პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - კონგრესის განცხადება რომ ვნახე, გული მომიკვდა
მიხეილ სააკაშვილი - კონგრესის განცხადება რომ ვნახე, გული მომიკვდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამე­რი­კის კონ­გრე­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რის დროს აღ­ნიშ­ნა, პარტნი­ო­რი და მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის რჩე­ვე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რად­გან ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში არა­ერ­თხელ დახ­მა­რე­ბი­ან.

"რომ ვნა­ხე ეს გან­ცხა­დე­ბა გული მო­მიკ­ვდა, იმი­ტომ რომ ამე­რი­კის კონ­გრე­სი წინა წლებ­ში იღებ­და და უნდა მი­ე­ღო გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ია­რა­ღი უნდა მის­ცენ და ქარ­თუ­ლი არ­მია აღ­ჭურ­ვონ, ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცია და­აჩ­ქა­რონ, ამის მა­გივ­რად პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში მი­ი­ღეს გან­ცხა­დე­ბა, მსგა­ვი არას­დროს არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა მი­ახ­ლო­ვე­ბი­თაც კი, ეს არ არის სა­გა­ზე­თო სტა­ტია ან ვი­ღა­ცის გან­ცხა­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, აშშ-ს კონ­გრე­სის კო­მი­ტეტ­მა სხდო­მა­ზე მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის შე­ზღუდ­ვი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უკუს­ვლის შე­სა­ხებ.

"ეს წლე­ბი რა­საც ვა­კე­თებ­დით ყვე­ლა­ფე­რი პრაქ­ტი­კუ­ლად წყალ­ში გვეყ­რე­ბა. 2008 წელს ამე­რი­კამ გა­მო­აგ­ზავ­ნა ფლო­ტი და ამან გა­და­არ­ჩნია სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს ამე­რი­კა რა­ტო­მაა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო დღეს არ­სე­ბობს, იმი­ტომ რომ ამე­რი­კა დაგ­ვიდ­გა გვერ­დზე. თუ ამე­რი­კა აღარ დაგ­ვიდ­გე­ბა გვერ­დზე, პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩვენ ვრჩე­ბით ონი­შენ­კოს პატ­რო­ნი ქვეყ­ნის ამა­რად. აშშ-ს ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცი­აა - და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ონი­შენ­კოს ფუნ­ქცი­აა და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ერი, ამი­ტომ არ­ჩე­ვა­ნიც არ არის აქ. თუ იმა­ზე უარს ამ­ბობ, მა­შინ მე­ო­რის ხელ­ში ჩა­ვარ­დე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბით, ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის მოს­ყიდ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან მათ მკაც­რი წე­სე­ბი აქვთ.

"იმათ სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მინ­და ვთქვა, ვი­საც ჰგო­ნია, რომ კონ­გრეს­მე­ნე­ბი და­ა­ლო­ბი­რეს და მო­ის­ყი­დეს. დე­ლე­გა­ცია რომ იყო აქ ჩა­მო­სუ­ლი, ჩვე­ნი ვე­ნა­ხის ღვი­ნოს შე­თა­ვა­ზე­ბა გვინ­დო­და თითო ბოთ­ლის, თუმ­ცა ამე­რი­კის კონ­გრეს­მე­ნებ­მა ამა­ზეც უარი თქვეს. იქ ისე­თი მკაც­რი წე­სე­ბი აქვთ ლო­ბი­რე­ბის, კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის, მა­გა­თი ყიდ­ვა რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს მსოფ­ლი­ოს მი­ლი­არ­დე­ლე­ბი და მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბი დიდი ხნის წინ იყიდ­ნენ ყვე­ლას. ეს არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის მოს­ყიდ­ვა, და­ში­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს არის ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს მთა­ვა­რი ორ­გა­ნო, ის მარ­თავს ამე­რი­კას, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ უყუ­რებს იმას რაც ხდე­ბა და დას­კვნე­ბი ამ შემ­თხვე­ვა­ში არის ძა­ლი­ან მძი­მე", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მიხეილ სააკაშვილი - კონგრესის განცხადება რომ ვნახე, გული მომიკვდა

მიხეილ სააკაშვილი - კონგრესის განცხადება რომ ვნახე, გული მომიკვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის კონგრესის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ისინი საქართველოს მძიმე ვითარებაში არაერთხელ დახმარებიან.

"რომ ვნახე ეს განცხადება გული მომიკვდა, იმიტომ რომ ამერიკის კონგრესი წინა წლებში იღებდა და უნდა მიეღო განცხადება, სადაც საუბარი იქნებოდა, რომ საქართველოს იარაღი უნდა მისცენ და ქართული არმია აღჭურვონ, ნატოში ინტეგრაცია დააჩქარონ, ამის მაგივრად პირველად ისტორიაში მიიღეს განცხადება, მსგავი არასდროს არაფერი არ მომხდარა მიახლოვებითაც კი, ეს არ არის საგაზეთო სტატია ან ვიღაცის განცხადება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აშშ-ს კონგრესის კომიტეტმა სხდომაზე მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვისა და საქართველოს უკუსვლის შესახებ.

"ეს წლები რასაც ვაკეთებდით ყველაფერი პრაქტიკულად წყალში გვეყრება. 2008 წელს ამერიკამ გამოაგზავნა ფლოტი და ამან გადაარჩნია საქართველოს დამოუკიდებლობა, ვისაც აინტერესებს ამერიკა რატომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, საქართველო დღეს არსებობს, იმიტომ რომ ამერიკა დაგვიდგა გვერდზე. თუ ამერიკა აღარ დაგვიდგება გვერდზე, პრაქტიკულად, ჩვენ ვრჩებით ონიშენკოს პატრონი ქვეყნის ამარად. აშშ-ს ერთადერთი ფუნქციაა - დამოუკიდებელი საქართველო და ონიშენკოს ფუნქციაა დაქუცმაცებული და განადგურებული ქართველი ერი, ამიტომ არჩევანიც არ არის აქ. თუ იმაზე უარს ამბობ, მაშინ მეორის ხელში ჩავარდები ავტომატურად", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენების მოსყიდვა შეუძლებელია, რადგან მათ მკაცრი წესები აქვთ.

"იმათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ვისაც ჰგონია, რომ კონგრესმენები დაალობირეს და მოისყიდეს. დელეგაცია რომ იყო აქ ჩამოსული, ჩვენი ვენახის ღვინოს შეთავაზება გვინდოდა თითო ბოთლის, თუმცა ამერიკის კონგრესმენებმა ამაზეც უარი თქვეს. იქ ისეთი მკაცრი წესები აქვთ ლობირების, კორუფციასთან ბრძოლის, მაგათი ყიდვა რომ შეიძლებოდეს მსოფლიოს მილიარდელები და მდიდარი ქვეყნები დიდი ხნის წინ იყიდნენ ყველას. ეს არის ორგანიზაცია, რომლის მოსყიდვა, დაშინება შეუძლებელია. ეს არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მთავარი ორგანო, ის მართავს ამერიკას, რომელიც უბრალოდ უყურებს იმას რაც ხდება და დასკვნები ამ შემთხვევაში არის ძალიან მძიმე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა