მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - "ვანოც და ბაჩოც დაცულია"
სოზარ სუბარი - "ვანოც და ბაჩოც დაცულია"

"მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­კა­ნი პა­ტიმ­რის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვი­დე­ოთ­ვა­ლით კონ­ტროლ­დე­ბა", - გან­გვი­ცხა­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა. მას (რო­გორც გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რის მრჩე­ველს) უპირ­ვე­ლე­სად 17 მა­ისს მომ­ხდა­რის შე­ფა­სე­ბა ვთხო­ვეთ:

შარ­შან ლგბტ-ის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და მათი აქ­ცი­ის ჩაშ­ლის მსურ­ვე­ლებს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მოხ­და, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და და პო­ლი­ცია გან­ზე იდგა. იმ აქ­ტი­ვის­ტებ­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს, რომ­ლე­ბიც დღეს მთე­ლი ხმით გაჰ­ყვი­რი­ან, მა­შინ ხმა არ ამო­უ­ღი­ათ. ამ­ბო­ბენ, 17 მა­ისს უფრო მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი რომ გა­მო­სუ­ლი­ყო, არა­ფე­რი მოხ­დე­ბო­დაო, მაგ­რამ არა­ვინ ელო­და, რომ ამ­დე­ნი კონ­ტრაქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე მო­ვი­დო­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქვე­ბის სრო­ლა და მან­ქა­ნე­ბის დამ­ტვრე­ვა გან­ზრა­ხუ­ლი არა­ვის ჰქო­ნია, მაგ­რამ ხალ­ხი რომ შე­იკ­რი­ბა, ვი­ღა­ცამ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და ემო­ცია ადუღ­და. რო­დე­საც შე­კუმ­შუ­ლი ზამ­ბა­რა იშ­ლე­ბა, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ გა­იშ­ლე­ბა, მისი შე­ჩე­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია.

ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­კუმ­შუ­ლი ზამ­ბა­რის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და ეს ზამ­ბა­რა ახლა იშ­ლე­ბა. ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა 17 მა­ი­სის აქ­ცი­აც და ისიც, რომ ზეს­ტა­ფო­ნის ბაზ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სახ­ლთან აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ, "ფე­როს" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იფი­ცე­ბი­ან, პა­ტიმ­რე­ბი სხვა­დას­ხვა მო­თხოვ­ნას აყე­ნე­ბენ.

ახლა ემო­ცი­ამ გა­სა­ქა­ნი პოვა და ყვე­ლა­ფერ­მა ერ­თბა­შად იფეთ­ქა. ეს პრო­ცე­სი თან­და­თან ჩარ­ჩო­ში უნდა ჩაჯ­დეს. სა­ხა­რე­ბა არ გვას­წავ­ლის ვინ­მეს დარ­ბე­ვას. სიყ­ვა­რუ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა დას­ჯა­დი არ არის. დას­ჯა­დია უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა. მღვდე­ლი რომ სკა­მით დარ­ბის, ეს ორგვა­რად შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გოთ, ეს სკა­მი ვი­ღა­ცის­თვის და­სარ­ტყა­მად უნდა ან ვი­ღა­ცას ხე­ლი­დან გა­მოჰ­გლი­ჯა, რომ სხვა არ და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა. ამ შემ­თხვე­ვა­ში ემო­ცი­ი­დან კი არ უნდა გა­მო­ვი­დეთ, არა­მედ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან. არც ერთი პირი, რო­მელ­ზეც მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა, რომ კა­ნო­ნი და­არ­ღვია, და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბა.

ხში­რად ამ­ბო­ბენ, - ეკ­ლე­სი­ას არა აქვს უფ­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­ე­რი­ო­სო. ასეა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, ეკ­ლე­სია არ ახ­დენ­დეს გავ­ლე­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე. ერის ზნე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა ეკ­ლე­სი­ის მო­ვა­ლე­ო­ბაა, მაგ­რამ რო­დე­საც მღვდელმსა­ხურ­თა ქმე­დე­ბე­ბი ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­დის, ეს აღარ არის ქრის­ტეს სწავ­ლე­ბა.

- წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლი თქვენ­და­მი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი უწყე­ბის პა­ტი­მა­რი იქ­ნე­ბო­და?

- მე­რა­ბიშ­ვი­ლი რომ პა­ტი­მა­რი იქ­ნე­ბო­და, ნათ­ლად წარ­მო­მედ­გი­ნა, ისე­ვე რო­გორც კი­დევ არა­ერ­თი, რომ­ლე­ბიც ჯერ არ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი "მატ­რო­სოვ­ზე" ერ­თკა­ცი­ან სა­კან­შია. ის შს მი­ნის­ტრი და პრე­მი­ე­რი იყო და ვერ შე­ვიყ­ვან­დით იმ სა­კან­ში, სა­დაც მისი და­ჭე­რი­ლე­ბი სხე­დან, მაგ­რამ ისე­თი­ვე პი­რო­ბებ­შია, რო­გორ­შიც სხვა პა­ტიმ­რე­ბი.

- ამა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იხ­დის სას­ჯელს ასე­ვე შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია, რო­მე­ლიც და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლია ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან.

- ბაჩო ახა­ლა­ი­აც იმა­ვე ფლი­გელ­ში და იმა­ვე სარ­თულ­ზეა, თუმ­ცა მათ ერ­თმა­ნეთ­თან შე­ხე­ბა არა აქვთ.

- ით­ქვა, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის "მატ­რო­სოვ­ზე" მიყ­ვა­ნას ხმა­უ­რი და გა­და­ძა­ხი­ლი მოჰ­ყვა.

- არა­ნა­ი­რი გა­და­ძა­ხი­ლი არ ყო­ფი­ლა. რო­დე­საც ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და ბაჩო ახა­ლა­ია ერთ შე­ნო­ბა­ში გვყავ­და, მა­თაც არ ჰქო­ნი­ათ შე­ხე­ბა, მაგ­რამ დე­რე­ფან­ში გავ­ლი­სას ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ორ­ჯერ რა­ღაც და­იყ­ვი­რა და კა­ციშ­ვილ­მა არ იცის, გა­ი­გო­ნა თუ არა მისი შე­ძა­ხი­ლი ბა­ჩომ. ამას ვერც სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ი­გებ­და, ერთ-ერთ მათ­განს რომ არ ეტ­რა­ბა­ხა, ვა­გი­ნეო. იმი­სათ­ვის, რომ ერ­თმა პა­ტი­მარ­მა მე­ო­რეს არ და­უყ­ვი­როს ან არ შე­ა­გი­ნოს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ცი­ხეს ვერ ავა­შე­ნებთ.

- რამ­დე­ნად და­ცუ­ლია ცი­ხე­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა? ამას იმი­ტომ გე­კი­თხე­ბით, რომ თეა თუთ­ბე­რი­ძე გა­მუდ­მე­ბით ლა­პა­რა­კობს ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თვის მო­სა­ლოდ­ნელ საფრ­თხე­ზე.

- და­ცუ­ლე­ბი არი­ან. ვა­ნოც და­ცუ­ლია და ბა­ჩოც. "მატ­რო­სოვ­ზე" რე­მონ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ბაჩო ახა­ლა­ია მერ­ვე სა­პყრო­ბი­ლე­ში დრო­ე­ბით გა­და­ვიყ­ვა­ნეთ... სამ­ჯერ იყო შემ­თხვე­ვა, რომ პა­ტიმ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც მის ფან­ჯა­რას­თან გა­ა­ტა­რეს, რა­ღაც და­იყ­ვი­რეს. ეს ბა­ჩო­სა და მის მე­გობ­რებს არ ესი­ა­მოვ­ნათ, მაგ­რამ იმ პა­ტიმ­რებ­საც არ სი­ა­მოვ­ნებ­დათ ის, რა­საც ბაჩო და სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი უკე­თებ­დნენ, - აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, სცემ­დნენ და ცო­ცხე­ბით აწა­მებ­დნენ. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბევრ წარ­მო­მად­გე­ნელს ქუ­ჩა­ში არ გა­ეს­ვლე­ბა... ქორ­წი­ლებ­სა და ქელე­ხებ­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ.

- არ აპი­რებთ მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბას?

- თუ სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი ან მისი სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, მო­ვი­ნა­ხუ­ლებ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სოზარ სუბარი - "ვანოც და ბაჩოც დაცულია"

სოზარ სუბარი - "ვანოც და ბაჩოც დაცულია"

"მერაბიშვილის საკანი პატიმრის უსაფრთხოების მიზნით ვიდეოთვალით კონტროლდება", - განგვიცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მას (როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველს) უპირველესად 17 მაისს მომხდარის შეფასება ვთხოვეთ:

შარშან ლგბტ-ის აქციის მონაწილეებსა და მათი აქციის ჩაშლის მსურველებს შორის კონფლიქტი მოხდა, ბევრი ადამიანი დაშავდა და პოლიცია განზე იდგა. იმ აქტივისტებსა და უფლებადამცველებს, რომლებიც დღეს მთელი ხმით გაჰყვირიან, მაშინ ხმა არ ამოუღიათ. ამბობენ, 17 მაისს უფრო მეტი პოლიციელი რომ გამოსულიყო, არაფერი მოხდებოდაო, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ამდენი კონტრაქციის მონაწილე მოვიდოდა. დარწმუნებული ვარ, ქვების სროლა და მანქანების დამტვრევა განზრახული არავის ჰქონია, მაგრამ ხალხი რომ შეიკრიბა, ვიღაცამ მწვავე განცხადება გააკეთა და ემოცია ადუღდა. როდესაც შეკუმშული ზამბარა იშლება, სანამ ბოლომდე არ გაიშლება, მისი შეჩერება ძალიან ძნელია.

ქართველი საზოგადოება შეკუმშული ზამბარის მდგომარეობაში იყო 9 წლის განმავლობაში და ეს ზამბარა ახლა იშლება. ამის გამოხატულებაა 17 მაისის აქციაც და ისიც, რომ ზესტაფონის ბაზრის თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავენ, "ფეროს" თანამშრომლები იფიცებიან, პატიმრები სხვადასხვა მოთხოვნას აყენებენ.

ახლა ემოციამ გასაქანი პოვა და ყველაფერმა ერთბაშად იფეთქა. ეს პროცესი თანდათან ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს. სახარება არ გვასწავლის ვინმეს დარბევას. სიყვარულის ნაკლებობა დასჯადი არ არის. დასჯადია უკანონო ქმედება. მღვდელი რომ სკამით დარბის, ეს ორგვარად შეიძლება გავიგოთ, ეს სკამი ვიღაცისთვის დასარტყამად უნდა ან ვიღაცას ხელიდან გამოჰგლიჯა, რომ სხვა არ დაეზიანებინა. ამ შემთხვევაში ემოციიდან კი არ უნდა გამოვიდეთ, არამედ მტკიცებულებებიდან. არც ერთი პირი, რომელზეც მტკიცებულებები იქნება, რომ კანონი დაარღვია, დაუსჯელი არ დარჩება.

ხშირად ამბობენ, - ეკლესიას არა აქვს უფლება, სახელმწიფოს ცხოვრებაში ჩაერიოსო. ასეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ეკლესია არ ახდენდეს გავლენას საზოგადოების ცხოვრებაზე. ერის ზნეობაზე ზრუნვა ეკლესიის მოვალეობაა, მაგრამ როდესაც მღვდელმსახურთა ქმედებები ძალადობაში გადადის, ეს აღარ არის ქრისტეს სწავლება.

- წარმოიდგენდით, რომ მერაბიშვილი თქვენდამი დაქვემდებარებული უწყების პატიმარი იქნებოდა?

- მერაბიშვილი რომ პატიმარი იქნებოდა, ნათლად წარმომედგინა, ისევე როგორც კიდევ არაერთი, რომლებიც ჯერ არ არიან დაკავებული.

მერაბიშვილი "მატროსოვზე" ერთკაციან საკანშია. ის შს მინისტრი და პრემიერი იყო და ვერ შევიყვანდით იმ საკანში, სადაც მისი დაჭერილები სხედან, მაგრამ ისეთივე პირობებშია, როგორშიც სხვა პატიმრები.

- ამავე დაწესებულებაში იხდის სასჯელს ასევე შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც დაპირისპირებულია ვანო მერაბიშვილთან.

- ბაჩო ახალაიაც იმავე ფლიგელში და იმავე სართულზეა, თუმცა მათ ერთმანეთთან შეხება არა აქვთ.

- ითქვა, რომ მერაბიშვილის "მატროსოვზე" მიყვანას ხმაური და გადაძახილი მოჰყვა.

- არანაირი გადაძახილი არ ყოფილა. როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი და ბაჩო ახალაია ერთ შენობაში გვყავდა, მათაც არ ჰქონიათ შეხება, მაგრამ დერეფანში გავლისას ოქრუაშვილმა ორჯერ რაღაც დაიყვირა და კაციშვილმა არ იცის, გაიგონა თუ არა მისი შეძახილი ბაჩომ. ამას ვერც საზოგადოება გაიგებდა, ერთ-ერთ მათგანს რომ არ ეტრაბახა, ვაგინეო. იმისათვის, რომ ერთმა პატიმარმა მეორეს არ დაუყვიროს ან არ შეაგინოს, ინდივიდუალურ ციხეს ვერ ავაშენებთ.

- რამდენად დაცულია ციხეში მერაბიშვილის უსაფრთხოება? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თეა თუთბერიძე გამუდმებით ლაპარაკობს ბაჩო ახალაიასთვის მოსალოდნელ საფრთხეზე.

- დაცულები არიან. ვანოც დაცულია და ბაჩოც. "მატროსოვზე" რემონტი მიმდინარეობდა და ბაჩო ახალაია მერვე საპყრობილეში დროებით გადავიყვანეთ... სამჯერ იყო შემთხვევა, რომ პატიმრებმა, რომლებიც მის ფანჯარასთან გაატარეს, რაღაც დაიყვირეს. ეს ბაჩოსა და მის მეგობრებს არ ესიამოვნათ, მაგრამ იმ პატიმრებსაც არ სიამოვნებდათ ის, რასაც ბაჩო და სხვა ბრალდებულები უკეთებდნენ, - აუპატიურებდნენ, სცემდნენ და ცოცხებით აწამებდნენ. ყოფილი ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს ქუჩაში არ გაესვლება... ქორწილებსა და ქელეხებზე აღარ ვლაპარაკობ.

- არ აპირებთ მერაბიშვილის მონახულებას?

- თუ საჭიროდ ჩავთვლი ან მისი სურვილი იქნება, მოვინახულებ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა