Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება
თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება

ჩვენ მოვ­დი­ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩვენ ვი­ცით თქვე­ნი სა­ხე­ლე­ბი, მი­სა­მარ­თე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და მალე ჩა­მო­ვალთ! ჩვენ შურს ვი­ძი­ებთ!, - ასეთ მუ­ქა­რას შე­ი­ცავს YouTube-ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო-მი­მარ­თვა სა­ხელ­წო­დე­ბით "ჯი­ჰა­დი ავ­ღა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჯა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ". ვი­დეო YouTube-ზე 2 ივ­ნისს მომ­ხმა­რე­ბელ­მა Hammad Zaman-მა ატ­ვირ­თა.

"ავ­ღა­ნე­თი ჩვე­ნი მი­წაა და ყვე­ლა, ვინც მის და­პყრო­ბას შე­ე­ცა­და, ალა­ჰის­გან და­ი­სა­ჯა. ახლა კი, ახა­ლი ჯვა­როს­ნე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და ცო­ლე­ბის მო­საკ­ლა­ვად. ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, ამე­რი­კის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მოგ­ზავ­ნა ჯა­რე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში. ჯი­ჰა­დი ქარ­თველ ჯვა­როს­ნებ­ზე შურს იძი­ებს. ყო­ველ­დღე ჰელ­მან­დში სა­ში­ნე­ლი სიკ­ვდი­ლით კვდე­ბი­ან ქარ­თვე­ლი ჯვა­როს­ნე­ბი და იგი­ვე ბედი ელის ყვე­ლას, ვინც ჩვენს მი­წა­ზე სის­ხლს ღვრის. ჩვენ ვი­ცით თქვე­ნი სა­ხე­ლე­ბი, მი­სა­მარ­თე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი და მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვალთ! ჩვენ შურს ვი­ძი­ებთ!", - ნათ­ქვა­მია ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

ვი­დე­ო­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან ნაჩ­ვე­ნე­ბი. და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის გარ­და, ნაჩ­ვე­ნე­ბია ასე­ვე რო­გორ მსა­ხუ­რო­ბენ ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა ტე­რაქ­ტე­ბი.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მსგავ­სი ბედი ავ­ღა­ნეთ­ში ყო­ველ ქარ­თველს ელის და ასე­ვე მათ, ვინც ისი­ნი ავ­ღა­ნე­თის მი­წა­ზე გაგ­ზავ­ნა.

მომ­ხმა­რე­ბელ Hammad Zaman-ს YouTube-ზე ატ­ვირ­თუ­ლი აქვს ასე­ვე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ავ­ღა­ნეთ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვე­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი. კად­რებ­ში ჩანს, რო­გორც ჩა­მო­ას­ვე­ნეს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და­ღუ­პუ­ლი სამი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. მომ­ხმა­რე­ბელს YouTube-ზე სულ ექ­ვსი ვი­დეო აქვს ატ­ვირ­თუ­ლი.

თავ­და­პირ­ვე­ლად "ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა ჰა­ზა­რა მუს­ტა­ფამ YouTube-ზე ატ­ვირ­თუ­ლი ვი­დე­ოს ლინ­კი "პა­ლიტ­რა TV"-ს ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე, ერთ-ერთი ვი­დე­ოს კო­მენ­ტარ­ში დადო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლინ­კის და­დე­ბი­დან 20 წუთ­ში მან "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი გა­ა­უქ­მა.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი

იხი­ლეთ ვი­დეო

თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება

თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება

ჩვენ მოვდივართ საქართველოში, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!, - ასეთ მუქარას შეიცავს YouTube-ზე გავრცელებული ვიდეო-მიმართვა სახელწოდებით "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო YouTube-ზე 2 ივნისს მომხმარებელმა Hammad Zaman-მა ატვირთა.

"ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

ვიდეოში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გარდა, ნაჩვენებია ასევე როგორ მსახურობენ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცები, როგორ ხორციელდება ტერაქტები.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში ყოველ ქართველს ელის და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა.

მომხმარებელ Hammad Zaman-ს YouTube-ზე ატვირთული აქვს ასევე რამდენიმე კვირის წინ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საქართველოში ჩამოსვენების ცერემონიის ამსახველი ვიდეო კადრები. კადრებში ჩანს, როგორც ჩამოასვენეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპული სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე. მომხმარებელს YouTube-ზე სულ ექვსი ვიდეო აქვს ატვირთული.

თავდაპირველად "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰაზარა მუსტაფამ YouTube-ზე ატვირთული ვიდეოს ლინკი "პალიტრა TV"-ს ფეისბუქის გვერდზე, ერთ-ერთი ვიდეოს კომენტარში დადო. აღსანიშნავია, რომ ლინკის დადებიდან 20 წუთში მან "ფეისბუქის" გვერდი გააუქმა.

მინდია აფციაური

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა