მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აინტერესებთ, დათოს მეც ვცემ თუ - არა"
"აინტერესებთ, დათოს მეც ვცემ თუ - არა"

მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვი­ლის მო­წა­ფე ვანო იანტბე­ლი­ძე თე­ლავ­ში 1975 წლი­დან ცხოვ­რობს. წარ­მო­შო­ბით იმე­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი ახლა ბევრ თე­ლა­ველ­ზე უფრო კა­ხე­ლია. მო­ბი­ლუ­რის ზუ­მე­რად კა­ხუ­რი მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი აქვს. კა­ხეთ­ში გა­და­ღე­ბულ ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის რეკ­ლა­მებ­ში ყო­ველ­თვის იწ­ვე­ვენ. ბოლო დროს კი სე­რი­ა­ლებ­ში მკაც­რი მა­მის რო­ლებს სთა­ვა­ზო­ბენ. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­შიც" და­თოს­გან გულ­გა­ტე­ხი­ლი ნა­თი­ას მა­მას თა­მა­შობს და ყვე­ლა მე­გო­ბა­რი და ახ­ლო­ბე­ლი შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე ეკი­თხე­ბა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა სე­რი­ალ­ში მოვ­ლე­ნე­ბი.

- ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა, რა მოხ­დე­ბა და­თოს ოჯახ­ში. ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, მარ­თლა და­ინ­გრე­ვა თუ არა ოჯა­ხი. აინ­ტე­რე­სებთ, და­თოს მეც ვცემ თუ - არა. მაგ­რამ წი­ნას­წარ მეც არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა. სე­რი­ა­ლის მთე­ლი მუ­ღა­მიც ალ­ბათ ესაა.

- თქვენ რო­გორ გირ­ჩევ­ნი­ათ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ვის მხა­რეს ხართ?

- სე­რი­ალ­ში ჩემი გმი­რის აზრს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ვი­ზი­ა­რებ. ვე­უბ­ნე­ბი და­თოს, თუ კაცი ხარ, კა­ცუ­რად მო­ი­ქე­ცი და გა­და­წყვი­ტე, რო­გორ გინ­და, შენი ცხოვ­რე­ბა გაგ­რძელ­დეს-მეთ­ქი. ვერ გე­ტყვით, რომ ფილმში ჩემს შვილს ვამ­ტყუ­ნებ. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა, შე­უყ­ვარ­დეს, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კაცი კა­ცუ­რად უნდა მო­იქ­ცეს.

- სე­რი­ა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ ყვე­ლას მკაც­რი ჰგო­ნი­ხართ.

- სე­რი­ალ "შუა ქა­ლაქ­შიც" ძა­ლი­ან მკაც­რი ვარ. ჩემი ყვე­ლას ეში­ნია. "შუა ქა­ლაქ­ში" შვილ­მა პირ­სინ­გი რომ გა­ი­კე­თა, კი­ნა­ღამ ხან­ჯლით დავ­ჭე­რი. ამა­ვე დროს სა­პატ­რი­არ­ქოს არხზე ბავ­შვებს ზღაპ­რებს ვუ­კი­თხავ. ვანო პა­პას ზღაპ­რე­ბი ბევრ ბავ­შვს მოს­წონს და ახლა ამ სე­რი­ა­ლებ­ში რომ მნა­ხეს, ამ­ბო­ბენ, ეს რო­გო­რი გაბ­რა­ზე­ბა სცოდ­ნია ვანო პა­პა­სო. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მი­წევს ხის­ტი ტი­პე­ბის თა­მა­ში. სა­ერ­თოდ, არ ვარ მკაც­რი და გინ­და თუ არა, ასე უნდა იყოს, ასე­თი მო­თხოვ­ნე­ბი არ მაქვს. ქრის­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ. სულ ვამ­ბობ, იქ­ნებ, არ ვარ მარ­თა­ლი და სხვა ჩემ­ზე მარ­თა­ლი იყოს-მეთ­ქი. ოჯახ­შიც ასე­თი ვარ და მე­გობ­რებ­თა­ნაც. შვი­ლე­ბი ისე გავ­ზარ­დე, რომ შე­მიძ­ლია და­ვი­ფი­ცო, მათ­თვის არ და­მიყ­ვი­რია და არ გა­მი­ლან­ძღავს.

- რამ­დე­ნი შვი­ლი გყავთ?

- სამი. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მყავს ქა­ლიშ­ვი­ლი. პირ­ველ მე­უღ­ლეს გავ­შორ­დი, მერე მე­ო­რე ცოლი მო­ვიყ­ვა­ნე. მის­გა­ნაც გო­გო­ნა შე­მე­ძი­ნა. მე­უღ­ლე, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­მეც­ვა­ლა და მო­ვიყ­ვა­ნე მე­სა­მე ცოლი, რო­მელ­თა­ნაც შე­მე­ძი­ნა ვაჟი. პირ­ვე­ლი ოჯა­ხის დან­გრე­ვა ჩემი ტკი­ვი­ლია და ამა­ზე სა­ერ­თოდ არ ვლა­პა­რა­კობ. ყვე­ლა­ფე­რი პირ­ვე­ლი, რო­გორც ყო­ველ­თვის, ძვირ­ფა­სი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. არას­დროს გა­ვი­წყდე­ბა და შენი გო­ნე­ბი­დან და სამ­ყა­რო­დან არა­სო­დეს არ გა­დის. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს შვი­ლებს ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. როცა მე აღარ ვიქ­ნე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ზე, ერთი ლა­მა­ზი და ბედ­ნი­ე­რი წამი მრჩე­ბა, ჩემს შვი­ლებს ერ­თმა­ნე­თი ეყ­ვა­რე­ბათ. სამი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს. უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის­გან მყავს ქალ-ვაჟი. მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლის­გან კი - რვა თვის იო­ვა­ნე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლეა ფიქ­რია ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი. ჩვიდ­მე­ტი წლის ბიჭი გვყავს, კარ­გი სპორ­ტსმე­ნი. კა­ლათ­ბურთს ძა­ლი­ან კარ­გად თა­მა­შობს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"აინტერესებთ, დათოს მეც ვცემ თუ - არა"

"აინტერესებთ, დათოს მეც ვცემ თუ - არა"

მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე ვანო იანტბელიძე თელავში 1975 წლიდან ცხოვრობს. წარმოშობით იმერელი მსახიობი ახლა ბევრ თელაველზე უფრო კახელია. მობილურის ზუმერად კახური მრავალჟამიერი აქვს. კახეთში გადაღებულ ერთ-ერთი კომპანიის რეკლამებში ყოველთვის იწვევენ. ბოლო დროს კი სერიალებში მკაცრი მამის როლებს სთავაზობენ. "ჩემი ცოლის დაქალებშიც" დათოსგან გულგატეხილი ნათიას მამას თამაშობს და ყველა მეგობარი და ახლობელი შეხვედრისთანავე ეკითხება, როგორ განვითარდება სერიალში მოვლენები.

- ყველა მეკითხება, რა მოხდება დათოს ოჯახში. ყველას აინტერესებს, მართლა დაინგრევა თუ არა ოჯახი. აინტერესებთ, დათოს მეც ვცემ თუ - არა. მაგრამ წინასწარ მეც არ ვიცი, რა მოხდება. სერიალის მთელი მუღამიც ალბათ ესაა.

- თქვენ როგორ გირჩევნიათ მოვლენების განვითარება. ვის მხარეს ხართ?

- სერიალში ჩემი გმირის აზრს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ. ვეუბნები დათოს, თუ კაცი ხარ, კაცურად მოიქეცი და გადაწყვიტე, როგორ გინდა, შენი ცხოვრება გაგრძელდეს-მეთქი. ვერ გეტყვით, რომ ფილმში ჩემს შვილს ვამტყუნებ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ყველას შეიძლება, შეუყვარდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში კაცი კაცურად უნდა მოიქცეს.

- სერიალიდან გამომდინარე, ალბათ ყველას მკაცრი ჰგონიხართ.

- სერიალ "შუა ქალაქშიც" ძალიან მკაცრი ვარ. ჩემი ყველას ეშინია. "შუა ქალაქში" შვილმა პირსინგი რომ გაიკეთა, კინაღამ ხანჯლით დავჭერი. ამავე დროს საპატრიარქოს არხზე ბავშვებს ზღაპრებს ვუკითხავ. ვანო პაპას ზღაპრები ბევრ ბავშვს მოსწონს და ახლა ამ სერიალებში რომ მნახეს, ამბობენ, ეს როგორი გაბრაზება სცოდნია ვანო პაპასო. ძალიან იშვიათად მიწევს ხისტი ტიპების თამაში. საერთოდ, არ ვარ მკაცრი და გინდა თუ არა, ასე უნდა იყოს, ასეთი მოთხოვნები არ მაქვს. ქრისტიანი ადამიანი ვარ. სულ ვამბობ, იქნებ, არ ვარ მართალი და სხვა ჩემზე მართალი იყოს-მეთქი. ოჯახშიც ასეთი ვარ და მეგობრებთანაც. შვილები ისე გავზარდე, რომ შემიძლია დავიფიცო, მათთვის არ დამიყვირია და არ გამილანძღავს.

- რამდენი შვილი გყავთ?

- სამი. პირველი ქორწინებიდან მყავს ქალიშვილი. პირველ მეუღლეს გავშორდი, მერე მეორე ცოლი მოვიყვანე. მისგანაც გოგონა შემეძინა. მეუღლე, სამწუხაროდ, გარდამეცვალა და მოვიყვანე მესამე ცოლი, რომელთანაც შემეძინა ვაჟი. პირველი ოჯახის დანგრევა ჩემი ტკივილია და ამაზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. ყველაფერი პირველი, როგორც ყოველთვის, ძვირფასი და მნიშვნელოვანია. არასდროს გავიწყდება და შენი გონებიდან და სამყაროდან არასოდეს არ გადის. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. როცა მე აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე, ერთი ლამაზი და ბედნიერი წამი მრჩება, ჩემს შვილებს ერთმანეთი ეყვარებათ. სამი შვილიშვილი მყავს. უფროსი ქალიშვილისგან მყავს ქალ-ვაჟი. მეორე ქალიშვილისგან კი - რვა თვის იოვანე. არაჩვეულებრივი მეუღლეა ფიქრია ყუშიტაშვილი. ჩვიდმეტი წლის ბიჭი გვყავს, კარგი სპორტსმენი. კალათბურთს ძალიან კარგად თამაშობს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება