Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ ოთარი წავიდა, შემდეგ გიგა... თაობა მიდის"
"ჯერ ოთარი წავიდა, შემდეგ გიგა... თაობა მიდის"

86 წლის ასაკ­ში რე­ჟი­სო­რი, შოთა რუს­თა­ვე­ლი­სა და კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის პრე­მი­ე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი, თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე, სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რის მოღ­ვა­წე­თა კავ­ში­რის თავ­ჯდო­მა­რე - გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა... გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ყვე­ლა­ზე ახლო მე­გობ­რებ­მა გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ზე სამ­წუ­ხა­როდ უკვე წარ­სულ­ში ისა­უბ­რეს...

თენ­გიზ არჩვა­ძე:

- პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან, პირ­ვე­ლი­ვე ნა­ბი­ჯი­დან ინ­სტი­ტუ­ტი­დან ნაც­ნო­ბო­ბა შედ­გა ჩვე­ნი და მერე მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე რაც ფილ­მე­ბი გა­და­უ­ღია გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, ყველ­გან მე მი­მიწ­ვია და მეც სი­ხა­რუ­ლი­თა და სი­ა­მა­ყით ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი მის ფილ­მებ­ში... რაც შე­ე­ხე­ბა "დათა თუ­თაშ­ხი­ას", არის თუ არა შე­დევ­რი, ეს მა­ყუ­რე­ბელ­მა უკვე გა­და­წყვი­ტა. მე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, რად­გან თა­ვად გახ­ლა­ვართ მო­ნა­წი­ლე ამ ყვე­ლაფ­რი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის ქე­ბას ხომ არ და­ვი­წყებ?!.. დიდი ტკი­ვი­ლია, ბა­ტო­ნო... მე სი­ტყვა­ძუნ­წი კაცი გახ­ლა­ვართ... იმი­ტომ კი არა რომ ლა­პა­რა­კი არ ვიცი, უბ­რა­ლოდ მარ­თლა ძა­ლი­ან მტკი­ვა... ვი­ცო­დი რომ ცუ­დად იყო და სამ­წუ­ხა­როდ ვერ მო­ვი­ნა­ხუ­ლე ავად­მყო­ფო­ბის დროს, რად­გან მეც ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი. ახლა კი გული მე­თა­ნაღ­რე­ბა... მეც ასა­კო­ვა­ნი კაცი ვარ და ძა­ლი­ან მიმ­ძიმს იმის ყუ­რე­ბა, რო­გორ მი­დი­ან ჩვე­ნი თა­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ ქვეყ­ნად...

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი:

- გიგა ვაჟ­კა­ცი ადა­მი­ა­ნი იყო, მებ­რძო­ლი, უკან და­ხე­ვა არ სჩ­ვე­ო­და, წინ მი­დი­ო­და ყო­ველ­თვის რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, ისე ცხოვ­რე­ბა­ში... იგი იყო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი დამ­ნა­ხა­ვი სი­სუს­ტის და კარ­გის მთქმე­ლი წარ­მა­ტე­ბის დროს... არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა, რამ­დე­ნი მკოც­ნა "დიდი მწვა­ნე ველი" რომ ნახა... თა­ვად იყო ძა­ლი­ან არ­ტის­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რო­და, უკ­რავ­და... "დათა თუ­თაშ­ხია" ხომ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლია ფილ­მია ქარ­თულ კი­ნო­ში. არ შე­მიძ­ლია ვახ­სე­ნო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბი - ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი... ჯერ ოთა­რი წა­ვი­და, შემ­დეგ გიგა... ისი­ნი თა­ვი­ან­თი თა­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გახ­ლდნენ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"ჯერ ოთარი წავიდა, შემდეგ გიგა... თაობა მიდის"

"ჯერ ოთარი წავიდა, შემდეგ გიგა... თაობა მიდის"

86 წლის ასაკში რეჟისორი, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავჯდომარე - გიგა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა... გიგა ლორთქიფანიძის ყველაზე ახლო მეგობრებმა გიგა ლორთქიფანიძეზე სამწუხაროდ უკვე წარსულში ისაუბრეს...

თენგიზ არჩვაძე:

- პირველივე კურსიდან, პირველივე ნაბიჯიდან ინსტიტუტიდან ნაცნობობა შედგა ჩვენი და მერე მთელი ამ ხნის მანძილზე რაც ფილმები გადაუღია გიგა ლორთქიფანიძეს, ყველგან მე მიმიწვია და მეც სიხარულითა და სიამაყით ვმონაწილეობდი მის ფილმებში... რაც შეეხება "დათა თუთაშხიას", არის თუ არა შედევრი, ეს მაყურებელმა უკვე გადაწყვიტა. მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან თავად გახლავართ მონაწილე ამ ყველაფრისა და საკუთარი თავის ქებას ხომ არ დავიწყებ?!.. დიდი ტკივილია, ბატონო... მე სიტყვაძუნწი კაცი გახლავართ... იმიტომ კი არა რომ ლაპარაკი არ ვიცი, უბრალოდ მართლა ძალიან მტკივა... ვიცოდი რომ ცუდად იყო და სამწუხაროდ ვერ მოვინახულე ავადმყოფობის დროს, რადგან მეც ძალიან ცუდად ვიყავი. ახლა კი გული მეთანაღრება... მეც ასაკოვანი კაცი ვარ და ძალიან მიმძიმს იმის ყურება, როგორ მიდიან ჩვენი თაობის საუკეთესო წარმომადგენლები იმ ქვეყნად...

მერაბ კოკოჩაშვილი:

- გიგა ვაჟკაცი ადამიანი იყო, მებრძოლი, უკან დახევა არ სჩვეოდა, წინ მიდიოდა ყოველთვის როგორც შემოქმედებაში, ისე ცხოვრებაში... იგი იყო ჩვენი პირველი დამნახავი სისუსტის და კარგის მთქმელი წარმატების დროს... არასოდეს დამავიწყდება, რამდენი მკოცნა "დიდი მწვანე ველი" რომ ნახა... თავად იყო ძალიან არტისტული პიროვნება, არაჩვეულებრივად მღეროდა, უკრავდა... "დათა თუთაშხია" ხომ ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულია ფილმია ქართულ კინოში. არ შემიძლია ვახსენო არაჩვეულებრივი მსახიობი - ოთარ მეღვინეთუხუცესი... ჯერ ოთარი წავიდა, შემდეგ გიგა... ისინი თავიანთი თაობის საუკეთესო წარმომადგენლები გახლდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია