მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რობერტ პატინსონის 10 საუკეთესო ციტატა
რობერტ პატინსონის 10 საუკეთესო ციტატა

13 მა­ისს ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ რო­ბერტ პა­ტინ­სონს 27 წელი შე­უს­რულ­და. მსა­ხი­ო­ბის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გთა­ვა­ზობთ ვარ­სკვლა­ვის 10 ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო ცი­ტა­ტას.

შეშ­ლი­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის შე­სა­ხებ: "ცოტა ხნის წინ ერ­თმა ქალ­მა ბავ­შვი გა­მო­წია ჩემ­კენ და მთხო­ვა: შე­გიძ­ლი­ათ მას თავ­ზე უკბი­ნოთ?".

გო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ: "ერ­თმა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა ქალ­მა მკი­თხა: "რა უნდა გა­ვა­კე­თო, რომ ყუ­რა­დღე­ბა მო­მაქ­ცი­ოთ?" მე ვუ­პა­სუ­ხე: "უბ­რა­ლოდ გა­ი­ხა­დეთ ტან­საც­მე­ლი". ის გა­ჩერ­და და სწრა­ფად და­ი­წყო გახ­და. დაც­ვა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ოთა­ხი­დან გა­ეყ­ვა­ნა" .

სექ­სის შე­სა­ხებ: "სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მარ­ტო­ხე­ლა ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი კოც­ნა 12 წლის ასაკ­ში მქონ­და, ხოლო გო­გო­ნებ­თან შეხ­ვედ­რა 18 წლი­სამ და­ვი­წყე".

"ბინ­დის" პერ­სო­ნაჟ ედ­ვარდ კა­ლე­ნის შე­სა­ხებ: "ყვე­ლას მოს­წონს ედ­ვარდ კა­ლე­ნის მსგავ­სი ტი­პე­ბი, რომ­ლებ­საც ქა­ლე­ბი ჭკუ­ი­დან გა­და­ყავთ. ედ­ვარ­დი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი და თქვენ მას რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში შეხ­ვედ­რო­დით, ის სე­რი­უ­ლი მკვლე­ლის მსგავ­სი ვინ­მე იქ­ნე­ბო­და. ამას­თან, ის 108 წლის ვა­ჟიშ­ვი­ლია, ასე რომ, მას უამ­რა­ვი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა აქვს".

მას­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჭო­რე­ბის შე­სა­ხებ: "ძა­ლი­ან მომ­წონს ის­ტო­რია ჩემი ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ამის შე­სა­ხებ ერთ-ერთ ავ­სტრა­ლი­ურ გა­მო­ცე­მა­ში, პირ­ველ გვერ­დზე და­ბეჭ­დეს! აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამა­ში არ იყო ირო­ნია. არც მქონ­და იმის იმე­დი, რომ სტა­ტია სა­თა­ურს გა­ა­მარ­თლებ­და. ხუმ­რო­ბით ვფიქ­რობ­დი: "ჰო აბა რა, მე ორ­სუ­ლად ვარ და ამას ყვე­ლას ვუ­მა­ლავ".

ოც­ნე­ბე­ბი­სა და ჩვე­ვე­ბის შე­სა­ხებ: "ჩემი ოც­ნე­ბის პრო­ფე­სია პი­ა­ნის­ტო­ბაა. ხოლო ყვე­ლა­ზე მავ­ნე ჩვე­ვა ისაა, რომ ბევ­რს ვლაქ­ლა­ქებ".

დე­ნი­ელ რედკ­ლი­ფის შე­სა­ხებ: "არ მგო­ნია, რომ დე­ნი­ე­ლი ვინ­მეს წა­მარ­თმევ­და. გოგო რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მას ად­ვი­ლად შე­ვა­ბამ­დი!".

თვით­გა­მორ­კვე­ვის შე­სა­ხებ: "სა­ნამ 12 წელი შე­მის­რულ­დე­ბო­და, ჩემს დებს მოს­წონ­დათ ჩემი გო­გო­სა­ვით გა­მოპ­რან­ჭვა და ყვე­ლას­თან ასე წარ­მად­გენ­დნენ: "ეს კლა­უ­დი­აა!" 12 წელი გარ­და­ტე­ხის პე­რი­ო­დი იყო. ამ ასაკ­ში შე­რე­ულ სკო­ლა­ში წა­ვე­დი, სა­დაც გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი ერ­თად სწავ­ლობ­დნენ. მა­შინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე თმის გელი".

კერ­პის შე­სა­ხებ: "აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ჯეკ ნი­კოლ­სო­ნით. მიყ­ვარს ყვე­ლა მისი შტრი­ხი. ადრე ვცდი­ლობ­დი მის­თვის ყვე­ლა­ფერ­ში მი­მე­ბა­ძა".

კრის­ტენ სტუ­არ­ტის შე­სა­ხებ: "რომც არ ვთა­მა­შობ­დე, მა­ინც ვუ­ყუ­რებ­დი "ბინდს" - მე კრის­ტე­ნის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვარ. ჩვე­ნი ასა­კის მსა­ხი­ობ­თა შო­რის არც ისე ბევ­რი გო­გო­ნაა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ნი­ჭით სხვებს კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წი­ოს. მას კარ­გად ეს­მის, მე რას ვგრძნობ. კრის­ტე­ნი ამ­ბი­ცი­უ­რია და სურს, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი სრულ­ყო­ფი­ლი გახ­დეს. ის გა­მუდ­მე­ბით მიწ­ვევს. კრის­ტე­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვად უკ­რავს საყ­ვირ­ზე, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ბევ­რმა არ იცის".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს შე­სა­ხებ.

რობერტ პატინსონის 10 საუკეთესო ციტატა

რობერტ პატინსონის 10 საუკეთესო ციტატა

13 მაისს ჰოლივუდის მსახიობ რობერტ პატინსონს 27 წელი შეუსრულდა. მსახიობის იუბილესთან დაკავშირებით გთავაზობთ ვარსკვლავის 10 ყველაზე სახალისო და საინტერესო ციტატას.

შეშლილი თაყვანისმცემლების შესახებ: "ცოტა ხნის წინ ერთმა ქალმა ბავშვი გამოწია ჩემკენ და მთხოვა: შეგიძლიათ მას თავზე უკბინოთ?".

გოგონების შესახებ: "ერთმა თაყვანისმცემელმა ქალმა მკითხა: "რა უნდა გავაკეთო, რომ ყურადღება მომაქციოთ?" მე ვუპასუხე: "უბრალოდ გაიხადეთ ტანსაცმელი". ის გაჩერდა და სწრაფად დაიწყო გახდა. დაცვა იძულებული გახდა ოთახიდან გაეყვანა" .

სექსის შესახებ: "სკოლის პერიოდში მარტოხელა ვიყავი. პირველი კოცნა 12 წლის ასაკში მქონდა, ხოლო გოგონებთან შეხვედრა 18 წლისამ დავიწყე".

"ბინდის" პერსონაჟ ედვარდ კალენის შესახებ: "ყველას მოსწონს ედვარდ კალენის მსგავსი ტიპები, რომლებსაც ქალები ჭკუიდან გადაყავთ. ედვარდი რომ არ ყოფილიყო მოგონილი პერსონაჟი და თქვენ მას რეალურ ცხოვრებაში შეხვედროდით, ის სერიული მკვლელის მსგავსი ვინმე იქნებოდა. ამასთან, ის 108 წლის ვაჟიშვილია, ასე რომ, მას უამრავი ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს".

მასზე გავრცელებული ჭორების შესახებ: "ძალიან მომწონს ისტორია ჩემი ორსულობის შესახებ. ამის შესახებ ერთ-ერთ ავსტრალიურ გამოცემაში, პირველ გვერდზე დაბეჭდეს! აღსანიშნავია, რომ ამაში არ იყო ირონია. არც მქონდა იმის იმედი, რომ სტატია სათაურს გაამართლებდა. ხუმრობით ვფიქრობდი: "ჰო აბა რა, მე ორსულად ვარ და ამას ყველას ვუმალავ".

ოცნებებისა და ჩვევების შესახებ: "ჩემი ოცნების პროფესია პიანისტობაა. ხოლო ყველაზე მავნე ჩვევა ისაა, რომ ბევრს ვლაქლაქებ".

დენიელ რედკლიფის შესახებ: "არ მგონია, რომ დენიელი ვინმეს წამართმევდა. გოგო რომ ვყოფილიყავი, მას ადვილად შევაბამდი!".

თვითგამორკვევის შესახებ: "სანამ 12 წელი შემისრულდებოდა, ჩემს დებს მოსწონდათ ჩემი გოგოსავით გამოპრანჭვა და ყველასთან ასე წარმადგენდნენ: "ეს კლაუდიაა!" 12 წელი გარდატეხის პერიოდი იყო. ამ ასაკში შერეულ სკოლაში წავედი, სადაც გოგონები და ბიჭები ერთად სწავლობდნენ. მაშინ აღმოვაჩინე თმის გელი".

კერპის შესახებ: "აღფრთოვანებული ვარ ჯეკ ნიკოლსონით. მიყვარს ყველა მისი შტრიხი. ადრე ვცდილობდი მისთვის ყველაფერში მიმებაძა".

კრისტენ სტუარტის შესახებ: "რომც არ ვთამაშობდე, მაინც ვუყურებდი "ბინდს" - მე კრისტენის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ჩვენი ასაკის მსახიობთა შორის არც ისე ბევრი გოგონაა, რომელსაც შეუძლია ნიჭით სხვებს კონკურენცია გაუწიოს. მას კარგად ესმის, მე რას ვგრძნობ. კრისტენი ამბიციურია და სურს, როგორც მსახიობი სრულყოფილი გახდეს. ის გამუდმებით მიწვევს. კრისტენი შესანიშნავად უკრავს საყვირზე, თუმცა ამის შესახებ ბევრმა არ იცის".

მომზადებულია spletnik.ru-ს შესახებ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება