პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაგიჯდებათ თბილისში ცხენით გასეირნება
რა დაგიჯდებათ თბილისში ცხენით გასეირნება

ალ­ბათ, ბევ­რმა არ იცის, რომ თბი­ლის­ში გა­სე­ირ­ნე­ბა ცხე­ნი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ცხე­ნო­სა­ნი კო­ბა მა­თი­აშ­ვი­ლი თა­ვი­სი ცხე­ნით ჯერ­ჯე­რო­ბით ძი­რი­თა­დად უცხ­ო­ე­ლებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, რომ არა ცხე­ნი, ბევ­რად უფ­რო შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ბიზ­ნე­სი ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამ ცხო­ვე­ლის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა არ შე­უძ­ლი­ა.

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცხენ­ის სი­ახ­ლო­ვეს მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩამ­კვდა­რია ცხე­ნოს­ნო­ბა. დო­ღი ხომ აღარ იმარ­თე­ბა და ძვე­ლი საცხ­ე­ნოს­ნო თა­მა­შე­ბიც მი­ვიწყ­ე­ბუ­ლი­ა. ჯერ კი­დევ იმე­დი მაქვს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ამის გა­დარ­ჩე­ნა და მომ­ხმა­რე­ბელს ცხე­ნით გა­სე­ირ­ნე­ბას ვთა­ვა­ზობ. ჩემს თავ­ლა­ში ცხრა ცხე­ნია და მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ერ­თად ვუვ­ლით. ად­რე კი­ნოს­ტუ­დი­ის თავ­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ფილ­მებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ ჩემ­თვის ცხე­ნი უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, ვიდ­რე კი­ნო­რო­ლე­ბი.

- რო­მელ ფილ­მში ხართ გა­და­ღე­ბუ­ლი?

- ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი "ან­თი­მოზ ივე­რი­ელ­ში", "მოკ­ვე­თილ­ში"... 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ცხე­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით ვმუ­შა­ობ­დი. კი­ნოს­ტუ­დი­ის თავ­ლა რომ და­ი­ხუ­რა, და­ვი­ფან­ტეთ - ზო­გი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და, ზოგ­მა სხვა საქ­მეს მოჰ­კი­და ხე­ლი, მე ცხე­ნებს ვერ ვუ­ღა­ლა­ტე. ეს საქ­მე დიდ შრო­მას და ფი­ნან­სებს მო­ითხ­ოვს. ის თან­ხა, რაც ამა­ში მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი, სხვა ბიზ­ნეს­ში რომ ჩა­მე­დო, ახ­ლა ბევ­რი ფუ­ლი მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ცხე­ნე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლი­ა.

- რა ღირს ცხე­ნით გა­სე­ირ­ნე­ბა?

- ცხე­ნით გა­სე­ირ­ნე­ბის სა­ფა­სუ­რი 20 ლა­რი­დან იწყ­ე­ბა. გო­გო­ნე­ბი უფ­რო მა­მა­ცე­ბი არი­ან, მა­მა­კა­ცი კი უფ­რო ფრთხი­ლი­ა. ბევ­რს უთ­ქვამს, ბავ­შვო­ბი­დან ცხენ­ზე ვზი­ვა­რო, მაგ­რამ დამ­ჯდა­რა თუ არა, მივ­მხვდარ­ვარ, რომ იტყ­უ­ე­ბა.. ცხე­ნი ჭკვი­ა­ნი ცხო­ვე­ლი­ა, მაგ­რამ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ინც რის­კთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ვიდ­რე სა­სე­ირ­ნოდ გა­ვალთ, მა­ნამ­დე აქ­ვე, თავ­ლა­ში ვაჩ­ვევ კლი­ენ­ტის­თვის შე­სა­ფე­რის ცხენს.

- შე­მო­სავ­ლი­ა­ნია ეს ბიზ­ნე­სი?

- ზოგ­ჯერ სა­ერ­თოდ არა­ვინ მო­დის, მით უმე­ტეს, თუ წვი­მი­ა­ნი დღე­ე­ბი­ა. ხან­და­ხან 6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფიც მო­სუ­ლა. იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი კი გვაქვს, ცხე­ნებს რომ მო­ვუ­ა­როთ და კარ­გად გა­მოვ­კვე­ბოთ. უცხ­ო­ე­ლე­ბი უფ­რო გვე­ტა­ნე­ბი­ან, მათ უფ­რო იცი­ან ცხე­ნის ფა­სი. უყ­ვართ ჯი­რი­თი, გა­სე­ირ­ნე­ბა. ამ ბო­ლო დროს ქარ­თვე­ლე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დნენ ამ საქ­მით. ვიდ­რე შევ­ძლებ, ვეც­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხე­ნოს­ნო­ბა გა­და­ვარ­ჩი­ნო.

- რო­გორ შეძ­ლებთ ამას?

- ერ­თი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა ჩვენ­თან ცხე­ნი და ამას არ ვუფ­რთხილ­დე­ბით. სუფ­თა ჯი­შის ქარ­თუ­ლი ცხე­ნი უკვე გა­და­შე­ნე­ბის პი­რას არის. ცხე­ნოს­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­საც შე­უწყ­ობს ხელს. უცხ­ო­ე­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ჯი­რი­თი, მაგ­რამ მათ­თვის ცხე­ნი ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის. არ­ქე­ო­ლო­გებ­მა პირ­ვე­ლი ლა­გა­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ცხე­ნოს­ნო­ბამ ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი პო­ლოს. მა­რუ­ლა, ისინ­დი, გარ­დი, რად­რა­გა­ბა­ნი - ეს ქარ­თუ­ლი საცხ­ე­ნოს­ნო თა­მა­შე­ბი დღეს გაქ­რო­ბის პი­რას არის. ამას უნ­და მი­ექ­ცეს ყუ­რადღ­ე­ბა და ცხე­ნოს­ნო­ბაც გან­ვი­თარ­დე­ბა.

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა დაგიჯდებათ თბილისში ცხენით გასეირნება

რა დაგიჯდებათ თბილისში ცხენით გასეირნება

ალ­ბათ, ბევ­რმა არ იცის, რომ თბი­ლის­ში გა­სე­ირ­ნე­ბა ცხე­ნი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ცხე­ნო­სა­ნი კო­ბა მა­თი­აშ­ვი­ლი თა­ვი­სი ცხე­ნით ჯერ­ჯე­რო­ბით ძი­რი­თა­დად უცხ­ო­ე­ლებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, რომ არა ცხე­ნი, ბევ­რად უფ­რო შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ბიზნესი ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ამ ცხო­ვე­ლის გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა არ შე­უძ­ლი­ა.

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცხენ­ის სიახლოვეს მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩამ­კვდა­რია ცხე­ნოს­ნო­ბა. დო­ღი ხომ აღარ იმარ­თე­ბა და ძვე­ლი საცხ­ე­ნოს­ნო თა­მა­შე­ბიც მი­ვიწყ­ე­ბუ­ლი­ა. ჯერ კი­დევ იმე­დი მაქვს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ამის გა­დარ­ჩე­ნა და მომ­ხმა­რე­ბელს ცხე­ნით გა­სე­ირ­ნე­ბას ვთა­ვა­ზობ. ჩემს თავ­ლა­ში ცხრა ცხე­ნია და მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ერ­თად ვუვ­ლით. ად­რე კი­ნოს­ტუ­დი­ის თავ­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ფილ­მებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მაგ­რამ ჩემ­თვის ცხე­ნი უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, ვიდ­რე კი­ნო­რო­ლე­ბი.

- რო­მელ ფილ­მში ხართ გა­და­ღე­ბუ­ლი?

- ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი "ან­თი­მოზ ივე­რი­ელ­ში", "მოკ­ვე­თილ­ში"... 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ცხე­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით ვმუ­შა­ობ­დი. კი­ნოს­ტუ­დი­ის თავ­ლა რომ და­ი­ხუ­რა, და­ვი­ფან­ტეთ - ზო­გი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და, ზოგ­მა სხვა საქ­მეს მოჰ­კი­და ხე­ლი, მე ცხე­ნებს ვერ ვუ­ღა­ლა­ტე. ეს საქ­მე დიდ შრო­მას და ფი­ნან­სებს მო­ითხ­ოვს. ის თანხა, რაც ამა­ში მაქვს ჩა­დე­ბუ­ლი, სხვა ბიზ­ნეს­ში რომ ჩა­მე­დო, ახ­ლა ბევ­რი ფუ­ლი მექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ცხე­ნე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლი­ა.

- რა ღირს ცხე­ნით გა­სე­ირ­ნე­ბა?

- ცხე­ნით გა­სე­ირ­ნე­ბის სა­ფა­სუ­რი 20 ლა­რი­დან იწყ­ე­ბა. გო­გო­ნე­ბი უფ­რო მა­მა­ცე­ბი არი­ან, მამაკა­ცი კი უფ­რო ფრთხი­ლი­ა. ბევრს უთ­ქვამს, ბავ­შვო­ბი­დან ცხენ­ზე ვზი­ვა­რო, მაგ­რამ დამ­ჯდა­რა თუ არა, მივ­მხვდარ­ვარ, რომ იტყ­უ­ე­ბა.. ცხე­ნი ჭკვი­ა­ნი ცხო­ვე­ლი­ა, მაგ­რამ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ინც რის­კთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ვიდ­რე სა­სე­ირ­ნოდ გა­ვალთ, მა­ნამ­დე აქ­ვე, თავ­ლა­ში ვაჩ­ვევ კლი­ენ­ტის­თვის შე­სა­ფე­რის ცხენს.

- შე­მო­სავ­ლი­ა­ნია ეს ბიზ­ნე­სი?

- ზოგ­ჯერ სა­ერ­თოდ არა­ვინ მო­დის, მით უმე­ტეს, თუ წვი­მი­ა­ნი დღე­ე­ბი­ა. ხან­და­ხან 6-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფიც მო­სუ­ლა. იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი კი გვაქვს, ცხე­ნებს რომ მო­ვუ­ა­როთ და კარ­გად გა­მოვ­კვე­ბოთ. უცხ­ო­ე­ლე­ბი უფ­რო გვე­ტა­ნე­ბი­ან, მათ უფ­რო იცი­ან ცხე­ნის ფა­სი. უყ­ვართ ჯი­რი­თი, გა­სე­ირ­ნე­ბა. ამ ბო­ლო დროს ქარ­თვე­ლე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დნენ ამ საქ­მით. ვიდ­რე შევ­ძლებ, ვეც­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხე­ნოს­ნო­ბა გა­და­ვარ­ჩი­ნო.

- რო­გორ შეძ­ლებთ ამას?

- ერ­თი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზეა ჩვენ­თან ცხე­ნი და ამას არ ვუფ­რთხილ­დე­ბით. სუფ­თა ჯი­შის ქარ­თუ­ლი ცხე­ნი უკვე გა­და­შე­ნე­ბის პი­რას არის. ცხე­ნოს­ნო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­საც შე­უწყ­ობს ხელს. უცხ­ო­ე­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ჯი­რი­თი, მაგ­რამ მათ­თვის ცხე­ნი ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის. არ­ქე­ო­ლო­გებ­მა პირ­ვე­ლი ლა­გა­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ცხე­ნოს­ნო­ბამ ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი პო­ლოს. მა­რუ­ლა, ისინ­დი, გარ­დი, რად­რა­გა­ბა­ნი - ეს ქარ­თუ­ლი საცხ­ე­ნოს­ნო თა­მა­შე­ბი დღეს გაქ­რო­ბის პი­რას არის. ამას უნ­და მი­ექ­ცეს ყუ­რადღ­ე­ბა და ცხე­ნოს­ნო­ბაც გან­ვი­თარ­დე­ბა.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"