მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნანობს ყველაზე მეტად კახი კალაძე
რას ნანობს ყველაზე მეტად კახი კალაძე

"ამ­ბე­ბი.გე" გთა­ვა­ზობთ ენ­რე­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის, კახა კა­ლა­ძის ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნულ­მა სპორ­ტულ­მა გა­ზეთ­მა КОМАНДА-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. (ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 2013 წელს). სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი გან­ვლილ სპორ­ტულ კა­რი­ე­რას იხ­სე­ნებს.

- ჯერ კი­დევ გა­მო­უც­დე­ლი და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა იყა­ვით, როცა ვა­ლე­რი ლო­ბა­ნოვ­სკის მიწ­ვე­ვით კი­ე­ვის და­სა­პყრო­ბად ჩა­მოხ­ვე­დით. ცოტა ხნის წინ კი უკვე ფეხ­ბურთს გა­მო­ე­თხო­ვეთ. კმა­ყო­ფი­ლი ხართ თქვე­ნი გან­ვლი­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რით?

- ახლა, როცა უკან ვი­ხე­დე­ბი, იმ თით­ქმის 20-წლი­ა­ნი სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი არ მაქვს. ფეხ­ბურ­თი ისე­თი სპორ­ტია, სა­დაც ყო­ველ­თვის შე­გიძ­ლია მე­ტის მიღ­წე­ვა. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი წინსვლას და მი­ვაღ­წიე კი­დეც იმას, რომ ჩემი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი ვარ. გა­მოვ­დი­ო­დი გრან­დებ­ში, "მი­ლან­თან" ერ­თად მო­გე­ბუ­ლი მაქვს დიდი ტი­ტუ­ლე­ბი, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი მა­ღა­ლი დო­ნის ტურ­ნი­რებ­ზე და ამით ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ. დღემ­დე არ და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში "იუ­ვენ­ტუს­თან" თა­მა­ში, რომ­ლის ყვე­ლა დე­ტა­ლი მახ­სოვს. ასე­თი და­უ­ვი­წყა­რი მატ­ჩე­ბი ბევ­რი მაქვს...

- რის ან ვის გა­რე­შე ვერ იქ­ნე­ბო­დით ის, ვინც ახლა ხართ?

- ვფიქ­რობ, ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დი ფეხ­ბურ­თის, სპორ­ტის, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და წარ­მა­ტე­ბის გა­რე­შე. გარ­და ამი­სა, ყო­ველ­თვის მეხ­მა­რე­ბო­და ჩემი ოჯა­ხი­სა და თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი.

- კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ სა­ხე­ლი­ან მწვრთნელ­თან მო­გი­წი­ათ მუ­შა­ო­ბა. რო­მელ­მა და­გი­ტო­ვათ წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი?

- მად­ლი­ე­რე­ბით ვიხ­სე­ნებ ყვე­ლას, მათ შო­რის იმა­თაც, ვინც ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში მას­წავ­ლი­და ფეხ­ბურ­თის თა­მაშს. პირ­ვე­ლი სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა, რო­მე­ლიც მერე გან­ვა­ვი­თა­რე, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" და, რა თქმა უნდა, კი­ევ­ში მომ­ცეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი, ამ სი­ტყვის სრუ­ლი გა­გე­ბით, ჩემ­თვის ვა­ლე­რი ლო­ბა­ნოვ­სკი იყო. მას­თან მუ­შა­ო­ბი­სას იმ დო­ნეს მი­ვაღ­წიე, რო­მელ­მაც "მი­ლან­ში" გა­დას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა. იქ კი სა­ინ­ტე­რე­სო იყო ფა­თიჰ თე­რიმ­თან და კარ­ლო ან­ჩე­ლო­ტის­თან მუ­შა­ო­ბა.

- რო­გორ მი­ი­პყა­რით ვა­ლე­რი ლო­ბა­ნოვ­სკის ყუ­რა­დღე­ბა, სად შეგ­ნიშ­ნათ?

- რო­გორც მა­ხოვს, ლო­ბა­ნოვ­სკის ჩემი კი­ევ­ში მიწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში იტა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ჩემ­მა თა­მაშ­მა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა. იტა­ლი­ას­თან ის თა­მა­ში ფრედ - 0:0 და­ვას­რუ­ლეთ. მატ­ჩი­დან რამ­დე­ნი­მე ხან­ში კი­ე­ვის "დი­ნა­მო­ში" ჩემი ტრანსფე­რი გან­ხორ­ცი­ელ­და.

- რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი მატ­ჩი, რთუ­ლი იყო ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში, ჩემ­თვის ეს მე­გობ­რე­ბის, ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რე­ბის, მე­ტო­ქე­ე­ბი­სა და მწვრთნე­ლე­ბის ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­ვა­ტა­რე. გარ­და ამი­სა, ეს იმ საქ­მის­თვის პა­ტი­ვის მი­გე­ბაა, რო­მელ­საც ვემ­სა­ხუ­რე. და ბო­ლოს, გულ­შე­მატ­კივ­რის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა - დიდი ხა­ნია მინ­დო­და, თბი­ლის­ში ასე­თი რან­გის დღე­სას­წა­უ­ლის მო­წყო­ბა. რთუ­ლი იყო თუ არა მალ­დი­ნი­სა და კა­ნა­ვა­როს დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა? - არა, რად­გან ეს ბი­ჭე­ბი ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან და მა­შინ­ვე და­თან­ხმდნენ მოწ­ვე­ვას.

- რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა გა­მო­სა­თხო­ვა­რი მატ­ჩის გა­მარ­თვა შარ­შან, როცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ას­რუ­ლეთ სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, მატ­ჩის გა­მარ­თვას 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ვგეგ­მავ­დით. მაგ­რამ რო­გორც გახ­სოვთ, სა­ქარ­თვე­ლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მე კი ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­ში ვი­ყა­ვი. რო­გორც პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენტს, ცენ­ტრა­ლურ სტა­დი­ო­ნამ­დე "მი­სას­ვლე­ლი გზა" გა­და­მი­კე­ტეს. სწო­რედ მა­შინ შევ­პირ­დი ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ ჩვენ ჯერ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ვი­მარ­ჯვებ­დით, მერე კი გა­ზა­ფხულ­ზე ფეხ­ბურ­თი­დან ჩემს გა­მო­საშ­ვი­დო­ბე­ბელ მატჩს გავ­მარ­თავ­დი. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კი­დევ ერთი პლუ­სი აღ­მო­აჩ­ნდა - მო­ე­დან­ზე ჩემ­თან ერ­თად იყო ჩემი მე­გო­ბა­რი გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძე, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რო­ბი­დან ამ ზამ­თარს გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

- ვი­ცით, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ სტა­დი­ონ­ზე მატ­ჩის გა­მარ­თვა­ში კი არ გზღუ­დავ­დათ, არა­მედ მათ და­ა­ყა­და­ღეს თქვე­ნი სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, ქო­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არ გქონ­დათ იმედ­გაც­რუ­ე­ბა, არ გა­გიჩ­ნდათ იტა­ლი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი?

- მას შემ­დეგ, რაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ვე­დი სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემს ბიზ­ნესს მარ­თლაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემ­თვის ეს არ გამ­ხდა­რა გა­ჩე­რე­ბი­სა და ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი. სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში იმა­ნაც და­მარ­წმუ­ნა, რომ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ჰქონ­და, რო­მელ­თაც ჩვე­ნი კო­ა­ლი­ცი­ის იწა­მეს და არ და­კარ­გეს იმე­დი, რომ შევ­ძლებ­დით მათი მო­მავ­ლის შეც­ვლას. ჩემი ხალ­ხის ეს რწმე­ნა, ეს სიყ­ვა­რუ­ლი მამ­ხნე­ვებს და ამ კავ­შირს ვე­რა­ნა­ი­რი ფული და წარ­თმე­უ­ლი ბიზ­ნე­სი ვერ გა­წყვეტს.

- რა უფრო რთუ­ლი გა­მოდ­გა - არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა თუ მი­ნის­ტრო­ბა, როცა ამის არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ გქონ­დათ?

- ამის შე­და­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ერთი და და მე­ო­რეც რთუ­ლია, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სო. ბავ­შვო­ბი­დან შეჩ­ვე­უ­ლი ვარ მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა­სა და მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­გორც სპორ­ტში, ისე სა­მუ­შა­ო­სა და პო­ლი­ტი­კა­ში.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ, ახერ­ხებთ თუა რა სპორ­ტუ­ლი ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას?

- იმ ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ვარ, იყო დღე­ე­ბი და კვი­რე­ბი, როცა არა­თუ ვარ­ჯიშს, გა­მო­ძი­ნე­ბა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. რა თქმა უნდა, ვცდი­ლობ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ფეხ­ბურ­თის თა­მაშს, დავ­დი­ვარ სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში, თუმ­ცა ამას ან დი­ლით ადრე ვა­ხერ­ხებ, ან ძა­ლი­ან გვი­ან, როცა ნორ­მა­ლურ ადა­მი­ა­ნებს სძი­ნავთ.

- გარ­და იმი­სა, რომ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მო­ხე­ლე ხართ, ორი ბი­ჭუ­ნას მა­მაც ხართ. ახერ­ხებთ თუ არა მათ­თვის დრო­ის გა­მო­ნახ­ვას?

- ჩემი ოჯა­ხი ჩემ­თვის უმ­თავ­რე­სია. თუ ვინ­მე ამ­ბობს, რომ მას დრო არ ჰყოფ­ნის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, ბავ­შვე­ბის აღ­ზრდის­თვის, მა­შინ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ის აკე­თებს, აზრი არა აქვს.

- ფეხ­ბურ­თე­ლო­ბი­სას ჩემ­პი­ონ­თა ლი­გი­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დო­ე­ბის მო­გე­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­დით. ახლა რა მიზ­ნე­ბი გაქვთ?

- ახლა იმა­ზე ვოც­ნე­ბობ, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ახ­დეს.

- რას ნა­ნობთ?

- ერ­თა­დერ­თი სი­ნა­ნუ­ლი, რო­მე­ლიც ჩემს სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რას უკავ­შირ­დე­ბა, ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­თან ერ­თად დიდ ტურ­ნი­რებ­ზე ვერ ვი­თა­მა­შე. და რა თქმა უნდა, 2009 წელს ერთ მატჩში სა­კუ­თარ კარ­ში გა­ტა­ნილ ორ გოლ­ზე.

- რა პრო­ექ­ტე­ბი გაქვთ?

- ვცდი­ლობ, ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ ფეხ­ბურ­თე­ლებს და­ვეხ­მა­რო. ჯერ კი­დევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე მინ­დო­და თბი­ლის­ში სპორ­ტუ­ლი სკო­ლის შექ­მნა, თუმ­ცა მე­რი­ას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი წა­რუ­მა­ტებ­ლად დას­რულ­და, ად­გი­ლი არ გა­მო­მიყ­ვეს მშე­ნებ­ლო­ბის­თვის. თუმ­ცა, მა­ინც მაქვს იმე­დი, რომ ჩემ­სას გა­ვი­ტან. მაქვს ახა­ლი პრო­ექ­ტიც - მინ­და ორი სპორ­ტუ­ლი სკო­ლა გავ­ხსნა ჩემს მშობ­ლი­ურ სამ­ტრე­დი­ა­ში. არ გა­მოვ­რი­ცხავ, ეს სკო­ლა უფა­სო იყოს.

- რა­ტომ გახ­დით პო­ლი­ტი­კო­სი?

- სპორ­ტში ყვე­ლა­ფე­რი მო­ვი­გე. რო­გორც ფეხ­ბურ­თელ­მა, ამოვ­წუ­რე სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. თა­ვი­დან­ვე ვუ­თხა­რი სა­კუ­თარ თავს, რომ მწვრთნე­ლის კა­რი­ე­რა სა­ჩე­მო არ იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას, ამის­კენ გა­სულ წლებ­ში ჩემს ქვეყ­ნებ­ში შექ­მნილ­მა სი­ტუ­ა­ცი­ამ მი­ბიძ­გა. როცა თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­კუ­თარ გუნდში მი­მიწ­ვია, ბევ­რი რამ გა­და­ვა­ფა­სე სა­ა­კაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბებ­ში. ერთ-ერთი გა­და­ცე­მის პირ­და­პირ ეთერ­ში მე მას კრი­ტი­კუ­ლი შე­კი­თხვა და­ვუს­ვი, რო­მელ­ზეც მას არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია КОМАНДА-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას ნანობს ყველაზე მეტად კახი კალაძე

რას ნანობს ყველაზე მეტად კახი კალაძე

"ამბები.გე" გთავაზობთ  ენრეგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ინტერვიუს, რომელიც უკრაინულმა სპორტულმა გაზეთმა КОМАНДА-მა გამოაქვეყნა. (ინტერვიუ გამოქვეყნებულია 2013 წელს). საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი განვლილ სპორტულ კარიერას იხსენებს.

- ჯერ კიდევ გამოუცდელი და მოკრძალებული ახალგაზრდა იყავით, როცა ვალერი ლობანოვსკის მიწვევით კიევის დასაპყრობად ჩამოხვედით. ცოტა ხნის წინ კი უკვე ფეხბურთს გამოეთხოვეთ. კმაყოფილი ხართ თქვენი განვლილი საფეხბურთო კარიერით?

- ახლა, როცა უკან ვიხედები, იმ თითქმის 20-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, შემიძლია ვთქვა, რომ უკმაყოფილების მიზეზი არ მაქვს. ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც ყოველთვის შეგიძლია მეტის მიღწევა. ყოველთვის ვცდილობდი წინსვლას და მივაღწიე კიდეც იმას, რომ ჩემი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ვარ. გამოვდიოდი გრანდებში, "მილანთან" ერთად მოგებული მაქვს დიდი ტიტულები, ვმონაწილეობდი მაღალი დონის ტურნირებზე და ამით ძალიან ამაყი ვარ. დღემდე არ დამავიწყდება ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსთან" თამაში, რომლის ყველა დეტალი მახსოვს. ასეთი დაუვიწყარი მატჩები ბევრი მაქვს...

- რის ან ვის გარეშე ვერ იქნებოდით ის, ვინც ახლა ხართ?

- ვფიქრობ, ვერაფერს მივაღწევდი ფეხბურთის, სპორტის, შრომისმოყვარეობის სიყვარულისა და წარმატების გარეშე. გარდა ამისა, ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი ოჯახისა და თანამემამულეების სიყვარული.

- კარიერის განმავლობაში ბევრ სახელიან მწვრთნელთან მოგიწიათ მუშაობა. რომელმა დაგიტოვათ წარუშლელი კვალი?

- მადლიერებით ვიხსენებ ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც ჯერ კიდევ ბავშვობაში მასწავლიდა ფეხბურთის თამაშს. პირველი საბაზისო ცოდნა, რომელიც მერე განვავითარე, თბილისის "დინამოსა" და, რა თქმა უნდა, კიევში მომცეს. განსაკუთრებული მწვრთნელი და მასწავლებელი, ამ სიტყვის სრული გაგებით, ჩემთვის ვალერი ლობანოვსკი იყო. მასთან მუშაობისას იმ დონეს მივაღწიე, რომელმაც "მილანში" გადასვლის საშუალება მომცა. იქ კი საინტერესო იყო ფათიჰ თერიმთან და კარლო ანჩელოტისთან მუშაობა.

- როგორ მიიპყარით ვალერი ლობანოვსკის ყურადღება, სად შეგნიშნათ?

- როგორც მახოვს, ლობანოვსკის ჩემი კიევში მიწვევა საქართველოს ნაკრებში იტალიის წინააღმდეგ ჩემმა თამაშმა გადააწყვეტინა. იტალიასთან ის თამაში ფრედ - 0:0 დავასრულეთ. მატჩიდან რამდენიმე ხანში კიევის "დინამოში" ჩემი ტრანსფერი განხორციელდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის გამოსამშვიდობებელი მატჩი, რთული იყო ასეთი ღონისძიების ორგანიზება?

- პირველ რიგში, ჩემთვის ეს მეგობრების, ყოფილი პარტნიორების, მეტოქეებისა და მწვრთნელების ნახვის შესაძლებლობაა, რომლებთან ერთადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე. გარდა ამისა, ეს იმ საქმისთვის პატივის მიგებაა, რომელსაც ვემსახურე. და ბოლოს, გულშემატკივრის წინაშე ვალდებულებაა - დიდი ხანია მინდოდა, თბილისში ასეთი რანგის დღესასწაულის მოწყობა. რთული იყო თუ არა მალდინისა და კანავაროს დონის ფეხბურთელების საქართველოში ჩამოყვანა? - არა, რადგან ეს ბიჭები ჩემი მეგობრები არიან და მაშინვე დათანხმდნენ მოწვევას.

- რატომ ვერ მოხერხდა გამოსათხოვარი მატჩის გამართვა შარშან, როცა ოფიციალურად დაასრულეთ სპორტული კარიერა?

- თავდაპირველად, მატჩის გამართვას 2012 წლის სექტემბერში ვგეგმავდით. მაგრამ როგორც გახსოვთ, საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, მე კი ოპოზიციურ პარტიაში ვიყავი. როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, ცენტრალურ სტადიონამდე "მისასვლელი გზა" გადამიკეტეს. სწორედ მაშინ შევპირდი ჩემს გულშემატკივრებს, რომ ჩვენ ჯერ არჩევნებში გავიმარჯვებდით, მერე კი გაზაფხულზე ფეხბურთიდან ჩემს გამოსაშვიდობებელ მატჩს გავმართავდი. ამ გადაწყვეტილებას კიდევ ერთი პლუსი აღმოაჩნდა - მოედანზე ჩემთან ერთად იყო ჩემი მეგობარი გიორგი დემეტრაძე, რომელიც პატიმრობიდან ამ ზამთარს გათავისუფლდა.

- ვიცით, რომ წინა ხელისუფლება მხოლოდ სტადიონზე მატჩის გამართვაში კი არ გზღუდავდათ, არამედ მათ დააყადაღეს თქვენი საბანკო ანგარიშები, ქონება. მიუხედავად ამისა, არ გქონდათ იმედგაცრუება, არ გაგიჩნდათ იტალიაში დაბრუნების სურვილი?

- მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოვედი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოში ჩემს ბიზნესს მართლაც სერიოზული პრობლემები შეექმნა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემთვის ეს არ გამხდარა გაჩერებისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის შეჩერების მიზეზი. საკუთარ ძალებში იმანაც დამარწმუნა, რომ მსგავსი პრობლემები საქართველოში ათასობით ადამიანს ჰქონდა, რომელთაც ჩვენი კოალიციის იწამეს და არ დაკარგეს იმედი, რომ შევძლებდით მათი მომავლის შეცვლას. ჩემი ხალხის ეს რწმენა, ეს სიყვარული მამხნევებს და ამ კავშირს ვერანაირი ფული და წართმეული ბიზნესი ვერ გაწყვეტს.

- რა უფრო რთული გამოდგა - არჩევნებში გამარჯვება თუ მინისტრობა, როცა ამის არანაირი გამოცდილება არ გქონდათ?

- ამის შედარება არ შეიძლება. ერთი და და მეორეც რთულია, თუმცა საინტერესო. ბავშვობიდან შეჩვეული ვარ მიზნების დასახვასა და მათ განხორციელებას, როგორც სპორტში, ისე სამუშაოსა და პოლიტიკაში.

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ხართ, ახერხებთ თუა რა სპორტული ფორმის შენარჩუნებას?

- იმ ნახევარი წლის განმავლობაში, რაც მინისტრთა კაბინეტში ვარ, იყო დღეები და კვირები, როცა არათუ ვარჯიშს, გამოძინებასაც ვერ ვახერხებდი. რა თქმა უნდა, ვცდილობ მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშს, დავდივარ სავარჯიშო დარბაზში, თუმცა ამას ან დილით ადრე ვახერხებ, ან ძალიან გვიან, როცა ნორმალურ ადამიანებს სძინავთ.

- გარდა იმისა, რომ მაღალანაზღაურებადი მოხელე ხართ, ორი ბიჭუნას მამაც ხართ. ახერხებთ თუ არა მათთვის დროის გამონახვას?

- ჩემი ოჯახი ჩემთვის უმთავრესია. თუ ვინმე ამბობს, რომ მას დრო არ ჰყოფნის საყვარელი ადამიანისთვის, ბავშვების აღზრდისთვის, მაშინ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, აზრი არა აქვს.

- ფეხბურთელობისას ჩემპიონთა ლიგისა და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოების მოგებაზე ოცნებობდით. ახლა რა მიზნები გაქვთ?

- ახლა იმაზე ვოცნებობ, რომ ქართული ოცნება ახდეს.

- რას ნანობთ?

- ერთადერთი სინანული, რომელიც ჩემს საფეხბურთო კარიერას უკავშირდება, ისაა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირებზე ვერ ვითამაშე. და რა თქმა უნდა, 2009 წელს ერთ მატჩში საკუთარ კარში გატანილ ორ გოლზე.

- რა პროექტები გაქვთ?

- ვცდილობ, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს დავეხმარო. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე მინდოდა თბილისში სპორტული სკოლის შექმნა, თუმცა მერიასთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, ადგილი არ გამომიყვეს მშენებლობისთვის. თუმცა, მაინც მაქვს იმედი, რომ ჩემსას გავიტან. მაქვს ახალი პროექტიც - მინდა ორი სპორტული სკოლა გავხსნა ჩემს მშობლიურ სამტრედიაში. არ გამოვრიცხავ, ეს სკოლა უფასო იყოს.

- რატომ გახდით პოლიტიკოსი?

- სპორტში ყველაფერი მოვიგე. როგორც ფეხბურთელმა, ამოვწურე საკუთარი შესაძლებლობები. თავიდანვე ვუთხარი საკუთარ თავს, რომ მწვრთნელის კარიერა საჩემო არ იყო. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკაში წასვლას, ამისკენ გასულ წლებში ჩემს ქვეყნებში შექმნილმა სიტუაციამ მიბიძგა. როცა თბილისში დავბრუნდი და ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ გუნდში მიმიწვია, ბევრი რამ გადავაფასე სააკაშვილის ქმედებებში. ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში მე მას კრიტიკული შეკითხვა დავუსვი, რომელზეც მას არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა.

მომზადებულია КОМАНДА-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია