Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
ვერტმფრენი, რომელიც "აზრის ძალით" იმართება
ვერტმფრენი, რომელიც "აზრის ძალით" იმართება

მი­ნე­სო­ტას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა მცი­რე ზო­მის ვერ­ტმფრე­ნის - კვად­რო­კოპ­ტე­რის მარ­თვის უნი­კა­ლურ მე­თოდს მი­აგ­ნეს. მო­წყო­ბი­ლო­ბას ფრე­ნა "ხე­ლე­ბის გა­რე­შე", მხო­ლოდ "აზ­რის ძა­ლის" გა­მო­ყე­ნე­ბით შე­უძ­ლია. მკვლე­ვა­რებ­მა ტვი­ნის ელექტრო­იმ­პულ­სე­ბის მარ­თვად სიგ­ნა­ლე­ბად გარ­დაქ­მნის ტექ­ნო­ლო­გია შე­ი­მუ­შა­ვეს.

ექ­სპე­რი­მენ­ტში ხუთი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამო­ცა­ნას თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა თავი. მათი "აზ­რე­ბის" აღ­საქ­მე­ლად ელექტრო­ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­ფი გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­მელ­საც იმ­პულ­სე­ბი სპე­ცი­ა­ლურ ქუდ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი 64 ელექტრო­დი­დან გა­და­ე­ცე­მო­და. ქუდი ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტის თავ­ზე ტვი­ნის სხვა­დას­ხვა ზო­ნე­ბის აქ­ტი­ვო­ბას აფიქ­სი­რებ­და.

ექ­სპე­რი­მენ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ეკ­რან­ზე კვად­რო­კოპ­ტე­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას უყუ­რებ­დნენ, მისი მარ­თვის­თვის კი წარ­მო­სახ­ვა­ში მარ­ჯვე­ნა, მარ­ცხე­ნა ან ორი­ვე ხელს წარ­მო­იდ­გენ­დნენ - ეს აპა­რატს მარ­ჯვნივ, მარ­ცხნივ ან დაბ­ლა და­წე­ვას აი­ძუ­ლებ­და.

ამ ტექ­ნი­კის და­სა­უფ­ლებ­ლად სტუ­დენ­ტებ­მა წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რეს. თავ­და­პირ­ვე­ლად მათ ეკ­რან­ზე კურ­სო­რის მარ­ჯვნივ ან მარ­ცხნივ მოძ­რა­ო­ბა ის­წავ­ლეს, შემ­დეგ - ორ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ამო­ცა­ნე­ბის დაძ­ლე­ვა, მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე ვერ­ტმფრე­ნის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­დე­ლი აით­ვი­სეს, სა­ბო­ლო­ოდ კი ნამ­დვილ კვად­რო­კოპ­ტერ­თან იმუ­შა­ვეს.

ვერ­ტმფრე­ნი თით­ქმის ტრა­დი­ცი­უ­ლი მარ­თვის სი­მაღ­ლე­ზე დაფ­რი­ნავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

ვერტმფრენი, რომელიც "აზრის ძალით" იმართება

ვერტმფრენი, რომელიც "აზრის ძალით" იმართება

მინესოტას უნივერსიტეტის სტუდენტებმა მცირე ზომის ვერტმფრენის - კვადროკოპტერის მართვის უნიკალურ მეთოდს მიაგნეს. მოწყობილობას ფრენა "ხელების გარეშე", მხოლოდ "აზრის ძალის" გამოყენებით შეუძლია. მკვლევარებმა ტვინის ელექტროიმპულსების მართვად სიგნალებად გარდაქმნის ტექნოლოგია შეიმუშავეს. 

ექსპერიმენტში ხუთი ადამიანი მონაწილეობდა. ამოცანას თითოეულმა მათგანმა წარმატებით გაართვა თავი. მათი "აზრების" აღსაქმელად ელექტროენცეფალოგრაფი გამოიყენეს, რომელსაც იმპულსები სპეციალურ ქუდზე დამაგრებული 64 ელექტროდიდან გადაეცემოდა. ქუდი ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტის თავზე ტვინის სხვადასხვა ზონების აქტივობას აფიქსირებდა.

ექსპერიმენტის მსვლელობისას მოხალისეები ეკრანზე კვადროკოპტერის გამოსახულებას უყურებდნენ, მისი მართვისთვის კი წარმოსახვაში მარჯვენა, მარცხენა ან ორივე ხელს წარმოიდგენდნენ - ეს აპარატს მარჯვნივ, მარცხნივ ან დაბლა დაწევას აიძულებდა.

ამ ტექნიკის დასაუფლებლად სტუდენტებმა წინასწარი მომზადება გაიარეს. თავდაპირველად მათ ეკრანზე კურსორის მარჯვნივ ან მარცხნივ მოძრაობა ისწავლეს, შემდეგ - ორგანზომილებიანი ამოცანების დაძლევა, მომდევნო ეტაპზე ვერტმფრენის კომპიუტერული მოდელი აითვისეს, საბოლოოდ კი ნამდვილ კვადროკოპტერთან იმუშავეს.

ვერტმფრენი თითქმის ტრადიციული მართვის სიმაღლეზე დაფრინავს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს