მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საფრთხეს უქმნის სტრესი ჯანმრთელობას
რა საფრთხეს უქმნის სტრესი ჯანმრთელობას

რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა შე­უძ­ლია ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დის­ფუნ­ქცი­ას და რო­გორ ვლინ­დე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბი? გვე­სა­უბ­რე­ბა ნევ­რო­ლო­გი ლია ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი:

- ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა ის ცენ­ტრია, სა­ი­და­ნაც მთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი იმარ­თე­ბა და რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ორ­გა­ნოს მუ­შა­ო­ბა­ზე. ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის ნე­ბის­მი­ე­რი დის­ფუნ­ქცია ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის წარ­მო­შო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ისე­თი უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა სტრე­სი, არა­რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბა, ცუდი ეკო­ლო­გი­უ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო, სის­ტე­მა­ში არ­ღვევს ნერ­ვულ ბა­ლანსს, რაც პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის წარ­მომ­შო­ბია. ცნო­ბი­ლია ფსი­ქო­გე­ნუ­რი ნე­ი­რო­სო­მა­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მთე­ლი ჯგუ­ფი, მა­გა­ლი­თად, ბრონ­ქუ­ლი ას­თმა, არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზია, ნე­ი­რო­დერ­მი­ტი, რო­მელ­თა სა­ფუძ­ვე­ლიც სწო­რედ ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დის­ფუნ­ქცი­აა. მე­ო­რე მხრივ, ხში­რია სხვა­დას­ხვა სო­მა­ტუ­რი პა­თო­ლო­გი­ის დროს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მე­ო­რე­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა. ეს ის მდგო­მა­რე­ო­ბაა, როცა პა­ცი­ენტს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მი­სა და სხვა ორ­გა­ნოს და­ზი­ა­ნე­ბა ერ­თდრო­უ­ლად უვ­ლინ­დე­ბა. ამ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის გა­მო­ყო­ფა და შემ­დეგ სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბა. სა­ზო­გა­დად კი, ორ­გა­ნიზ­მის ყვე­ლას სის­ტე­მი­სა და ში­ნა­გა­ნი ორ­გა­ნო­ე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ას ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა აგ­ვა­რებს, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, ნერ­ვუ­ლი უჯრე­დე­ბის (ნე­ი­რო­ნე­ბის) ერ­თობ­ლი­ო­ბაა, თა­ვი­სი უამ­რა­ვი გან­შტო­ე­ბით. ამ რე­გუ­ლა­ცი­ას კი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა თა­ვი­სი ე.წ. სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის - ვე­გე­ტა­ტი­უ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მეშ­ვე­ო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს.

- რა იწ­ვევს ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ში დღეს ასე ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ უძი­ლო­ბას?

- უძი­ლო­ბა ადა­მი­ანს გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­შიც აწუ­ხებ­და, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის ერთ-ერთ უდი­დეს პრობ­ლე­მად ექცა. ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ამ უამ­რავ მავ­ნე გან­ცდას­თან ერ­თად დიდი დო­ზით მოგ­ვი­ტა­ნა უძი­ლო­ბაც. 90-მდე და­ა­ვა­დე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს ძი­ლის დარ­ღვე­ვას, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი მა­ინც სტრე­სი და დეპ­რე­სი­აა, ასე­ვე - და­ძა­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი, მო­ზარ­დე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდე­ბის კომ­პი­უ­ტერ­თან გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა თუ სხვა. უძი­ლო­ბის (ინ­სომ­ნია) სა­მე­დი­ცი­ნო გან­მარ­ტე­ბა კი ასე­თია: ეს არის ღა­მის ძი­ლის პე­რი­ო­დის შემ­ცი­რე­ბა, და­ძი­ნე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, წყვე­ტი­ლი ძილი და ნა­ად­რე­ვი გაღ­ვი­ძე­ბა (ზოგ­ჯერ - დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა), მას ხში­რად ერ­თვის მო­უს­ვენ­რო­ბა, მო­მე­ტე­ბუ­ლი აგ­ზნე­ბა­დო­ბა და სხვა.

ჯან­მრთელ ადა­მი­ან­ში უძი­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფი­ზი­კურ­მა ან ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა გა­და­ძაბ­ვამ, ღრმა გან­ცდებ­მა, მაგ­რამ თუ უძი­ლო­ბა ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბით, მა­გა­ლი­თად, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, უპირ­ვე­ლე­სად ამ და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლაა სა­ჭი­რო, თუმ­ცა ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის და­მამ­შვი­დე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს მე­დი­კო­სე­ბი ამ დრო­საც ნიშ­ნა­ვენ.

- ნერ­ვულ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მა­ზე თუ აი­სა­ხე­ბა?

- ნე­ბის­მი­ე­რი სტრე­სი, უძი­ლო­ბა, და­ძა­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი ადა­მი­ა­ნის ნერ­ვულ სის­ტე­მას ვნებს, ამ­დე­ნად, კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის მუ­შა­ო­ბა­ზეც ახ­დენს გავ­ლე­ნას. ნერ­ვულ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი საყ­ლა­პა­ვის პრობ­ლე­მა­საც იწ­ვევს. ეს არის ყელ­ზე ლუკ­მის დად­გო­მის შეგ­რძნე­ბა, რო­მე­ლიც "ნევ­რო­ზუ­ლი ლუკ­მის" სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. ამ დროს ავად­მყოფს არა­თუ მკვრი­ვი, თხი­ე­რი საკ­ვე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვაც კი უჭირს. ნერ­ვულ სტრე­სებს უკავ­შირ­დე­ბა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მიც. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ზე, ჰი­პერ­ტენ­ზი­ა­ზე, დი­ა­ბეტ­ზე. ეს და­ა­ვა­დე­ბე­ბი მეტ­წი­ლად ნერ­ვულ ფონ­ზე ვი­თარ­დე­ბა.

- რას იტყო­დით ნერ­ვუ­ლი და ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბის ურ­თი­ერ­თკავ­შირ­ზე­?

- ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სეკ­რე­ცია იმუ­ნურ და ნერ­ვულ სის­ტე­მა­თა ფუნ­ქცი­ო­ბას უწყობს ხელს, ეს ორი კი ენ­დოკ­რი­ნუ­ლი სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბა­ზე მოქ­მე­დებს. ორ­გა­ნიზ­მში კი ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლია, ერთ სის­ტე­მა­ში მომ­ხდა­რი ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ღვე­ვა სხვა სის­ტე­მებ­სა და ორ­გა­ნო­ებ­ში ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს.

არც ერთი სტრე­სი, არც ერთი უძი­ლო ღამე უკ­ვა­ლოდ არ ქრე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე აი­სა­ხე­ბა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი შე­დეგს ვიმ­კით. და­ძა­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი, მუდ­მი­ვი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, სტრე­სი ზი­ანს აყე­ნებს ჩვენს ენ­დოკ­რი­ნულ სის­ტე­მას, რომ­ლის დის­ფუნ­ქცია არა მარ­ტო გი­ნე­კო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს, არა­მედ ჭარბ წო­ნა­სა და სიმ­სუქ­ნე­საც გა­ნა­პი­რო­ბებს.

მო­ამ­ზა­და ლიკა კე­რა­ტიშ­ვილ­მა

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რა საფრთხეს უქმნის სტრესი ჯანმრთელობას

რა საფრთხეს უქმნის სტრესი ჯანმრთელობას

რომელი დაავადებების პროვოცირება შეუძლია ნერვული სისტემის დისფუნქციას და როგორ ვლინდება ეს დაავადებები? გვესაუბრება ნევროლოგი ლია ლეკვეიშვილი:

- ცენტრალური ნერვული სისტემა ის ცენტრია, საიდანაც მთელი ორგანიზმი იმართება და რომელიც პასუხისმგებელია ყველა დანარჩენი ორგანოს მუშაობაზე. ნერვული სისტემის ნებისმიერი დისფუნქცია ამა თუ იმ დაავადების წარმოშობას განაპირობებს. ისეთი უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედება, როგორებიცაა სტრესი, არარაციონალური კვება, ცუდი ეკოლოგიური თუ სოციალური გარემო, სისტემაში არღვევს ნერვულ ბალანსს, რაც პათოლოგიური პროცესების წარმომშობია. ცნობილია ფსიქოგენური ნეიროსომატური დაავადებების მთელი ჯგუფი, მაგალითად, ბრონქული ასთმა, არტერიული ჰიპერტენზია, ნეიროდერმიტი, რომელთა საფუძველიც სწორედ ნერვული სისტემის დისფუნქციაა. მეორე მხრივ, ხშირია სხვადასხვა სომატური პათოლოგიის დროს ნერვული სისტემის მეორეული დაზიანება. ეს ის მდგომარეობაა, როცა პაციენტს ნერვული სისტემისა და სხვა ორგანოს დაზიანება ერთდროულად უვლინდება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი დაავადების გამოყოფა და შემდეგ სათანადო რეაგირება. საზოგადად კი, ორგანიზმის ყველას სისტემისა და შინაგანი ორგანოების რეგულაციას ნერვული სისტემა აგვარებს, რომელიც, თავის მხრივ, ნერვული უჯრედების (ნეირონების) ერთობლიობაა, თავისი უამრავი განშტოებით. ამ რეგულაციას კი ნერვული სისტემა თავისი ე.წ. სპეციალური განყოფილების - ვეგეტატიური ნერვული სისტემის მეშვეობით ახორციელებს.

- რა იწვევს ახალგაზრდა თაობაში დღეს ასე ფართოდ გავრცელებულ უძილობას?

- უძილობა ადამიანს გასულ საუკუნეებშიც აწუხებდა, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებას ის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად ექცა. ცივილიზაციამ უამრავ მავნე განცდასთან ერთად დიდი დოზით მოგვიტანა უძილობაც. 90-მდე დაავადება განაპირობებს ძილის დარღვევას, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც სტრესი და დეპრესიაა, ასევე - დაძაბული ცხოვრების რიტმი, მოზარდებისა და ახალგაზრდების კომპიუტერთან განუსაზღვრელი დროის გატარება თუ სხვა. უძილობის (ინსომნია) სამედიცინო განმარტება კი ასეთია: ეს არის ღამის ძილის პერიოდის შემცირება, დაძინების გაძნელება, წყვეტილი ძილი და ნაადრევი გაღვიძება (ზოგჯერ - დილით გაღვიძების გაძნელება), მას ხშირად ერთვის მოუსვენრობა, მომეტებული აგზნებადობა და სხვა.

ჯანმრთელ ადამიანში უძილობა შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკურმა ან ფსიქოლოგიურმა გადაძაბვამ, ღრმა განცდებმა, მაგრამ თუ უძილობა ამა თუ იმ დაავადებით, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით არის განპირობებული, უპირველესად ამ დაავადებებთან ბრძოლაა საჭირო, თუმცა ნერვული სისტემის დამამშვიდებელ საშუალებებს მედიკოსები ამ დროსაც ნიშნავენ.

- ნერვულ სისტემაში არსებული დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემაზე თუ აისახება?

- ნებისმიერი სტრესი, უძილობა, დაძაბული ცხოვრების რიტმი ადამიანის ნერვულ სისტემას ვნებს, ამდენად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზეც ახდენს გავლენას. ნერვულ სისტემაში არსებული დარღვევები საყლაპავის პრობლემასაც იწვევს. ეს არის ყელზე ლუკმის დადგომის შეგრძნება, რომელიც "ნევროზული ლუკმის" სახელწოდებითაა ცნობილი. ამ დროს ავადმყოფს არათუ მკვრივი, თხიერი საკვების გადაყლაპვაც კი უჭირს. ნერვულ სტრესებს უკავშირდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომიც. იგივე შეიძლება ითქვას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ჰიპერტენზიაზე, დიაბეტზე. ეს დაავადებები მეტწილად ნერვულ ფონზე ვითარდება.

- რას იტყოდით ნერვული და ენდოკრინული სისტემების ურთიერთკავშირზე­?

- ენდოკრინული სეკრეცია იმუნურ და ნერვულ სისტემათა ფუნქციობას უწყობს ხელს, ეს ორი კი ენდოკრინული სისტემის მუშაობაზე მოქმედებს. ორგანიზმში კი ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულია, ერთ სისტემაში მომხდარი ნებისმიერი დარღვევა სხვა სისტემებსა და ორგანოებში ცვლილებებს იწვევს.

არც ერთი სტრესი, არც ერთი უძილო ღამე უკვალოდ არ ქრება, ყველაფერი ჩვენს ნერვულ სისტემაზე აისახება, დროთა განმავლობაში კი შედეგს ვიმკით. დაძაბული ცხოვრების რიტმი, მუდმივი გაღიზიანება, სტრესი ზიანს აყენებს ჩვენს ენდოკრინულ სისტემას, რომლის დისფუნქცია არა მარტო გინეკოლოგიურ პრობლემებს, არამედ ჭარბ წონასა და სიმსუქნესაც განაპირობებს.

მოამზადა ლიკა კერატიშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს