მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის ჩემპიონი მიმტანად მუშაობს
ევროპის ჩემპიონი მიმტანად მუშაობს

ჩვე­ნი სტუ­მა­რია წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი, ტა­იკ­ვან­დო­ში ევ­რო­პის და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ნინო ხუ­ტუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არა­ერ­თი სი­გე­ლი­სა და მედ­ლის მფლო­ბე­ლია. ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის გამო ნინო დღეს მიმ­ტა­ნად მუ­შა­ობს.

- მა­მა­ჩე­მი კა­რა­ტეს ას­წავ­ლი­და და 11 წლი­სამ გა­დავ­წყვი­ტე, მეც მე­ცა­და ბედი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში. ეტყო­ბა, გე­ნე­ტი­კუ­რად გა­მომ­ყვა ამის სიყ­ვა­რუ­ლი. პირ­ვე­ლად რომ მი­ვე­დი ვარ­ჯიშ­ზე, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ო­და, მაგ­რამ შემ­დეგ უფრო დიდი შე­მარ­თე­ბით და­ვი­წყე ვარ­ჯი­ში. გო­გო­ნებს იშ­ვი­ა­თად იზი­დავთ სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა, ბევ­რი ვერც უძ­ლებს, ამი­ტომ მხო­ლოდ მე შე­მოვ­რჩი გო­გო­ნე­ბი­დან ტა­იკ­ვან­დოს. პირ­ველ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე რომ გა­ვე­დი, მძი­მე­წო­ნი­ა­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შემ­ხვდა და ცხვი­რიც კი გა­მი­ტე­ხა.

- რა მიღ­წე­ვე­ბი გაქვს სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში?

- ვარ ევ­რო­პის და სა­ქარ­თვე­ლოს ორგზის ჩემ­პი­ო­ნი, ასე­ვე შავი ქამ­რის მფლო­ბე­ლი. 10 მე­და­ლი და უამ­რა­ვი სი­გე­ლი მაქვს. დღე­ში 3 სა­ათ­ზე მეტ­ხანს ვვარ­ჯი­შობ. კო­მუ­ნა­ლუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო დარ­ბაზ­ში არ გვაქვს შუქი, სი­ცი­ვეა, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, დარ­ბაზ­შიც ისე წვიმს, რო­გორც გა­რეთ, მაგ­რამ 8 წე­ლია სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას მივ­დევ და არ მინ­და, ამ­დე­ნი შრო­მა წყალ­ში ჩავ­ყა­რო. მინ­და ვა­სა­ხე­ლო სა­ქარ­თვე­ლო და ჩემი მწვრთნე­ლე­ბიც. რაც ფი­ნან­სუ­რად გა­მი­ჭირ­და, ჩემი მწვრთნე­ლი ირაკ­ლი ტუ­ღუ­ში ვარ­ჯი­შის ფულს არც კი მახ­დე­ვი­ნებს.

- შე­ჯიბ­რე­ბა­ზე გა­სამ­გზავ­რე­ბელ ხარ­ჯებს ვინ გი­ნა­ზღა­უ­რებს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ტა­იკ­ვან­დო და­უ­ფა­სე­ბე­ლია. პარ­ლა­მენ­ტა­რი გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე გა­ვი­ცა­ნი ცოტა ხნის წინ და, ჩემი ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, დახ­მა­რე­ბას დამ­პირ­და. დე­და­ჩემ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტსაც მი­მარ­თა გან­ცხა­დე­ბით. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს საქ­მე გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­და­ე­ცა ლერი ხა­ბე­ლოვს, მან კი, რო­გორც ვიცი, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ლე­ვან ყი­ფი­ანს გა­და­უგ­ზავ­ნა და ვე­ლო­დე­ბი პა­სუხს. მე­ტის­მე­ტად მძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში მი­წევს ცხოვ­რე­ბა, სა­კუ­თა­რი სახ­ლიც კი არ მაქვს, მაგ­რამ ფარ-ხმალს არ ვყრი. გუ­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მი­წევ­და ცო­ტა­ო­დენ ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას, ოზურ­გეთ­ში ბი­ნის ქი­რას ისი­ნი მიხ­დიდ­ნენ, შემ­დეგ და­ფი­ნან­სე­ბა შე­მი­წყვი­ტეს, მაგ­რამ ამ­ჟა­მინ­დე­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რის და­ვა­ლე­ბით ისევ მეხ­მა­რე­ბი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას სა­თა­ნა­დო და­ფი­ნან­სე­ბა არა აქვს.

- რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვს ხალ­ხს, შენს პრო­ფე­სი­ას რომ იგე­ბენ?

- რად­გან ტა­იკ­ვან­დოს ჩემ­პი­ო­ნი ერ­თა­დერ­თი გოგო ვარ, ყვე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით მექ­ცე­ვა. გუ­რია პა­ტა­რაა და ყვე­ლა მიც­ნობს. ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც ყო­ფი­ლა, მან­ქა­ნა გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ, გად­მო­სუ­ლან და გულ­თბი­ლი სი­ტყვე­ბი უთ­ქვამთ.

- რო­გორც ვიცი, ოჯახ­საც შენ არ­ჩენ...

- უმ­ძი­მეს სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში გა­ვი­ზარ­დე. თავ­და­პირ­ვე­ლად თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით სახ­ლი გაგ­ვე­ყი­და და ოზურ­გეთ­ში, ნა­თე­სა­ვის ბი­ნა­ში გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით სა­ცხოვ­რებ­ლად. მა­ნამ­დე ხან სად ვცხოვ­რობ­დით და ხან სად. სა­კუ­თა­რი ჭერი არ გა­მაჩ­ნია, დე­და­საც მე ვარ­ჩენ. თა­ვის გა­ტა­ნა ხომ გვინ­და? ამი­ტომ და­ვი­წყე მიმ­ტა­ნად მუ­შა­ო­ბა ოზურ­გე­თის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში. დიდი შე­მო­სა­ვა­ლი არა მაქვს, მაგ­რამ მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ღა­მის 4 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობ, მერე სახ­ლში ვბრუნ­დე­ბი და დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ვვარ­ჯი­შობ. ადა­მი­ან­მა არა­ნა­ი­რი შრო­მა არ უნდა ითა­კი­ლოს. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მა­ინც ვვარ­ჯი­შობ და ვემ­ზა­დე­ბი დიდი შე­ჯიბ­რე­ბის­თვის.

- კლი­ენ­ტე­ბი შენი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ რომ იგე­ბენ, რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

- ოზურ­გე­თე­ლე­ბი კი მიც­ნო­ბენ, მაგ­რამ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბიც ხში­რად გვსტუმ­რო­ბენ და როცა ჩემი ჩემ­პი­ო­ნო­ბის ამ­ბავს იგე­ბენ, გა­ო­ცე­ბუ­ლი რჩე­ბი­ან. ეს რეს­ტო­რა­ნი ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლია ოზურ­გეთ­ში და თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც ხში­რად გვა­კი­თხა­ვენ.

- ვინ და­დის თქვენს რეს­ტო­რან­ში მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­დან?

- ქალ­ბა­ტო­ნი გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე სწო­რედ აქ გა­ვი­ცა­ნი, ჩემი ამ­ბა­ვი გულ­თან მი­ი­ტა­ნა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თო­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას და სტი­პენ­დი­ის და­ნიშ­ვნას დამ­პირ­და. ოზურ­გე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ზვი­ად კვა­ჭან­ტი­რა­ძეც ხში­რად და­დის ჩვენ­თან. კახი კა­ლა­ძეც აქ გა­ვი­ცა­ნი. ძა­ლი­ან თბი­ლად მო­მექ­ცა და წარ­მა­ტე­ბე­ბი მი­სურ­ვა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც და­დის ჩვენს რეს­ტო­რან­ში, უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნია, კარ­გად ვიც­ნობ, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ჩემი წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია...

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ევროპის ჩემპიონი მიმტანად მუშაობს

ევროპის ჩემპიონი მიმტანად მუშაობს

ჩვენი სტუმარია წარმატებული სპორტსმენი, ტაიკვანდოში ევროპის და საქართველოს ჩემპიონი ერთადერთი ქართველი გოგონა ნინო ხუტულაშვილი, რომელიც არაერთი სიგელისა და მედლის მფლობელია. ფინანსური კრიზისის გამო ნინო დღეს მიმტანად მუშაობს.

- მამაჩემი კარატეს ასწავლიდა და 11 წლისამ გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი სპორტის ამ სახეობაში. ეტყობა, გენეტიკურად გამომყვა ამის სიყვარული. პირველად რომ მივედი ვარჯიშზე, ძალიან გამიჭირდა, ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ შემდეგ უფრო დიდი შემართებით დავიწყე ვარჯიში. გოგონებს იშვიათად იზიდავთ სპორტის ეს სახეობა, ბევრი ვერც უძლებს, ამიტომ მხოლოდ მე შემოვრჩი გოგონებიდან ტაიკვანდოს. პირველ შეჯიბრებაზე რომ გავედი, მძიმეწონიანი მოწინააღმდეგე შემხვდა და ცხვირიც კი გამიტეხა.

- რა მიღწევები გაქვს სპორტის ამ სახეობაში?

- ვარ ევროპის და საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ასევე შავი ქამრის მფლობელი. 10 მედალი და უამრავი სიგელი მაქვს. დღეში 3 საათზე მეტხანს ვვარჯიშობ. კომუნალური დავალიანების გამო დარბაზში არ გვაქვს შუქი, სიცივეა, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, დარბაზშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ, მაგრამ 8 წელია სპორტის ამ სახეობას მივდევ და არ მინდა, ამდენი შრომა წყალში ჩავყარო. მინდა ვასახელო საქართველო და ჩემი მწვრთნელებიც. რაც ფინანსურად გამიჭირდა, ჩემი მწვრთნელი ირაკლი ტუღუში ვარჯიშის ფულს არც კი მახდევინებს.

- შეჯიბრებაზე გასამგზავრებელ ხარჯებს ვინ გინაზღაურებს?

- საქართველოში ტაიკვანდო დაუფასებელია. პარლამენტარი გუგული მაღრაძე გავიცანი ცოტა ხნის წინ და, ჩემი ამბავი რომ გაიგო, დახმარებას დამპირდა. დედაჩემმა საქართველოს პარლამენტსაც მიმართა განცხადებით. თავდაპირველად ეს საქმე განსახილველად გადაეცა ლერი ხაბელოვს, მან კი, როგორც ვიცი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს გადაუგზავნა და ველოდები პასუხს. მეტისმეტად მძიმე სოციალურ პირობებში მიწევს ცხოვრება, საკუთარი სახლიც კი არ მაქვს, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი. გურიის მუნიციპალიტეტი მიწევდა ცოტაოდენ ფინანსურ დახმარებას, ოზურგეთში ბინის ქირას ისინი მიხდიდნენ, შემდეგ დაფინანსება შემიწყვიტეს, მაგრამ ამჟამინდელი გუბერნატორის დავალებით ისევ მეხმარებიან. სამწუხაროდ, სპორტის ამ სახეობას სათანადო დაფინანსება არა აქვს.

- როგორი რეაქცია აქვს ხალხს, შენს პროფესიას რომ იგებენ?

- რადგან ტაიკვანდოს ჩემპიონი ერთადერთი გოგო ვარ, ყველა განსაკუთრებული პატივისცემით მექცევა. გურია პატარაა და ყველა მიცნობს. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, მანქანა გაუჩერებიათ, გადმოსულან და გულთბილი სიტყვები უთქვამთ.

- როგორც ვიცი, ოჯახსაც შენ არჩენ...

- უმძიმეს სოციალურ პირობებში გავიზარდე. თავდაპირველად თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ იძულებული გავხდით სახლი გაგვეყიდა და ოზურგეთში, ნათესავის ბინაში გადმოვსულიყავით საცხოვრებლად. მანამდე ხან სად ვცხოვრობდით და ხან სად. საკუთარი ჭერი არ გამაჩნია, დედასაც მე ვარჩენ. თავის გატანა ხომ გვინდა? ამიტომ დავიწყე მიმტანად მუშაობა ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში. დიდი შემოსავალი არა მაქვს, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. ღამის 4 საათამდე ვმუშაობ, მერე სახლში ვბრუნდები და დღის პირველ ნახევარში ვვარჯიშობ. ადამიანმა არანაირი შრომა არ უნდა ითაკილოს. ამის პარალელურად მაინც ვვარჯიშობ და ვემზადები დიდი შეჯიბრებისთვის.

- კლიენტები შენი დამსახურებების შესახებ რომ იგებენ, რას გეუბნებიან?

- ოზურგეთელები კი მიცნობენ, მაგრამ უცხო ადამიანებიც ხშირად გვსტუმრობენ და როცა ჩემი ჩემპიონობის ამბავს იგებენ, გაოცებული რჩებიან. ეს რესტორანი ძალიან პრესტიჟულია ოზურგეთში და თბილისიდან ჩამოსული მაღალჩინოსნებიც ხშირად გვაკითხავენ.

- ვინ დადის თქვენს რესტორანში მაღალჩინოსნებიდან?

- ქალბატონი გუგული მაღრაძე სწორედ აქ გავიცანი, ჩემი ამბავი გულთან მიიტანა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფას და სტიპენდიის დანიშვნას დამპირდა. ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძეც ხშირად დადის ჩვენთან. კახი კალაძეც აქ გავიცანი. ძალიან თბილად მომექცა და წარმატებები მისურვა. მიხეილ სააკაშვილიც დადის ჩვენს რესტორანში, უშუალო ადამიანია, კარგად ვიცნობ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი წარმატებების შესახებ არაფერი სმენია...

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"