Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ჭკვიანი და ცნობილი ქერა ქალბატონები
ყველაზე ჭკვიანი და ცნობილი ქერა ქალბატონები

31 მა­ისს მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ნიშ­ნა ქერა ქალ­ბა­ტო­ნე­ბის დღე. სწო­რედ ამ დღეს გა­იხ­სე­ნეს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ქერა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი. დიახ, ჭკვი­ა­ნე­ბი, რად­გან ქერა ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ჭკუა ხში­რად დგე­ბო­და ეჭვქვეშ და ქერა თმა სი­სუ­ლე­ლეს­თან ასო­ცირ­დე­ბო­და.

მსოფ­ლი­ოს კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი, ლე­გენ­და­რუ­ლი და აღი­ა­რე­ბუ­ლი ქერა ლა­მაზ­მა­ნი მე­რი­ლინ მონ­რო იყო. ის ეკ­რა­ნის მთა­ვა­რი ქერა მზე­თუ­ნა­ხა­ვია, რო­მე­ლიც მთე­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და იმის დამ­ტკი­ცე­ბას, რომ არ იყო სუ­ლე­ლი და უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო კი­ნო­ში. თუმ­ცა ამის დამ­ტკი­ცე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა­ვინ მის­ცა. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კი ის არის, რომ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქერა ქალ­ბა­ტო­ნი სი­ნამ­დვი­ლე­ში ბუ­ნებ­რი­ვად მუქთ­მი­ა­ნი ნორ­მა ჯინ ბე­ი­კე­რი იყო, რო­მელ­მაც კი­ნო­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად შე­ი­ღე­ბა თმა ქე­რად და მე­რი­ლინ მონ­რო და­ირ­ქვა. მე­რი­ლი­ნის მერე კი­ნო­ში მრავ­ლად ყო­ფი­ლა ქერა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი - ბუ­ნებ­რი­ვად ქე­რე­ბიც და შე­ღე­ბი­ლე­ბიც. მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია თუნ­დაც შე­რონ სტო­უ­ნი, მი­შელ პფა­ი­ფე­რი, სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი და სხვე­ბი.

ჭკვი­ან ქერა ქალ­ბა­ტო­ნებს შო­რი­საა ნი­კოლ-რეინ ლე­პო­ტი, ფრან­გი მა­თე­მა­ტი­კო­სი და ას­ტრო­ნო­მი, რო­მე­ლიც XVI სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე­ობ­და და მის სა­ხელს ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნა თუ გა­მოთ­ვლა უკავ­შირ­დე­ბა. მა­დამ ლე­პო­ტი ისე­თი ჭკვი­ა­ნი და მშვე­ნი­ე­რი იყო, რომ მისი სა­ხე­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით არა­ერთ მშვე­ნი­ერ ყვა­ვილს და­არ­ქვეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ყველაზე ჭკვიანი და ცნობილი ქერა ქალბატონები

ყველაზე ჭკვიანი და ცნობილი ქერა ქალბატონები

31 მაისს მთელ მსოფლიოში აღინიშნა ქერა ქალბატონების დღე. სწორედ ამ დღეს გაიხსენეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი და ყველაზე ჭკვიანი ქერა ქალბატონები. დიახ, ჭკვიანები, რადგან ქერა ქალბატონების ჭკუა ხშირად დგებოდა ეჭვქვეშ და ქერა თმა სისულელესთან ასოცირდებოდა.

მსოფლიოს კინოეკრანებზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ლეგენდარული და აღიარებული ქერა ლამაზმანი მერილინ მონრო იყო. ის ეკრანის მთავარი ქერა მზეთუნახავია, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ არ იყო სულელი და უფრო მეტის გაკეთება შეეძლო კინოში. თუმცა ამის დამტკიცების საშუალება არავინ მისცა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ყველაზე ცნობილი ქერა ქალბატონი სინამდვილეში ბუნებრივად მუქთმიანი ნორმა ჯინ ბეიკერი იყო, რომელმაც კინოში წარმატების მისაღწევად შეიღება თმა ქერად და მერილინ მონრო დაირქვა. მერილინის მერე კინოში მრავლად ყოფილა ქერა ქალბატონები - ბუნებრივად ქერებიც და შეღებილებიც. მათ შორის აღსანიშნავია თუნდაც შერონ სტოუნი, მიშელ პფაიფერი, სკარლეტ იოჰანსონი და სხვები.

ჭკვიან ქერა ქალბატონებს შორისაა ნიკოლ-რეინ ლეპოტი, ფრანგი მათემატიკოსი და ასტრონომი, რომელიც XVI საუკუნეში მოღვაწეობდა და მის სახელს ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა თუ გამოთვლა უკავშირდება. მადამ ლეპოტი ისეთი ჭკვიანი და მშვენიერი იყო, რომ მისი სახელი მოგვიანებით არაერთ მშვენიერ ყვავილს დაარქვეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს