საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია დააკავეს
ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია დააკავეს

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამ­ნის­ტი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ახ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია ისევ და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლევ ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რი­ას ბრა­ლად კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბა ედე­ბა.

შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ტა­რი­ელ ფოხ­ვე­რია არის ე.წ. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" და აღი­ა­რებს ქურ­დულ სამ­ყა­როს.

"იგი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს სა­სარ­გებ­ლოდ აწყობ­და ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს, იღებ­და ე. წ. ქურ­დულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, მი­თი­თე­ბებს აძ­ლევ­და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს სხვა წევ­რებს და მათი გავ­ლე­ნის ქვეშ მყოფ პი­რებს. დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ამ სა­ხით მო­ნა­წი­ლე­ობ­და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მარ­თვა­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში", - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულს კავ­ში­რი ჰქონ­და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მა­ღალ იერ­არ­ქი­ულ სა­ფე­ხურ­ზე მყოფ სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ სხვა პი­რებ­თან.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ტა­რი­ელ ფო­ცხვე­რია ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით თბი­ლი­სის ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და­ა­კა­ვეს, სა­დაც ის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს ბად­რა­გე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ გა­დი­ო­და.

გა­მო­ძი­ე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სსსკ-ის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია დააკავეს

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია დააკავეს

სამართალდამცველებმა ამნისტიის საფუძველზე ახლად გათავისუფლებული ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია ისევ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ ტარიელ ფოცხვერიას ბრალად კანონიერი ქურდობა ედება.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ ფოხვერია არის ე.წ. "კანონიერი ქურდი" და აღიარებს ქურდულ სამყაროს.

"იგი ქურდული სამყაროს სასარგებლოდ აწყობდა ქურდულ გარჩევებს, იღებდა ე. წ. ქურდულ გადაწყვეტილებებს, მითითებებს აძლევდა ქურდული სამყაროს სხვა წევრებს და მათი გავლენის ქვეშ მყოფ პირებს. დადგენილია, რომ ბრალდებული ამ სახით მონაწილეობდა ქურდული სამყაროს მართვასა და ორგანიზებაში", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს კავშირი ჰქონდა ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ საზღვარგარეთ მცხოვრებ სხვა პირებთან.

სამართალდამცველებმა ტარიელ ფოცხვერია ბრალდებულის სახით თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს, სადაც ის მკურნალობის კურსს ბადრაგების ზედამხედველობის ქვეშ გადიოდა.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც გათვალისწინებულია სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ