მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალაია ბოდიშის მოხდას ითხოვს
ბაჩო ახალაია ბოდიშის მოხდას ითხოვს

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ე.წ უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რებ­თან მისი სა­ხე­ლის და­კავ­ში­რე­ბის გამო "უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი­სა თუ გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­გან" ბო­დი­შის მოხ­დას ითხოვს. რო­გორც ახა­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ბოლო დროს მის სა­ხელს აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქტთან მი­მარ­თე­ბა­ში.

"ბოლო ასე­თი მცდე­ლო­ბა იყო ჩემი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა ე.წ უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ჯა­როდ ვა­ცხა­დებ, არც ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის მო­პო­ვე­ბას­თან და არც მის გავ­რცე­ლე­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ მაქვს და არც შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს. უფრო მე­ტიც, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვა­პი­რებ მივ­მარ­თო სა­სა­მარ­თლოს და ყვე­ლა უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ან­სა თუ გა­მომ­ცემ­ლო­ბას მოვ­თხო­ვო ბო­დი­შის მოხ­და ჩემი და ჩემი ოჯა­ხის სა­ხე­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის. არა­სო­დეს და­მი­ხე­ვია უკან გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და არც დღეს ვა­პი­რებ. მე სა­ქარ­თვე­ლო­ში იმის­თვის არ ჩა­მოვ­სულ­ვარ, რომ ვი­ღა­ცას­თან გა­რი­გე­ბის გზით კომ­ფორ­ტი და ხელ­შე­წყო­ბა მი­ვი­ღო. სა­ღად ვა­ფა­სებ­დი ვი­თა­რე­ბას და ზუს­ტად ვი­ცო­დი, რა მე­ლო­და წინ და რაც არ უნდა რთულ პი­რო­ბებ­ში მო­მი­წი­ოს ყოფ­ნა, ვიცი რომ ჩემი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა სწო­რედ ამ რთულ გზა­ზე გა­დის", - აცხა­დებს ბაჩო ახა­ლა­ია.

ბაჩო ახალაია ბოდიშის მოხდას ითხოვს

ბაჩო ახალაია ბოდიშის მოხდას ითხოვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ე.წ უკანონო ჩანაწერებთან მისი სახელის დაკავშირების გამო "უპასუხისმგებლო ადამიანებისა თუ გამომცემლობებისგან" ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ახალაიას განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო დროს მის სახელს აქტიურად იყენებენ სხვადასხვა დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებაში.

"ბოლო ასეთი მცდელობა იყო ჩემი სახელის ხსენება ე.წ უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით. საჯაროდ ვაცხადებ, არც ამ ჩანაწერების მოპოვებასთან და არც მის გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს. უფრო მეტიც, უახლოეს დღეებში ვაპირებ მივმართო სასამართლოს და ყველა უპასუხისმგებლო ადამიანსა თუ გამომცემლობას მოვთხოვო ბოდიშის მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სახელის დისკრედიტაციისთვის. არასოდეს დამიხევია უკან გამოწვევების წინაშე და არც დღეს ვაპირებ. მე საქართველოში იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ვიღაცასთან გარიგების გზით კომფორტი და ხელშეწყობა მივიღო. საღად ვაფასებდი ვითარებას და ზუსტად ვიცოდი, რა მელოდა წინ და რაც არ უნდა რთულ პირობებში მომიწიოს ყოფნა, ვიცი რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება სწორედ ამ რთულ გზაზე გადის", - აცხადებს ბაჩო ახალაია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს