სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ხმა მეხლიჩება ხოლმე სიმარტოვით და სიჩუმისგან“ - სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეს უბრუნდება: რას ითხოვს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უვადო პატიმარი?
“ხმა მეხლიჩება ხოლმე სიმარტოვით და სიჩუმისგან“ - სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეს უბრუნდება: რას ითხოვს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უვადო პატიმარი?

თით­ქმის 10 წლის წინ, მაგ­და პა­პი­ძე ქმრი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში 12-მა ნა­ფიც­მა მსა­ჯულ­მა, ერ­თხმად, დამ­ნა­შა­ვედ ცნო. უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ­მა, რუს­თა­ვის #5 ცი­ხის იმ კორ­პუს­ში, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე კა­ტე­გო­რი­ის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ბინა სა­მარ­ტოო სა­კან­ში და­ი­დო. უვა­დო პა­ტიმ­რო­ბის ათ­ვლაც 2016 წლის 6 ივ­ნისს და­ი­წყო.

უვა­დო მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნით დაბ­რუნ­და - ის კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი მკაც­რი რე­ჟი­მის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას ითხოვს. პა­პი­ძის სხდო­მის გა­და­ღე­ბა "კუ­რი­ე­რი P.S.“-მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად შეძ­ლო.

  • ბრალ­დე­ბუ­ლი მკაც­რი პი­რო­ბე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას და და­ხუ­რუ­ლი ზო­ნი­დან ნა­ხევ­რად ღია და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დას­ვლას ითხოვს. რო­გორც მან მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა, მისი სურ­ვი­ლია ჩა­ერ­თოს ცი­ხის ყვე­ლა პროგ­რა­მა­ში, იმუ­შა­ოს და თან­ხა და­აგ­რო­ვოს. უვა­დო პა­ტი­მარს ცი­ხი­დან გას­ვლის მო­ლო­დი­ნი აქვს და წლე­ბის ფუ­ჭად გა­ტა­რე­ბა არ სურს.

“მე არ ვამ­ბობ, რომ ან­გე­ლო­ზი ვარ. მე არ ვამ­ბობ, რომ უშეც­დო­მო ვარ. მაგ­რამ, ის რომ ზომ­ბად ვიქ­ცე... ჩვენ არც ინ­ტერ­ნე­ტი გვაქვს, არა­ფე­რი ხომ? ცხოვ­რე­ბა გა­დის... მინ­და, რომ დრო გა­მო­ვი­ყე­ნო ადა­მი­ა­ნუ­რად. აქე­დან რომ გა­ვალ, გა­ვი­დე ადა­მი­ა­ნი. არ მქონ­დეს გან­ცდა, რომ წლე­ბი და­მე­კარ­გა.

როცა შე­იძ­ლე­ბა შენ და­საქმდე, რა­ღა­ცა და­აგ­რო­ვო, ელე­მენ­ტა­რუ­ლი, შემ­დგა­რი გახ­ვი­დე გა­რეთ. შე­იძ­ლე­ბა ისე­თი რა­ღა­ცე­ბი ის­წავ­ლო, რაც გა­რეთ ვერ ის­წავ­ლი, გა­ნა­ვი­თა­რო შენი ბიზ­ნე­სი, და­ი­წყო რა­ღა­ცა... ანუ ამის უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ხმა მეხ­ლი­ჩე­ბა ხოლ­მე სი­მარ­ტო­ვით და სი­ჩუ­მის­გან... არის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უამ­რა­ვი კურ­სე­ბი - შე­მეც­ნე­ბი­თი, სპორ­ტუ­ლი. მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, იმი­ტომ რომ ვარ და­ხუ­რულ­ში, არ მეძ­ლე­ვა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და მიხ­დე­ბა გა­მო­ნაკ­ლის, იშ­ვი­ა­თი პროგ­რა­მებ­ში ისიც მარ­ტო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მე­ა­თე წე­ლია სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი მაქვს თვე­ში 3-ჯერ, 15 წუ­თით. დე­დას ვუ­რე­კავ, დას ვუ­რე­კავ, წლებ­მა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის არ ქო­ნამ ჩახ­სნა ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი,“ - მი­მარ­თა პა­პი­ძემ მო­სა­მარ­თლე­ებს.

მაგ­და პა­პი­ძემ სა­კუ­თარ ყო­ფა­ზე ბევ­რი ისა­უბ­რა. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მად­ლო­ბა არა­ერ­თხელ უთხრა, მათ შო­რის იმის­თვის, რომ სამ­თვი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტით, ჟო­ლოს ბაღ­ში მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს. სა­მარ­ტოო სა­კან­ში კი, ძი­რი­თა­დად ხატ­ვას და შემ­დეგ ნა­მუ­შევ­რებს ყი­დის. ხატ­ვა შე­მო­სავ­ლის წყა­როდ აქ­ცია.

  • ქმრი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბის უმ­ძი­მეს ბრალ­დე­ბა­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს, გარ­და იმი­სა, რომ მომ­ხდარს სა­კუ­თა­რი უბე­დუ­რე­ბა უწო­და.

“უკონ­ტრო­ლო სტრე­სი გა­და­ვი­ტა­ნე და მე პირ­ვე­ლი 3 წელი, რო­დე­საც ჩემი უბე­დუ­რე­ბა მოხ­და ლო­გი­ნი­დან ვერ ვდგე­ბო­დი სა­კან­ში. 4 კე­დელ­ში მო­მი­წია ყვე­ლაფ­რის გა­და­ხარ­შვა. საკ­მა­რი­სი დრო გა­ვი­და იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან ვიყო და იმ აზ­როვ­ნე­ბა­ში ვარ, მე ეს წლე­ბი უნდა გა­ვი­ა­რო - შე­მიძ­ლია, არ შე­მიძ­ლია, მე­კუთ­ვნის, არ მე­კუთ­ვნის.

2 სა­ა­თი მეძ­ლე­ვა ჭე­რახ­დილ ოთახ­ში გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად,“ - თქვა პა­პი­ძემ.

  • უმ­ძი­მეს სას­ჯე­ლამ­დე იყო უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რია - თბი­ლის­ში, ფე­რა­ძის ქუ­ჩის 2 ნო­მერ­ში.

2015 წლის 20 დე­კემ­ბე­რი თენ­დე­ბო­და. 112-ში შემ­ზა­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ფე­რა­ძის ქუ­ჩა­ზე, კორ­პუ­სის სა­დარ­ბა­ზოს­თან მაგ­და პა­პი­ძის ქმრის ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ცხე­და­რი დახ­ვდათ. იქვე მდგომ ავ­ტო­მო­ბილ­ში კი, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს 5 წლის თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლი. ქალი იმ დროს ამ­ტკი­ცებ­და, რომ ქმარ-შვი­ლი ხა­ჭა­პუ­რის საჭ­მე­ლად გა­ვი­და და და­აგ­ვი­ან­და, მო­საყ­ვა­ნად წა­სულს კი, სა­დარ­ბა­ზოს­თან ცხედ­რე­ბი დახ­ვდა.

მა­ლე­ვე პო­ლი­ცი­ამ სულ სხვა სუ­რა­თი აღად­გი­ნა. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ტარ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე, აქ სის­ხლის კვა­ლი მაგ­და პა­პი­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის კა­რამ­დე მი­ვი­და. უშუ­ა­ლოდ ბი­ნა­ში ერთი შე­ხედ­ვით, სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი ჩან­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ნა­პოვ­ნი 1 წვე­თი სის­ხლის გარ­და. წვე­თი მა­გი­დის ქვეშ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ბინა სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რით და­მუ­შავ­და. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ოთა­ხი მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლი იყო.

მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მაგ­და პა­პი­ძე და­ა­კა­ვეს. ის ქმრი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბას თა­ვი­დან­ვე უარ­ყოფ­და, თუმ­ცა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივთმტკი­ცე­ბე­ბი სა­პი­რის­პი­როს ამ­ბობ­და, მათ შო­რის გა­რე­ცხი­ლი გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი და სახ­ლთან ახ­ლოს, ნაგ­ვის ურ­ნი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სის­ხლი­ა­ნი ნივ­თე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბით გა­ირ­კვა, რომ მაგ­და პა­პი­ძეს მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი ჰყავ­და, რომ­ლის­გა­ნაც ბავ­შვს ელო­დე­ბო­და. მე­უღ­ლეს ეჭვი გა­უჩ­ნდა, ქალ­მა კი, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის სურ­ვი­ლით, და­ნა­შა­უ­ლი და­გეგ­მა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულს ორ­სუ­ლო­ბა შე­უ­წყდა.

მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ად­რეა გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებ­ში ჩანს, რომ მაგ­და პა­პი­ძე შვილ­თან ერ­თად, მა­ღა­ზი­ა­ში იყო და დიდი ზო­მის ურო შე­ი­ძი­ნა. ურო, რო­მე­ლიც თორ­ნი­კე და ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, ნაგ­ვის ურ­ნა­ში სის­ხლი­ან ნივ­თებ­თან ერ­თად იპო­ვეს, საქ­მე­ში მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღად ჩა­ი­დო. ამო­ი­ღეს პა­პი­ძის წე­რი­ლიც, რაც და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გეგ­მის ნა­წი­ლად შე­ფას­და.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ქალ­მა მძი­ნა­რე ქმა­რი თავ­ში უროს ჩარ­ტყმით მოკ­ლა, შვი­ლი კი, გა­გუ­და. შემ­დეგ ცხედ­რე­ბი დე­რეფ­ნის გავ­ლით, გა­რეთ გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა გა­და­მალ­ვა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა და ღა­მის სა­ა­თებ­ში მისი ყვი­რი­ლის ხმამ მე­ზობ­ლე­ბი გა­აღ­ვი­ძა. ქალი შვე­ლას ითხოვ­და და და­ნა­შა­უ­ლის ინ­სცე­ნი­რე­ბაც ამ დროს მო­ა­წყო.

საქ­მე, უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით, სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და, თუმ­ცა მაგ­და პა­პი­ძემ ბრა­ლი უარ­ყო.

  • ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ხილ­ვე­ბის შემ­დეგ, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ქალი, ერ­თხმად, დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. მო­სა­მარ­თლემ მაგ­და პა­პი­ძე ცი­ხე­ში უვა­დოდ გა­უშ­ვა.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

“ხმა მეხლიჩება ხოლმე სიმარტოვით და სიჩუმისგან“ - სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეს უბრუნდება: რას ითხოვს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უვადო პატიმარი?

“ხმა მეხლიჩება ხოლმე სიმარტოვით და სიჩუმისგან“ - სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეს უბრუნდება: რას ითხოვს ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული უვადო პატიმარი?

თითქმის 10 წლის წინ, მაგდა პაპიძე ქმრისა და შვილის მკვლელობაში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა, ერთხმად, დამნაშავედ ცნო. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა, რუსთავის #5 ციხის იმ კორპუსში, სადაც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დამნაშავეები ცხოვრობენ, ბინა სამარტოო საკანში დაიდო. უვადო პატიმრობის ათვლაც 2016 წლის 6 ივნისს დაიწყო.

უვადო მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში საკუთარი სურვილით და კონკრეტული მოთხოვნით დაბრუნდა - ის კანონით განსაზღვრული მკაცრი რეჟიმის შემსუბუქებას ითხოვს. პაპიძის სხდომის გადაღება "კურიერი P.S.“-მა ექსკლუზიურად შეძლო.

  • ბრალდებული მკაცრი პირობების შემსუბუქებას და დახურული ზონიდან ნახევრად ღია დაწესებულებაში გადასვლას ითხოვს. როგორც მან მოსამართლეს მიმართა, მისი სურვილია ჩაერთოს ციხის ყველა პროგრამაში, იმუშაოს და თანხა დააგროვოს. უვადო პატიმარს ციხიდან გასვლის მოლოდინი აქვს და წლების ფუჭად გატარება არ სურს.

“მე არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ. მე არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვარ. მაგრამ, ის რომ ზომბად ვიქცე... ჩვენ არც ინტერნეტი გვაქვს, არაფერი ხომ? ცხოვრება გადის... მინდა, რომ დრო გამოვიყენო ადამიანურად. აქედან რომ გავალ, გავიდე ადამიანი. არ მქონდეს განცდა, რომ წლები დამეკარგა.

როცა შეიძლება შენ დასაქმდე, რაღაცა დააგროვო, ელემენტარული, შემდგარი გახვიდე გარეთ. შეიძლება ისეთი რაღაცები ისწავლო, რაც გარეთ ვერ ისწავლი, განავითარო შენი ბიზნესი, დაიწყო რაღაცა... ანუ ამის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

ხმა მეხლიჩება ხოლმე სიმარტოვით და სიჩუმისგან... არის დაწესებულებაში უამრავი კურსები - შემეცნებითი, სპორტული. მაგრამ ჩემს შემთხვევაში, იმიტომ რომ ვარ დახურულში, არ მეძლევა ამის საშუალება და მიხდება გამონაკლის, იშვიათი პროგრამებში ისიც მარტო მონაწილეობა.

მეათე წელია სატელეფონო ზარი მაქვს თვეში 3-ჯერ, 15 წუთით. დედას ვურეკავ, დას ვურეკავ, წლებმა და კომუნიკაციის არ ქონამ ჩახსნა ბავშვობის მეგობრები,“ - მიმართა პაპიძემ მოსამართლეებს.

მაგდა პაპიძემ საკუთარ ყოფაზე ბევრი ისაუბრა. ციხის ადმინისტრაციას მადლობა არაერთხელ უთხრა, მათ შორის იმისთვის, რომ სამთვიანი კონტრაქტით, ჟოლოს ბაღში მუშაობის უფლება მისცეს. სამარტოო საკანში კი, ძირითადად ხატვას და შემდეგ ნამუშევრებს ყიდის. ხატვა შემოსავლის წყაროდ აქცია.

  • ქმრისა და შვილის მკვლელობის უმძიმეს ბრალდებაზე არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ მომხდარს საკუთარი უბედურება უწოდა.

“უკონტროლო სტრესი გადავიტანე და მე პირველი 3 წელი, როდესაც ჩემი უბედურება მოხდა ლოგინიდან ვერ ვდგებოდი საკანში. 4 კედელში მომიწია ყველაფრის გადახარშვა. საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ადამიანებთან ვიყო და იმ აზროვნებაში ვარ, მე ეს წლები უნდა გავიარო - შემიძლია, არ შემიძლია, მეკუთვნის, არ მეკუთვნის.

2 საათი მეძლევა ჭერახდილ ოთახში გასასეირნებლად,“ - თქვა პაპიძემ.

  • უმძიმეს სასჯელამდე იყო უმძიმესი ისტორია - თბილისში, ფერაძის ქუჩის 2 ნომერში.

2015 წლის 20 დეკემბერი თენდებოდა. 112-ში შემზარავი შეტყობინება შევიდა. სამართალდამცველებს ფერაძის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზოსთან მაგდა პაპიძის ქმრის ომარ ქაფიაშვილის ცხედარი დახვდათ. იქვე მდგომ ავტომობილში კი, გარდაცვლილი იპოვეს 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი. ქალი იმ დროს ამტკიცებდა, რომ ქმარ-შვილი ხაჭაპურის საჭმელად გავიდა და დააგვიანდა, მოსაყვანად წასულს კი, სადარბაზოსთან ცხედრები დახვდა.

მალევე პოლიციამ სულ სხვა სურათი აღადგინა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, აქ სისხლის კვალი მაგდა პაპიძის საცხოვრებელი ბინის კარამდე მივიდა. უშუალოდ ბინაში ერთი შეხედვით, საეჭვო არაფერი ჩანდა, მოგვიანებით ნაპოვნი 1 წვეთი სისხლის გარდა. წვეთი მაგიდის ქვეშ აღმოაჩინეს. ბინა სპეციალური ხსნარით დამუშავდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთახი მკვლელობის ადგილი იყო.

მთავარი ეჭვმიტანილი მაგდა პაპიძე დააკავეს. ის ქმრისა და შვილის მკვლელობას თავიდანვე უარყოფდა, თუმცა აღმოჩენილი ნივთმტკიცებები საპირისპიროს ამბობდა, მათ შორის გარეცხილი გადასაფარებელი და სახლთან ახლოს, ნაგვის ურნიდან ამოღებული სისხლიანი ნივთები.

გამოძიებით გაირკვა, რომ მაგდა პაპიძეს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, რომლისგანაც ბავშვს ელოდებოდა. მეუღლეს ეჭვი გაუჩნდა, ქალმა კი, ახალი ცხოვრების დაწყების სურვილით, დანაშაული დაგეგმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავების შემდეგ, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულს ორსულობა შეუწყდა.

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მაგდა პაპიძე შვილთან ერთად, მაღაზიაში იყო და დიდი ზომის ურო შეიძინა. ურო, რომელიც თორნიკე და ომარ ქაფიაშვილების მკვლელობის შემდეგ, ნაგვის ურნაში სისხლიან ნივთებთან ერთად იპოვეს, საქმეში მკვლელობის იარაღად ჩაიდო. ამოიღეს პაპიძის წერილიც, რაც დანაშაულებრივი გეგმის ნაწილად შეფასდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა მძინარე ქმარი თავში უროს ჩარტყმით მოკლა, შვილი კი, გაგუდა. შემდეგ ცხედრები დერეფნის გავლით, გარეთ გაიტანა, თუმცა გადამალვა ვეღარ მოახერხა და ღამის საათებში მისი ყვირილის ხმამ მეზობლები გააღვიძა. ქალი შველას ითხოვდა და დანაშაულის ინსცენირებაც ამ დროს მოაწყო.

საქმე, უამრავი მტკიცებულებით, სასამართლომდე მივიდა, თუმცა მაგდა პაპიძემ ბრალი უარყო.

  • ხმაურიანი განხილვების შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა საზარელი დანაშაულისთვის დაკავებული ქალი, ერთხმად, დამნაშავედ ცნეს. მოსამართლემ მაგდა პაპიძე ციხეში უვადოდ გაუშვა.

წყარო

იხილეთ ასევე: