მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდის ყველაზე უჩვეულო წყვილები
ჰოლივუდის ყველაზე უჩვეულო წყვილები

შერი და ტომ კრუ­ზი

80-იან წლებ­ში 20 წლის დამ­წყებ­მა მსა­ხი­ობ­მა და 36 წლის ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა ერ­თმა­ნე­თი თეთრ სახ­ლში, საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ზე გა­იც­ნეს. თა­ვი­დან წყვი­ლი რო­მანს უარ­ყოფ­და, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ, ოპრა უინფრის შო­უ­ში შე­რიმ აღი­ა­რა, რომ ტომ­ზე თავ­და­ვი­წყე­ბით იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. "ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო არ დავ­შორ­დით. ერ­თმა­ნეთს გა­და­ღე­ბე­ბი­სა და გას­ტრო­ლე­ბის გრა­ფიკ­მა დაგ­ვა­შო­რა" - გა­ნა­ცხა­და შე­რიმ.

მა­დო­ნა და დე­ნის როდ­მა­ნი

პოპ­მუ­სი­კის დე­დო­ფალს ყო­ველ­თვის აპო­ლო­ნის სხე­უ­ლის მსგავ­სი მა­მა­კა­ცე­ბი მოს­წონ­და. მათი რო­მა­ნი ხან­მოკ­ლე, მაგ­რამ ხმა­უ­რი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. ამ­ბობ­დნენ, რომ მა­დო­ნას კა­ლათ­ბურ­თე­ლის­გან შვი­ლის გა­ჩე­ნაც სურ­და, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს დიდ­ხანს ვერ გა­უძ­ლეს.

კრის­ტი­ნა ეპლგე­ი­ტი და ბრედ პიტი

80-იან წლებ­ში ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებ­მა ერ­თმა­ნე­თი გა­იც­ნეს და და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს, მაგ­რამ ამ­ბი­ცი­ე­ბის გამო და­შორ­დნენ. დღეს ბრე­დი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, სა­მა­გა­ლი­თო მე­უღ­ლე და მა­მაა. კრის­ტი­ნა ეპლგე­ი­ტი კი ვი­ღას ახ­სოვს?!

ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი და ფერ­ჯი

"როცა ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა ჩვე­ნი რო­მა­ნის შე­სა­ხებ შე­ი­ტყვეს, "სტე­ლა" შე­მარ­ქვეს. სტე­ლა ფილ­მის მთა­ვარ გმირს ერ­ქვა, რო­მელ­საც 20 წლით უმ­ცრო­სი ბიჭი შე­უყ­ვარ­და. ჩვენ შო­რის ასე­თი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა არ ყო­ფი­ლა. მე 23 წლის ვი­ყა­ვი, ტიმ­ბერ­ლე­ი­კი - 16-ის. ერ­თმა­ნე­თი გას­ტრო­ლებ­ზე გა­ვი­ცა­ნით. მა­შინ ჯას­ტი­ნი ჯგუფ "N SYNC წევ­რი იყო. ჩვენს რო­მანს სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღ­ვიქ­ვამ­დი. ახლა ჯას­ტინს ჩემი ოჯა­ხის წევ­რად მი­ვიჩ­ნევ".

ნი­კოლ კიდ­მა­ნი და ლენი კრა­ვიტ­ცი

ტომ კრუზ­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ნი­კოლ­მა მომ­ღე­რა­ლი, თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე ტა­ტუ­ე­ბით მო­ხა­ტუ­ლი ლენი კრა­ვიტ­ცი გა­იც­ნო. 39 წლის ლენი და­ქორ­წი­ნე­ბას არ ჩქა­რობ­და. გარ­თო­ბა და წვე­უ­ლე­ბე­ბი უყ­ვარ­და. კიდ­მანს კი ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი უნ­დო­და. და­შორ­დნენ, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბად დარ­ჩნენ. გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ნი­კოლ­მა აღი­ა­რა, რომ კრა­ვიტც­თან ერ­თად იმ­დენ წვე­უ­ლე­ბა­სა და დის­კო­თე­კა­ზე იყო ნამ­ყო­ფი, რომ მთე­ლი სი­ცო­ცხლე ეყო­ფო­და.

ჯორჯ კლუ­ნი და ლუსი ლუ

ჯორჯ კლუ­ნი ახ­ლაც სუს­ტი სქე­სის გულ­თამ­პყრო­ბე­ლია და რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ქალ­თან ჰქონ­და რო­მა­ნი. ლუსი ლუს პა­რა­ლე­ლუ­რად, იგი "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი დი­ა­სახ­ლი­სე­ბის" ვარ­სკვლავს, ტერი ჰატ­ჩერ­სა და კი­დევ ერთ მუ­სი­კოს ქალს ხვდე­ბო­და. ლუ­სიმ კლუ­ნის ღა­ლა­ტი ვერ აპა­ტია და დას­ცილ­დნენ.

კი­ა­ნუ რივ­ზი და და­ი­ან კი­ტო­ნი

ვინ იფიქ­რებ­და, რომ მსოფ­ლი­ოს ბერ­ბი­ჭას ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მოს­წონ­და. 57 წლის და­ი­ან­მა 18 წლით უმ­ცრო­სი კი­ა­ნუ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნო. ორი წლის მან­ძილ­ზე მსა­ხი­ო­ბე­ბი ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რობ­დნენ, მაგ­რამ ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­დნენ.

სარა ჯე­სი­კა პარ­კე­რი და ჯონ კე­ნე­დი (უმ­ცრო­სი)

სარა ჯე­სი­კა კერი ბრედ­შო­უს რო­ლამ­დე სე­რი­ალ­ში "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" ბროდ­ვე­ის სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. 1991 წელს მის სპექ­ტაკლს ჯონ კე­ნე­დი უმ­ცრო­სი და­ეს­წრო და ქალს ულა­მა­ზე­სი თა­ი­გუ­ლი გა­უგ­ზავ­ნა. ლა­მა­ზი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია იმ დღეს დას­რულ­და, როცა სა­რამ კე­ნე­დის და­ქორ­წი­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა. 1999 წელს კე­ნე­დი (უმ­ცრო­სი) ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. ამ დროს პარ­კე­რი მე­თიუ ბრო­დე­რიკ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­შიც იღებ­დნენ.

სინ­ტია ნიქ­სო­ნი და კრის­ტინ მა­რი­ო­ნი

სე­რი­ა­ლის - "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" მე­ო­რე გმი­რი - მი­რან­და ათი წელი ცხოვ­რობ­და ქმარ­თან და ორ შვილ­საც ზრდი­და, მაგ­რამ მერე კრის­ტინ მა­რი­ო­ნი შე­უყ­ვარ­და და ოჯა­ხი მი­ა­ტო­ვა.

მაიკ ტა­ი­სო­ნი და ნა­ო­მი კემ­პბე­ლი

80-იან წლებ­ში, ერთ-ერთ წვე­უ­ლე­ბა­ზე "შავ­მა პან­ტე­რამ" მოკ­რი­ვე, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი მაიკ ტა­ი­სო­ნი გა­იც­ნო. რო­მა­ნი ორ წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წყვილს "ურჩხულ­სა და ლა­მაზ­მანს" ეძახ­დნენ. იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ ერთხელ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო მა­იკ­მა ნა­ო­მის ნეკ­ნე­ბი ჩა­უმტვრია.

მობი და ნა­ტა­ლი პორ­ტმა­ნი

"ლე­ო­ნის" 14 წლის ვარ­სკვლა­ვი ღა­მის კლუბ­ში მო­ბის კონ­ცერ­ტზე არ შე­უშ­ვეს. მსა­ხი­ო­ბის ყვი­რილ­ზე თა­ვად მუ­სი­კო­სი გა­მო­ვი­და და დაც­ვას ნა­ტა­ლის შეშ­ვე­ბა და­ა­ვა­ლა. ორი ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლის რო­მა­ნი დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა. როცა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­ბის პორ­ტმან­ზე ეკი­თხე­ბი­ან, იგი წით­ლდე­ბა და რა­ტომ­ღაც, ყო­ველ­თვის პირ­ველ კოც­ნას იხ­სე­ნებს. ნა­ტა­ლი კი ამ­ბობს, რომ მობი მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია.

ქეით ბლან­შე­ტი და ენ­დრიუ აპ­ტო­ნი

მსა­ხი­ობ­მა და სცე­ნა­რის­ტმა 1997 წელს იქორ­წი­ნეს. უკვე სამი ვა­ჟიც ჰყავთ. ბლან­შე­ტის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ვერ გა­ურ­კვე­ვი­ათ, ასეთ ლა­მაზ ქალს რო­გორ შე­უყ­ვარ­და ასე­თი... უჩ­ვე­უ­ლო გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კა­ცი.

დიტა ფონ ტიზი და მე­რი­ლინ მენ­სო­ნი

ოთხწ­ლი­ა­ნი რო­მა­ნის შემ­დეგ ლა­მაზ­მა­ნი და "კუ­ბო­დან ახა­ლამ­დგა­რი" და­შორ­დნენ. მენ­სონ­მა (42 წლის) დიტა ახალ­გაზ­რდა ლა­მაზ­მან­ში რე­ი­ჩელ ვუდ­ში (23 წლის) გაც­ვა­ლა.

ჰა­ი­დი კლუ­მი და სილი

მო­დე­ლი და მომ­ღე­რა­ლი 2005 წლი­დან იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ხუთ შვილს ზრდიდ­ნენ, - ოთხს სა­ერ­თოს. ახ­ლა­ხან წყვი­ლი დას­ცილ­და ერ­თმა­ნეთს და კლუ­მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ, რომ მისი მომ­დევ­ნო ქმა­რი სილ­ზე მა­ხინ­ჯი არ იყოს.

ვუდი ალე­ნი და სუნ-ი

ვუდი ალე­ნი ცოლ­ზე 35 წლით უფ­რო­სია. ამას­თა­ნა­ვე, სუნ-ი ალე­ნი­სა და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის მია ფე­რო­უს ნაშ­ვი­ლე­ბი გო­გო­ნა იყო. ახლა წყვი­ლი ორ ნაშ­ვი­ლებ ბავ­შვს ზრდის.

და­ბო­ლოს, სი­მაღ­ლით გა­მორ­ჩე­უ­ლი წყვი­ლე­ბი: მსა­ხი­ო­ბი ევა ლონ­გო­რია (1.57 სმ) და მისი კა­ლათ­ბურ­თე­ლი მე­უღ­ლე ტონი პარ­კე­რი (1.85); ფერ­ჯი (1.57) და ჯოშ დუ­ხა­მე­ლი (1.92); მომ­ღე­რა­ლი კა­ი­ლი მი­ნო­უ­გი (1.53) და მო­დე­ლი ან­დრე ვე­ლინ­კო­ზო (1.92); ტომ კრუ­ზი (1.70) და ნი­კოლ კიდ­მა­ნი (1.80); მო­დე­ლი კიმ კარ­და­ში­ა­ნი (1.59) და კა­ლათ­ბურ­თე­ლი კრის ჰამფრი­სი (2.06).

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ჰოლივუდის ყველაზე უჩვეულო წყვილები

ჰოლივუდის ყველაზე უჩვეულო წყვილები

შერი და ტომ კრუზი

80-იან წლებში 20 წლის დამწყებმა მსახიობმა და 36 წლის ცნობილმა მომღერალმა ერთმანეთი თეთრ სახლში, საქველმოქმედო აქციაზე გაიცნეს. თავიდან წყვილი რომანს უარყოფდა, მაგრამ წლების შემდეგ, ოპრა უინფრის შოუში შერიმ აღიარა, რომ ტომზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული. "ასაკობრივი სხვაობის გამო არ დავშორდით. ერთმანეთს გადაღებებისა და გასტროლების გრაფიკმა დაგვაშორა" - განაცხადა შერიმ.

მადონა და დენის როდმანი

პოპმუსიკის დედოფალს ყოველთვის აპოლონის სხეულის მსგავსი მამაკაცები მოსწონდა. მათი რომანი ხანმოკლე, მაგრამ ხმაურიანი აღმოჩნდა. ამბობდნენ, რომ მადონას კალათბურთელისგან შვილის გაჩენაც სურდა, მაგრამ ერთმანეთს დიდხანს ვერ გაუძლეს.

კრისტინა ეპლგეიტი და ბრედ პიტი

80-იან წლებში ახალგაზრდა მსახიობებმა ერთმანეთი გაიცნეს და დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ ამბიციების გამო დაშორდნენ. დღეს ბრედი მსოფლიოში ცნობილი მსახიობი, სამაგალითო მეუღლე და მამაა. კრისტინა ეპლგეიტი კი ვიღას ახსოვს?!

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ფერჯი

"როცა ჩემმა მეგობრებმა ჩვენი რომანის შესახებ შეიტყვეს, "სტელა" შემარქვეს. სტელა ფილმის მთავარ გმირს ერქვა, რომელსაც 20 წლით უმცროსი ბიჭი შეუყვარდა. ჩვენ შორის ასეთი ასაკობრივი სხვაობა არ ყოფილა. მე 23 წლის ვიყავი, ტიმბერლეიკი - 16-ის. ერთმანეთი გასტროლებზე გავიცანით. მაშინ ჯასტინი ჯგუფ "N SYNC წევრი იყო. ჩვენს რომანს სერიოზულად არ აღვიქვამდი. ახლა ჯასტინს ჩემი ოჯახის წევრად მივიჩნევ".

ნიკოლ კიდმანი და ლენი კრავიტცი

ტომ კრუზთან განშორების შემდეგ ნიკოლმა მომღერალი, თავიდან ფეხებამდე ტატუებით მოხატული ლენი კრავიტცი გაიცნო. 39 წლის ლენი დაქორწინებას არ ჩქარობდა. გართობა და წვეულებები უყვარდა. კიდმანს კი ოჯახი და შვილები უნდოდა. დაშორდნენ, მაგრამ მეგობრებად დარჩნენ. განშორების შემდეგ ნიკოლმა აღიარა, რომ კრავიტცთან ერთად იმდენ წვეულებასა და დისკოთეკაზე იყო ნამყოფი, რომ მთელი სიცოცხლე ეყოფოდა.

ჯორჯ კლუნი და ლუსი ლუ

ჯორჯ კლუნი ახლაც სუსტი სქესის გულთამპყრობელია და რამდენიმე წლის წინ ერთდროულად რამდენიმე ქალთან ჰქონდა რომანი. ლუსი ლუს პარალელურად, იგი "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავს, ტერი ჰატჩერსა და კიდევ ერთ მუსიკოს ქალს ხვდებოდა. ლუსიმ კლუნის ღალატი ვერ აპატია და დასცილდნენ.

კიანუ რივზი და დაიან კიტონი

ვინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოს ბერბიჭას ასაკოვანი ქალბატონები მოსწონდა. 57 წლის დაიანმა 18 წლით უმცროსი კიანუ გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ორი წლის მანძილზე მსახიობები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად დაშორდნენ.

სარა ჯესიკა პარკერი და ჯონ კენედი (უმცროსი)

სარა ჯესიკა კერი ბრედშოუს როლამდე სერიალში "სექსი დიდ ქალაქში" ბროდვეის სპექტაკლებში მონაწილეობდა. 1991 წელს მის სპექტაკლს ჯონ კენედი უმცროსი დაესწრო და ქალს ულამაზესი თაიგული გაუგზავნა. ლამაზი სიყვარულის ისტორია იმ დღეს დასრულდა, როცა სარამ კენედის დაქორწინება შესთავაზა. 1999 წელს კენედი (უმცროსი) ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამ დროს პარკერი მეთიუ ბროდერიკზე იყო დაქორწინებული და პოპულარულ სერიალშიც იღებდნენ.

სინტია ნიქსონი და კრისტინ მარიონი

სერიალის - "სექსი დიდ ქალაქში" მეორე გმირი - მირანდა ათი წელი ცხოვრობდა ქმართან და ორ შვილსაც ზრდიდა, მაგრამ მერე კრისტინ მარიონი შეუყვარდა და ოჯახი მიატოვა.

მაიკ ტაისონი და ნაომი კემპბელი

80-იან წლებში, ერთ-ერთ წვეულებაზე "შავმა პანტერამ" მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი მაიკ ტაისონი გაიცნო. რომანი ორ წელიწადს გაგრძელდა. ჟურნალისტები წყვილს "ურჩხულსა და ლამაზმანს" ეძახდნენ. იმასაც ამბობდნენ, რომ ერთხელ, ეჭვიანობის გამო მაიკმა ნაომის ნეკნები ჩაუმტვრია.

მობი და ნატალი პორტმანი

"ლეონის" 14 წლის ვარსკვლავი ღამის კლუბში მობის კონცერტზე არ შეუშვეს. მსახიობის ყვირილზე თავად მუსიკოსი გამოვიდა და დაცვას ნატალის შეშვება დაავალა. ორი ვეგეტარიანელის რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა. როცა ჟურნალისტები მობის პორტმანზე ეკითხებიან, იგი წითლდება და რატომღაც, ყოველთვის პირველ კოცნას იხსენებს. ნატალი კი ამბობს, რომ მობი მისი საუკეთესო მეგობარია.

ქეით ბლანშეტი და ენდრიუ აპტონი

მსახიობმა და სცენარისტმა 1997 წელს იქორწინეს. უკვე სამი ვაჟიც ჰყავთ. ბლანშეტის თაყვანისმცემლებს ვერ გაურკვევიათ, ასეთ ლამაზ ქალს როგორ შეუყვარდა ასეთი... უჩვეულო გარეგნობის მამაკაცი.

დიტა ფონ ტიზი და მერილინ მენსონი

ოთხწლიანი რომანის შემდეგ ლამაზმანი და "კუბოდან ახალამდგარი" დაშორდნენ. მენსონმა (42 წლის) დიტა ახალგაზრდა ლამაზმანში რეიჩელ ვუდში (23 წლის) გაცვალა.

ჰაიდი კლუმი და სილი

მოდელი და მომღერალი 2005 წლიდან იყო დაქორწინებული. ხუთ შვილს ზრდიდნენ, - ოთხს საერთოს. ახლახან წყვილი დასცილდა ერთმანეთს და კლუმის თაყვანისმცემლები ოცნებობენ, რომ მისი მომდევნო ქმარი სილზე მახინჯი არ იყოს.

ვუდი ალენი და სუნ-ი

ვუდი ალენი ცოლზე 35 წლით უფროსია. ამასთანავე, სუნ-ი ალენისა და მისი ყოფილი ცოლის მია ფეროუს ნაშვილები გოგონა იყო. ახლა წყვილი ორ ნაშვილებ ბავშვს ზრდის.

დაბოლოს, სიმაღლით გამორჩეული წყვილები: მსახიობი ევა ლონგორია (1.57 სმ) და მისი კალათბურთელი მეუღლე ტონი პარკერი (1.85); ფერჯი (1.57) და ჯოშ დუხამელი (1.92); მომღერალი კაილი მინოუგი (1.53) და მოდელი ანდრე ველინკოზო (1.92); ტომ კრუზი (1.70) და ნიკოლ კიდმანი (1.80); მოდელი კიმ კარდაშიანი (1.59) და კალათბურთელი კრის ჰამფრისი (2.06).

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება