საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკატერინე მწითურიძე შეგნებულ მამაკაცს ეძებს
ეკატერინე მწითურიძე შეგნებულ მამაკაცს ეძებს

ეკა­ტე­რი­ნე მწი­თუ­რი­ძე რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლია, ცნო­ბი­ლი ჟურ­ნალ Variety-ს რუ­სუ­ლი რე­დაქ­ცი­ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ასე­ვე რუ­სუ­ლი კი­ნოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი უწყე­ბის, "როს­კი­ნოს" მე­თა­უ­რი. გარ­და ამი­სა, ეკა­ტე­რი­ნე უკვე ხუთი წე­ლია, კან­ში რუ­სულ პა­ვი­ლი­ონს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც თვი­თონ­ვე და­ა­არ­სა და წელ­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­არ­თვა თავი. 2006 წელს კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის წევ­რიც იყო პროგ­რა­მა­ში "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხედ­ვა". 2011 წლი­დან კომ­პა­ნია "სო­ვექ­სპორ­ტფილ­მის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია.

რუ­სეთ­ში მას დიდ პა­ტივს სცე­მენ, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ პა­ტარ­ძლად მი­იჩ­ნე­ვენ და შარ­შან ჟურ­ნალ­მა "ვოგ­მა" ყვე­ლა­ზე მო­დურ ადა­მი­ა­ნებს შო­რი­საც და­ა­სა­ხე­ლა.

ეკა­ტე­რი­ნე რუ­სეთ­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კი­ნომ­ცოდ­ნე და კი­ნო­წამ­ყვა­ნია. რუ­სე­თის პირ­ველ არხზე 1995 წლი­დან მიჰ­ყავს რუბ­რი­კა კი­ნო­ზე. მა­ნამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და. 1972 წელს თბი­ლის­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და რო­გორც ახლა ამ­ბობს, ბავ­შვო­ბა­ში ექი­მო­ბა უნ­დო­და - თურ­მე, ხში­რად ავად­მყო­ფობ­და. მერე პა­რიკ­მა­ხე­რო­ბის­კენ გა­უ­წია გულ­მა, თუმ­ცა 12 წლი­დან უკვე იცო­და, რომ ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე იქ­ნე­ბო­და.

1994 წელს და­ამ­თავ­რა თსუ-ს ის­ტო­რი­უ­ლი და კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად ქარ­თულ ჟურ­ნალ "სი­ნე­მა­ში" წერ­და სტა­ტი­ებს და "მე­ო­რე არხზეც" მუ­შა­ობ­და. 1994 წლი­დან გა­და­ვი­და მოს­კოვ­ში. ჯერ მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წედ მუ­შა­ობ­და, მერე კი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მოჩ­ნდა და საკ­მა­ოდ კარგ ტე­ლე­წამ­ყვა­ნად იქცა. უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტი და რე­პორ­ტა­ჟი გა­უ­კე­თე­ბია, მსოფ­ლი­ო­ში გან­თქმულ ადა­მი­ა­ნებ­თან ჩა­უ­წე­რია ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი.

ცოტა ხნის წინ ეკა­ტე­რი­ნეს გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ ჰქონ­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზეც ისა­უბ­რა. მა­გა­ლი­თად, გულ­წრფე­ლად გა­იხ­სე­ნა, რო­გორ და­ი­წყო კა­რი­ე­რა რუ­სეთ­ში: "რუ­სე­თის პირ­ველ არხზე პრაქ­ტი­კუ­ლად შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი. სა­ი­დუმ­ლოს გა­გიმ­ხელთ: ჩემი მე­გო­ბა­რი ერთ ცნო­ბილ რე­ჟი­სორს ხვდე­ბო­და და ნაც­ნო­ბო­ბით მო­მა­წყო დი­ლის გა­და­ცე­მა­ში უშ­ტა­ტო რე­დაქ­ტო­რად. და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წელი ვას­რუ­ლებ­დი კი­ნო­თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შავ სა­მუ­შა­ოს". მერე კი სა­ავ­ტო­რო რუბ­რი­კა წა­იყ­ვა­ნა - "ეს კი­ნოა", იმა­ვე პროგ­რა­მა­ში.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ეკატერინე მწითურიძე შეგნებულ მამაკაცს ეძებს

ეკატერინე მწითურიძე შეგნებულ მამაკაცს ეძებს

ეკატერინე მწითურიძე რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველია, ცნობილი ჟურნალ Variety-ს რუსული რედაქციის მთავარი რედაქტორია და ასევე რუსული კინოს ერთ-ერთი მთავარი უწყების, "როსკინოს" მეთაური. გარდა ამისა, ეკატერინე უკვე ხუთი წელია, კანში რუსულ პავილიონს ხელმძღვანელობს, რომელიც თვითონვე დააარსა და წელსაც წარმატებულად გაართვა თავი. 2006 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრიც იყო პროგრამაში "განსაკუთრებული ხედვა". 2011 წლიდან კომპანია "სოვექსპორტფილმის" გენერალური დირექტორია.

რუსეთში მას დიდ პატივს სცემენ, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ პატარძლად მიიჩნევენ და შარშან ჟურნალმა "ვოგმა" ყველაზე მოდურ ადამიანებს შორისაც დაასახელა.

ეკატერინე რუსეთში ყველაზე ცნობილი კინომცოდნე და კინოწამყვანია. რუსეთის პირველ არხზე 1995 წლიდან მიჰყავს რუბრიკა კინოზე. მანამდე საქართველოში ცხოვრობდა. 1972 წელს თბილისშია დაბადებული და როგორც ახლა ამბობს, ბავშვობაში ექიმობა უნდოდა - თურმე, ხშირად ავადმყოფობდა. მერე პარიკმახერობისკენ გაუწია გულმა, თუმცა 12 წლიდან უკვე იცოდა, რომ ხელოვნებათმცოდნე იქნებოდა.

1994 წელს დაამთავრა თსუ-ს ისტორიული და კინომცოდნეობის ფაკულტეტები. პარალელურად ქართულ ჟურნალ "სინემაში" წერდა სტატიებს და "მეორე არხზეც" მუშაობდა. 1994 წლიდან გადავიდა მოსკოვში. ჯერ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა, მერე კი ტელევიზიაში გამოჩნდა და საკმაოდ კარგ ტელეწამყვანად იქცა. უამრავი საინტერესო სიუჟეტი და რეპორტაჟი გაუკეთებია, მსოფლიოში განთქმულ ადამიანებთან ჩაუწერია ინტერვიუები.

ცოტა ხნის წინ ეკატერინეს გულახდილი ინტერვიუ ჰქონდა ჟურნალისტებთან და რამდენიმე საინტერესო თემაზეც ისაუბრა. მაგალითად, გულწრფელად გაიხსენა, როგორ დაიწყო კარიერა რუსეთში: "რუსეთის პირველ არხზე პრაქტიკულად შემთხვევით მოვხვდი. საიდუმლოს გაგიმხელთ: ჩემი მეგობარი ერთ ცნობილ რეჟისორს ხვდებოდა და ნაცნობობით მომაწყო დილის გადაცემაში უშტატო რედაქტორად. დაახლოებით ერთი წელი ვასრულებდი კინოთემატიკასთან დაკავშირებულ შავ სამუშაოს". მერე კი საავტორო რუბრიკა წაიყვანა - "ეს კინოა", იმავე პროგრამაში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები