მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიტა როხვაძე: "ზურასგან განსხვავებით, საოცრად ეჭვიანი ვარ"
მარიტა როხვაძე: "ზურასგან განსხვავებით, საოცრად ეჭვიანი ვარ"

მა­რი­ტა როხ­ვა­ძე და ზურა ნი­ქა­ბა­ძე სამი წე­ლია, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ზურა ამე­რი­კა­ში, ერთ-ერთ კო­ლე­ჯში სწავ­ლობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნას კი მხო­ლოდ ზამ­თრი­სა და ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე ახერ­ხებს.

ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­რი­ტა შეყ­ვა­რე­ბულს და­შორ­და და რო­მა­ნი ერთ-ერთ მო­დელ­თან გა­ა­ბა. ისიც თქვეს, რომ მომ­ღე­რა­ლი თა­ვის ახალ რჩე­ულ­თან კოც­ნას სა­ხალ­ხო­დაც არ მო­ე­რი­და, მაგ­რამ ჭო­რი­კა­ნებს იმე­დი მინ­და გა­ვუც­რუო, რად­გა­ნაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ წყვი­ლი ისევ ერ­თად შევ­ნიშ­ნეთ და რო­გორც თა­ვად გვი­თხრეს, ერ­თმა­ნე­თი ძვე­ლე­ბუ­რად უყ­ვართ.

ზურა:

- ჩემ­თვის აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა ბევრ უძი­ლო ღა­მე­სა და მას­წავ­ლებ­ლებ­თან წან­წალ­თან ასო­ცირ­დე­ბა, მაგ­რამ ამ პე­რი­ოდ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო რა­ღა­ცაც მოხ­და - მა­რი­ტა გა­ვი­ცა­ნი; ქარ­თულ ენა­ში ერ­თსა და იმა­ვე პე­და­გოგ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დით. გაც­ნო­ბი­დან სულ მალე შე­ვა­ტყვე, რომ მოვ­წონ­დი. ის პე­რი­ო­დი იმ­დე­ნად ტკბი­ლად მა­გონ­დე­ბა, რომ დღემ­დე ზუს­ტად მახ­სოვს, მას პირ­ვე­ლად რო­მელ დღეს, რო­მელ სა­ათ­ზე შევ­ხვდი, რა დროს რა ეცვა და ა.შ.

მა­რი­ტა:

- ერთი და იმა­ვე ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი ვი­ყა­ვით და ვიდ­რე ახ­ლოს გა­ვიც­ნობ­დი, ტა­ძარ­ში მყავ­და შემ­ჩნე­უ­ლი. ის ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო და ცხა­დია, და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­მე­წო­ნა. ერთხელ ჩემ­მა დე­ი­დაშ­ვილ­მა შე­ამ­ჩნია, თვა­ლი ზუ­რას­კენ რომ გა­მირ­ბო­და და მი­თხრა: - ეგ ბიჭი ჩემი მოს­წავ­ლე­აო... არ მიყ­ვარ­და ის დღე­ე­ბი, როცა ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თი­ლი არ გვქონ­და და მას ვერ ვნა­ხუ­ლობ­დი. და­ვი­ნა­ხავ­დი თუ არა, რა­ღაც­ნა­ი­რად ვმშვიდ­დე­ბო­დი.

- პირ­ვე­ლად რო­დის გი­თხრა, - მიყ­ვარ­ხა­რო?

- პირ­ვე­ლად სიყ­ვა­რულ­ში თა­ვად გა­მო­ვუ­ტყდი (იღი­მის).

ზურა:

- როცა გა­და­წყდა, რომ სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გოგ­თან სა­გან­ში მომ­ზა­დე­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელს გა­მო­ვუ­ცხა­დე: - მარ­თა­ლია, არ ვის­წავ­ლი, მაგ­რამ თქვენ­თან მა­ინც ვივ­ლი-მეთ­ქი... რა­ტომ­ღაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფიქ­რო­ბენ, რომ გო­გომ ბიჭს სიყ­ვა­რუ­ლი არ უნდა აუხ­სნას. მე კი მა­რი­ტას "სა­სი­ა­მოვ­ნოდ" ვაწ­ვა­ლებ­დი და მჯე­რო­და, რომ ბო­ლოს სიყ­ვა­რულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­მი­ტყდე­ბო­და. ამას განა იმი­ტომ ვა­კე­თებ­დი, რომ თავს ვი­ფა­სებ­დი, უბ­რა­ლოდ, მიყ­ვარს მისი ემო­ცი­ე­ბი და ამ ყვე­ლაფ­რით ვტკბე­ბო­დი. სულ რა­ღაც 1 კვი­რის შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, როცა ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი.

- ალ­ბათ ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო და­შო­რე­ბა, არა?

- სას­წავ­ლებ­ლად დე­კემ­ბერ­ში გა­ვემ­გზავ­რე და 7 თვე მო­მიხ­და იქ დარ­ჩე­ნა. რთუ­ლია საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან შორს ყოფ­ნა, მაგ­რამ სი­შო­რეს და­დე­ბი­თი რა­ღა­ცაც აქვს. მა­გა­ლი­თად, ცალ-ცალ­კე ყოფ­ნამ ერ­თმა­ნე­თის ნდო­ბა გვას­წავ­ლა, გრძნო­ბა კი უფრო მე­ტად გაღ­რმავ­და.

მა­რი­ტა:

- 7 თვე 7 სა­უ­კუ­ნედ მეჩ­ვე­ნე­ბო­და. 24 სა­ა­თი "სკა­იპ­ში" ვი­ყა­ვით და მას­თან ლა­პა­რა­კის გარ­და, არა­ფე­რი მინ­დო­და. ამ ყვე­ლა­ფერს ცრემ­ლე­ბიც ხში­რად ახ­ლდა.

ზურა:

- ახლა სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა: ჩვენ-ჩვე­ნი საქ­მით ორი­ვე უფრო მე­ტად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ და ამი­ტო­მაც გვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ დრო შე­და­რე­ბით სწრა­ფად გა­დის.

- მა­რი­ტა, ზუ­რას უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა?

- კი, ძა­ლი­ან უყ­ვარს და ეხერ­ხე­ბა კი­დეც. მა­გა­ლი­თად, ამას წი­ნათ, და­ბა­დე­ბის დღე­ზე თბი­ლის­ში, ბი­ძას­თან მო­მიხ­და ყოფ­ნა. ზურა ამე­რი­კა­ში იყო, მაგ­რამ იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხა, რომ სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა: თურ­მე, თა­ი­გუ­ლი შე­უკ­ვე­თა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ღალ­მა კაც­მა შინ მო­ი­ტა­ნა. სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოგ­ცემთ, რო­გორ გა­მა­ხა­რა მის­მა ამ სი­ურპრიზ­მა.

ზურა:

- სი­ურპრი­ზე­ბი არ გა­მომ­დის, რად­გან მა­რი­ტას სურს, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ გა­ი­გოს. ჰოდა, როცა ვცდი­ლობ, რა­ღაც და­ვუ­მა­ლო, იბუ­ტე­ბა ხოლ­მე.

- რამ­დე­ნი წელი აპი­რებ ამე­რი­კა­ში დარ­ჩე­ნას და სა­ერ­თო­დაც, რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახლა კო­ლე­ჯში დავ­დი­ვარ, მო­მა­ვალ­ში კი უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ვა­პი­რებ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას, სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით. ასე რომ, ზუს­ტად არ ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბი. მგო­ნი, ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ვარ, ვინც სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კი­დან ექ­ვსჯერ ჩა­მო­ვი­და.

- მა­რი­ტამ იმი­ჯი შე­იც­ვა­ლა, წო­ნა­შიც და­იკ­ლო. ახლა მას­ზე უფრო მე­ტად ხომ არ ეჭ­ვი­ა­ნობ?

- მა­რი­ტას იმი­ჯი არას­დროს და­მი­წუ­ნე­ბია, მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან მომ­წონს. ერ­თა­დერ­თი, რა­საც მი­მა­ლავ­და, ის გახ­ლდათ, რომ თმა შე­იჭ­რა და შე­ი­ღე­ბა. იცო­და, რომ მისი გრძე­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი თმა ძა­ლი­ან მომ­წონ­და და როცა ვარ­ცხნი­ლო­ბა შე­იც­ვა­ლა, "სკა­იპ­ში" მთე­ლი კვი­რა არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ვეხ­მი­ა­ნე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ბო­ლოს, როცა მისი ჟღა­ლი თმის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცა, მხო­ლოდ ის ვკი­თხე: - "სად წა­ვი­და ძვე­ლი მა­რი­ტა?!" თქვენ არ იცით, რო­გო­რი სი­ხა­რუ­ლით მწერ­და, თუ რო­გორ იკ­ლებ­და კი­ლოგ­რა­მებს...

- მა­რი­ტა, არ შე­მიძ­ლია, არ გკი­თხო შენი და "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" რო­მა­ნის შე­სა­ხებ. ხალ­ხი ამ­ბობ­და, რომ მის გამო ზურა მი­ა­ტო­ვე და ამის დას­ტუ­რად, შენს ახალ რჩე­ულს ტუ­ჩებ­ში სა­ხალ­ხო­დაც აკო­ცე...

- ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­ზეც ახლა კი­თხვა და­მის­ვით, ჩემი მე­გო­ბა­რია. ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მე კი ამ ჩვე­ნე­ბა­ზე ჟი­უ­რის წევ­რი ვი­ყა­ვი. ყვე­ლა­ფე­რი რომ დას­რულ­და და შე­დე­გე­ბი უნდა შეგ­ვე­ჯა­მე­ბი­ნა, ცოტა ხნით სკამ­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი, ჩემ გვერ­დით კი მახო იჯდა. გა­და­ვუ­ჩურ­ჩუ­ლე: - დღე­ვან­დელ სა­ღა­მო­ზე რას ფიქ­რობ-მეთ­ქი?.. ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სტა­ტია, სა­დაც წერ­დნენ: "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნი" და მა­რი­ტა ერ­თმა­ნეთს სა­ხალ­ხოდ კოც­ნიდ­ნე­ნო. იქ უამ­რა­ვი კა­მე­რა იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და თუ მარ­თლა "ასეთ ამ­ბებ­ში" ვი­ყა­ვით, და­ვი­ჯე­რო, კად­რე­ბი ვერ და­ა­ფიქ­სი­რეს?! ჩვენ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ­მა ჭორ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად, გული იმი­ტომ მატ­კი­ნა, რომ ჭო­რი­კა­ნებს ზურა ცუ­დად ჰყავ­დათ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი და წერ­დნენ: "სკა­იპ­მა" ვერ გა­ა­მარ­თლაო... ზუ­რამ ეს სტა­ტია რომ წა­ი­კი­თხა, და­მი­რე­კა და მკი­თხა, - რა ხდე­ბაო? სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას ჩემი სჯე­რა, მე კი ყვე­ლა­ფე­რი ავუხ­სე­ნი.

- ე.ი. ეჭ­ვი­ა­ნი არ არის...

ზურა:

- არის სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც კი­თხვე­ბი მიჩ­ნდე­ბა და ამ კი­თხვებ­ზე შე­სა­ბა­მის პა­სუხს მო­ვი­თხოვ ხოლ­მე, ეს კი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა არ არის. ვფიქ­რობ, მსგავ­სად რომ არ ვიქ­ცე­ო­დე, მა­შინ ადა­მი­ა­ნი არ უნდა მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს.

მა­რი­ტა:

- ზუ­რას­გან გან­სხვა­ვე­ბით, მე სა­ოც­რად ეჭ­ვი­ა­ნი ვარ. ჰოდა, ახლა მის ჯგუ­ფე­ლებს "და­ვე­რიე". არ მომ­წონს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თბილ სი­ტყვებს რომ სწე­რენ.

- და­ო­ჯა­ხე­ბას არ აპი­რებთ?

ზურა:

- ჯერ­ჯე­რო­ბით, ამა­ზე არ ვფიქ­რობთ. არ მაქვს ისე­თი სა­მუ­შაო, რომ­ლის წყა­ლო­ბი­თაც ოჯა­ხის რჩე­ნა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მა­რი­ტა:

- როცა გაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ის­წავ­ლო, იშ­რო­მო და უკე­თე­სი მო­მა­ვა­ლი შე­იქ­მნა - ეს დრო აუ­ცი­ლებ­ლად, მხო­ლოდ ამის­თვის უნდა გა­მო­ი­ყე­ნო. არ მეს­მის იმ წყვი­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ: - ოღონდ ოჯა­ხი შევ­ქმნათ და არ ვდარ­დობთ, თუნ­დაც "თო­ხის ტარ­ზე" ვი­ცხოვ­რო­თო. ზუ­რას აქვს შან­სი, ბევ­რს მი­აღ­წი­ოს და არც მე გავ­რბი­ვარ მის­გან...

- ამე­რი­კა­ში წას­ვლა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- კი, ეს მეც ძა­ლი­ან მინ­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ამას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ, რად­გან ალ­ბო­მი უნდა ჩავ­წე­რო და კლი­პი გა­და­ვი­ღო. იქ რომ წა­ვი­დე, თა­ვის და­სამ­კვიდ­რებ­ლად, ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან მექ­ნე­ბა და­სა­წყე­ბი, ამის­თვის კი მზად არ ვარ...

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვს?

- სწავ­ლას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვაგ­რძე­ლებ და ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­შიც ვმუ­შა­ობ. ვმო­ნა­წი­ლე­ობ კორ­პო­რა­ცი­ულ სა­ღა­მო­ებ­ში, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად შე­მო­სავ­ლი­ა­ნია. რა­ტომ­ღაც, ჩემი ალ­ბო­მის ჩა­წე­რა გა­ი­წე­ლა და ახლა უნდა გა­ვარ­კვიო, რა ხდე­ბა?!.

- "ჯე­ოს­ტარ­ში" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, სა­ჩუქ­რად, მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში ბი­ნაც გად­მო­გე­ცა. მშე­ნებ­ლო­ბა უკვე დას­რულ­და?

- კონ­ტრაქ­ტში წე­რია, რომ ბინა მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გად­მო­მე­ცე­მა. არც ის ვიცი, რო­მე­ლი სარ­თუ­ლია და არც ის - რამ­დე­ნი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი. მოკ­ლედ, ისევ ბი­ნის მო­ლო­დინ­ში ვარ, უფრო სწო­რად, უკვე და­მა­ვი­წყდა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბი რომ უნდა მქონ­დეს.

- შეყ­ვა­რე­ბულ წყვი­ლებს რას ურ­ჩევ­დით?

- რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად იეჭ­ვი­ა­ნონ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე - ეს გრძნო­ბა სიყ­ვა­რულს ანად­გუ­რებს. ვიცი, ზოგ­ჯერ ზედ­მე­ტი მეც მომ­დის და მინ­და, სა­ხალ­ხოდ ვთქვა: - "ზურა, მა­პა­ტიე!"

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მარიტა როხვაძე: "ზურასგან განსხვავებით, საოცრად ეჭვიანი ვარ"

მარიტა როხვაძე: "ზურასგან განსხვავებით, საოცრად ეჭვიანი ვარ"

მარიტა როხვაძე და ზურა ნიქაბაძე სამი წელია, შეყვარებულები არიან. ზურა ამერიკაში, ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობს, საქართველოში ყოფნას კი მხოლოდ ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებზე ახერხებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიტა შეყვარებულს დაშორდა და რომანი ერთ-ერთ მოდელთან გააბა. ისიც თქვეს, რომ მომღერალი თავის ახალ რჩეულთან კოცნას სახალხოდაც არ მოერიდა, მაგრამ ჭორიკანებს იმედი მინდა გავუცრუო, რადგანაც რამდენიმე დღის წინ წყვილი ისევ ერთად შევნიშნეთ და როგორც თავად გვითხრეს, ერთმანეთი ძველებურად უყვართ.

ზურა:

- ჩემთვის აბიტურიენტობა ბევრ უძილო ღამესა და მასწავლებლებთან წანწალთან ასოცირდება, მაგრამ ამ პერიოდში სასიამოვნო რაღაცაც მოხდა - მარიტა გავიცანი; ქართულ ენაში ერთსა და იმავე პედაგოგთან ვემზადებოდით. გაცნობიდან სულ მალე შევატყვე, რომ მოვწონდი. ის პერიოდი იმდენად ტკბილად მაგონდება, რომ დღემდე ზუსტად მახსოვს, მას პირველად რომელ დღეს, რომელ საათზე შევხვდი, რა დროს რა ეცვა და ა.შ.

მარიტა:

- ერთი და იმავე ეკლესიის მრევლი ვიყავით და ვიდრე ახლოს გავიცნობდი, ტაძარში მყავდა შემჩნეული. ის ყველასგან გამორჩეული იყო და ცხადია, დანახვისთანავე მომეწონა. ერთხელ ჩემმა დეიდაშვილმა შეამჩნია, თვალი ზურასკენ რომ გამირბოდა და მითხრა: - ეგ ბიჭი ჩემი მოსწავლეაო... არ მიყვარდა ის დღეები, როცა ქართული ენის გაკვეთილი არ გვქონდა და მას ვერ ვნახულობდი. დავინახავდი თუ არა, რაღაცნაირად ვმშვიდდებოდი.

- პირველად როდის გითხრა, - მიყვარხარო?

- პირველად სიყვარულში თავად გამოვუტყდი (იღიმის).

ზურა:

- როცა გადაწყდა, რომ სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში უნდა წავსულიყავი, ქართული ენის პედაგოგთან საგანში მომზადებაზე უარი ვთქვი, მაგრამ მასწავლებელს გამოვუცხადე: - მართალია, არ ვისწავლი, მაგრამ თქვენთან მაინც ვივლი-მეთქი... რატომღაც, საქართველოში ფიქრობენ, რომ გოგომ ბიჭს სიყვარული არ უნდა აუხსნას. მე კი მარიტას "სასიამოვნოდ" ვაწვალებდი და მჯეროდა, რომ ბოლოს სიყვარულში აუცილებლად გამომიტყდებოდა. ამას განა იმიტომ ვაკეთებდი, რომ თავს ვიფასებდი, უბრალოდ, მიყვარს მისი ემოციები და ამ ყველაფრით ვტკბებოდი. სულ რაღაც 1 კვირის შეყვარებულები ვიყავით, როცა ამერიკაში წავედი.

- ალბათ ძალიან რთული იყო დაშორება, არა?

- სასწავლებლად დეკემბერში გავემგზავრე და 7 თვე მომიხდა იქ დარჩენა. რთულია საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა, მაგრამ სიშორეს დადებითი რაღაცაც აქვს. მაგალითად, ცალ-ცალკე ყოფნამ ერთმანეთის ნდობა გვასწავლა, გრძნობა კი უფრო მეტად გაღრმავდა.

მარიტა:

- 7 თვე 7 საუკუნედ მეჩვენებოდა. 24 საათი "სკაიპში" ვიყავით და მასთან ლაპარაკის გარდა, არაფერი მინდოდა. ამ ყველაფერს ცრემლებიც ხშირად ახლდა.

ზურა:

- ახლა სიტუაცია შეიცვალა: ჩვენ-ჩვენი საქმით ორივე უფრო მეტად დაკავებულები ვართ და ამიტომაც გვეჩვენება, რომ დრო შედარებით სწრაფად გადის.

- მარიტა, ზურას უყვარს სიურპრიზების მოწყობა?

- კი, ძალიან უყვარს და ეხერხება კიდეც. მაგალითად, ამას წინათ, დაბადების დღეზე თბილისში, ბიძასთან მომიხდა ყოფნა. ზურა ამერიკაში იყო, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ საჩუქარი გამიკეთა: თურმე, თაიგული შეუკვეთა, რომელიც ძალიან მაღალმა კაცმა შინ მოიტანა. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორ გამახარა მისმა ამ სიურპრიზმა.

ზურა:

- სიურპრიზები არ გამომდის, რადგან მარიტას სურს, ყველაფერი წინასწარ გაიგოს. ჰოდა, როცა ვცდილობ, რაღაც დავუმალო, იბუტება ხოლმე.

- რამდენი წელი აპირებ ამერიკაში დარჩენას და საერთოდაც, რა პროფესიას ეუფლები?

- მოგეხსენებათ, ახლა კოლეჯში დავდივარ, მომავალში კი უნივერსიტეტშიც ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, სამედიცინო კუთხით. ასე რომ, ზუსტად არ ვიცი, საქართველოში როდის დავბრუნდები. მგონი, ერთადერთი ქართველი ვარ, ვინც სამი წლის განმავლობაში ამერიკიდან ექვსჯერ ჩამოვიდა.

- მარიტამ იმიჯი შეიცვალა, წონაშიც დაიკლო. ახლა მასზე უფრო მეტად ხომ არ ეჭვიანობ?

- მარიტას იმიჯი არასდროს დამიწუნებია, მაგრამ ახლა ძალიან მომწონს. ერთადერთი, რასაც მიმალავდა, ის გახლდათ, რომ თმა შეიჭრა და შეიღება. იცოდა, რომ მისი გრძელი და ბუნებრივი თმა ძალიან მომწონდა და როცა ვარცხნილობა შეიცვალა, "სკაიპში" მთელი კვირა არ გამოჩენილა, მხოლოდ ტელეფონით ვეხმიანებოდით ერთმანეთს. ბოლოს, როცა მისი ჟღალი თმის ნახვის შესაძლებლობა მომეცა, მხოლოდ ის ვკითხე: - "სად წავიდა ძველი მარიტა?!" თქვენ არ იცით, როგორი სიხარულით მწერდა, თუ როგორ იკლებდა კილოგრამებს...

- მარიტა, არ შემიძლია, არ გკითხო შენი და "მისტერ ვალენტინის" რომანის შესახებ. ხალხი ამბობდა, რომ მის გამო ზურა მიატოვე და ამის დასტურად, შენს ახალ რჩეულს ტუჩებში სახალხოდაც აკოცე...

- ადამიანი, რომელზეც ახლა კითხვა დამისვით, ჩემი მეგობარია. ერთ-ერთ სასტუმროში ჩვენება გაიმართა, რომელშიც ის მონაწილეობდა, მე კი ამ ჩვენებაზე ჟიურის წევრი ვიყავი. ყველაფერი რომ დასრულდა და შედეგები უნდა შეგვეჯამებინა, ცოტა ხნით სკამზე ჩამოვჯექი, ჩემ გვერდით კი მახო იჯდა. გადავუჩურჩულე: - დღევანდელ საღამოზე რას ფიქრობ-მეთქი?.. ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნეს სტატია, სადაც წერდნენ: "მისტერ ვალენტინი" და მარიტა ერთმანეთს სახალხოდ კოცნიდნენო. იქ უამრავი კამერა იყო დამონტაჟებული და თუ მართლა "ასეთ ამბებში" ვიყავით, დავიჯერო, კადრები ვერ დააფიქსირეს?! ჩვენზე გავრცელებულმა ჭორმა ყველაზე მეტად, გული იმიტომ მატკინა, რომ ჭორიკანებს ზურა ცუდად ჰყავდათ მოხსენიებული და წერდნენ: "სკაიპმა" ვერ გაამართლაო... ზურამ ეს სტატია რომ წაიკითხა, დამირეკა და მკითხა, - რა ხდებაო? საბედნიეროდ, მას ჩემი სჯერა, მე კი ყველაფერი ავუხსენი.

- ე.ი. ეჭვიანი არ არის...

ზურა:

- არის საკითხები, რაზეც კითხვები მიჩნდება და ამ კითხვებზე შესაბამის პასუხს მოვითხოვ ხოლმე, ეს კი ეჭვიანობა არ არის. ვფიქრობ, მსგავსად რომ არ ვიქცეოდე, მაშინ ადამიანი არ უნდა მაინტერესებდეს.

მარიტა:

- ზურასგან განსხვავებით, მე საოცრად ეჭვიანი ვარ. ჰოდა, ახლა მის ჯგუფელებს "დავერიე". არ მომწონს, სოციალურ ქსელში თბილ სიტყვებს რომ სწერენ.

- დაოჯახებას არ აპირებთ?

ზურა:

- ჯერჯერობით, ამაზე არ ვფიქრობთ. არ მაქვს ისეთი სამუშაო, რომლის წყალობითაც ოჯახის რჩენა იქნება შესაძლებელი.

მარიტა:

- როცა გაქვს საშუალება, ისწავლო, იშრომო და უკეთესი მომავალი შეიქმნა - ეს დრო აუცილებლად, მხოლოდ ამისთვის უნდა გამოიყენო. არ მესმის იმ წყვილების, რომლებიც ამბობენ: - ოღონდ ოჯახი შევქმნათ და არ ვდარდობთ, თუნდაც "თოხის ტარზე" ვიცხოვროთო. ზურას აქვს შანსი, ბევრს მიაღწიოს და არც მე გავრბივარ მისგან...

- ამერიკაში წასვლაზე არ გიფიქრია?

- კი, ეს მეც ძალიან მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ მოვახერხებ, რადგან ალბომი უნდა ჩავწერო და კლიპი გადავიღო. იქ რომ წავიდე, თავის დასამკვიდრებლად, ყველაფერი ნულიდან მექნება დასაწყები, ამისთვის კი მზად არ ვარ...

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- სწავლას უნივერსიტეტში ვაგრძელებ და ქუთაისის მერიაშიც ვმუშაობ. ვმონაწილეობ კორპორაციულ საღამოებში, რომელიც მეტ-ნაკლებად შემოსავლიანია. რატომღაც, ჩემი ალბომის ჩაწერა გაიწელა და ახლა უნდა გავარკვიო, რა ხდება?!.

- "ჯეოსტარში" გამარჯვების შემდეგ, საჩუქრად, მშენებარე კორპუსში ბინაც გადმოგეცა. მშენებლობა უკვე დასრულდა?

- კონტრაქტში წერია, რომ ბინა მშენებლობის დასრულებისთანავე გადმომეცემა. არც ის ვიცი, რომელი სართულია და არც ის - რამდენი კვადრატული მეტრი. მოკლედ, ისევ ბინის მოლოდინში ვარ, უფრო სწორად, უკვე დამავიწყდა, საცხოვრებელი ფართობი რომ უნდა მქონდეს.

- შეყვარებულ წყვილებს რას ურჩევდით?

- რაც შეიძლება ნაკლებად იეჭვიანონ საყვარელ ადამიანზე - ეს გრძნობა სიყვარულს ანადგურებს. ვიცი, ზოგჯერ ზედმეტი მეც მომდის და მინდა, სახალხოდ ვთქვა: - "ზურა, მაპატიე!"

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება