კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იქნება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
კანდიდატის დასახელებამდე, პრეზიდენტობის კანდიდატის შესახებ ივანიშვილის ბიზნესცენტრში კოალიციის პოლიტსაბჭოს კონსულტაციები გაიმართა, რის შემდეგაც კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გაეცნენ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს.