მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა შონია: "ასაკს ნამდვილად არ ვებრძვი"
 ნანა შონია: "ასაკს ნამდვილად არ ვებრძვი"

ჩვენს ჟურ­ნალ­ში, რუბ­რი­კა­ში - "ჩემი თა­ო­ბა" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ნანა შო­ნი­ას ინ­ტერ­ვი­უს მო­ზარ­დე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. უმე­ტე­სო­ბა მსა­ხი­ობს სიყ­ვა­რულს უხ­სნის, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი კი სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­საც უს­ვამს...

ქეთა, 16 წლის:

"გა­მარ­ჯო­ბა. ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, დიდ პა­ტივს გცემთ. ეკ­რა­ნი­დან და სცე­ნი­დან მარ­თლაც, ლაღი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებთ და ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, უცხო სა­ზო­გა­დო­ებ­ში თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად თუ გრძნობ­დით, რა­ი­მეს კომ­პლექ­სი თუ გქონ­დათ. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ არა მარ­ტო შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, არა­მედ პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც. თქვე­ნი ინ­ტერ­ვიუ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა... მინ­და გკი­თხოთ, რო­გორც მსა­ხი­ობს, ხალ­ხზე დაკ­ვირ­ვე­ბა რას გაძ­ლევთ?"

ნანა შო­ნია:

"ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან რა­ღა­ცე­ბის მო­ყო­ლა მარ­თლაც, ძა­ლი­ან მომ­წონს, ასეთ დროს ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ხალ­ხზე დაკ­ვირ­ვე­ბას: ვმუ­შა­ობ­დი სტუ­დი­ა­ში, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ხში­რად ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ბავ­შვე­ბო, და­აკ­ვირ­დით ყვე­ლა­ფერს, რაც გარ­შე­მო ხდე­ბა. შე­ხე­დეთ, ვინ რო­გორ ლა­პა­რა­კობს, ამ­ბავს რო­გორ ჰყვე­ბა, საქ­მეს რო­გორ აკე­თებს, ემო­ცი­ას რო­გორ გა­მო­ხა­ტავს და მერ­წმუ­ნეთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გად­გე­ბათ-მეთ­ქი..."

ელე­ნე, 15 წლის:

"ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, ამ ასაკ­შიც კი ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით. ოდეს­მე პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის­თვის თუ მი­გი­მარ­თავთ? სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში ხში­რად და­დი­ხართ?"

ნანა შო­ნია:

- გმად­ლობთ, კომ­პლი­მენ­ტის­თვის. ასაკს ნამ­დვი­ლად არ ვებ­რძვი. არა­ფერს ვა­კე­თებ იმის­თვის, რომ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. რაც შე­ე­ხე­ბა პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ებს, ასე­თი რა­ღა­ცე­ბის ძა­ლი­ან მე­ში­ნია. თუმ­ცა, იმ ქა­ლებს ვერ ვამ­ტყუ­ნებ, რომ­ლებ­საც სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ღა­ცის შეც­ვლის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბათ...

გივი:

"რა­ტომ არა­ფერს წერთ იმა­ზე, თუ ვინ იყ­ვნენ ამ მსა­ხი­ო­ბის მშობ­ლე­ბი პრო­ფე­სი­ით?"

ნანა შო­ნია:

- დედა - ფი­ზი­კო­სი, მამა კი ის­ტო­რი­კო­სი გახ­ლდათ, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით არ მუ­შა­ობ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მას ეკუთ­ვნის უამ­რა­ვი კვლე­ვა და წიგ­ნიც აქვს და­წე­რი­ლი. ის იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლა­ფერს კი­თხუ­ლობ­და. ამ­ბობ­და ხოლ­მე, - ნა­გა­ვიც კი მიყ­რია თავ­შიო. ფასი რომ არ აქვს, ისეთ რა­ღა­ცებ­საც კი­თხუ­ლობ­და და რომ ეკი­თხე­ბოდ­ნენ: ეს რად გინ­და, ამის წა­კი­თხვა რას შეგ­მა­ტებ­სო? პა­სუ­ხობ­და: "უბ­რა­ლოდ, მა­ინ­ტე­რე­სებს". მას უნ­დო­და, ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მე­უბ­ნე­ბო­და: შენ მა­გა­რი ხა­სი­ა­თი გაქვს და კარ­გი ექი­მი იქ­ნე­ბიო, მაგ­რამ მე სხვა გზა ავირ­ჩიე...

ლელა, 15 წლის:

"სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე ქუ­ჩა­ში "სა­მა­თხოვ­როდ" გა­დი­ო­დით ან უბ­რა­ლოდ, ქე­ი­ფობ­დით, ალ­კოჰოლს ხომ არ იღებ­დით; უფრო მეტი სი­თა­მა­მის­თვის ღვი­ნო ან არა­ყი ხომ არ გჭირ­დე­ბო­დათ?"

ნანა შო­ნია:

- ჩვენ ალ­კოჰო­ლი არ გვჭირ­დე­ბო­და, ისე­დაც ჭკუ­ამ­ხი­ა­რუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და კარ­გად ვერ­თო­ბო­დით. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტ­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობ­დი და ლექ­ცი­ე­ბის შემ­დეგ ან შეს­ვე­ნე­ბი­სას შინ კურ­სე­ლებ­თან ერ­თად ხში­რად მივ­დი­ო­დი, დე­დას კი ყო­ველ­თვის მზად ჰქონ­და ცომი და ხა­ჭა­პუ­რებს გვი­ცხობ­და ხოლ­მე - ეს ერ­თგვა­რი ტრა­დი­ცია იყო. დედა მეგ­რე­ლი ქა­ლია და სხვა­ნა­ი­რად არც შე­ეძ­ლო. ამ­ბობ­და: ბავ­შვებს ეში­ე­ბა­თო და ჩვენ­თვის სუფ­რის გა­წყო­ბა არ ეზა­რე­ბო­და. მა­მაც თუ შე­მოგ­ვის­წრებ­და, ცოლს ეუბ­ნე­ბო­და: აბა, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ი­ტა­ნე, ბავ­შვებ­მა ჭა­მო­ნო. იშ­ლე­ბო­და სუფ­რა ტრა­დი­ცი­უ­ლი მეგ­რუ­ლი კერ­ძე­ბით - ღო­მით, ელარ­ჯით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი...

მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი, 14 წლის:

"თქვენ ფილმში - "მტვრის გემო" გნა­ხეთ პირ­ვე­ლად, ახლა კი მშობ­ლებ­მა კი­ნო­თე­ატ­რში ფილ­მის - "გა­ი­ღი­მეთ" პრე­მი­ე­რა­ზე წა­მიყ­ვა­ნეს და თქვენს გმირ­ზე ბევ­რი ვი­ცი­ნე... მა­ინ­ტე­რე­სებს, ბიჭი მე­გობ­რე­ბი უფრო მეტი გყავ­დათ თუ გო­გო­ნე­ბი?"

ნანა შო­ნია:

- ბი­ჭებ­თან მე­გობ­რო­ბა მომ­წონ­და. მათ ძა­ლი­ან ვენ­დო­ბი. ვფიქ­რობ, კა­ცებ­მა უფრო ძლი­ე­რი მე­გობ­რო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი იცი­ან, ვიდ­რე - ქა­ლებ­მა. თუმ­ცა, ქალი მე­გობ­რე­ბიც მყავს და ზუს­ტად ვიცი, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი (მათ შო­რის ჩემი რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გაც მო­ი­აზ­რე­ბა), თუ დამ­ჭირ­დე­ბა, კა­ცე­ბი­ვით ამო­მიდ­გე­ბი­ან მხარ­ში... რა­ღაც მი­ზე­ზე­ბის გამო, ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დელ ბევრ მე­გო­ბარს ვე­ღარ ვხვდე­ბი. მა­გა­ლი­თად, ამას წი­ნათ შემ­ხვდა დიდი ხნის უნა­ხა­ვი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და და­ახ­ლო­ე­ბით 20 წელი არ მყავ­და ნა­ნა­ხი. მას შემ­თხვე­ვით, პა­ნაშ­ვიდ­ზე შევ­ხვდი და ერ­თმა­ნეთს დიდ­ხანს ვე­ხუ­ტე­ბო­დით, ვე­ფე­რე­ბო­დით; ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ნამ­დვი­ლად გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლი გახ­ლდათ. იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებთ ურ­თი­ერ­თო­ბას და მივ­ხვდით, რომ ძა­ლი­ან გვაკ­ლდა ერ­თმა­ნე­თი. სა­ერ­თოდ, როცა ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით შენ გვერ­დით არის, ვერ ხვდე­ბი, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სია ის შენ­თვის, მაგ­რამ თუ დრო­ე­ბით სად­მე წავა, ას­მა­გად ძვირ­ფა­სი გახ­დე­ბა. რას ვი­ზამთ, ასე­თია ცხოვ­რე­ბა...

ეკა:

"ძა­ლი­ან გა­ფა­სებთ. მა­ინ­ტე­რე­სებს, ვისი ფანი იყა­ვით თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში? მინ­და, წარ­მა­ტე­ბა გი­სურ­ვოთ და უამ­რავ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა..."

ნანა შო­ნია:

- გმად­ლობ, კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვის... არას­დროს არა­ვის ფანი არ ვყო­ფილ­ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა მო­წო­ნე­ბას, ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი, მომ­ღე­რა­ლი მომ­წონ­და და ჩემი პრო­ფე­სი­ის წყა­ლო­ბით, უამ­რა­ვი პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბა მო­ვა­ხერ­ხე და სცე­ნა­ზეც ვმდგარ­ვარ ისეთ ხალ­ხთან, რომ­ლე­ბიც დიდ პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებ­დნენ... ამ ასაკ­ში ვუს­მენ­დი იმას, რაც მო­და­ში იყო. მიყ­ვარ­და ჯგუ­ფი "ქვი­ნი", "სმო­კი". ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუს­მენ­დი ჯაზს და მეც ჩე­მე­ბუ­რად "ვა­ჯა­ზებ­დი", უფრო სწო­რედ - მომ­ღერ­ლე­ბის იმი­ტა­ცი­ას ვა­კე­თებ­დი და ეს ძა­ლი­ან მომ­წონ­და. მე­გო­ნა, ეს საქ­მეც გა­მომ­დი­ო­და. და კი­დევ, ვგიჟ­დე­ბო­დი ელა ფი­ცჯე­რალ­დზე.

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ნანა შონია: "ასაკს ნამდვილად არ ვებრძვი"

 ნანა შონია: "ასაკს ნამდვილად არ ვებრძვი"

ჩვენს ჟურნალში, რუბრიკაში - "ჩემი თაობა" გამოქვეყნებულ ნანა შონიას ინტერვიუს მოზარდების გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესობა მსახიობს სიყვარულს უხსნის, ზოგიერთი მათგანი კი საინტერესო კითხვებსაც უსვამს...

ქეთა, 16 წლის:

"გამარჯობა. ქალბატონო ნანა, დიდ პატივს გცემთ. ეკრანიდან და სცენიდან მართლაც, ლაღი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ და ვერ წარმოვიდგენდი, უცხო საზოგადოებში თავს არაკომფორტულად თუ გრძნობდით, რაიმეს კომპლექსი თუ გქონდათ. წარმატებებს გისურვებთ არა მარტო შემოქმედებაში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. თქვენი ინტერვიუ ძალიან მომეწონა... მინდა გკითხოთ, როგორც მსახიობს, ხალხზე დაკვირვება რას გაძლევთ?"

ნანა შონია:

"ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან რაღაცების მოყოლა მართლაც, ძალიან მომწონს, ასეთ დროს ბოლომდე ვიხარჯები. რაც შეეხება ხალხზე დაკვირვებას: ვმუშაობდი სტუდიაში, სადაც აბიტურიენტებს ხშირად ვეუბნებოდი, - ბავშვებო, დააკვირდით ყველაფერს, რაც გარშემო ხდება. შეხედეთ, ვინ როგორ ლაპარაკობს, ამბავს როგორ ჰყვება, საქმეს როგორ აკეთებს, ემოციას როგორ გამოხატავს და მერწმუნეთ, ეს ყველაფერი მუშაობის პროცესში აუცილებლად გამოგადგებათ-მეთქი..."

ელენე, 15 წლის:

"ქალბატონო ნანა, ამ ასაკშიც კი ძალიან კარგად გამოიყურებით. ოდესმე პლასტიკური ოპერაციისთვის თუ მიგიმართავთ? სილამაზის სალონებში ხშირად დადიხართ?"

ნანა შონია:

- გმადლობთ, კომპლიმენტისთვის. ასაკს ნამდვილად არ ვებრძვი. არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდე. რაც შეეხება პლასტიკურ ოპერაციებს, ასეთი რაღაცების ძალიან მეშინია. თუმცა, იმ ქალებს ვერ ვამტყუნებ, რომლებსაც საკუთარ გარეგნობაში რაღაცის შეცვლის სურვილი უჩნდებათ...

გივი:

"რატომ არაფერს წერთ იმაზე, თუ ვინ იყვნენ ამ მსახიობის მშობლები პროფესიით?"

ნანა შონია:

- დედა - ფიზიკოსი, მამა კი ისტორიკოსი გახლდათ, მაგრამ პროფესიით არ მუშაობდა. მიუხედავად ამისა, მას ეკუთვნის უამრავი კვლევა და წიგნიც აქვს დაწერილი. ის იყო ადამიანი, რომელიც განურჩევლად ყველაფერს კითხულობდა. ამბობდა ხოლმე, - ნაგავიც კი მიყრია თავშიო. ფასი რომ არ აქვს, ისეთ რაღაცებსაც კითხულობდა და რომ ეკითხებოდნენ: ეს რად გინდა, ამის წაკითხვა რას შეგმატებსო? პასუხობდა: "უბრალოდ, მაინტერესებს". მას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. მეუბნებოდა: შენ მაგარი ხასიათი გაქვს და კარგი ექიმი იქნებიო, მაგრამ მე სხვა გზა ავირჩიე...

ლელა, 15 წლის:

"საინტერესოა, ვიდრე ქუჩაში "სამათხოვროდ" გადიოდით ან უბრალოდ, ქეიფობდით, ალკოჰოლს ხომ არ იღებდით; უფრო მეტი სითამამისთვის ღვინო ან არაყი ხომ არ გჭირდებოდათ?"

ნანა შონია:

- ჩვენ ალკოჰოლი არ გვჭირდებოდა, ისედაც ჭკუამხიარულები ვიყავით და კარგად ვერთობოდით. თეატრალურ ინსტიტუტთან ახლოს ვცხოვრობდი და ლექციების შემდეგ ან შესვენებისას შინ კურსელებთან ერთად ხშირად მივდიოდი, დედას კი ყოველთვის მზად ჰქონდა ცომი და ხაჭაპურებს გვიცხობდა ხოლმე - ეს ერთგვარი ტრადიცია იყო. დედა მეგრელი ქალია და სხვანაირად არც შეეძლო. ამბობდა: ბავშვებს ეშიებათო და ჩვენთვის სუფრის გაწყობა არ ეზარებოდა. მამაც თუ შემოგვისწრებდა, ცოლს ეუბნებოდა: აბა, ყველაფერი გამოიტანე, ბავშვებმა ჭამონო. იშლებოდა სუფრა ტრადიციული მეგრული კერძებით - ღომით, ელარჯით დამშვენებული...

მომავალი მსახიობი, 14 წლის:

"თქვენ ფილმში - "მტვრის გემო" გნახეთ პირველად, ახლა კი მშობლებმა კინოთეატრში ფილმის - "გაიღიმეთ" პრემიერაზე წამიყვანეს და თქვენს გმირზე ბევრი ვიცინე... მაინტერესებს, ბიჭი მეგობრები უფრო მეტი გყავდათ თუ გოგონები?"

ნანა შონია:

- ბიჭებთან მეგობრობა მომწონდა. მათ ძალიან ვენდობი. ვფიქრობ, კაცებმა უფრო ძლიერი მეგობრობა, სიყვარული იციან, ვიდრე - ქალებმა. თუმცა, ქალი მეგობრებიც მყავს და ზუსტად ვიცი, ზოგიერთი მათგანი (მათ შორის ჩემი რამდენიმე კოლეგაც მოიაზრება), თუ დამჭირდება, კაცებივით ამომიდგებიან მხარში... რაღაც მიზეზების გამო, ბავშვობის დროინდელ ბევრ მეგობარს ვეღარ ვხვდები. მაგალითად, ამას წინათ შემხვდა დიდი ხნის უნახავი მეგობარი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და დაახლოებით 20 წელი არ მყავდა ნანახი. მას შემთხვევით, პანაშვიდზე შევხვდი და ერთმანეთს დიდხანს ვეხუტებოდით, ვეფერებოდით; ჩვენი შეხვედრა ნამდვილად გულის ამაჩუყებელი გახლდათ. იშვიათად ვახერხებთ ურთიერთობას და მივხვდით, რომ ძალიან გვაკლდა ერთმანეთი. საერთოდ, როცა ადამიანი გამუდმებით შენ გვერდით არის, ვერ ხვდები, რამდენად ძვირფასია ის შენთვის, მაგრამ თუ დროებით სადმე წავა, ასმაგად ძვირფასი გახდება. რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება...

ეკა:

"ძალიან გაფასებთ. მაინტერესებს, ვისი ფანი იყავით თინეიჯერობის ასაკში? მინდა, წარმატება გისურვოთ და უამრავ ფილმში მონაწილეობა..."

ნანა შონია:

- გმადლობ, კეთილი სურვილებისთვის... არასდროს არავის ფანი არ ვყოფილვარ. რაც შეეხება მოწონებას, ბევრი მსახიობი, მომღერალი მომწონდა და ჩემი პროფესიის წყალობით, უამრავი პოპულარული ადამიანის გაცნობა მოვახერხე და სცენაზეც ვმდგარვარ ისეთ ხალხთან, რომლებიც დიდ პატივისცემას იმსახურებდნენ... ამ ასაკში ვუსმენდი იმას, რაც მოდაში იყო. მიყვარდა ჯგუფი "ქვინი", "სმოკი". ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენდი ჯაზს და მეც ჩემებურად "ვაჯაზებდი", უფრო სწორედ - მომღერლების იმიტაციას ვაკეთებდი და ეს ძალიან მომწონდა. მეგონა, ეს საქმეც გამომდიოდა. და კიდევ, ვგიჟდებოდი ელა ფიცჯერალდზე.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება