პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიკა ლაბაძე: "ოთხი წელი ვმეგობრობდით, მაგრამ ურთიერთობა ახლა სხვა ფაზაში გადაიზარდა"
ლიკა ლაბაძე: "ოთხი წელი ვმეგობრობდით, მაგრამ ურთიერთობა ახლა სხვა ფაზაში გადაიზარდა"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლიკა ლა­ბა­ძე ყო­ველ დი­ლით "იმე­დის" მა­ყუ­რებ­ლის კარ­გი გან­წყო­ბის შექ­მნა­ზე ზრუ­ნავს და გა­წე­რი­ლი აქვს ყო­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე, მაგ­რამ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­სა­წყო­ბად მა­ინც მო­ი­ცა­ლა. რო­გორც გვი­თხრა, მის გვერ­დით არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვის­თა­ნაც თავს კარ­გად გრძნობს. თურ­მე წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს თით­ქმის ოთხი წე­ლია იც­ნობს, აქამ­დე მე­გობ­რობ­დნენ, დღეს კი ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა ფა­ზა­ში გა­და­ი­ზარ­და.

- მარ­თა­ლია, დი­ლით ადრე ად­გო­მას მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­შინ დღე­გა­მოშ­ვე­ბით მი­წევ­და ეთერ­ში ყოფ­ნა, ახლა კი, 20 იან­ვრის შემ­დეგ, ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 5 სა­ათ­ზე ვდგე­ბი, მაგ­რამ უკვე შე­ვე­გუე ამ რე­ჟიმს. ად­გო­მის შემ­დეგ ყა­ვას მი­ვირ­თმევ და თან შხაპს ვი­ღებ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თდრო­უ­ლად ვა­კე­თებ ამას, რად­გან გა­მო­ფხიზ­ლე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბა. 6-ს რომ წუ­თე­ბი აკ­ლია, მან­ქა­ნა მა­კი­თხავს და 6 სა­ათ­ზე უკვე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვარ, რის შემ­დე­გაც ვი­წყებ სამ­ზა­დისს, მი­კე­თე­ბენ მა­კი­აჟს, ვარ­ცხნი­ლო­ბას, ვი­მე­ო­რებ ტექსტს და 8-ის ნა­ხე­ვარ­ზე ეთერ­ში გავ­დი­ვარ. ასე­თი რე­ჟი­მი ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და, შა­ბათ-კვი­რას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სად წა­სას­ვლე­ლი არ ვარ, მა­ინც ადრე მეღ­ვი­ძე­ბა, ვცდი­ლობ და­ვი­ძი­ნო, რომ დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში მა­ინც ვი­სი­ა­მოვ­ნო დი­ლის ძი­ლით.

სა­ე­თე­რო იმი­ჯი

...თა­ვი­დან ავ­თან­დი­ლი ზრუ­ნავ­და ჩვენს ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე, შემ­დეგ დაგ­ვე­მატ­ნენ სპონ­სო­რე­ბი, გარ­და ამი­სა, ჩემი გარ­დე­რო­ბი­თაც აქ­ტი­უ­რად ვსარ­გებ­ლობ და ისე გა­მო­დის, რომ სა­კუ­თარ იმიჯ­ზე თა­ვად ვზრუ­ნავ. ჩა­მო­წე­რი­ლი მაქვს, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მელ დღეს რა უნდა მეც­ვას ეთერ­ში, ამას იმი­ტომ ვა­კე­თებ, რომ რამე არ და­მა­ვი­წყდეს და სა­მო­სი არ გა­მე­ორ­დეს. სა­ღა­მო­ო­ბით ვფიქ­რობ იმა­ზე, რო­გო­რი ფეხ­საც­მე­ლი, რო­გო­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა მო­უხ­დე­ბა ამა თუ იმ სა­მოსს. სა­ტე­ლე­ვი­ზიო მა­კი­ა­ჟი შორ­საა ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის­გან, მი­კე­თე­ბენ იმას, რაც მიხ­დე­ბა, მხო­ლოდ ტუ­ჩის სა­ცხი იძ­ლე­ვა ცვლი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. თმის სტი­ლის­ტი ჩემ­თან ერ­თად წყვეტს, კონ­კრე­ტულ ჩაც­მუ­ლო­ბას რო­გო­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა მო­უხ­დე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ყო­ველ­დღე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით წარვდგე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე.

ყო­ველ­დღი­უ­რი სტი­ლი

...ერთი წლის წინ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­შიც ისე ვი­მო­სე­ბო­დი, რო­გორც ეთერ­ში, მთლად სა­ე­თე­რო სა­მო­სი არ მეც­ვა, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად უფრო კლა­სი­კურ სტილ­სა და მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელს ვა­ნი­ჭებ­დი უპი­რა­ტე­სო­ბას, მხო­ლ­ოდ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში ვიც­ვამ­დი თა­ვი­სუ­ფალ სა­მოსს. დღ­ეს კი პი­რი­ქი­თაა, რა­დი­კა­ლუ­რად შე­მეც­ვა­ლა გე­მოვ­ნე­ბა, ან ყო­ველ­დღი­ურ­მა სა­მუ­შაო ფორ­მამ მი­ბიძ­გა იმის­კენ, რომ და­ბალ­ძი­რი­ან ფეხ­საც­მელ­სა და სპორ­ტულ ტან­საც­მელ­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. პა­რას­კევს ან შა­ბათს, თუ მე­გობ­რებ­თან ერ­თად სად­მე მივ­დი­ვარ, მხო­ლოდ მა­შინ მიჩ­ნდე­ბა კლა­სი­კუ­რად ჩაც­მის სურ­ვი­ლი.

...მო­ახ­ლოვ­და ზა­ფხუ­ლი და მინ­და ვიყო უკე­თეს ფორ­მა­ში. სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ აღარ მი­ვარ­ჯი­შია, ეს კი ძა­ლი­ან დიდი დროა ჩემ­თვის, იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად მუდ­მი­ვად დატ­ვირ­თუ­ლი იყო. ამის გამო ეთე­რის შემ­დეგ ფიტ­ნეს­ცენ­ტრში სა­ვარ­ჯი­შოდ დავ­დი­ვარ, იმავდრო­უ­ლად ვი­ცავ დი­ე­ტას. არ მეს­მის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­საც ჭარ­ბი წონა აწუ­ხებთ, არ აქვთ სხვა პრობ­ლე­მა გარ­და იმი­სა, რომ და­იც­ვან ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, მაგ­რამ მა­ინც არა­ფერს აკე­თე­ბენ ამის­თვის. ვარ­ჯი­ში ყვე­ლას­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

მე და დი­ე­ტა ვმე­გობ­რობთ, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ ამ პე­რი­ოდ­ში თავს შიმ­ში­ლით ვიკ­ლავ. რო­დე­საც ვგრძნობ, რომ ორ­გა­ნიზ­მი გა­და­მეტვირ­თა, მო­ვი­მა­ტე თუნ­დაც 500 გრა­მი, რა­საც სას­წორ­ზე დად­გო­მის გა­რე­შე ვგრძნობ, მე­ო­რე დღეს­ვე ვცდი­ლობ ვიყო ხილ­ზე, ბოსტნე­ულ­ზე და მო­ვი­წყო გან­ტვირ­თვა. კვი­რა­ში ორ­ჯერ თუ მო­ვი­წყვე გან­ტვირ­თვის დღე, სტა­ბი­ლუ­რად ვიქ­ნე­ბი ერთ წო­ნა­ზე. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ ნორ­მა­ლურ ფორ­მა­ში ვიყო, მით უმე­ტეს, რომ წინ ზა­ფხუ­ლია, არ მიყ­ვარს, როცა რა­ღა­ცას ვერ ვიხ­დენ. თუ გინ­და, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, ხელი უნდა შე­უ­წყო ორ­გა­ნიზმს.

შო­პინ­გი...

...აქამ­დე მქონ­და იმის შან­სი, რომ გას­ტრო­ლებ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ შე­მე­ძი­ნა სა­მო­სი. პრაქ­ტი­კუ­ლად ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ფე­რი მი­ყი­დია, მაგ­რამ ახლა ისე ხში­რად ვე­ღარ ვმოგ­ზა­უ­რობ და შე­სა­ბა­მი­სად, ვჯერ­დე­ბი თბი­ლი­სურ მა­ღა­ზი­ებს, ხში­რად მივ­დი­ვარ "თბი­ლი­სი მოლ­ში", სა­დაც ყო­ველ­თვის ვპო­უ­ლობ იმას, რაც მინ­და. დღეს უკვე არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ნორ­მა­ლუ­რად ჩა­იც­ვა. სა­ერ­თოდ, ვე­რი­დე­ბი და მე­ში­ნია ისე­თი სა­მო­სის შე­ძე­ნა, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად ჩანს და ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ მცი­რე კო­ლექ­ცი­ით შე­მო­დის და ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, სხვა­მაც შე­ი­ძი­ნოს ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კაბა, ამი­ტომ ქორ­წილ­ში ან თუნ­დაც სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან შეხ­ვედ­რა­ზე მირ­ჩევ­ნია სა­დად და მოხ­დე­ნი­ლად ჩა­ვიც­ვა, ვიდ­რე მეც­ვას თვალ­ში­სა­ცე­მად და იქ მი­სულ­მა ვინ­მე ჩემ­ნა­ირ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი აღ­მო­ვა­ჩი­ნო. გარ­და ამი­სა, ინ­ტერ­ნე­ტი­თაც ვი­წერ ისეთ რა­ღა­ცებს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რს არ აც­ვია და ჯერ კი­დევ უცხოა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ლიკა ლაბაძე: "ოთხი წელი ვმეგობრობდით, მაგრამ ურთიერთობა ახლა სხვა ფაზაში გადაიზარდა"

ლიკა ლაბაძე: "ოთხი წელი ვმეგობრობდით, მაგრამ ურთიერთობა ახლა სხვა ფაზაში გადაიზარდა"

ტელეწამყვანი ლიკა ლაბაძე ყოველ დილით "იმედის" მაყურებლის კარგი განწყობის შექმნაზე ზრუნავს და გაწერილი აქვს ყოველი სამუშაო დღე, მაგრამ პირადი ცხოვრების მოსაწყობად მაინც მოიცალა. როგორც გვითხრა, მის გვერდით არსებობს ადამიანი, ვისთანაც თავს კარგად გრძნობს. თურმე წყვილი ერთმანეთს თითქმის ოთხი წელია იცნობს, აქამდე მეგობრობდნენ, დღეს კი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადაიზარდა.

- მართალია, დილით ადრე ადგომას მიჩვეული ვიყავი, მაგრამ მაშინ დღეგამოშვებით მიწევდა ეთერში ყოფნა, ახლა კი, 20 იანვრის შემდეგ, ყოველ სამუშაო დღეს 5 საათზე ვდგები, მაგრამ უკვე შევეგუე ამ რეჟიმს. ადგომის შემდეგ ყავას მივირთმევ და თან შხაპს ვიღებ, ფაქტობრივად, ერთდროულად ვაკეთებ ამას, რადგან გამოფხიზლებაში მეხმარება. 6-ს რომ წუთები აკლია, მანქანა მაკითხავს და 6 საათზე უკვე ტელევიზიაში ვარ, რის შემდეგაც ვიწყებ სამზადისს, მიკეთებენ მაკიაჟს, ვარცხნილობას, ვიმეორებ ტექსტს და 8-ის ნახევარზე ეთერში გავდივარ. ასეთი რეჟიმი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, შაბათ-კვირას, მიუხედავად იმისა, რომ არსად წასასვლელი არ ვარ, მაინც ადრე მეღვიძება, ვცდილობ დავიძინო, რომ დასვენების დღეებში მაინც ვისიამოვნო დილის ძილით.

საეთერო იმიჯი

...თავიდან ავთანდილი ზრუნავდა ჩვენს ჩაცმულობაზე, შემდეგ დაგვემატნენ სპონსორები, გარდა ამისა, ჩემი გარდერობითაც აქტიურად ვსარგებლობ და ისე გამოდის, რომ საკუთარ იმიჯზე თავად ვზრუნავ. ჩამოწერილი მაქვს, ერთი თვის განმავლობაში რომელ დღეს რა უნდა მეცვას ეთერში, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ რამე არ დამავიწყდეს და სამოსი არ გამეორდეს. საღამოობით ვფიქრობ იმაზე, როგორი ფეხსაცმელი, როგორი ვარცხნილობა მოუხდება ამა თუ იმ სამოსს. სატელევიზიო მაკიაჟი შორსაა ექსპერიმენტებისგან, მიკეთებენ იმას, რაც მიხდება, მხოლოდ ტუჩის საცხი იძლევა ცვლილების საშუალებას. თმის სტილისტი ჩემთან ერთად წყვეტს, კონკრეტულ ჩაცმულობას როგორი ვარცხნილობა მოუხდება, მაქსიმალურად ვცდილობ, ყოველდღე განსხვავებული იმიჯით წარვდგე მაყურებლის წინაშე.

ყოველდღიური სტილი

...ერთი წლის წინ ყოველდღიურობაშიც ისე ვიმოსებოდი, როგორც ეთერში, მთლად საეთერო სამოსი არ მეცვა, მაგრამ ძირითადად უფრო კლასიკურ სტილსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვანიჭებ­დი უპირატესობას, მხო­ლ­ოდ გამონაკლის შემთხვევებში ვიცვამდი თა­ვისუფალ სამოსს. დღ­ეს კი პირიქითაა, რადიკალურად შემეცვალა გემოვნება, ან ყოველდღიურმა სამუშაო ფორმამ მიბიძგა იმისკენ, რომ დაბალძირიან ფეხსაცმელსა და სპორტულ ტანსაცმელზე გადავსულიყავი. პარასკევს ან შაბათს, თუ მეგობრებთან ერთად სადმე მივდივარ, მხოლოდ მაშინ მიჩნდება კლასიკურად ჩაცმის სურვილი.

...მოახლოვდა ზაფხული და მინდა ვიყო უკეთეს ფორმაში. სექტემბრის შემდეგ აღარ მივარჯიშია, ეს კი ძალიან დიდი დროა ჩემთვის, იმ ადამიანისთვის, რომელიც ფიზიკურად მუდმივად დატვირთული იყო. ამის გამო ეთერის შემდეგ ფიტნესცენტრში სავარჯიშოდ დავდივარ, იმავდროულად ვიცავ დიეტას. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ, არ აქვთ სხვა პრობლემა გარდა იმისა, რომ დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგრამ მაინც არაფერს აკეთებენ ამისთვის. ვარჯიში ყველასთვის აუცილებელია.

მე და დიეტა ვმეგობრობთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამ პერიოდში თავს შიმშილით ვიკლავ. როდესაც ვგრძნობ, რომ ორგანიზმი გადამეტვირთა, მოვიმატე თუნდაც 500 გრამი, რასაც სასწორზე დადგომის გარეშე ვგრძნობ, მეორე დღესვე ვცდილობ ვიყო ხილზე, ბოსტნეულზე და მოვიწყო განტვირთვა. კვირაში ორჯერ თუ მოვიწყვე განტვირთვის დღე, სტაბილურად ვიქნები ერთ წონაზე. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ნორმალურ ფორმაში ვიყო, მით უმეტეს, რომ წინ ზაფხულია, არ მიყვარს, როცა რაღაცას ვერ ვიხდენ. თუ გინდა, კარგად გამოიყურებოდე, ხელი უნდა შეუწყო ორგანიზმს.

შოპინგი...

...აქამდე მქონდა იმის შანსი, რომ გასტროლებზე საზღვარგარეთ შემეძინა სამოსი. პრაქტიკულად ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში არაფერი მიყიდია, მაგრამ ახლა ისე ხშირად ვეღარ ვმოგზაურობ და შესაბამისად, ვჯერდები თბილისურ მაღაზიებს, ხშირად მივდივარ "თბილისი მოლში", სადაც ყოველთვის ვპოულობ იმას, რაც მინდა. დღეს უკვე არის იმის საშუალება, რომ ნორმალურად ჩაიცვა. საერთოდ, ვერიდები და მეშინია ისეთი სამოსის შეძენა, რომელიც გამორჩეულად ჩანს და ყურადღებას იქცევს. საქართველოში ყველაფერი საკმაოდ მცირე კოლექციით შემოდის და ადვილი შესაძლებელია, სხვა­მაც შეიძინოს ის განსაკუთრებული კაბა, ამიტომ ქორწილში ან თუნდაც სხვა მნიშვნელოვან შეხვედრაზე მირჩევნია სადად და მოხდენილად ჩავიცვა, ვიდრე მეცვას თვალშისაცემად და იქ მისულმა ვინმე ჩემნაირ სამოსში გამოწყობილი აღმოვაჩინო. გარდა ამისა, ინტერნეტითაც ვიწერ ისეთ რაღაცებს, რაც საქართველოში ბევრს არ აცვია და ჯერ კიდევ უცხოა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება