მსახიობმა ვაინონა რაიდერმა ჟურნალ Interview-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ჟურნალის ახალი ნომერი ფილმის - "ყინულის კაცი" (The Iceman) გამოსვლას ეძღვნება. სურათში მსახიობმა ცივსისიხლიანი მკვლელის, რიჩარდ კუკლინსკის მეუღლის როლი შეასრულა. რაიდერის თქმით, როლი მისთვის სრულიად ახალ გამოცდილებად იქცა. როდესაც როლისთვის ემზადებოდა, კუკლინსკის შესახებ ინფორმაციას არ კითხულობდა, რადგან მსახიობს ეს ადამიანი და მისი ისტორია აშინებდა.
რიჩარდ კუკლინსკი რეალური პერსონაჟია, რომელიც ცივსიხლიანობითა და სისასტიკით გახდა ცნობილი. მას მსხვერპლთა გაყინვა უყვარდა, ამიტომ შეარქვეს "ყინულის კაცი".
"მას არავინ აიძულებდა ეს გაეკეთებინა. მიზნად ჰქონდა ბევრი ფულის სანაცვლოდ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა", - ამბობს მსახიობი ჟურნალთან ინტერვიუში.
როლისთვის მოსამზადებლად ვაინონამ სცენარი უბალოდ კარგად შეისწავლა. ამასთან, მკვლელობის სცენებს არ კითხულობდა, მისმა გმირმა მეუღლის პროფესიის შესახებ არც კი იცოდა. "ყველა ასეთი ცოლის ბედზე ვფიქრობდი, მაგრამ ეს ისტორია განსაკუთრებულად არ შემისწავლია",- აღნიშნავს მსახიობი.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.