მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეემთხვა გიორგი ლორიას კიევში?
რა შეემთხვა გიორგი ლორიას კიევში?

თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გი­ორ­გი ლო­რია 2012 წლის შე­მოდ­გო­მამ­დეც პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან ბრწყინ­ვა­ლედ ჩა­ტა­რე­ბულ­მა მატჩმა მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი აღი­ა­რე­ბა და სა­ხე­ლი მო­უ­პო­ვა, რა­საც ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი ინატ­რებ­და.

გი­ორ­გის მა­მის, ნუგ­ზარ ლო­რი­ას თქმით, საფ­რან­გეთ­ში გი­ორ­გის ფანკლუ­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. "დი­ნა­მოს" კა­პი­ტა­ნი უკვე ქარ­თულ სა­რეკ­ლა­მო რგო­ლებ­ში გა­მოჩ­ნდა, მცი­რე ხნის წი­ნათ კი ფილმში ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რის როლი შე­ას­რუ­ლა.

საქ­მე ისაა, რომ ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ­მა ირაკ­ლი ჩხიკ­ვა­ძემ გა­და­ი­ღო ფილ­მი "რა მოხ­და კი­ევ­ში", რომ­ლის პრე­მი­ე­რაც 28 მა­ისს თბი­ლი­სის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ლო­რია მისი ერთ-ერთი გმი­რია. ფილ­მის ანონსში წე­რია: "თა­მა­ში იწყე­ბა... ლო­რია კი არ­სად ჩანს. დაგ­ვერ­ხა... დაგ­ვერ­ხა... დაგ­ვერ­ხა... ნე­ტავ, კი­ევ­ში რა მოხ­და?"

რა მოხ­და უკ­რა­ი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში, ამას ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ შე­ი­ტყობთ, ჩვენ კი რე­ჟი­სორს და­ვუ­კავ­შირ­დით და ამ, ერთი შე­ხედ­ვით, მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ვკი­თხეთ.

"გი­ორ­გის მიწ­ვე­ვა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გამო გა­დავ­წყვი­ტე. ჯერ ერთი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნია, ხალ­ხმა შე­იყ­ვა­რა, ნი­ჭი­ე­რია, ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი იერი აქვს, სიმ­პა­თი­უ­რია და სა­ერ­თო­დაც, მი­მაჩ­ნია, რომ ვარ­სკვლა­ვად არის და­ბა­დე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, მა­ყუ­რებ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ფილმში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც კო­მერ­ცი­უ­ლა­დაც მომ­გე­ბი­ა­ნია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩავ­თვა­ლე, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი გი­ორ­გის კარ­გად მი­ი­ღებ­და.

სხვა­თა შო­რის, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ლო­რი­ამ როლი სწრა­ფად მო­ირ­გო და თავი ძა­ლი­ან კარ­გად გა­არ­თვა. ეტყო­ბა, რომ მის ოჯახს კი­ნოს­თან შე­ხე­ბა აქვს (გი­ორ­გის მამა ნუგ­ზარ ლო­რია რე­ჟო­სო­რია ფილ­მე­ბი­სა: "მა­ცი­ვარ­ში ვი­ღაც იჯდა", "ეს პე­ლეა" და ა.შ.)," - გვი­თხრა ჩხიკ­ვა­ძემ.

ინ­ტერ­ვიუ გი­ორ­გი ლო­რი­ა­საც ჩა­მო­ვარ­თვით.

- რე­ჟი­სო­რის თქმით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო დე­ბი­უ­ტი გქონ­და...

- ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. ეს რე­ჟი­სო­რის, მა­ყუ­რებ­ლი­სა და კი­ნომ­ცოდ­ნე­ე­ბის შე­სა­ფა­სე­ბე­ლია.

- ეს წი­ნა­და­დე­ბა უც­ნა­უ­რად არ მოგჩ­ვე­ნე­ბია?

- რა თქმა უნდა, მე ფეხ­ბურ­თე­ლი ვარ, კინო კი სულ სხვა სფე­როა. თუმ­ცა ირაკ­ლიმ სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბით მომ­მარ­თა. რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი და დავ­თან­ხმდი. მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად, ფილმშიც და კლი­პებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. ბევ­რი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო ჩარ­თუ­ლი და საკ­მა­ოდ თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

- გა­სა­გე­ბია, რომ პრე­მი­ე­რამ­დე ფილ­მის ში­ნა­არსს არ გა­ამ­ხელ, მაგ­რამ ის მა­ინც გვი­თხა­რი, რა როლს ას­რუ­ლებ?

- სი­უ­ჟეტს ნა­წი­ლობ­რივ გა­გიმ­ხელთ: ფილმში ჩემს თავს ვა­სა­ხი­ე­რებ. ეს­პა­ნეთ­თან მატ­ჩის წინა დღეს ვი­კარ­გე­ბი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ძმა­კა­ცე­ბი მე­ძე­ბენ, მაგ­რამ ვერ მპო­უ­ლო­ბენ. არა­და, წი­ნას­წარ იცი­ან, რომ ძი­რი­თად­ში უნდა მე­თა­მა­შა. თე­მურ ქეც­ბა­ია გა­და­რე­უ­ლია, კი­თხუ­ლობს, სად ვარ, რა მჭირს. სი­უ­ჟე­ტი ამა­ზეა აგე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი კი თა­ვად იხი­ლეთ.

- დღეს ასე­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! შე­მო­სავ­ლებ­საც გუ­ლის­ხმობს...

- თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, გარ­კვე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბაც შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ ჩემ­თვის უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ სფე­როს­თან შე­ხე­ბა გახ­ლდათ.

- ბოლო დროს საკ­მა­ოდ ბევრ რეკ­ლა­მა­შიც გა­მოჩ­ნდი...

- "ცივი ჩაის" და "კოკა-კო­ლას" დაკ­ვე­თილ კლი­პებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი.

- ახა­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიც გაქვს?

- არის და კი­დევ რა­ღა­ცებს ვარ­კვევ. ფილ­მი თუ წარ­მა­ტე­ბას მო­ი­პო­ვებს, შე­საძ­ლოა, მე­ო­რე სე­რი­აც გა­და­ი­ღონ. იმე­დია, ასეც მოხ­დე­ბა, რად­გან ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის გუნ­დი მუ­შა­ობ­და.

- გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვარ­ჯიშ­ში ხელს არ გიშ­ლის?

- არა­ნა­ი­რად. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა კლი­პე­ბი­სა და ფილ­მის რე­ჟი­სო­რებ­მაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და გა­და­სა­ღე­ბი დრო აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­არ­ჩი­ეს.

- რე­ჟი­სო­რი მამა კი­ნო­ში შენს პირ­ველ ნა­ბი­ჯებს რო­გორ აფა­სებს?

- ფილ­მი უკვე ნახა და ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა.

sportall.ge

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა შეემთხვა გიორგი ლორიას კიევში?

რა შეემთხვა გიორგი ლორიას კიევში?

თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია 2012 წლის შემოდგომამდეც პოპულარული იყო, მაგრამ ესპანეთის ნაკრებთან ბრწყინვალედ ჩატარებულმა მატჩმა მას საქართველოში ისეთი აღიარება და სახელი მოუპოვა, რასაც ნებისმიერი ქართველი სპორტსმენი ინატრებდა.

გიორგის მამის, ნუგზარ ლორიას თქმით, საფრანგეთში გიორგის ფანკლუბი აღმოაჩინა. "დინამოს" კაპიტანი უკვე ქართულ სარეკლამო რგოლებში გამოჩნდა, მცირე ხნის წინათ კი ფილმში ერთ-ერთი მთავარი გმირის როლი შეასრულა.

საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა ირაკლი ჩხიკვაძემ გადაიღო ფილმი "რა მოხდა კიევში", რომლის პრემიერაც 28 მაისს თბილისის კინოთეატრებში გაიმართება.

ლორია მისი ერთ-ერთი გმირია. ფილმის ანონსში წერია: "თამაში იწყება... ლორია კი არსად ჩანს. დაგვერხა... დაგვერხა... დაგვერხა... ნეტავ, კიევში რა მოხდა?"

რა მოხდა უკრაინის დედაქალაქში, ამას ფილმის ნახვის შემდეგ შეიტყობთ, ჩვენ კი რეჟისორს დავუკავშირდით და ამ, ერთი შეხედვით, მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი ვკითხეთ.

"გიორგის მიწვევა რამდენიმე ფაქტორის გამო გადავწყვიტე. ჯერ ერთი, წარმატებული სპორტსმენია, ხალხმა შეიყვარა, ნიჭიერია, ნამდვილი ქართული იერი აქვს, სიმპათიურია და საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ვარსკვლავად არის დაბადებული.

გარდა ამისა, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ფილმში ცნობილი ქართველი სპორტსმენის მონაწილეობა, რაც კომერციულადაც მომგებიანია. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ მაყურებელი გიორგის კარგად მიიღებდა.

სხვათა შორის, მოულოდნელად, ლორიამ როლი სწრაფად მოირგო და თავი ძალიან კარგად გაართვა. ეტყობა, რომ მის ოჯახს კინოსთან შეხება აქვს (გიორგის მამა ნუგზარ ლორია რეჟოსორია ფილმებისა: "მაცივარში ვიღაც იჯდა", "ეს პელეა" და ა.შ.)," - გვითხრა ჩხიკვაძემ.

ინტერვიუ გიორგი ლორიასაც ჩამოვართვით.

- რეჟისორის თქმით, წარმატებული სამსახიობო დებიუტი გქონდა...

- ვერაფერს ვიტყვი. ეს რეჟისორის, მაყურებლისა და კინომცოდნეების შესაფასებელია.

- ეს წინადადება უცნაურად არ მოგჩვენებია?

- რა თქმა უნდა, მე ფეხბურთელი ვარ, კინო კი სულ სხვა სფეროა. თუმცა ირაკლიმ საინტერესო წინადადებით მომმართა. რატომაც არა-მეთქი და დავთანხმდი. მოულოდნელობასთან ერთად, ფილმშიც და კლიპებშიც მონაწილეობა სასიამოვნო იყო. ბევრი ცნობილი მსახიობი იყო ჩართული და საკმაოდ თბილი და მეგობრული გარემო ჩამოყალიბდა.

- გასაგებია, რომ პრემიერამდე ფილმის შინაარსს არ გაამხელ, მაგრამ ის მაინც გვითხარი, რა როლს ასრულებ?

- სიუჟეტს ნაწილობრივ გაგიმხელთ: ფილმში ჩემს თავს ვასახიერებ. ესპანეთთან მატჩის წინა დღეს ვიკარგები. ოჯახის წევრები და ძმაკაცები მეძებენ, მაგრამ ვერ მპოულობენ. არადა, წინასწარ იციან, რომ ძირითადში უნდა მეთამაშა. თემურ ქეცბაია გადარეულია, კითხულობს, სად ვარ, რა მჭირს. სიუჟეტი ამაზეა აგებული, დანარჩენი კი თავად იხილეთ.

- დღეს ასეთი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! შემოსავლებსაც გულისხმობს...

- თავისთავად ცხადია, გარკვეული ანაზღაურებაც შემომთავაზეს, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ამ სფეროსთან შეხება გახლდათ.

- ბოლო დროს საკმაოდ ბევრ რეკლამაშიც გამოჩნდი...

- "ცივი ჩაის" და "კოკა-კოლას" დაკვეთილ კლიპებში ვმონაწილეობდი.

- ახალი შემოთავაზებებიც გაქვს?

- არის და კიდევ რაღაცებს ვარკვევ. ფილმი თუ წარმატებას მოიპოვებს, შესაძლოა, მეორე სერიაც გადაიღონ. იმედია, ასეც მოხდება, რადგან ნიჭიერი ადამიანების გუნდი მუშაობდა.

- გადაღებებში მონაწილეობა ვარჯიშში ხელს არ გიშლის?

- არანაირად. ჩემი მდგომარეობა კლიპებისა და ფილმის რეჟისორებმაც გაითვალისწინეს და გადასაღები დრო აქედან გამომდინარე შეარჩიეს.

- რეჟისორი მამა კინოში შენს პირველ ნაბიჯებს როგორ აფასებს?

- ფილმი უკვე ნახა და ძალიან მოეწონა.

sportall.ge

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"