მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელებმა სტელს-მოტოციკლი შექმნეს
ამერიკელებმა სტელს-მოტოციკლი შექმნეს

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამე­რი­კის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში ახა­ლი ტი­პის მო­ტო­ციკ­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა. ღა­მის ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გან­კუთ­ვნი­ლი მო­ტო­ციკ­ლი ელექტროძ­რავ­ზე მუ­შა­ობს და, გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად უხ­მა­უ­როდ გა­და­ად­გილ­დე­ბა.

მო­ტო­ციკ­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია Zero Motorcycles-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ელექტროძ­რა­ვის წყა­ლო­ბით, შექ­მნი­ლი მო­დე­ლი Zero MX გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ნაკ­ლებ სიმ­ხურ­ვა­ლეს და სით­ბოს გა­მო­ყოფს. შე­სა­ბა­მი­სად, თბო­ვი­ზო­რე­ბი­თა და ინფრა­წი­თე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მისი აღ­მო­ჩე­ნა გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, უნი­კა­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თვლე­ბის ბრუნ­ვი­სას წარ­მოქ­მნი­ლი ენერ­გი­ის ნა­წი­ლი კვლავ ელექტრო­ე­ნერ­გი­ად გარ­და­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვად მო­ტო­ციკ­ლის ელექტროძ­რა­ვას ხმარ­დე­ბა.

ღა­მით მოძ­რა­ო­ბის­თვის მო­ტო­ციკლს სპე­ცი­ა­ლუ­რი ინფრა­წი­თე­ლი მა­შუ­ქი აქვს, რომ­ლის სხი­ვე­ბის და­ნახ­ვაც მხო­ლოდ ღა­მის ხედ­ვის სათ­ვა­ლე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა. Zero MX ცუდ გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი. მისი ელექტრო­კომ­პო­ნენ­ტე­ბი სრუ­ლად იზო­ლი­რე­ბუ­ლია და 1 მეტ­რის სიღ­რმის წყალ­შიც შე­უძ­ლი­ათ გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა.

Zero MX მო­დი­ფი­კა­ცი­ა­ში მო­ტო­ციკ­ლის მი­წო­დე­ბა მხო­ლოდ ამე­რი­კის თავ­დაც­ვის უწყე­ბის­თვის მოხ­დე­ბა. სა­ი­დუმ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­სა­ცა­ვად კი, სა­მო­ქა­ლა­ქო ვერ­სი­ე­ბი­დან მოძ­რა­ო­ბის უხ­მა­უ­რო და ნაკ­ლე­ბად შე­სამ­ჩნევ სა­შუ­ა­ლე­ბებს ამო­ი­ღე­ბენ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ამერიკელებმა სტელს-მოტოციკლი შექმნეს

ამერიკელებმა სტელს-მოტოციკლი შექმნეს

უახლოეს მომავალში ამერიკის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების შეიარაღებაში ახალი ტიპის მოტოციკლი გამოჩნდება. ღამის ოპერაციების ჩასატარებლად განკუთვნილი მოტოციკლი ელექტროძრავზე მუშაობს და, გასაიდუმლოებული ტექნოლოგიების გამოყენებით, პრაქტიკულად უხმაუროდ გადაადგილდება.

მოტოციკლების მწარმოებელი კომპანია Zero Motorcycles-ის წარმომადგენლების თქმით, ელექტროძრავის წყალობით, შექმნილი მოდელი Zero MX გადაადგილებისას ნაკლებ სიმხურვალეს და სითბოს გამოყოფს. შესაბამისად, თბოვიზორებითა და ინფრაწითელი საშუალებებით მისი აღმოჩენა გაძნელებული იქნება. გარდა ამისა, უნიკალური ტექნოლოგიების გამოყენებით, თვლების ბრუნვისას წარმოქმნილი ენერგიის ნაწილი კვლავ ელექტროენერგიად გარდაიქმნება, რომელიც თავად მოტოციკლის ელექტროძრავას ხმარდება.

ღამით მოძრაობისთვის მოტოციკლს სპეციალური ინფრაწითელი მაშუქი აქვს, რომლის სხივების დანახვაც მხოლოდ ღამის ხედვის სათვალეების გამოყენებით შეიძლება. Zero MX ცუდ გზებზე გადაადგილებისთვის არის განკუთვნილი. მისი ელექტროკომპონენტები სრულად იზოლირებულია და 1 მეტრის სიღრმის წყალშიც შეუძლიათ გამართული მუშაობა.

Zero MX მოდიფიკაციაში მოტოციკლის მიწოდება მხოლოდ ამერიკის თავდაცვის უწყებისთვის მოხდება. საიდუმლო ტექნოლოგიების დასაცავად კი, სამოქალაქო ვერსიებიდან მოძრაობის უხმაურო და ნაკლებად შესამჩნევ  საშუალებებს ამოიღებენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე