არა, მაგ­რამ ასე­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა: ერთხელ სა­ჭეს­თან ნას­ვა­მი ვი­ჯე­ქი და პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­მა­ჩე­რეს. კი­დევ კარ­გი, ასე მოხ­და: მათ რომ არ გა­ვე­ჩე­რე­ბი­ნე, მი­ქელ-გაბ­რი­ე­ლი "გა­მა­ჩე­რებ­და", რად­გა­ნაც ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ჭეს­თან მე­ძი­ნა.

- ვთქვათ, ჯეკპო­ტი მო­ი­გეთ...

- ვთქვათ კი არა, მარ­თლა რომ მო­ვი­გო, არ ჯო­ბია? რამ­დე­ნი "მო­ვი­გე"?

- თქვენ რა თან­ხა გა­გა­ბედ­ნი­ე­რებთ?

- რა ვიცი. ასე­თი ანეკ­დო­ტი გა­მახ­სენ­და: მო­ლას ჰკი­თხეს, - მი­ლი­ო­ნი რომ მოგ­ცენ, რას იზამ­დიო? მო­ლამ უპა­სუ­ხა: ვა­ლებს გა­ვის­ტუმ­რებ­დიო. და­ნარ­ჩე­ნიო? და­ნარ­ჩე­ნე­ბი და­იც­დი­ა­ნო. ჰოდა, ახლა მეც და­ახ­ლო­ე­ბით, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვარ. ბან­კებს მივ­მარ­თავ: მა­ინ­ცდა­მა­ინც ჩემს გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბას ნუ და­ე­ლო­დე­ბი­ან, ისე გა­მა­თა­ვი­სუფ­ლონ "ხარ­კის­გან" (იცი­ნის).

- და­ბო­ლოს, უჩი­ნა­რი რომ იყოთ, რას გა­ა­კე­თებ­დით?

- უჩი­ნა­რი არ ვარ? აბა, რო­დის­ღა ვჩან­ვარ - 31 კილო და­ვი­კე­ლი.

- დი­ე­ტის შემ­დეგ თუ - ვარ­ჯი­შობ­დით?

- ვერც სა­ვარ­ჯი­შოდ ვიც­ლი და ვერც საჭ­მე­ლად. თან, რა­ღაც-რა­ღა­ცებ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ.

- რა გა­ნერ­ვი­უ­ლებთ?

- რა ვიცი, აბა? მთე­ლი მსოფ­ლიო ჩემი მო­სავ­ლე­ლია: იქით ეთი­ო­პი­ის პრობ­ლე­მა, აქეთ - პრე­ზი­დენ­ტო­ბა "მთხო­ვე"... ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ჩემი სა­პატ­რო­ნოა, რა.

- კარ­გი და, უჩი­ნა­რი რომ იყოთ...

- ...ქა­ლე­ბის აბა­ნო­ში შე­ვი­პა­რე­ბო­დი, ოღონდ - ისეთ­ში, სა­დაც უამ­რა­ვი ქალი იქ­ნე­ბა. ცოტა ხანს მო­ვიც­დი­დი და მერე ხმა­მაღ­ლა და­ვი­ძა­ხებ­დი: "მა­ლა­დეც" თქვენ, შიშ­ვლე­ბი რომ ბა­ნა­ობთ და არ გრცხვე­ნი­ათ-მეთ­ქი (იცი­ნის)!..

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

კობა ბარათელის უცნაური საკურორტო რომანი

კობა ბარათელის უცნაური საკურორტო რომანი

"კომედი შოუს" მსახიობს - კობა ბარათელს ცინიკური ხუმრობები, ე.წ. "წაკაიფება" არ უყვარს. შეიძლება, რაღაცის გამო უცებ გაბრაზდეს - "ახტეს და დახტეს", მაგრამ სიბრაზე 2 წუთში გაუვლის. ალალ-ბუნჩულა ვარო, - გვითხრა. ეშინია ლიფტის გათიშვის: თურმე, ერთხელ 20-კაციან ლიფტში გაიჭედა, სადაც მის გარდა, არავინ იმყოფებოდა. "გაჭედვიდან 2 წამის შემდეგ ჟანგბადი აღარ მყოფნიდა. ბოლოს, ძალ-ღონე მოვიკრიბე და ის-ის იყო, უნდა მეყვირა, - "მიშველეეეთ-მეთქი", ლიფტიც ამუშავდა", - გვითხრა მსახიობმა.

- ვთქვათ, დილით სამსახურში მისულს, ეზოში შეშფოთებული ხალხი დაგხვდათ, ერთ-ერთმა მათგანმა კი გითხრათ, რომ შენობის სახურავზე მფრინავი თეფში დაჯდა...

- ვიკითხავ: იმ თეფშზე რა ასხია - ხარჩო თუ ხაშლამა? თუკი ხაშლამა იქნება, გამიხარდება, მით უმეტეს, თუ "პახმელიაზე" ვიქნები (იცინის).

- ვთქვათ, მაია ასათიანი აცხადებს, რომ "პროფილის" გამოკითხვის შედეგად, მანდილოსნებმა კობა ბარათელი "საკურორტო რომანების მეფედ" დაასახელეს...

- გული დამწყდება...

- რატომ?

- იმიტომ, რომ "ცვეტში" ასეა და ჩემი საიდუმლო რატომ უნდა გამჟღავნდეს (იცინის)?! არ მინდა, ეს ამბავი მთელმა მსოფლიომ შეიტყოს...

- ამ ამბის დამალვას უკვე აზრი აღარ აქვს - ყველა შეიტყობს. აბა, გვიამბეთ თქვენი საკურორტო რომანების შესახებ. საინტერესოა, რომელიმე მათგანი სერიოზულ ურთიერთობაში თუ გადაზრდილა?

- ერთხელ ასეთი საკურორტო რომანი მქონდა: ბათუმში ვისვენებდი და შემიყვარდა ერთი ძალიან, ძალიან გემრიელი აჭარული ხაჭაპური. მერე ვიფიქრე, - ბათუმიდან როცა წავალ, ეს სიყვარულიც დასრულდება-მეთქი, მაგრამ - არა, გაგრძელდა... უკვე 8 წელია, რაც აჭარულ ხაჭაპურზე ვგიჟდები! ცომგამოცლილი იქნება თუ ცომგამოუცლელი, სულერთია, ძალიან მიყვარს, მით უმეტეს - მაშინ, როცა ვჭამ!..

- ვთქვათ, დილით, ახალგაღვიძებულს, თქვენს სამზარეულოში მოფუსფუსე ჩიორა თაქთაქიშვილი დაგხვდათ...

- ვკითხავ: გიგა ბოკერია სად არის, მარტო რატომ დადიხარ-მეთქი? (იცინის). ჩიორამ კარგი ტაფამწვარის მომზადება იცის და მისი დანახვა გამიხარდება.

- მისი მომზადებული კერძები დაგემოვნებული გაქვთ?

- არა, მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი - ყველაფერში მარჯვეა და ალბათ, კერძების მომზადებაც ეცოდინება.

- ვთქვათ, კვენტინ ტარანტინო ფილმში გადაღებას გთავაზობთ, რომელშიც სტრიპტიზიორი მკვლელის როლი უნდა შეასრულოთ...

- სტრიპტიზიორი, თან - მკვლელი? ვაა... გააჩნია, რა თანხას შემომთავაზებს. არა, ტარანტინო მაგარია და ალბათ, დავთანხმდებოდი: ახლა მატერიალურად ცოტა არ იყოს, მიჭირს - სიგარეტის ფული დღეს სხვას გამოვართვი.

- რატომ? "კომედი შოუში" დაბალი ხელფასი გაქვთ?

- არა, ხელფასი მაღალი მაქვს, მაგრამ ძალიან ძვირად ღირებულ სიგარტს ვეწევი: 1 კოლოფი 2.000 დოლარი ღირს, მე კი ღერებით ვყიდულობ. თითო ღერს 200 დოლარი უწევს; არა, 300... თუ 400? 500 (იცინის)...

- მკვლელი სტრიპტიზიორის როლი არ დაგაფიქრებთ?

- არა, ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნება: მე რომ სტრიპტიზიორი ვიქნები, ცხადია, ჯერ მაგარი ქალები დამესევიან, შემდეგ

- მათი ქმრები... ჰოდა, ბუნებრივია, როცა სტრიპტიზიორი ხარ, მკვლელიც ხარ!

- კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობას ენთუზიაზმზე არ დათანხმდებოდით?

- ვინაა, კაცო, კვენტინ ტარანტინო, როცა ათასი ნიჭიერი რეჟისორი გვყავს?!.

- მაგალითად?

- კიკალა...

- ვთქვათ, მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ 2013 წლის მიწურულს კობა ბარათელი წამყვანი პოლიტიკური ფიგურა გახდება...

- ვა, კენჭი უნდა ვიყარო? კარგი, ახლა რა უნდა ვქნა? შევემზადები, რომ პრეზიდენტობა 4 წელი ავიტანო, შემდეგ კი საკუთარი ნებით წავალ...

- პრეზიდენტობისას რას გააკეთებდით? ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად რა სჭირდება, რის გაკეთებასაც პრეზიდენტი კობა ბარათელი შეძლებდა?

- პრეზიდენტი რომ ვიყო, ბანკში აღებულ სესხს დავფარავდი; ბინაში ახალი გადასული ვარ და ავეჯს შევიძენდი; შემდეგ სახინკლეს გავხსნიდი, რადგან ხინკალი ძალიან მიყვარს!.. მერე, დრო თუ "მომრჩებოდა", ხალხზეც ვიზრუნებდი, აბა, სხვაგვარად - როგორ?!.

- პოლიტიკოსობაზე გიფიქრიათ?

- მეზარება ფიქრი, სეირის ყურება მირჩევნია.

- ვთქვათ, ნიკა გრიგოლია ინტერვიუში "ამხელს", რომ როცა თვრებით, თეთრ კაბას იცვამთ და მღერით...

- ნიკა გრიგოლია დალტონიკია: თეთრ კაბას კი არა, ცისფერს ვიცვამ და ისე ვმღერი ხოლმე (იცინის).

- ერთხელ ინტერვიუში თქვენ შესახებ მართლა მითხრა, - როცა თვრება, მერილინ მონროს კაბას იცვამსო...

- შეიძლება, მართალია: როცა ვთვრები, აღარ მახსოვს, რას ვაკეთებ!

- ვთქვათ, საინფორმაციო გამოშვებაში აცხადებენ, რომ კობა ბარათელი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს: - პოლიციელს პანღური ამოჰკრაო...

- ვაა, რას ვერჩოდი?.. აბა, ჯარიმას რომ მიწერდა, კარგი იყო?!.

- ხშირად გაჯარიმებენ?

- ხშირად - არა, მაგრამ ასეთი შემთხვევა ყოფილა: ერთხელ საჭესთან ნასვამი ვიჯექი და პატრულის თანამშრომლებმა გამაჩერეს. კიდევ კარგი, ასე მოხდა: მათ რომ არ გავეჩერებინე, მიქელ-გაბრიელი "გამაჩერებდა", რადგანაც ფაქტობრივად, საჭესთან მეძინა.

- ვთქვათ, ჯეკპოტი მოიგეთ...

- ვთქვათ კი არა, მართლა რომ მოვიგო, არ ჯობია? რამდენი "მოვიგე"?

- თქვენ რა თანხა გაგაბედნიერებთ?

- რა ვიცი.  ასეთი ანეკდოტი გამახსენდა: მოლას ჰკითხეს, - მილიონი რომ მოგცენ, რას იზამდიო? მოლამ უპასუხა: ვალებს გავისტუმრებდიო. დანარჩენიო? დანარჩენები დაიცდიანო. ჰოდა, ახლა მეც დაახლოებით, ასეთ სიტუაციაში ვარ. ბანკებს მივმართავ: მაინცდამაინც ჩემს გაპრეზიდენტებას ნუ დაელოდებიან, ისე გამათავისუფლონ "ხარკისგან" (იცინის).

- დაბოლოს, უჩინარი რომ იყოთ, რას გააკეთებდით?

- უჩინარი არ ვარ? აბა, როდისღა ვჩანვარ - 31 კილო დავიკელი.

- დიეტის შემდეგ თუ - ვარჯიშობდით?

- ვერც სავარჯიშოდ ვიცლი და ვერც საჭმელად. თან, რაღაც-რაღაცებზე ვნერვიულობ.

- რა განერვიულებთ?

- რა ვიცი, აბა? მთელი მსოფლიო ჩემი მოსავლელია: იქით ეთიოპიის პრობლემა, აქეთ - პრეზიდენტობა "მთხოვე"... ყველა ქვეყანა ჩემი საპატრონოა, რა.

- კარგი და, უჩინარი რომ იყოთ...

- ...ქალების აბანოში შევიპარებოდი, ოღონდ - ისეთში, სადაც უამრავი ქალი იქნება. ცოტა ხანს მოვიცდიდი და მერე ხმამაღლა დავიძახებდი: "მალადეც" თქვენ, შიშვლები რომ ბანაობთ და არ გრცხვენიათ-მეთქი (იცინის)!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები