მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზა - ლილია ბრიკი
 ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზა - ლილია ბრიკი

ლი­ტე­რა­ტო­რი, მო­დე­ლი, ვლა­დი­მერ მა­ი­ა­კოვ­სკის მუზა და თა­ვი­სი თა­ო­ბის კერ­პი - ეს გახ­ლდათ ლი­ლია ბრი­კი, რომ­ლის სა­ხეც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჩარ­ჩო­ებ­ში არ ჯდე­ბო­და. იგი აღაფრ­თო­ვა­ნებ­და და შოკ­ში აგ­დებ­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს, მისი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის გან­სჯი­სა და გან­კი­თხვის სა­გა­ნი იყო და დღემ­დე არ არ­სე­ბობს მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვერ­სია.

სა­ხე­ლი პოეტ ლილი შე­ნე­მა­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვეს. ბრი­კი ყო­ველ­თვის ილ­ტვო­და ნი­ჭი­ე­რი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­კენ - პო­ე­ტე­ბის­კენ, მხატ­ვრე­ბის­კენ, მსა­ხი­ო­ბე­ბის­კენ. მისი მე­გო­ბა­რი იყო ფრან­გი კუ­ტი­უ­რიე ივ სენ-ლო­რა­ნი, რო­მე­ლიც შემ­დეგ­ში იხ­სე­ნებ­და: "ლილი ბრიკ­თან ყვე­ლა­ფერ­ზე გუ­ლახ­დი­ლად შე­მიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კო - სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ოს­ნე­ბა­ზე, ფერ­წე­რა­ზე, პო­ლი­ტი­კა­ზე... რა თქმა უნდა, მო­და­ზეც".

თა­ვი­სუ­ფა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის მომ­ხრე ლი­ლია ბრი­კი თა­ვი­სი "გა­ტა­ცე­ბე­ბით" მა­ი­ა­კოვ­სკის ტან­ჯავ­და, თა­ნაც გა­მუდ­მე­ბით ამ­ბობ­და: "ვა­ლო­დი­ას­თვის ტან­ჯვა სა­სარ­გებ­ლოა, იწ­ვა­ლებს, იდარ­დებს და კარგ ლექსს და­წერს". სამ­თა ცხოვ­რე­ბა - თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ქმრებ­თან, უთ­ვა­ლა­ვი საყ­ვა­რე­ლი და თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ლი­ლია ბრი­კის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი იყო. თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გა­მორ­ჩე­ულ კა­ცებ­ზე ასე ამ­ბობ­და: "მე ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და ერთი - ერთი ოსია, ერთი ვა­ლო­დია, ერთი ვი­ტა­ლი და ერთი ვა­სია".

ბი­ოგ­რა­ფია

ლი­ლია იუ­რი­ევ­ნა ბრი­კი, ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა­ში ლი­ლია კა­გა­ნი და ფრან­გი მწერ­ლის ელზა ტრი­ო­ლეს უფ­რო­სი და, 1891 წლის 4 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და.

ლი­ლი­ას მამა, იური კა­გა­ნი, მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლო პა­ლა­ტის ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლი იყო. დე­და­მი­სი, ელე­ნა, წარ­მო­შო­ბით რი­გი­დან იყო და მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რია ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ლი­ლი­ამ გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გე­რი­ეს უმაღ­ლეს მა­თე­მა­ტი­კურ კურ­სებ­ზე ჩა­ა­ბა­რა, შემ­დეგ მოს­კო­ვის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა. 1911 წელს მი­უნ­ხენ­ში შვეგ­რე­ლის სტუ­დი­ა­ში ძერ­წვას სწავ­ლობ­და.

ჯერ კი­დევ გიმ­ნა­ზი­ა­ში გა­იც­ნო ლი­ლიმ ოსიპ ბრი­კი. 1912 წლის 26 მარტს წყვი­ლი და­ქორ­წინ­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზა - ლილია ბრიკი

 ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზა - ლილია ბრიკი

ლიტერატორი, მოდელი, ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზა და თავისი თაობის კერპი - ეს გახლდათ ლილია ბრიკი, რომლის სახეც საზოგადოებრივ ჩარჩოებში არ ჯდებოდა. იგი აღაფრთოვანებდა და შოკში აგდებდა თაყვანისმცემლებს, მისი ცხოვრება ყოველთვის განსჯისა და განკითხვის საგანი იყო და დღემდე არ არსებობს მისი ბიოგრაფიის ერთმნიშვნელოვანი ვერსია.

სახელი პოეტ ლილი შენემანის პატივსაცემად დაარქვეს. ბრიკი ყოველთვის ილტვოდა ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანებისკენ - პოეტებისკენ, მხატვრებისკენ, მსახიობებისკენ. მისი მეგობარი იყო ფრანგი კუტიურიე ივ სენ-ლორანი, რომელიც შემდეგში იხსენებდა: "ლილი ბრიკთან ყველაფერზე გულახდილად შემიძლია ვილაპარაკო - სიყვარულსა და პატიოსნებაზე, ფერწერაზე, პოლიტიკაზე... რა თქმა უნდა, მოდაზეც".

თავისუფალი სიყვარულის მომხრე ლილია ბრიკი თავისი "გატაცებებით" მაიაკოვსკის ტანჯავდა, თანაც გამუდმებით ამბობდა: "ვალოდიასთვის ტანჯვა სასარგებლოა, იწვალებს, იდარდებს და კარგ ლექსს დაწერს". სამთა ცხოვრება - თავის ოფიციალურსა და სამოქალაქო ქმრებთან, უთვალავი საყვარელი და თაყვანისმცემელი ლილია ბრიკის ცხოვრების სტილი იყო. თავისი ცხოვრების გამორჩეულ კაცებზე ასე ამბობდა: "მე ყოველთვის მიყვარდა ერთი - ერთი ოსია, ერთი ვალოდია, ერთი ვიტალი და ერთი ვასია".

ბიოგრაფია

ლილია იურიევნა ბრიკი, ქალიშვილობაში ლილია კაგანი და ფრანგი მწერლის ელზა ტრიოლეს უფროსი და, 1891 წლის 4 აგვისტოს დაიბადა.

ლილიას მამა, იური კაგანი, მოსკოვის სასამართლო პალატის ნაფიცი მსაჯული იყო. დედამისი, ელენა, წარმოშობით რიგიდან იყო და მოსკოვის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული. ლილიამ გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გერიეს უმაღლეს მათემატიკურ კურსებზე ჩააბარა, შემდეგ მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. 1911 წელს მიუნხენში შვეგრელის სტუდიაში ძერწვას სწავლობდა.

ჯერ კიდევ გიმნაზიაში გაიცნო ლილიმ ოსიპ ბრიკი. 1912 წლის 26 მარტს წყვილი დაქორწინდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს