პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა ლაბაძე გენო მალაზონიამ მოხიბლა
ლიკა ლაბაძე გენო მალაზონიამ მოხიბლა

რუბ­რი­კა "ჭორი და მარ­თა­ლი"

ლიკა ლა­ბა­ძემ სა­ხე­ლი პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" სა­მო­რის­თან ერ­თად მო­პო­ვე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ად­გი­ლით გა­ით­ქვა. ამე­რი­კუ­ლი პრო­ექ­ტის ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გის ფი­ნალ­ში ლი­კა­სა და სა­მო­რის წყვი­ლი გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძი­სა და თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლის წყვილს და­უ­პი­რის­პირ­და. ორი­ვე წყვი­ლი ერ­თმა­ნეთ­ზე უკე­თე­სი იყო, თუმ­ცა სა­მო­რის იმ­დრო­ინ­დელ­მა რე­ი­ტინ­გმა ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ფა­რა და ლი­კა­სა და სა­მო­რის დუ­ე­ტი იმ წელს სა­უ­კე­თე­სო მო­ცეკ­ვა­ვე წყვი­ლად და­სა­ხელ­და.

მას შემ­დეგ ყო­ფი­ლი ბა­ლე­რი­ნა ლიკა ლა­ბა­ძე ცნო­ბი­ლი გახ­და. ამას ისიც და­ე­მა­ტა, რომ ლიკა გახ­სნი­ლი და გულ­ღი­აა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და ერთ-ერთი კარ­გი რეს­პონ­დენ­ტი­ცაა, ასე რომ, ხში­რად სტუმ­რობს ჟურ­ნა­ლე­ბის ფურ­ცლებს და მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­თაც ბევ­რი ინ­ტე­რეს­დე­ბა. ადრე ამ­ბობ­დნენ, რომ ლიკა გა­თხო­ვი­ლი იყო, რა­საც თა­ვად არ ადას­ტუ­რებს.

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას და შემ­დე­გაც, მა­ყუ­რე­ბელს ძა­ლი­ან უნ­დო­და, ლიკა და სა­მო­რი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც და­წყვი­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ და ყვე­ლა მათ რო­მან­ზე ჭო­რა­ობ­და, თუმ­ცა ამას თა­ვად ხუმ­რო­ბით ხვდე­ბოდ­ნენ და არას­დროს და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისიც გა­ირ­კვა, რომ სა­მო­რი სხვა ცნო­ბილ გო­გო­ნას­თან ურ­თი­ერ­თობ­და - მომ­ღე­რალ სა­ლო­მე კორ­კო­ტაშ­ვილ­თან, რო­მელ­მაც ამის შე­სა­ხებ "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" ისა­უბ­რა, არ­ცთუ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით, სა­მო­რის კი სა­ერ­თოდ არ გა­უ­კე­თე­ბია კო­მენ­ტა­რი. ასე რომ, ლი­კა­სა და სა­მო­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბა­ვი გა­მო­ი­რი­ცხა. თა­ნაც, ამ ჭო­რებს წერ­ტი­ლი ლი­კამ თა­ვა­დაც და­უს­ვა, რო­დე­საც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მი­ღე­ბუ­ლი პრი­ზით ეგ­ვიპ­ტე­ში დე­დას­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა.

ლიკა თბი­ლის­ში ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი და სიმ­პა­თი­უ­რი გო­გო­ნაა, ეს კი მის გარ­შე­მო ჭო­რე­ბის კო­რი­ან­ტელს აყე­ნებს. თუმ­ცა ამ­ჯე­რად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არა­ფერ შუ­ა­ში ვართ. ლი­კამ თა­ვად აა­ლა­პა­რა­კა თბი­ლი­სი, რო­დე­საც ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" ერთ-ერთ ამას­წი­ნან­დელ ნო­მერ­ში თა­ვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სი­ახ­ლე გაგ­ვაც­ნო. კერ­ძოდ, გა­მო­ტყდა, რომ თა­ვის ძველ მე­გო­ბარ­თან რო­მა­ნი აქვს.

"პა­ტა­რა სი­ახ­ლე მაქვს. გვერ­დით მყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც თავს კარ­გად ვგრძნობ, თუმ­ცა ამას ჯერ სიყ­ვა­რულს ვერ და­ვარ­ქმევ. ოთხი წე­ლია ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, ვმე­გობ­რობ­დით, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა ახლა სხვა ფა­ზა­ში გა­და­ი­ზარ­და. მის ვი­ნა­ო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­ვამ­ხელ, ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან არ აქვს შე­ხე­ბა, ისიც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია და როცა დროს ვპო­უ­ლობთ, მა­შინ ვნა­ხუ­ლობთ ერ­თმა­ნეთს", - ამ­ბობ­და ლიკა "რე­ი­ტინგთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში. ჩვენ, რა­საკ­ვი­რე­ლია, ყვი­თე­ლი პრე­სის კა­ნო­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მისი რჩე­უ­ლის ვი­ნა­ო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით და გა­ვარ­კვი­ეთ კი­დეც.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ლიკა ლაბაძე გენო მალაზონიამ მოხიბლა

ლიკა ლაბაძე გენო მალაზონიამ მოხიბლა

რუბრიკა "ჭორი და მართალი"

ლიკა ლაბაძემ სახელი პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სამორისთან ერთად მოპოვებული პირველი ადგილით გაითქვა. ამერიკული პროექტის ქართული ანალოგის ფინალში ლიკასა და სამორის წყვილი გიგი გაჩეჩილაძისა და თიკო სადუნიშვილის წყვილს დაუპირისპირდა. ორივე წყვილი ერთმანეთზე უკეთესი იყო, თუმცა სამორის იმდროინდელმა რეიტინგმა ყველაფერი გადაფარა და ლიკასა და სამორის დუეტი იმ წელს საუკეთესო მოცეკვავე წყვილად დასახელდა.

მას შემდეგ ყოფილი ბალერინა ლიკა ლაბაძე ცნობილი გახდა. ამას ისიც დაემატა, რომ ლიკა გახსნილი და გულღიაა ჟურნალისტებთან და ერთ-ერთი კარგი რესპონდენტიცაა, ასე რომ, ხშირად სტუმრობს ჟურნალების ფურცლებს და მისი პირადი ცხოვრებითაც ბევრი ინტერესდება. ადრე ამბობდნენ, რომ ლიკა გათხოვილი იყო, რასაც თავად არ ადასტურებს.

"ცეკვავენ ვარსკვლავების" მიმდინარეობისას და შემდეგაც, მაყურებელს ძალიან უნდოდა, ლიკა და სამორი რეალურ ცხოვრებაშიც დაწყვილებულიყვნენ და ყველა მათ რომანზე ჭორაობდა, თუმცა ამას თავად ხუმრობით ხვდებოდნენ და არასდროს დაუდასტურებიათ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ.

მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ სამორი სხვა ცნობილ გოგონასთან ურთიერთობდა - მომღერალ სალომე კორკოტაშვილთან, რომელმაც ამის შესახებ "ნანუკას შოუში" ისაუბრა, არცთუ დიდი ენთუზიაზმით, სამორის კი საერთოდ არ გაუკეთებია კომენტარი. ასე რომ, ლიკასა და სამორის სასიყვარულო ამბავი გამოირიცხა. თანაც, ამ ჭორებს წერტილი ლიკამ თავადაც დაუსვა, როდესაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიღებული პრიზით ეგვიპტეში დედასთან ერთად გაემგზავრა.

ლიკა თბილისში ერთ-ერთი ცნობილი და სიმპათიური გოგონაა, ეს კი მის გარშემო ჭორების კორიანტელს აყენებს. თუმცა ამჯერად ჟურნალისტები არაფერ შუაში ვართ. ლიკამ თავად აალაპარაკა თბილისი, როდესაც ჟურნალ "რეიტინგის" ერთ-ერთ ამასწინანდელ ნომერში თავისი პირადი ცხოვრების სიახლე გაგვაცნო. კერძოდ, გამოტყდა, რომ თავის ძველ მეგობართან რომანი აქვს.

"პატარა სიახლე მაქვს. გვერდით მყავს ადამიანი, რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ამას ჯერ სიყვარულს ვერ დავარქმევ. ოთხი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობდით, მაგრამ ურთიერთობა ახლა სხვა ფაზაში გადაიზარდა. მის ვინაობას ჯერჯერობით არ გავამხელ, ტელევიზიასთან არ აქვს შეხება, ისიც ძალიან დაკავებულია და როცა დროს ვპოულობთ, მაშინ ვნახულობთ ერთმანეთს", - ამბობდა ლიკა "რეიტინგთან" ინტერვიუში. ჩვენ, რასაკვირელია, ყვითელი პრესის კანონების შესაბამისად, მისი რჩეულის ვინაობით დავინტერესდით და გავარკვიეთ კიდეც.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება