მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხატი" - ქართულ-რუსული მეგობრული ფილმი
"ხატი" - ქართულ-რუსული მეგობრული ფილმი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კი­ნო­თე­ატრ "ამი­რან­ში" მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის - "ხა­ტის" და­ხუ­რუ­ლი ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის - სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. "ხა­ტის" რე­ჟი­სო­რე­ბი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რე­ბი რეზო ჩხე­ი­ძის ყო­ფი­ლი სტუ­დენ­ტე­ბი - ზაზა მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ჯაბა რუ­ა­ძე არი­ან. სი­უ­ჟე­ტი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა: ასა­ხუ­ლია წმინ­და გი­ორ­გის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხა­ტის მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და ქარ­თვე­ლი და რუსი გო­გო­ნე­ბის მე­გობ­რო­ბის ამ­ბა­ვი, რომ­ლებ­მაც ერ­თმა­ნე­თი ბავ­შვო­ბი­სას, შავი ზღვის­პი­რეთ­ში, სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნაკ­ში გა­იც­ნეს. ხატი ბოლ­შე­ვი­კე­ბის დროს იკარ­გე­ბა და ქარ­თვე­ლი მღვდელმსა­ხუ­რი მის მო­სა­ძებ­ნად მოს­კოვ­ში, თვითმფრი­ნა­ვით მი­ემ­გზავ­რე­ბა. ამა­ვე რე­ი­სით, რუ­სეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ მიფ­რი­ნავს ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც უცხო ქვე­ყა­ნა­ში დიდი ხნის უნა­ხა­ვი მე­გო­ბა­რი ელო­დე­ბა...

"ხატ­ში" ქარ­თვე­ლი და რუსი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: ლე­ვან ხურ­ცია, ნატო გაგ­ნი­ძე, ირაკ­ლი ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, ნიკა ჩხიკ­ვა­ძე, ნიკა თა­ვა­ძე, ვიქ­ტორ ვა­სი­ლე­ვი, სერ­გეი კნი­ა­ზე­ვი, ეკა­ტე­რი­ნა რედ­ნი­კო­ვა, ან­დრეი პა­ნი­ნი, ანა­ტო­ლი პა­ში­ნი­ნი, სტა­ნის­ლავ ბონ­და­რენ­კო და სხვე­ბი. ზურა ყიფ­ში­ძე კი ფილ­მის "ხმა" გახ­ლავთ.

ზაზა მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი:

- ჩემს მე­გო­ბარს - ჯაბა რუ­ა­ძეს იდეა მო­უ­ვი­და, ისე­თი ფილ­მი გა­დაგ­ვე­ღო, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბო­და ომსა და პო­ლი­ტი­კა­ზე. ჰოდა, ვი­ნა­ი­დან რუ­სე­თიც და სა­ქარ­თვე­ლოც მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბი ვართ, რე­ლი­გი­უ­რი თე­მა­ტი­კა ავარ­ჩი­ეთ. ფილმში ასა­ხუ­ლია ამ­ბა­ვი იმი­სა, თუ რო­გორ იმოგ­ზა­უ­რა წმინ­და გი­ორ­გის სას­წა­ულ­მოქ­მედ­მა ხატ­მა, რო­მელ­მაც უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ჯა­დოს­ნუ­რად და სა­მუ­და­მოდ და­ა­კავ­ში­რა. მე და ჯა­ბამ სცე­ნა­რი ერ­თად დავ­წე­რეთ, მერე კი ის ჩვენს პე­და­გოგს - რეზო ჩხე­ი­ძეს წა­ვა­კი­თხეთ. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და დაგვპირ­და, - იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­თო. მარ­თლაც, ის ამ პრო­ექტს დიდი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით მო­ე­კი­და, მხარ­ში ამოგ­ვიდ­გა და საქ­მე ბო­ლომ­დე მიგ­ვაყ­ვა­ნი­ნა. მინ­და, მას ამ ყვე­ლაფ­რის­თვის დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო.

- რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ რუს მსა­ხი­ო­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა და მათი და­თან­ხმე­ბა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე? რამ­დე­ნად და­დე­ბი­თად იყ­ვნენ ისი­ნი გან­წყო­ბი­ლი თქვენ მი­მართ?

- ჩვენ შო­რის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და. სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოგ­ცემთ, იმ­დე­ნად სა­სი­ა­მოვ­ნო ატ­მოს­ფე­რო სუ­ფევ­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე. გა­და­ღე­ბე­ბი მოს­კოვ­სა და პოდ­მოს­კო­ვი­ე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ასე­ვე - სა­ბერ­ძნეთ­ში. რო­დე­საც სცე­ნარს ვწერ­დით, გო­ნე­ბა­ში უკვე წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, თუ ვის შე­ვარ­ჩევ­დით ამა თუ იმ როლ­ზე და სხვა­თა შო­რის, ზუს­ტად ისი­ნი ავიყ­ვა­ნეთ, ვის­ზეც ვფიქ­რობ­დით. გაგ­ვი­მარ­თლა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, როცა მათ რო­ლე­ბი შევ­თა­ვა­ზეთ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვნენ და სცე­ნა­რიც მო­ე­წო­ნათ.

- რო­გორც რე­ჟი­სო­რის­თვის, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იყო მათ­თან მუ­შა­ო­ბა? რა გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნეთ რუსი პარტნი­ო­რე­ბის­გან?

- სხვა­თა შო­რის, მათ­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლეთ. ხომ იცით, ან­დრეი პა­ნინს ამ სფე­რო­ში რო­გო­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და მას­თან მუ­შა­ო­ბა ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო. უნდა აღ­ვნიშ­ნო ჩვე­ნი დამ­დგმე­ლი ოპე­რა­ტო­რის - ნუგ­ზარ ნო­ზა­ძის შრო­მა: ზო­გი­ერ­თი სცე­ნა საკ­მა­ოდ რთულ პი­რო­ბებ­ში გახ­ლდათ გა­და­სა­ღე­ბი, მან კი ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გა­ა­კე­თა. სა­მუ­შაო ჯგუფ­ში ქარ­თვე­ლე­ბიც იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი და რუ­სე­ბიც. ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და, არა­ნა­ი­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. გული მწყდე­ბა, რომ ფილ­მი კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში ჯერ ვერ გა­მო­ვა, რად­გან ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე უნდა გა­ვი­ტა­ნოთ. მინ­და, ეს ფილ­მი რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მი­ან­მა იხი­ლოს და შე­ა­ფა­სოს. უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვე­ნე­ცი­ის ფეს­ტი­ვა­ლია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ "ხა­ტის" იქ გაგ­ზავ­ნას მო­ვა­ხერ­ხებთ...

- გა­და­ღე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბი ვინ უზ­რუნ­ველ­ყო?

- ყვე­ლა­ფე­რი ბა­ტონ­მა რე­ზომ გაგ­ვი­კე­თა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მას რამ­დე­ნად დიდ პა­ტივს სცე­მენ თბი­ლის­ში, მაგ­რამ რუ­სეთ­ში - ას­ჯერ უფრო მე­ტად აფა­სე­ბენ. რეზო ჩხე­ი­ძე თუ რა­მე­ზე იტყვის, - კარ­გი­აო, - ეს მათ­თვის კა­ნო­ნი­ვით არის. მოკ­ლედ, ამ ფილ­მის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი ბა­ტო­ნი რეზო გახ­ლავთ.

- თქვე­ნი აზ­რით, მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორი ერის მე­გობ­რო­ბის­თვის?

- ვერ ვი­ტყვი, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ეს ერთი ფილ­მი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, თუმ­ცა ყო­ვე­ლი მსგავ­სი პრო­ექ­ტი პა­ტა­რა, მაგ­რამ წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ჩვე­ნი ხალ­ხის და­სა­ახ­ლო­ებ­ლად. მგო­ნია, რომ როცა რუსი მა­ყუ­რე­ბე­ლი ამ ფილ­მს ნა­ხავს, მო­ე­წო­ნე­ბა. თა­ვად მსა­ხი­ო­ბებ­მა "ხატი" უკვე იხი­ლეს და მი­ხა­რია, რომ ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა.

ნატო გაგ­ნი­ძე, ლალი ჯან­დი­ე­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- ამ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. ჩემი გმი­რი - ლალი საკ­მა­ოდ დრა­მა­ტუ­ლი პერ­სო­ნა­ჟია. როლ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი, რად­გა­ნაც ეს ჩემი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი კი­ნო­რო­ლია. მე­ტიჩ­რო­ბა­ში ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ, მაგ­რამ ჩემი თა­მა­შით უკ­მა­ყო­ფი­ლო დავ­რჩი, სა­კუ­თარ თავ­თან ბევ­რი შე­ნიშ­ვნა მაქვს... სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ფილ­მი შედ­გა. ნი­ჭი­ერ და გა­მოც­დილ კო­ლე­გებ­თან მოგ­ვი­წია თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ და იმე­დი მაქვს, ეს ფილ­მი უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სპექ­ტი­ვე­ბის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბა. რუს კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი იყო! ალ­ბათ, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი რუს და ქარ­თველ ხალ­ხს გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. სხვა­თა შო­რის, 2011 წელს, როცა გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ორ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას შო­რის კი­დევ უფრო მე­ტად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, მაგ­რამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის წევ­რებს რა­ი­მე და­ძა­ბუ­ლო­ბა ან ერ­თმა­ნე­თის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არც ერთი წუ­თით არ გვიგ­რძნია. რუ­სე­ბი ძა­ლი­ან გახ­სნი­ლე­ბი, მე­გობ­რუ­ლე­ბი, კარ­გე­ბი იყ­ვნენ და რაც მთა­ვა­რია, მათ­გან ბევ­რი რა­მის სწავ­ლა შე­იძ­ლე­ბა, რად­გან კი­ნოს "კე­თე­ბის" დიდი კულ­ტუ­რა აქვთ.

ლე­ვან ხურ­ცია, ნი­კას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- ამ ეტაპ­ზე ერთი რა­მის თქმა შე­მიძ­ლია - იმ მსა­ხი­ო­ბებ­თან მუ­შა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ამ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ჩემ­თვის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მომ­ცე­მი, პა­რა­ლე­ლუ­რად კი სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ფილმში კარ­გად ჩანს ქარ­თვე­ლი და რუსი ხალ­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა და რაც მთა­ვა­რია, ეს არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კას...

ნი­კო­ლოზ ჩხიკ­ვა­ძე, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის - მამა დი­მიტ­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- ჩემს პერ­სო­ნაჟს დიდი მი­სია აკის­რია - სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია და და­კარ­გუ­ლი სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხა­ტის მო­სა­ძებ­ნად შო­რე­ულ რუ­სეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასეთ საქ­მეს­თან შე­ჭი­დე­ბა უდი­დე­სი მად­ლია, ამავდრო­უ­ლად, ძა­ლი­ან რთუ­ლია. ჩემს გმირს ბევ­რი სიძ­ნე­ლის გა­და­ლახ­ვა უწევს, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს უმკლავ­დე­ბა და გზა­დაგ­ზა კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­საც ახერ­ხებს. გა­და­ღე­ბე­ბით იმ­დე­ნად ვარ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლაფ­რის გად­მო­სა­ცე­მად სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის. რუსი მსა­ხი­ო­ბე­ბი ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, ან­დრეი პა­ნი­ნი კი ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვია. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სარ­გებ­ლო იყო - ამ ფილმმა ქარ­თვე­ლი და რუსი ხე­ლო­ვა­ნე­ბი დაგ­ვა­ახ­ლო­ვა... ზაზა მე­რა­ბიშ­ვი­ლი ჩემი მე­გო­ბა­რია და გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი და კარ­გი რე­ჟი­სო­რია, რო­გორც კი რა­ი­მე როლ­ზე მი­მიწ­ვევს, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვთან­ხმდე­ბი ხოლ­მე. "ხატი" კი ალ­ბათ, მის ფილ­მებს შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია. მი­ხა­რია, რომ ამ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პა­ტი­ვი მხვდა წი­ლად.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ხატი" - ქართულ-რუსული მეგობრული ფილმი

"ხატი" - ქართულ-რუსული მეგობრული ფილმი

რამდენიმე დღის წინ, კინოთეატრ "ამირანში" მხატვრული ფილმის - "ხატის" დახურული ჩვენება გაიმართა, რომელსაც უამრავი ადამიანი, მათ შორის - სასულიერო პირები ესწრებოდნენ. "ხატის" რეჟისორები და სცენარის ავტორები რეზო ჩხეიძის ყოფილი სტუდენტები - ზაზა მერაბიშვილი და ჯაბა რუაძე არიან. სიუჟეტი ორი მიმართულებით ვითარდება: ასახულია წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატის მოგზაურობისა და ქართველი და რუსი გოგონების მეგობრობის ამბავი, რომლებმაც ერთმანეთი ბავშვობისას, შავი ზღვისპირეთში, საზაფხულო ბანაკში გაიცნეს. ხატი ბოლშევიკების დროს იკარგება და ქართველი მღვდელმსახური მის მოსაძებნად მოსკოვში, თვითმფრინავით მიემგზავრება. ამავე რეისით, რუსეთში სამკურნალოდ მიფრინავს ქართველი გოგონა, რომელსაც უცხო ქვეყანაში დიდი ხნის უნახავი მეგობარი ელოდება...

"ხატში" ქართველი და რუსი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ: ლევან ხურცია, ნატო გაგნიძე, ირაკლი ჩოლოყაშვილი, ნიკა ჩხიკვაძე, ნიკა თავაძე, ვიქტორ ვასილევი, სერგეი კნიაზევი, ეკატერინა რედნიკოვა, ანდრეი პანინი, ანატოლი პაშინინი, სტანისლავ ბონდარენკო და სხვები. ზურა ყიფშიძე კი ფილმის "ხმა" გახლავთ.

ზაზა მერაბიშვილი, რეჟისორი, სცენარის ავტორი:

- ჩემს მეგობარს - ჯაბა რუაძეს იდეა მოუვიდა, ისეთი ფილმი გადაგვეღო, რომელიც არ იქნებოდა ომსა და პოლიტიკაზე. ჰოდა, ვინაიდან რუსეთიც და საქართველოც მართლმადიდებლური ქვეყნები ვართ, რელიგიური თემატიკა ავარჩიეთ. ფილმში ასახულია ამბავი იმისა, თუ როგორ იმოგზაურა წმინდა გიორგის სასწაულმოქმედმა ხატმა, რომელმაც უცხო ადამიანები ერთმანეთთან ჯადოსნურად და სამუდამოდ დააკავშირა. მე და ჯაბამ სცენარი ერთად დავწერეთ, მერე კი ის ჩვენს პედაგოგს - რეზო ჩხეიძეს წავაკითხეთ. ძალიან მოეწონა და დაგვპირდა, - იდეის განხორციელებაში დაგეხმარებითო. მართლაც, ის ამ პროექტს დიდი გულისხმიერებით მოეკიდა, მხარში ამოგვიდგა და საქმე ბოლომდე მიგვაყვანინა. მინდა, მას ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.

- როგორ მოახერხეთ რუს მსახიობებთან ურთიერთობის დამყარება და მათი დათანხმება ფილმში მონაწილეობაზე? რამდენად დადებითად იყვნენ ისინი განწყობილი თქვენ მიმართ?

- ჩვენ შორის შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, იმდენად სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა გადასაღებ მოედანზე. გადაღებები მოსკოვსა და პოდმოსკოვიეში მიმდინარეობდა, ასევე - საბერძნეთში. როდესაც სცენარს ვწერდით, გონებაში უკვე წარმოგვედგინა, თუ ვის შევარჩევდით ამა თუ იმ როლზე და სხვათა შორის, ზუსტად ისინი ავიყვანეთ, ვისზეც ვფიქრობდით. გაგვიმართლა, რომ იმ პერიოდში, როცა მათ როლები შევთავაზეთ, დაკავებულები არ იყვნენ და სცენარიც მოეწონათ.

- როგორც რეჟისორისთვის, რამდენად საინტერესო იყო მათთან მუშაობა? რა გამოცდილება შეიძინეთ რუსი პარტნიორებისგან?

- სხვათა შორის, მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ხომ იცით, ანდრეი პანინს ამ სფეროში როგორი გამოცდილება აქვს და მასთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. უნდა აღვნიშნო ჩვენი დამდგმელი ოპერატორის - ნუგზარ ნოზაძის შრომა: ზოგიერთი სცენა საკმაოდ რთულ პირობებში გახლდათ გადასაღები, მან კი ყველაფერი მაღალპროფესიონალურად გააკეთა. სამუშაო ჯგუფში ქართველებიც იყვნენ ჩართული და რუსებიც. ჩვენ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. გული მწყდება, რომ ფილმი კინოგაქირავებაში ჯერ ვერ გამოვა, რადგან ფესტივალებზე უნდა გავიტანოთ. მინდა, ეს ფილმი რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იხილოს და შეაფასოს. უახლოეს პერიოდში ვენეციის ფესტივალია და კარგი იქნება, თუ "ხატის" იქ გაგზავნას მოვახერხებთ...

- გადაღებებთან დაკავშირებული ხარჯები ვინ უზრუნველყო?

- ყველაფერი ბატონმა რეზომ გაგვიკეთა. მოგეხსენებათ, მას რამდენად დიდ პატივს სცემენ თბილისში, მაგრამ რუსეთში - ასჯერ უფრო მეტად აფასებენ. რეზო ჩხეიძე თუ რამეზე იტყვის, - კარგიაო, - ეს მათთვის კანონივით არის. მოკლედ, ამ ფილმის სულისჩამდგმელი ბატონი რეზო გახლავთ.

- თქვენი აზრით, მსგავსი პროექტები რამდენად მნიშვნელოვანია ორი ერის მეგობრობისთვის?

- ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად ეს ერთი ფილმი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას გააუმჯობესებს, თუმცა ყოველი მსგავსი პროექტი პატარა, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ხალხის დასაახლოებლად. მგონია, რომ როცა რუსი მაყურებელი ამ ფილმს ნახავს, მოეწონება. თავად მსახიობებმა "ხატი" უკვე იხილეს და მიხარია, რომ ყველა კმაყოფილი დარჩა.

ნატო გაგნიძე, ლალი ჯანდიერის როლის შემსრულებელი:

- ამ ფილმში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. ჩემი გმირი - ლალი საკმაოდ დრამატული პერსონაჟია. როლზე მუშაობისას დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, რადგანაც ეს ჩემი პირველი სერიოზული კინოროლია. მეტიჩრობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩემი თამაშით უკმაყოფილო დავრჩი, საკუთარ თავთან ბევრი შენიშვნა მაქვს... საბოლოო ჯამში, ფილმი შედგა. ნიჭიერ და გამოცდილ კოლეგებთან მოგვიწია თანამშრომლობამ და იმედი მაქვს, ეს ფილმი უფრო მეტად საინტერესო პერსპექტივების დასაწყისი იქნება. რუს კოლეგებთან ურთიერთობა შესანიშნავი იყო! ალბათ, მსგავსი ღონისძიებები რუს და ქართველ ხალხს გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენაში დაგვეხმარება. სხვათა შორის, 2011 წელს, როცა გადაღებები მიმდინარეობდა, ორ მეზობელ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მეტად რთული სიტუაცია იყო, მაგრამ შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს რაიმე დაძაბულობა ან ერთმანეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არც ერთი წუთით არ გვიგრძნია. რუსები ძალიან გახსნილები, მეგობრულები, კარგები იყვნენ და რაც მთავარია, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, რადგან კინოს "კეთების" დიდი კულტურა აქვთ.

ლევან ხურცია, ნიკას როლის შემსრულებელი:

- ამ ეტაპზე ერთი რამის თქმა შემიძლია - იმ მსახიობებთან მუშაობა, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობენ, ჩემთვის დიდი გამოცდილების მომცემი, პარალელურად კი სასიამოვნო და საინტერესო იყო. ფილმში კარგად ჩანს ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობა და რაც მთავარია, ეს არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკას...

ნიკოლოზ ჩხიკვაძე, სასულიერო პირის - მამა დიმიტრის როლის შემსრულებელი:

- ჩემს პერსონაჟს დიდი მისია აკისრია - სასულიერო პირია და დაკარგული სასწაულმოქმედი ხატის მოსაძებნად შორეულ რუსეთში მიემგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საქმესთან შეჭიდება უდიდესი მადლია, ამავდროულად, ძალიან რთულია. ჩემს გმირს ბევრი სიძნელის გადალახვა უწევს, თუმცა ყველაფერს უმკლავდება და გზადაგზა კეთილი საქმეების კეთებასაც ახერხებს. გადაღებებით იმდენად ვარ აღფრთოვანებული, რომ ყველაფრის გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნის. რუსი მსახიობები ნამდვილი პროფესიონალები არიან, ანდრეი პანინი კი ამომავალი ვარსკვლავია. მათთან ურთიერთობა სასარგებლო იყო - ამ ფილმმა ქართველი და რუსი ხელოვანები დაგვაახლოვა... ზაზა მერაბიშვილი ჩემი მეგობარია და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაგარი ადამიანი და კარგი რეჟისორია, როგორც კი რაიმე როლზე მიმიწვევს, სიამოვნებით ვთანხმდები ხოლმე. "ხატი" კი ალბათ, მის ფილმებს შორის ყველაზე გამორჩეულია. მიხარია, რომ ამ ფილმში მონაწილეობის პატივი მხვდა წილად.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება