მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 000 პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს
24 000 პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს

სა­ქარ­თვე­ლოს 24 000 მო­ქა­ლა­ქე პა­რა­ლე­ლუ­რად უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას უკა­ნო­ნოდ ფლობს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე მუ­შა­ობს და მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის ანა­ლიზს ახორ­ცი­ე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე 24 000 პირი გა­მოვ­ლინ­და, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ფლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც შე­ი­ძი­ნეს. ამის შე­სა­ხებ კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის არ უც­ნო­ბე­ბი­ათ. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის თა­ნახ­მად, ეს ფაქ­ტი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­წყვე­ტის ერთ-ერთ სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს.

სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს ყვე­ლა ასეთ პირს, გა­ნურ­ჩევ­ლად თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა თუ სტა­ტუ­სი­სა, რომ ჩა­ერ­თონ საქ­მის წარ­მო­ე­ბა­ში და მი­მარ­თონ სა­ა­გენ­ტოს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლით. ამის შემ­დეგ მოხ­დე­ბა მათ­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის შე­ფა­სე­ბა, დას­კვნა გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მი­ა­ნი­ჭებს.

ამას­თან, სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც სურს, ამა­ვე დროს, ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც, გან­ცხა­დე­ბით უნდა მი­მარ­თოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ხელ­ზე წარ­დგე­ნილ გან­ცხა­დე­ბას თან უნდა ერ­თვო­დეს: უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი, ორი ფი­ზი­კუ­რი პი­რის რე­კო­მენ­და­ცია, ორი ფო­ტო­სუ­რა­თი და და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბის ასლი (თუ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლი პირი და­ბა­დე­ბუ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ და აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი). სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სათ­ვის მოქ­მე­დებს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი სამ­თვი­ა­ნი ვადა.

პი­რებს, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბი­ან, შე­უძ­ლი­ათ შე­სა­ბა­მი­სი გა­ნა­ცხა­დი შე­ავ­სონ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ვებგ­ვერ­დზე www.house.gov.ge ან და­უ­კავ­შირ­დნენ სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: (+995 32) 2 405 405.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

24 000 პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს

24 000 პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს

საქართველოს 24 000 მოქალაქე პარალელურად უცხო ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს, რომელიც საარჩევნო სიების გაუმჯობესებაზე მუშაობს და მონაცემთა ბაზის ანალიზს ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ანალიზის საფუძველზე 24 000 პირი გამოვლინდა, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობის ფლობის პარალელურად სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც შეიძინეს. ამის შესახებ კი საქართველოს სახელმწიფოსათვის არ უცნობებიათ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეს ფაქტი მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

სერვისების განვითარების სააგენტო სპეციალური განცხადებით მიმართავს ყველა ასეთ პირს, განურჩევლად თანამდებობისა თუ სტატუსისა, რომ ჩაერთონ საქმის წარმოებაში და მიმართონ სააგენტოს ორმაგი მოქალაქეობის მიღების სურვილით. ამის შემდეგ მოხდება მათთვის მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის შეფასება, დასკვნა გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მათ საქართველოს მოქალაქეობას მიანიჭებს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს, ამავე დროს, ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობაც, განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

საქართველოს პრეზიდენტის სახელზე წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფიზიკური პირის რეკომენდაცია, ორი ფოტოსურათი და დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი). საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისათვის მოქმედებს კანონით დადგენილი სამთვიანი ვადა.

პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, შეუძლიათ შესაბამისი განაცხადი შეავსონ ონლაინ რეჟიმში ვებგვერდზე www.house.gov.ge ან დაუკავშირდნენ სერვისების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო სამსახურს ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 2 405 405.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია