საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანის კინოფესტივალის სკანდალით დასრულდა
კანის კინოფესტივალის სკანდალით დასრულდა

კა­ნის 88-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი სენ­სა­ცი­ით დას­რულ­და - მთა­ვა­რი პრი­ზი, "ოქ­როს პალ­მის რტო", ერგო ფრან­გი რე­ჟი­სო­რის აბ­დე­ლა­ტიფ კე­ში­შის ფილ­მს "ადე­ლის ცხოვ­რე­ბა", რო­მე­ლიც ერ­თსქე­სი­ან სიყ­ვა­რულ­ზეა.

უმაღ­ლე­სი ჯილ­დო რე­ჟი­სორს მსა­ხი­ობ­მა უმა თურ­მან­მა გა­დას­ცა. "მე ჩემი ფილ­მი მი­ვუ­ძღვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ახალ­გაზ­რდე­ბის უფ­ლე­ბას, უყ­ვარ­დეთ და სრულ­ყო­ფი­ლად მო­ახ­დი­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯილ­დოს მი­ღე­ბი­სას ტუ­ნი­სუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ფრან­გმა რე­ჟი­სორ­მა.

საფ­რან­გეთ­ში სულ ცოტა ხნის წინ მი­ი­ღეს კა­ნო­ნი ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ერ­თსქე­სი­ა­ნი სიყ­ვა­რუ­ლის პრობ­ლე­მის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი, რე­ჟი­სო­რის თქმით, მას ნაკ­ლე­ბად აღელ­ვებ­და, მას სურ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა "უბ­რა­ლო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მთელ სი­ლა­მა­ზეს".

ორი გო­გო­ნას სიყ­ვა­რუ­ლის დაწ­ვრი­ლე­ბი­თი აღ­წე­რით ფილმმა კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ბევ­რი მო­ნა­წი­ლე გა­ა­ოგ­ნა. თუმ­ცა ჟი­უ­რიმ, რომ­ლის სა­თა­ვე­შიც სტი­ვენ სპილ­ბერ­გი იმ­ყო­ფე­ბო­და, მა­ინც გა­და­წყვი­ტა, ის ფეს­ტი­ვა­ლის სხვა ფილ­მებ­ზე უფრო მაღ­ლა და­ე­ყე­ნე­ბი­ნა. ამით კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­მა მო­ახ­დი­ნა იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა, თუ რა ფარ­თო ჰო­რი­ზონ­ტე­ბი აქვს და რო­გორ შე­უძ­ლია ისეთ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ულ თე­მებ­თან შე­ხე­ბაც კი, რომ­ლე­ბიც მძაფრ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პო­ლე­მი­კას იწ­ვე­ვენ.

ფეს­ტი­ვა­ლის მე­ო­რე პრე­მია, გრან-პრი, მო­ი­პო­ვა ამე­რი­კე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის - ძმე­ბის იტან და ჯოელ კო­ე­ნე­ბის ფილმმა "ლუინ დე­ვი­სის შიგ­ნით". ის ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთ ფა­ვო­რი­ტად მი­იჩ­ნე­ო­და და ფარ­თო პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და სიმ­სუ­ბუ­ქი­სა და სა­ნა­ხა­ობ­რი­ო­ბის გამო.

ერთ-ერთი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის პრი­ზის მი­ნი­ჭე­ბა მექ­სი­კე­ლი ამატ ეს­კა­ლან­ტეს­თვის. მის სუ­რათს "ელი" ერთ-ერთ აუტ­სა­ი­დე­რად მი­იჩ­ნევ­დნენ კრი­ტი­კო­სე­ბი. თუმ­ცა ჟი­უ­რიმ ფილმში და­ი­ნა­ხა ის, რაც ვერ შე­ნიშ­ნა მრა­ვალ­რი­ცხო­ვან­მა კი­ნომ­ცოდ­ნემ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კანის კინოფესტივალის სკანდალით დასრულდა

კანის კინოფესტივალის სკანდალით დასრულდა

კანის 88-ე კინოფესტივალი სენსაციით დასრულდა - მთავარი პრიზი, "ოქროს პალმის რტო", ერგო ფრანგი რეჟისორის აბდელატიფ კეშიშის ფილმს "ადელის ცხოვრება", რომელიც ერთსქესიან სიყვარულზეა.

უმაღლესი ჯილდო რეჟისორს მსახიობმა უმა თურმანმა გადასცა. "მე ჩემი ფილმი მივუძღვენი ახალგაზრდობასა და თავისუფლებას, ახალგაზრდების უფლებას, უყვარდეთ და სრულყოფილად მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება", - განაცხადა ჯილდოს მიღებისას ტუნისური წარმომავლობის ფრანგმა რეჟისორმა.

საფრანგეთში სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზების შესახებ, მაგრამ ერთსქესიანი სიყვარულის პრობლემის პოლიტიკური კონტექსტი, რეჟისორის თქმით, მას ნაკლებად აღელვებდა, მას სურდა ეჩვენებინა "უბრალო სასიყვარულო ამბავი, რომელიც მოიცავს ურთიერთობების მთელ სილამაზეს".

ორი გოგონას სიყვარულის დაწვრილებითი აღწერით ფილმმა კანის კინოფესტივალის ბევრი მონაწილე გააოგნა. თუმცა ჟიურიმ, რომლის სათავეშიც სტივენ სპილბერგი იმყოფებოდა, მაინც გადაწყვიტა, ის ფესტივალის სხვა ფილმებზე უფრო მაღლა დაეყენებინა. ამით კანის კინოფესტივალმა მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა ფართო ჰორიზონტები აქვს და როგორ შეუძლია ისეთ კინემატოგრაფიულ თემებთან შეხებაც კი, რომლებიც მძაფრ საზოგადოებრივ პოლემიკას იწვევენ.

ფესტივალის მეორე პრემია, გრან-პრი, მოიპოვა ამერიკელი რეჟისორების - ძმების იტან და ჯოელ კოენების ფილმმა "ლუინ დევისის შიგნით". ის ფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა და ფართო პოპულარობით სარგებლობდა სიმსუბუქისა და სანახაობრიობის გამო.

ერთ-ერთი მოულოდნელობა იყო საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზის მინიჭება მექსიკელი ამატ ესკალანტესთვის. მის სურათს "ელი" ერთ-ერთ აუტსაიდერად მიიჩნევდნენ კრიტიკოსები. თუმცა ჟიურიმ ფილმში დაინახა ის, რაც ვერ შენიშნა მრავალრიცხოვანმა კინომცოდნემ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება