მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინს აგინებს ყველა... ყველა დასაჭერია?!"
"პუტინს აგინებს ყველა... ყველა დასაჭერია?!"

"უსინ­დი­სო­ბაა, რო­დე­საც უნ­დათ, ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის და­ღუპ­ვა სხვას გა­და­აბ­რა­ლონ. ნა­მუს­გა­რე­ცხი­ლე­ბი არი­ან ისი­ნი, ვინც ამ ფაქტს პრე­ზი­დენ­ტის ნათ­ქვამ­თან აკავ­ში­რე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა კობა ხა­ბაზ­მა:

- ბა­ტო­ნო კობა, ით­ქვა, რომ ქარ­თვე­ლი მე­ომ­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტის შე­კი­თხვებ­მა (ვის რამ­დე­ნი ტე­რო­რის­ტი ჰყავ­და მოკ­ლუ­ლი) აქ­ცია თა­ლი­ბე­ბის სა­მიზ­ნედ.

- ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში გმი­რულ მი­სი­ას ას­რუ­ლე­ბენ. ეს არა ავ­ღა­ნე­ლებ­თან, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის მი­სი­აა. სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტი ჯა­რის­კა­ცებს ამ კი­თხვას და­უს­ვამ­და, ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი მა­ნამ­დეც და­ი­ღუპ­ნენ ავ­ღა­ნეთ­ში. სა­ა­ხალ­წლოდ ვი­ყა­ვი ავ­ღა­ნეთ­ში, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი გად­მო­ას­ვე­ნეს. ზნე­ობ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სის­ხლით არ სპე­კუ­ლი­რე­ბენ.

- ქარ­თულ ბა­ზა­ში ტე­რო­რის­ტულ აქტს და­ემ­თხვა Youtube-ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ფი­რი, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბად თა­ლი­ბე­ბი და­სა­ხელ­დნენ. ვი­დე­ო­ფირ­ში ნათ­ქვა­მია, რომ შუ­რის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც და­ი­წყე­ბა. რამ­დე­ნად იძ­ლე­ვა შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ველს ეს მუ­ქა­რა?

- უპირ­ვე­ლე­სად მინ­და 7 ქარ­თვე­ლი მე­ომ­რის ოჯახს მი­ვუ­სამ­ძიმ­რო. Youtube-ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თა­ლი­ბე­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი არ არის. მისი ხა­რის­ხი და ში­ნა­არ­სი მე­ტყვე­ლებს, რომ ის რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მო­ამ­ზა­დეს.

- რა მიზ­ნით?

- რომ სა­ქარ­თვე­ლომ უარი თქვას ISAF-ის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, ნა­ტო­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის­კენ სწრაფ­ვა­ზე. როცა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარს ამ­ბობ, რუ­სე­თის­თვის ად­ვი­ლად ჩა­საყ­ლა­პი ლუკ­მა ხდე­ბი.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამი­ტომ ხომ არ გი­ხი­ლეთ უჩ­ვე­უ­ლო ამ­პლუ­ა­ში, რო­დე­საც ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ პუ­ტინს დე­დას აგი­ნებ­დით?

- ჩემი გი­ნე­ბა აქამ­დე არა­ვის გა­უ­გო­ნია. ბევ­რჯერ გავ­ბრა­ზე­ბულ­ვარ. მოთ­მი­ნე­ბა­საც უღა­ლა­ტია და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რა­დაც მომ­ქცე­ვი­ან, ცი­ხე­შიც მოვ­ხვედ­რილ­ვარ და სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც, მაგ­რამ არა­სო­დეს შე­მი­გი­ნია. არც ახლა შე­ვი­გი­ნე­ბო­დი, რომ არა ერთი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ფაქ­ტი, - კლუბ "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც "დე­ლი­სის" მეტ­როს­თან აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს კა­პი­ტუ­ლან­ტურ პო­ლი­ტი­კას რუ­სეთ­თან და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გად­მო­წე­ვას. რო­დე­საც იქ ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ვი­და, ორი ახალ­გაზ­რდა პუ­ტი­ნის შე­გი­ნე­ბის­თვის პო­ლი­ცი­ამ და­ა­პა­ტიმ­რა. ეს რომ მი­თხრეს, ვერ და­ვი­ჯე­რე.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე იხი­ლეთ: "პუ­ტინს რა, დე­დის ..." - კობა ხა­ბა­ზი და ახალ­გაზ­რდა აქ­ტი­ვის­ტე­ბი სა­სა­მარ­თლოს­თან

"პუტინს აგინებს ყველა... ყველა დასაჭერია?!"

"პუტინს აგინებს ყველა... ყველა დასაჭერია?!"

"უსინდისობაა, როდესაც უნდათ, ქართველი გმირების დაღუპვა სხვას გადააბრალონ. ნამუსგარეცხილები არიან ისინი, ვინც ამ ფაქტს პრეზიდენტის ნათქვამთან აკავშირებენ", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ხაბაზმა:

- ბატონო კობა, ითქვა, რომ ქართველი მეომრები პრეზიდენტის შეკითხვებმა (ვის რამდენი ტერორისტი ჰყავდა მოკლული) აქცია თალიბების სამიზნედ.

- ქართველი სამხედროები ავღანეთში გმირულ მისიას ასრულებენ. ეს არა ავღანელებთან, არამედ მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის მისიაა. სანამ პრეზიდენტი ჯარისკაცებს ამ კითხვას დაუსვამდა, ჩვენი სამხედროები მანამდეც დაიღუპნენ ავღანეთში. საახალწლოდ ვიყავი ავღანეთში, როდესაც ქართველი ჯარისკაცები გადმოასვენეს. ზნეობრივი ადამიანები დაღუპული ჯარისკაცების სისხლით არ სპეკულირებენ.

- ქართულ ბაზაში ტერორისტულ აქტს დაემთხვა Youtube-ზე გავრცელებული ვიდეოფირი, რომლის ავტორებად თალიბები დასახელდნენ. ვიდეოფირში ნათქვამია, რომ შურისძიება საქართველოს ტერიტორიაზეც დაიწყება. რამდენად იძლევა შეშფოთების საფუძველს ეს მუქარა?

- უპირველესად მინდა 7 ქართველი მეომრის ოჯახს მივუსამძიმრო. Youtube-ზე გავრცელებული ვიდეომასალა, დარწმუნებული ვარ, თალიბების ნამუშევარი არ არის. მისი ხარისხი და შინაარსი მეტყველებს, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებმა მოამზადეს.

- რა მიზნით?

- რომ საქართველომ უარი თქვას ISAF-ის მისიაში მონაწილეობაზე, ნატოსა და ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვაზე. როცა ამ ყველაფერზე უარს ამბობ, რუსეთისთვის ადვილად ჩასაყლაპი ლუკმა ხდები.

- რამდენიმე დღის წინ ამიტომ ხომ არ გიხილეთ უჩვეულო ამპლუაში, როდესაც ტელეკამერების წინ პუტინს დედას აგინებდით?

- ჩემი გინება აქამდე არავის გაუგონია. ბევრჯერ გავბრაზებულვარ. მოთმინებასაც უღალატია და არაადამიანურადაც მომქცევიან, ციხეშიც მოვხვედრილვარ და საავადმყოფოშიც, მაგრამ არასოდეს შემიგინია. არც ახლა შევიგინებოდი, რომ არა ერთი გამაოგნებელი ფაქტი, - კლუბ "თავისუფალი ზონის" ახალგაზრდები, რომლებიც "დელისის" მეტროსთან აპროტესტებდნენ საქართველოს კაპიტულანტურ პოლიტიკას რუსეთთან და საოკუპაციო ხაზის გადმოწევას. როდესაც იქ ივანიშვილი მივიდა, ორი ახალგაზრდა პუტინის შეგინებისთვის პოლიციამ დააპატიმრა. ეს რომ მითხრეს, ვერ დავიჯერე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ასევე იხილეთ: "პუტინს რა, დედის ..." - კობა ხაბაზი და ახალგაზრდა აქტივისტები სასამართლოსთან

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა