მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა ჟურნალისტებთან საუბარში აღიარა, რომ სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" პერსონაჟს, კერი ბრედშოუს მხოლოდ ფეხსაცმელებისადმი სიყვარულში ჰგავს და მასთან სხვა სულიერი კავშირი არ გააჩნია.
გუშინ სერიალი "სექსი დიდ ქალაქში" 15 წლის გახდა. ვარსკვლავის თქმით, ამ თარიღთან დაკავშირებით გადაწყვიტა, ფეხსაცმლის საკუთარი კოლექცია შექმნას.
"სულელურად ჟღერს, მაგრამ 15 წლის შემდეგ მივხვდი, რა მინდა. ვფიქრობ, ქალები ჩემგან ამ კოლექციის შექმნას ითხოვენ - ეს მოლოდინი კი ჩემი პერსონაჟის, კერი ბრედშოუს დამსახურებაა. ყოველ სერიაში რამდენიმე ფეხსაცმელი მეცვა. გადასაღებ მოედანზე დიზაინერები იკრიბებოდნენ და ფეხსაცმლის სტილსა და ხარისხზე მესაუბრებოდნენ. ისეთი დეტალის დანახვა შემიძლია, სხვა ქალი რომ არც დააკვირდება. ეს საქმე მშვენივრად ვიცი", - განაცხადა პარკერმა ჟურნალ Vogue-თვის მიცემულ ინტერვიუში.
მომზადებულია Vogue-ს მიხედვით.